Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე
დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე
დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე
Ebook474 pages2 hours

დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" პირველი ნაწილია წიგნისა, რომელშიც ისააკ ნიუტონი ცდილობს გაერკვეს ქრისტიანული რელიგიის საწყისებში და ახსნა უპოვოს, ერთის მხრივ, იესოს მოვლენასა და მისგან გამომდინარე დამდგარ და სამომავლო შედეგებს, ხოლო, მეორეს მხრივ, გააანალიზოს ეკლესიის განვითარების გზა. თარგმანი ქართულ ენაზე სრულდება პირველად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 8, 2015
დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე

Related to დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე

Related ebooks

Reviews for დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე - ისააკ ნიუტონი

    საავტორო უფლება

    თავი I. შესავალი ძველი აღთქმის წიგნების შემდგენლებთან დაკავშირებით

    თავი II. წინასწარმეტყველთა ლექსიკის შესახებ

    თავი III. ოთხი ლითონისაგან შექმნილი კერპის ხილვის შესახებ

    თავი IV. ოთხი მხეცის ხილვის შესახებ

    თავი V. სამეფოთა შესახებ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან კერპის თიხისა და რკინის ტერფებით

    თავი VI. სამეფოთა შესახებ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მეოთხე მხეცის ათი რქით

    თავი VII. დანიელის[1] მეოთხე მხეცის მეთერთმეტე რქის შესახებ

    თავი VIII. დანიელის მეოთხე მხეცის მეთერთმეტე რქის ძალის შესახებ შეცვალოს დრონი და კანონები

    თავი  IX. სამეფოთა შესახებ, რომლებიც დანიელთან წაროდგენილნი არიან ვერძითა და ვაცით

    თავი X. სამოცდაათი კვირის წინასწარმეტყეველების შესახებ

    თავი XI. იესოს დაბადებისა და ვნებების შესახებ

    თავი XII. წმინდა წერილის წინასწარმეტყველების შესახებ

    თავი XIII. მეფის შესახებ, რომელიც მოქმედებდა საკუთარი ნების შესაბამისად და ამაღლდა ყველა ღმერთზე მეტად და თაყვანი სცა მაჰუსიმებს[2] და არ გაუწია ანგარიში ქალების სურვილს

    თავი XIV. მაჰუსიმების შესახებ, რომლებიც თაყვანცემულ იქნენ საკუთარი ნებით მოქმედი მეფის მიერ

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    iBooks © 2015 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ისააკ ნიუტონი - დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე.

    თავი I. შესავალი ძველი აღთქმის წიგნების შემდგენლებთან დაკავშირებით

    როდესაც მენაშემ (2 ნეშტ. 33:5-7) დაამკვიდრა ღვთის სახლში გაკეთებული კერპი და ქანდაკი, და სამსხვერპლოები აუგო ცის ვარსკვლავებს უფლის სახლის ორივე ეზოში, და ამასთანავე მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა და ბევრ სხვა უკუღმართობას სჩადიოდა, ყველა ამ უწმინდურობისთვის აშურის მეფე ასერჰადონის მიერ იქნა შეპყრობილი და  ტყვედ წაყვანილი ბაბილონში; რჯულის წიგნი დაკარგული იყო მისი შვილიშვილის, იოშიას მეფობის მეთვრამეტე წლამდე. ჰილკიაჰუ მღვდელმთავარმა (2 ნეშტ. 34) იპოვა იგი ტაძრის აღდგენის შემდეგ და გადასცა მეფეს, რომელიც დიდად დამწუხრდა იმის გამო, რომ არ დაიცვა მათმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები და ბრძანა, რომ წაეკითხათ წიგნი ხალხისთვის და მოთხოვა ხალხს ახალი აღთქმის დადება უფლის წინაშე. სწორედ ეს არის დღემდე შემორჩენილი რჯულის წიგნი.

