Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სიზმართხილვის შესახებ
სიზმართხილვის შესახებ
სიზმართხილვის შესახებ
Ebook136 pages41 minutes

სიზმართხილვის შესახებ

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

სიზმრის წარმოქმნის ფსიქიური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება დიდი ფსიქოლოგის წინამდებარე წიგნი, რაც ფუნდამენტურ ნაშრომად უნდა იქნას განხილული სიზმრის განმარტების საქმეში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2021
ISBNAufTraumen
სიზმართხილვის შესახებ

Read more from ზიგმუნდ ფროიდი

Related to სიზმართხილვის შესახებ

Related ebooks

Reviews for სიზმართხილვის შესახებ

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სიზმართხილვის შესახებ - ზიგმუნდ ფროიდი

    ზიგმუნდ ფროიდი - სიზმართხილვის შესახებ

    SigmunfdFreud - Auf Träumen

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I

    II

    III

    IV

    V

    VI

    VII

    VIII

    IX

    X

    XI

    XII

    კომენტარები

    I

    იმ დროში, რომელსაც მეცნიერებამდელი შეიძლება ვუწოდოთ, ადამიანებს არ უჭირდათ სიზმრის განმარტება. იხსენებდნენ რა გამოფხიზლების შემდეგ, მას განიხილავდნენ, როგორც სიკეთის ან ბოროტების მომასწავებელ ნიშანს უმაღლესი ღვთიური ან დემონური ძალების მხრიდან. საბუნებისმეტყველო აზროვნების განვითარებასთან ერთად მთელი ეს მახვილგონივრული  მითოლოგია ფსიქოლოგიად იქცა, დღეისათვის კი განათლებულ ადამიანთა შორის მცირე ნაწილიღა მოიძებნება, ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, სიზმარი თავად სიზმრის მხილველის ფსიქიური გარჯილობის შედეგი რომ არის.

    მაგრამ მითოლოგიური ჰიპოთეზის გაქრობასთან ერთად სიზმრის განმარტება აუცილებელი გახდა. სიზმართა წარმოშობის პირობები, მათი კავშირი მენტალურ ცხოვრებასთან სიფხიზლისას, მათი დამოკიდებულება გარე გამღიზიანებლებზე ძილის დროს, ფხიზელი ცნობიერებისათვის უცხო უცნაურობები, დაკავშირებული სიზმრის შინაარსთან, შეუსაბამობა მის სურათებსა და მასთან დაკავშირებულ აფექტებს შორის, დაბოლოს, სურათების სწრაფი ცვლა და მათი ჩანაცვლების, დამახინჯებისა და მეხსიერებიდან ამოვარდნის საშუალებაც კი - ეს და სხვა პრობლემები უკვე მრავალი ასეული წელია ელის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტას. პირველ ადგილზე დგას საკითხი სიზმრის მნიშვნელობის შესახებ - საკითხი, რომელსაც ორგვარი აზრი აქვს: ერთი, რომ საქმე ეხება სიზმრის ფსიქოლოგიური მნიშვნელობის გამოვლენას, და სხვა მენტალურ პროცესებთან და ბიოლოგიურ ფუნქციებთან მის კავშირს; მეორე, სასურველია ვიცოდეთ, შესაძლებელია თუ არა სიზმრის განმარტება და აქვს თუ არა მის შემადგენელ ყოველ ელემენტს რაიმე „აზრი", როგორც ჩვენ ამის მიგნებას სხვა ფსიქიურ აქტებში მივეჩვიეთ.

    სიზმრის შეფასებისას შესაძლოა სამი მიმართულება შევნიშნოთ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თითქოს სიზმრის უწინ გაბატონებული გადაფასების გამოძახილს წარმოადგენს, ასახვას ზოგ ფილოსოფოსთან პოულობს, რომლებიც სიზმრის საფუძვლად სულიერი მოღვაწეობის განსაკუთრებულ მდგომარეობას ათავსებენ, რომელსაც ისინი სულის განვითარების უფრო მაღალ საფეხურად განიხილავენ. ასე მაგალითად, შუბერტი ამტკიცებს, რომ სიზმარი წარმოადგენს სულის განთავისუფლებას უზენაესი ბუნების ჩაგვრისგან, სულის განთავისუფლებას გრძნობიერი სამყაროს ბორკილებისგან. სხვა მოაზროვნეები ესოდენ შორს არ მიდიან, მაგრამ მყარად სწამთ იმ მოსაზრებისა, რომ სიზმრები თავისი არსით ფსიქიური აგზნებიდან და მენტალური ძალებიდან გამომდინარეობს, რომლებმაც დღის განმავლობაში თავისუფლად გამოვლენა ვერ შეძლეს (სიზმრისეული ფანტაზია - შერნერი, ფოლკელტი). მრავალი დამკვირვებელი სიზმარს მიაწერს უნარს განსაკუთრებით ძლიერი ზემოქმედებისა - სულ ცოტა, ზოგ სფეროში მაინც, მაგალითად, მეხსიერებისა.

    ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ავტორ-ექიმთა უმრავლესობა იმ შეხედულებას იზიარებს, რომ სიზმარი რთულად თუ იმსახურებს ფსიქიური მოვლენის სახელწოდებას; მათი აზრით სიზმრის გამომწვევები არიან მხოლოდ გრძნობითი და სხეულებრივი გამღიზიანებლები, რომლებიც მძინარეზე გარედან მოქმედებენ ან თავად მასში წარმოიშობიან შემთხვევით. შესაბამისად, სიზმრის შინაარსს არ შეიძლება იმაზე მეტი აზრი და მნიშვნელობა ჰქონდეს, რაც, მაგალითად, ხმას აქვს, რომელსაც მუსიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანის ათი თითი გამოსცემს კლავიშებზე გადარბენისას. ამ შეხედულების თანახმად სიზმარი უნდა განვიხილოთ, როგორც „სხეულებრივი, ყველა შემთხვევაში უსარგებლო და, ზოგ შემთხვევაში - მტკივნეული პროცესი" (ვინცი). სიზმრის ყველა თავისებურება აიხსნება დაუკავშირებელი და ფიზიოლოგიური გამღიზიანებლებით გამოწვეული ფუნქციონირებით ცალკეული ორგანოების ან ჩაძინებული ტვინის უჯრედთა ცალკეული ჯგუფისა.

    მცირედ უწევს რა ანგარიშს მეცნიერების შეხედულებას და სრულიად არ აინტერესებს სიზმრის წარმოშობის საკითხი, ხალხს, როგორც ჩანს, მტკიცედ სწამს იმისა, რომ სიზმარს წინასწარმეტყველების აზრი გააჩნია, რომლის არსი რაიმე განმარტების საშუალებით შეიძლება აიხსნას. ამ მიზნით გამოყენებული მეთოდი განმარტებისა იმაში მდგომარეობს, რომ სიზმრის შინაარსს, რომელსაც მეხსიერებით აღადგენენ, ჩაანაცვლებენ სხვა შინაარსით - ან ნაწილ-ნაწილ, მყარად დადგენილი გასაღების შესაბამისად, ან სიზმრის მთელ შინაარსს ჩაანაცვლებენ რაღაც ახალი მთლიანობით, რომელთან მიმართებით პირველი - სიმბოლოს წარმოადგენს. ასეთ მცდელობებზე სერიოზულ ხალხს, როგორც წესი, ეცინება: „სიზმარი - ზღვის ქაფი".

    II

    ჩემდა გასაოცრად ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ჭეშმარიტებასთან ახლოს არა ექიმების,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1