Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფული და საქონელი
ფული და საქონელი
ფული და საქონელი
Ebook186 pages59 minutes

ფული და საქონელი

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

"კაპიტალის" პირველი ტომის ამ ნაკვეთში კარლ მარქსი საქონლის ორ ფაქტორს, შრომის ორად ხასიათსა და ღირებულების ფორმებს იკვლევს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 10, 2020
ფული და საქონელი

Read more from კარლ მარქსი

Related to ფული და საქონელი

Related ebooks

Reviews for ფული და საქონელი

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფული და საქონელი - კარლ მარქსი

    კარლ მარქსი - ფული და საქონელი

    Karl Marx - Money and Commodity

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის პ. იაშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    1. საქონლის ორი ფაქტორი: სახმარი ღირებულება და ღირებულება (ღირებულების სუბსტანცია, ღირებულების სიდიდე)

    2. საქონელში განხორციელებული შრომის ორადი ხასიათი

    3. ღირებულების ფორმა ანუ საცვლელი ღირებულება

    1. საქონლის ორი ფაქტორი: სახმარი ღირებულება და ღირებულება (ღირებულების სუბსტანცია, ღირებულების სიდიდე)

    სიმდიდრე საზოგადოებისა, სადაც კაპიტალისტური წარმოების წესი ბატონობს, „უამრავი საქონლის გროვას" წარმოადგენს[1], ცალკეული საქონელი კი - მის ელემენტარულ ფორმას. ამიტომ ჩვენი გამოკვლევა საქონლის ანალიზით იწყება.

    საქონელი უწინარეს ყოვლისა გარეგანი საგანია, ნივთი, რომელიც თავისი თვისებით ადამიანის რაიმე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ამ მოთხოვნილების ბუნება, სულ ერთია, წარმოშობს მას, მაგალითად, კუჭი თუ ოცნება, სრულიად არ ცვლის საქმის ვითარებას[2]. აქ აგრეთვე არც იმაზეა ლაპარაკი, თუ როგორ აკმაყოფილებს ეს ნივთი ადამიანის მოთხოვნილებას, - უშუალოდ, როგორც საარსებო საშუალება, ე. ი. როგორც მოხმარების საგანი, თუ არაპირდაპირი გზით, როგორც წარმოების საშუალება.

    ყოველი სასარგებლო ნივთი, როგორც, მაგალითად, რკინა, ქაღალდი და ა. შ., შეიძლება ორნაირი თვალსაზრისით განვიხილოთ: თვისებრიობისა და რაოდენობის მიხედვით. ყოველი ასეთი ნივთი მრავალი თვისების ერთობლიობაა და ამიტომ შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა მხრივ. ამ სხვადასხვა მხარისა და, მაშასადამე, ნივთთა გამოყენების მრავალნაირი წესის აღმოჩენა ისტორიული განვითარების საქმეა[3]. იგივე ითქმის საზოგადოებრივ საზომთა გამონახვაზე სასარგებლო ნივთთა რაოდენობისათვის. საქონლის საზომთა სხვადასხვაობა გამომდინარეობს ნაწილობრივ გასაზომი საგნების სხვადასხვა ბუნებიდან, ნაწილობრივ პირობითი შეთანხმებიდან.

    ნივთის სარგებლიანობა ამ ნივთს სახმარ ღირებულებად ხდის[4]. მაგრამ ეს სარგებლიანობა ჰაერში როდი ჰკიდია. საქონლის სხეულის თვისებებით გაპირობებული, იგი ამ სხეულის გარეშე არ არსებობს. ამიტომ საქონლის სხეული, როგორც, მაგალითად, რკინა, ხორბალი, ალმასი და ა. შ., თვით არის სახმარი ღირებულება, ანუ დოვლათი. ეს მისი ხასიათი არ არის იმაზე დამოკიდებული, ბევრი თუ ცოტა შრომა ეხარჯება ადამიანს მის სახმარ თვისებათა მითვისებაზე. სახმარ ღირებულებათა განხილვისას მუდამ იგულისხმება მათი რაოდენობრივი განსაზღვრულობა, მაგალითად, დუჟინი საათი, ადლი ტილო, ტონა რკინა და სხვა. საქონელთა სახმარი ღირებულებანი განსაკუთრებული დისციპლინის - საქონელმცოდნეობის საგანს შეადგენენ[5]. სახმარი ღირებულების რეალიზაცია მხოლოდ გამოყენების ანუ მოხმარების პროცესში ხდება. სახმარი ღირებულებანი სიმდიდრის ნივთიერ შინაარსს შეადგენენ, სულ ერთია, როგორიც უნდა იყოს ამ სიმდიდრის საზოგადოებრივი ფორმა. საზოგადოების იმ ფორმაში, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, სახმარი ღირებულება იმავე დროს ნივთიერი მატარებელია საცვლელი ღირებულებისა.

    საცვლელი ღირებულება უწინარეს ყოვლისა წარმოგვიდგება როგორც რაოდენობრივი თანაფარდობა, როგორც პროპორცია, რომლის მიხედვით ერთი გვარეობის სახმარი ღირებულება მეორე გვარეობის სახმარ ღირებულებაზე გაიცვლება[6], წარმოგვიდგება თანაფარდობად, რომელიც დროისა და ადგილის მიხედვით მუდმივ იცვლება. ამიტომ საცვლელი ღირებულება შემთხვევითი ხასიათის და წმინდა რელატიურ მოვლენად გვეჩვენება, საქონლის შინაგანი, იმანენტური საცვლელი ღირებულება (valelur intrinseque) კი, მაშასადამე, რაღაც contradictio in adjecto[7]-დ. განვიხილოთ საგანი უფრო ახლო.