    როდესაც შიშაკი (2 ნეშტ. 12:2-4; 8-9; 15:5-6) მიადგა იუდეას ქალაქებს და ისინი ეგვიპტის მონარქიას დაუმორჩილა (რობოამის მეფობის მეხუთე წელს), ებრაელები დიდ გასაჭირში კიდევ ოც წელიწადს დარჩნენ; ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის, დამმოძღვრავი მღვდელმთავრისა და კანონის გარეშე. მშვიდობა არ ჰქონდა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოთი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში; ხალხი ხალხს ებრძოდა და ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით, მაგრამ (2 ნეშტ. 14:1; 6-9; 12) როდესაც შიშაკი გარდაიცვალა და ეგვიპტე გასაჭირში აღმოჩნდა, იუდეას სიმშვიდის ათი წელი მიეცა. იმ პერიოდში ასამ ააგო ციხე-ქალაქები, გამოიყვანა 580,000-იანი ჯარი და თავისი მეფობის მეთხუთმეტე წელს დაუპირისპირდა ზერახ ქუშელს, რომელსაც დაპყრობილი ჰქონდა ეგვიპტე, ლიბია და ტროგლოდიტიკა[3] და ლიბიელებისა და ეთიოპელებისგან შემდგარი 1,000,000-იანი ჯარი გამოიყვანა შიშაკის მიერ წართმეული მიწების დასაბრუნებლად. ამ გამარჯვების შემდეგ (2 ნეშტ. 15:3; 12-13; 16; 18) ასამ კერპთაყვანისმცემლობისთვის დედოფლობა ჩამოართვა საკუთარ დედას, აღადგინა საკურთხეველი და ღვთის სახლს შესწირა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. ასამ და მისმა ხალხმა ახალი აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, სიკვდილის შიშით მათთვის, ვინც სხვა ღმერთებს სცემდა თაყვანს. მისმა შვილმა იეჰოსაფატმა გაანადგურა სიმაღლენი და მეფობის მესამე წელს ზოგი თავადი, მღვდელმსახური და ლევიტი[4] იუდეას ქალაქებში მოძღვრებად გაგზავნა, რომლებსაც თან ჰქონდათ რჯულის წიგნი, იუდეას ყველა ქალაქში დადიოდნენ და ასწავლიდნენ ხალხს. ეს რჯულის ის წიგნია, რომელიც მენაშეს მეფობის დროს დაიკარგა და კვლავ იქნა აღმოჩენილი იოშიას მეფობის დროს. შესაბამისად, ეს წიგნი დაწერილია იეჰოსაფატის მეფობის მესამე წლამდე.

    რჯულის იგივე წიგნი შენახული და შთამომავლობისთვის იქნა გადაცემული სამარიტელთაგან[5] და, შესაბამისად, მიღებულ იქნა ათი ტომის მიერ მანამ, სანამ მათ დაიპყრობდნენ. როდესაც (4 მეფ. 17:27-28; 32-33) ათი ტომი შეიპყრეს, აშურის მეფის ბრძანებით მათი მღვდელი უკან გაგზავნეს ბეთელს, რათა სამარიის ახალი მოსახლეობისთვის იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება ესწავლებინა. სამარიტელებმა მღვდლისგან პენტატევქი[6] მიიღეს, რომელიც შეიცავდა კანონსა და მცნებებს ღმერთისა, რომლებიც მას უნდა ესწავლებინა. მიუხედავად (4 მეფ. 17:34; 41) მათი ურყევობისა ახალ რელიგიაში, რომელსაც მღვდელი ასწავლიდა მათ, ისინი საკუთარ ღმერთებსაც სცემდნენ თაყვანს, ხოლო რადგან ნასწავლისადმი ერთგულები იყვნენ, რჯულის ეს წიგნი მათ შემოინახეს ებრაელთა ორიგინალურ ენაზე, როდესაც ორმა ტომმა[7], ბაბილონიდან[8] დაბრუნების შემდეგ, შეცვალა ენა ქალდეურზე[9], რომელიც მათ ბაბილონში ისწავლეს.

