Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დაქირავებული შრომა და კაპიტალი
დაქირავებული შრომა და კაპიტალი
დაქირავებული შრომა და კაპიტალი
Ebook115 pages1 hour

დაქირავებული შრომა და კაპიტალი

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

"დაქირავებული შრომა და კაპიტალი" მარქსის ერთ-ერთი ფუძემდებლური ნაშრომია, რომელშიც ის შეკუმშული სახით, "მუშებისთვის" გასაგებად ხსნის "სამუშაო ძალის" ცნებას და დამოკიდებულებას დაქირავებულ შრომასა და კაპიტალს შორის. ნაშრომს წინ უძღვის ფ. ენგელსის წინასიტყვაობა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 16, 2020
დაქირავებული შრომა და კაპიტალი

Read more from კარლ მარქსი

Related to დაქირავებული შრომა და კაპიტალი

Related ebooks

Reviews for დაქირავებული შრომა და კაპიტალი

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დაქირავებული შრომა და კაპიტალი - კარლ მარქსი

    კარლ მარქსი - დაქირავებული შრომა და კაპიტალი

    Karl Marx – Lohnarbeit und Kapital

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ფილიპე გოგიჩაიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    I

    II

    III

    IV

    შენიშვნები

    წინასიტყვაობა

    წინამდებარე შრომა იბეჭდებოდა 1849 წლის 4 აპრილიდან ახალ რაინის გაზეთში[1] მთელი რიგი მოწინავე სტატიების სახით. მას საფუძვლად უდევს ის ლექციები, რომლებიც მ ა რ ქ ს მ ა 1847 წელს ბრიუსელის გერმანელ მუშათა კავშირში წაიკითხა. მისი ბეჭდვა არ დამთავრებულა; გაზეთის # 269-ში სტატიის დასასრულს ეწერა: „შემდეგი იქნებაო", მაგრამ ეს შეუსრულებელი დარჩა სწრაფად განვითარებული ამბების გამო: უნგრეთში რუსები შეიჭრნენ, დრეზდენსა, იზერლონსა, ელბერფელდსა, პფალცსა და ბადენში აჯანყება მოხდა; ამ ამბებმა თვით გაზეთის დახურვაც გამოიწვია (1849 წლის 19 მაისს). მარქსის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაში ამ გაგრძელების ხელნაწერი არ აღმოჩნდა.

    „დაქირავებული შრომა და კაპიტალი რამდენიმეჯერ გამოიცა ცალკე ანაბეჭდად, ბროშურის სახით, უკანასკნელად - 1884 წ., ჰეტინგენ-ციურიხს, „შვეიცარიის კოოპერატიულ სტამბაში. ეს წინანდელი გამოცემები იძლეოდა ორიგინალის ზედმიწევნით სწორ ტექსტს. წინამდებარე ახალი გამოცემა, როგორც პროპაგანდისტული შრომა, უნდა გავრცელდეს არანაკლებ ათი ათასი ცალისა, და აი აქ ჩემს წინაშე დგება საკითხი, ცნობდა თუ არა თვით მარქსი მიზანშეწონილად ასეთ პირობებში ტექსტის უცვლელად გადმოღებას.

    ორმოციან წლებში მარქსს ჯერ კიდევ არ ჰქონია დამთავრებული თავისი კრიტიკა პოლიტიკური ეკონომიისა. ეს მხოლოდ ორმოცდაათიან წლების ბოლოში მოხდა. ამიტომ ის ნაწერები, რომლებიც მისი შრომის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის" პირველი რვეულის გამოსვლამდე (1859 წ.) დაიბეჭდა, ცალკეულ პუნქტებში განსხვავდება იმ ნაწერებისაგან, რომლებიც 1859 წ. შემდეგ გამოქვეყნდა, და ამასთანავე ისეთ გამოთქმებსა და მთელ წინადადებებს შეიცავს, რომლებიც ახლა მრუდედ და შემცდარადაც გვეჩვენება. თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვეულებრივს, ფართო მკითხველ საზოგადოებისათვის დანიშნულ გამოცემებში ამ წინანდელ თვალსაზრისს, რომელიც ავტორის გონებრივი განვითარების ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენს, თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რომ როგორც ავტორს, ისე საზოგადოებას აუცილებლად უფლება აქვთ ამ ძველი ნაწერების უცვლელი გამოცემა იხილონ. მე სიზმარშიც არ მომივიდოდა აზრად, რომ ასეთ გამოცემისას აქ თუნდაც ერთი სიტყვა შემეცვალა. 

    სულ სხვაა, როცა ახალი გამოცემა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის მიზნებს უნდა ემსახუროს მუშათა წრეებში. ასეთ შემთხვევაში თვით მარქსი 1849 წელში დაბეჭდილ შრომას უსათუოდ თავის ახალ თვალსაზრისს შეუთანხმებდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი სურვილის მიხედვით ვმოქმედებ, რომ ამ გ ა მ ო ც ე მ ა შ ი ცოტაოდენი ცვლილებები და დამატებები შემაქვს, რომლებიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად ყველა არსებით მუხლში. ამიტომ მკითხველს წინდაწინვე ვეუბნები: ეს ბროშურა არაა სავსებით ისეთი, როგორიც მარქსმა 1849 წელს დაწერა, არამედ ისეთია, როგორსაც იგი დაახლოებით 1891 წ. დაწერდა. ამას გარდა ნამდვილი დედანი იმდენ ეგზემპლარად გავრცელდა, რომ ის სრულიად საკმაოა, სანამ შესაძლებლობა მექნება მომავალ სრულ გამოცემაში მას კიდევ უცვლელად დავბეჭდავდე.

    ჩემ მიერ შეტანილი ყველა ცვლილება ერთიდაიმავე მუხლის გარშემო ტრიალებს. დედნის მიხედვით მუშა ჰყიდის კაპიტალისტზე თავის შ რ ო მ ა ს და მის ნაცვლად ღებულობს ხელფასს. ახლანდელი ტექსტის მიხედვით კი ის ჰყიდის თავის ს ა მ უ შ ა ო ძალას. მე ვალდებული ვარ ეს ცვლილება განვმარტო. უნდა განვუმარტო ეს მუშებს, რათა მათ დაინახონ, რომ აქ სიტყვის უბრალო თამაში კი არ არის, არამედ საქმე შეეხება მთელი პოლიტიკური ეკონომიის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1