    განსაზღვრული საქონელი, მაგალითად, ერთი კვარტერი ხორბალი გაიცვლება x საჩექმე ვაქსზე, ან y აბრეშუმზე, ან z ოქროზე და ა. შ., ერთი სიტყვით იგი გაიცვლება სხვა საქონელზე უაღრესად სხვადასხვა პროპორციით. მაშასადამე, ხორბალს აქვს მრავალგვარი საცვლელი ღირებულება ნაცვლად ერთადერთისა. მაგრამ, რადგან x საჩექმე ვაქსიც, y აბრეშუმიც, z ოქროც და ა. შ. ერთი კვარტერი ხორბლის საცვლელ ღირებულებას წარმოადგენენ, ამიტომ x საჩექმე ვაქსი, y აბრეშუმი, z ოქრო და ა. შ. უნდა იყვნენ ერთი მეორის შემცვლელი ანუ თანატოლი საცვლელი ღირებულებანი. აქედან გამომდინარეობს, პირველი, რომ ერთი და იმავე საქონლის სხვადასხვა საცვლელი ღირებულებანი გამონახავენ რაიმე იგიურს, და მეორე, რომ საცვლელი ღირებულება შეიძლება საერთოდ იყოს მხოლოდ გამოსახვის წესი, „გამოვლინების ფორმა" მისგან განსხვავებული რაიმე შინაარსისა.

    ავიღოთ ორი საქონელი, მაგალითად, ხორბალი და რკინა. როგორიც უნდა იყოს მათი საცვლელი შეფარდება, იგი ყოველთვის შეიძლება გამოიხატოს განტოლებით, რომელშიც ხორბლის განსაზღვრული რაოდენობა რკინის განსაზღვრულ რაოდენობას ეტოლება. მაგალითად, 1 კვარტერი ხორბალი = a ცენტნერ რკინას. რას გვეუბნება ეს განტოლება? იმას, რომ ორ სხვადასხვა ნივთში, ე. ი. 1 კვარტერ ხორბალში და a ცენტნერ რკინაში ერთი და იმავე სიდიდის საერთო რამ არსებობს. მაშასადამე, ორივე ნივთი უდრის მესამეს, რომელიც თავისთავად არც პირველია და არც მეორე. ამრიგად, თვითეული მათგანი, რამდენადაც იგი საცვლელი ღირებულებაა, დაყვანილ უნდა იქნას ამ მესამეზე.

    უბრალო გეომეტრიული მაგალითი ნათელყოფს ამას. სწორი ხაზებით შემოსაზღვრული რომელიმე ფიგურის ფართობი რომ განვსაზღვროთ და ერთმანეთს შევადაროთ, მათ სამკუთხედებად ვშლით. თვით სამკუთხედი დაგვყავს მისი ხილვადი ფიგურისაგან სრულიად განსხვავებულ გამოსახულებამდე - მისი ფუძისა და სიმაღლის ნამრავლის ნახევრამდე. სწორედ ასევე საქონელთა საცვლელი ღირებულებანიც დაყვანილ უნდა იქნან იმ საერთოზე, რომლის მეტ თუ ნაკლებ ოდენობასაც ისინი წარმოადგენენ.

    ეს საერთო რამ არ შეიძლება იყოს გეომეტრიული, ფიზიკური, ქიმიური ან სხვა რაიმე ბუნებრივი თვისება საქონლისა. საქონელთა სხეულებრივი თვისებანი მხედველობაში მიიღება საერთოდ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი მათ სასარგებლო ნივთებად, მაშასადამე, სახმარ ღირებულებებად ხდიან. მაგრამ, მეორე მხრივ, საქონელთა საცვლელ შეფარდებას ნათლად ახასიათებს სწორედ აბსტრაჰირება მათი სახმარი ღირებულებისაგან. საქონელთა საცვლელი შეფარდების ფარგლებში თვითეულ სახმარ ღირებულებას სწორედ ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ყოველ სხვას, თუკი იგი სათანადო პროპორციით არის მოცემული. ან, როგორც მოხუცი ბარბონი ამბობს: ერთი გვარეობის საქონელი ისევე კარგია, როგორც მეორე, თუ მათი საცვლელი ღირებულება ერთნაირია. არავითარი განსხვავება, ანუ სხვადასხვაობა არ არსებობს იმ ნივთებს შორის, რომელთაც ტოლი სიდიდის საცვლელი ღირებულება აქვთ[8]. როგორც სახმარი ღირებულება საქონელი, უწინარეს ყოვლისა, სხვადასხვა თვისებრიობის მქონეა, როგორც საცვლელი ღირებულება კი იგი შეიძლება იყოს მხოლოდ სხვადასხვა რაოდენობის მქონე, მაშასადამე, სახმარი ღირებულების არც ერთ ატომს არ შეიცავს.

    თუ საქონლის სხეულის სახმარ ღირებულებას მხედველობაში არ მივიღებთ, მას მხოლოდ ერთი თვისება დარჩება, სახელდობრ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1