    ვინაიდან პენტატევქი რჯულის წიგნად მიღებულია, როგორც ორი ტომის, ასევე ათი ტომის მიერ, აქედან გამომდინარეობს, რომ მისი მიღება მოხდა ორ სამეფოდ მათ გაყოფამდე, ხოლო გაყოფის შემდეგ მათ არა კანონები მიიღეს ერთმანეთისგან, არამედ შემდგომი უთანხმოება. იუდეას არ შეეძლო იერობოამის ცოდვიდან ისრაელის დახსნა და არც ისრაელს შეეძლო ამ ცოდვაში იუდეას შეყვანა. შესაბამისად, პენტატევქი რჯულის წიგნს წარმოადგენდა დავითისა[10] და სოლომონის[11] დროს. სავანეთა და ტაძართა საქმეები, ამ წიგნის თანახმად, დავითისა და სოლომონის მიერ იყო შეკვეთილი. დავითი, შეაგონებს რა ხალხს 78-ე ფსალმუნში, ყური დაუგდონ ღმერთის მცნებას, სწორედ ამ წიგნის კანონს გულისხმობს. როდესაც იგი აღწერს, თუ როგორ არ იცავდნენ წინაპრები ამ წიგნის მცნებებს, მას მრავალი ისტორიული ფაქტი მოაქვს გამოსვლისა და რიცხვთა წიგნებიდან.

    ედომის ქვეყნის მეფეთა მონაცვლეობა, სანამ ისრაელს მეფეები ეყოლებოდა, გადმოცემულია დაბადების წიგნში. შესაბამისად, ეს წიგნი საულის მეფობამდე სრულად იმ ფორმით არ იყო დაწერილი, როგორითაც იგი დღეს არსებობს. ავტორმა მეფეთა მონაცვლეობა განსაზღვრა თავის დრომდე ანუ დავითის მიერ ედომის დაპყრობამდე. პენტატევქი შედგება კანონისა და ღმერთის ხალხის ისტორიისგან ერთობლივად, ისტორია კი შეკრებილ იქნა სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიც არის სამყაროს შექმნის ისტორია, შედგენილი მოსეს მიერ (დაბ. 2:4), ადამის წარმოშობის წიგნი (დაბ. 5:1) და საუფლო ბრძოლების წიგნი (რიცხ. 21:14). ეს უკანასკნელი მოიცავს იმას, რაც მოხდა წითელ ზღვაზე და უდაბნოში ისრაელის მოგზაურობის პერიოდში და, შესაბამისად, დაწყებულია მოსეს მიერ, ხოლო იესო (ნავეს ძე) შესაძლოა განაგრძობს მას ქანაანის დაპყრობამდე, რადგან მან ჩანაწერები გააკეთა საღვთო რჯულის წიგნში (იესო 24:26) და, შესაბამისად, შესაძლოა საკუთარი ბრძოლები შეიტანა ბრძოლათა წიგნში, რომლებიც ძირითად საუფლო ბრძოლებად წარმოადგინა. ყველა ეს ტექსტი საჯარო წიგნებს წარმოადგენდა და, ამდენად, არ შეიძლებოდა დაწერილი ყოფილიყო მოსესა და იესოს ნებართვის გარეშე. ასევე უნდა ითქვას, რომ საულის მეფობის პერიოდში სამუელს ჰქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ მიეცა მათთვის მოსესა  და იესოს დღემდე შემორჩენილი წიგნების ფორმა, შეიტანა რა დაბადების წიგნში (დაბ. 36:31) ედომის ქვეყნის მეფეთა მონაცვლეობა იმ დრომდე, სანამ ისრაელს მეფეები ეყოლებოდა.

    მსაჯულთა წიგნი წარმოადგენს მსაჯულთა უწყვეტ ისტორიას სამსონის[12] სიკვდილამდე და, შესაბამისად, შედგენილია მისი სიკვდილის შემდეგ, მსაჯულთა საქმეების საფუძველზე. წიგნში ნათქვამია, რომ გარკვეული საქმეები განხორციელებულია პერიოდში, როდესაც ისრაელს არ ჰყავს მეფე (მსაჯ. 17:6; მსაჯ. 18:1; მსაჯ. 19:1; მსაჯ. 21:25) და, შესაბამისად, ეს წიგნი დაწერილია მას შემდეგ, რაც საულ მეფობას შეუდგა. მისი დაწერის პერიოდში იებუსეველები[13] ისრაელში ცხოვრობდნენ (მსაჯ. 1:21) და, შესაბამისად, იგი დაიწერა დავითის მეფობის მერვე წლამდე (2 მეფ. 5:8; 1 ნეშტ. 11:6). მოსეს, იესოსა და მსაჯულთა წიგნები მოიცავს ერთ უწყვეტ ისტორიას სამყაროს შექმნიდან სამსონის სიკვდილამდე. იქ, სადაც პენტატევქი მთავრდება, იწყება იესოს წიგნი, ხოლო სადაც იესოს წიგნი სრულდება, იქ იწყება მსაჯულთა წიგნი. შესაბამისად, ყველა ეს წიგნი შედგენილია მოსეს, იესოსა და სხვათა ჩანაწერების მიხედვით ერთი და იმავე ადამიანის მიერ, საულის მეფობის დაწყებიდან დავითის მეფობის მერვე წლამდე. სამუელი რელიგიური მწერალი იყო (1 მეფ. 10:25), რომელიც იცნობდა მოსესა და მსაჯულთა ისტორიას (1 მეფ. 12:8-12) და საულის მეფობაში საკმარისი დრო და უფლებამოსილება გააჩნდა, რომ ეს წიგნები შეედგინა. ის იყო წინასწარმეტყველი და განსჯიდა ისრაელის ხალხს მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმავდროულად სარგებლობდა რა დიდი პატივისცემით; ხოლო კანონი, რომლითაც იგი ხალხს განსჯიდა, არ უნდა ყოფილიყო საჯაროდ გაცხადებული ნაკლები ხელისუფლის მიერ, ვიდრე თავად იგი იყო ანუ კანონშემოქმედი არ უნდა ყოფილიყო მსაჯულის დაქვემდებარებაში. იაშარის წიგნი კი, რომელიც მოხსენიებულია იესოს წიგნში (იესო 10:13), უკვე არსებობდა საულის სიკვდილამდე (2 მეფ. 1:18).

    სოლომონის ტაძრის კურთხევის შემდეგ, როდესაც კიდობანი ყველაზე წმინდა ადგილას იქნა დასვენებული, იქ არაფერი იყო, გარდა ორი ფიქალისა (3 მეფ. 8:9) და, შესაბამისად, როდესაც ფილისტიმელები[14] დაეპატრონნენ კიდობანს, მათ ამოიღეს იქიდან საღვთო რჯულის წიგნი, ციური მანანის ოქროს თასი და აარონის კვერთხი. ეს და სხვა დანაკარგი ფილისტიმელთა მიერ აოხრების და დაპყრობის შედეგად შესაძლოა გამხდარიყო შესაძლებლობა სამუელისთვის მტრებისგან სულის მოთქმის პერიოდში ხელახლა შეეგროვებინა მოსესა და იესოს მიმოფანტული ქმნილებები და პატრიარქთა, ისევე, როგორც მსაჯულთა ჩანაწერები, და მიეცა მათთვის დღეს არსებული ფორმა.

    რუთის წიგნი არის ისტორია მსაჯულთა პერიოდში მომხდარი ამბებისა და შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც მსაჯულთა წიგნის დამატება, დაწერილი იმავე ავტორის მიერ და იმავე პერიოდში. ეს წიგნი დაწერილია დავითის დაბადების შემდეგ (რუთ. 4:17, 22), თუმცა არცთუ დიდი ხნის, რადგან დავითის დიდი ბაბუისა და დიდი ბებიის - ბოაზისა და რუთის, ასევე მათ თანამედროვეთა ამბები ორი-სამი თაობის შემდეგ კარგად არ შემოინახებოდა. ვინაიდან წიგნში დავითის გენეალოგია ბოაზიდან და რუთიდან მომდინარეობს და მასში გამოტოვებულია დავითის უფროსი ძმები და შვილები, უნდა ვივარაუდით, რომ ეს წიგნი დავითის განსადიდებლად იყო დაწერილი და მას შემდეგ, რაც იგი მეფედ იქნა მირონცხებული სამუელის მიერ, მაგრამ მანამ, სანამ შვილები ეყოლებოდა ჰებრონში, რაც ნიშნავს, რომ იგი შექმნილია საულის მეფობის პერიოდში. იგი არ განაგრძობს დავითის ისტორიას, და, როგორც ჩანს, დაწერილია მისი კურთხევიდან მცირე ხნის შემდეგ. შესაბამისად, ისინი ნათელ სურათს ქმნიან იმის შესახებ, თუ ვინ მიაწერა სამუელს იესოს, მსაჯულთა და რუთის წიგნები.

    სამუელი, სავარაუდოდ, ასევე მიჩნეულია მეფეთა პირველი წიგნის ავტორად, რაც მის სიკვდილამდე გრძელდება. მეფეთა პირველ ორ წიგნში არ არის მითითება ავტორებზე და, შესაბამისად, ეს წიგნები შესაძლოა ორიგინალებად მივიჩნიოთ. ეს წიგნები იწყება მისი გენეალოგიით, დაბადებითა და განათლებით და შესაძლოა დაწერილი იყოს ნაწილობრივ მის სიცოცხლეში მის მიერ ან მისი მოწაფეების - ნავათისა და რამათის წინასწარმეტყველთა მიერ (1 მეფ. 19:18-20) და ნაწილობრივ მისი სიკვდილის შემდეგ იმავე მოწაფეების მიერ.

    მეფეთა წიგნები სოლომონის საქმეთა და ნეშტთა წიგნებისგან განსხვავებულ ავტორებს უთითებს. ნეშტთა წიგნებში დავითის საქმეებთან დაკავშირებით მითითებულია სამუელ მისნის, ნათან წინასწარმეტყველისა და გად მისნის წიგნები (1 ნეშტ. 29:29); სოლომონის საქმეებთან დაკავშირებით - ნათან წინასწარმეტყველის წიგნი, ახია სილოამელის წინასწარმეტყველება (3 მეფ. 11:29) და იდო მისნის ხილვა (2 ნეშტ. 9:29); რობოამისა და აბიას საქმეებთან დაკავშირებით - შემაყია წინასწარმეტყველის წიგნი (3 მეფ. 12:22) და იდო მისნის წიგნი გენეალოგიის შესახებ (2 ნეშტ. 13:22); ასას, იოაშის, ამაციაჰუს, იოთამის, ახაზის, ხიზკიას, მენაშესა და იოშიას საქმეებთან დაკავშირებით - იუდეასა და ისრაელის მეფეთა წიგნები; იოშაფატის საქმეებთან დაკავშირებით - ხანან მისნის წიგნი (2 ნეშტ. 16:7); და ესაიას ხილვა - ყუზიაჰუსა და ჰისკიას საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს წიგნები თავმოყრილ იქნა ძველ წინასწარმეტყველთა და მისანთა ნაწერებიდან და ვინაიდან მეფეთა და ნეშტთა წიგნები ერთიმეორეზე უთითებენ, ისინი დაწერილია ერთსა და იმავე დროს. ეს არის დრო ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, რადგან აქ გადმოცემულია იუდეას ისტორია, და იუდეას მეფეთა და მღვდელმთავრების გენეალოგია აღნიშნულ დაპყრობამდე. ეზრას წიგნი თავდაპირველად ნეშტთა წიგნის ნაწილს შეადგენდა და მხოლოდ მოგვიანებით გამოეყო მას. ამის დასტურია ის, რომ იგი იწყება ნეშტთა წიგნების ორი უკანასკნელი ლექსით, ხოლო ეზრას მეორე წიგნი იწყება იმავე წიგნების ორი უკანასკნელი თავით. შესაბამისად, ეზრა იყო მეფეთა და ნეშტთა წიგნების შემდგენელი, რომელმაც განაგრძო ისტორია საკუთარ ეპოქამდე. იგი განსწავლული იყო საღვთო რჯულში, ხოლო მისთვის დახმარების აღმოსაჩენად ნეემიამ დააფუძნა ბიბლიოთეკა, სადაც თავი მოუყარა წიგნებს მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე, და შეაგროვა დავითის წიგნები და ნაწერები შესაწირავთა თაობაზე (1 მაკ. 2:13). დავითის საქმეების ქვეშ მე მესმის მეფეთა პირველი ორი წიგნი, დაწერილი სამუელის მიერ, განსაკუთრებით კი მეორე. წინასწარმეტყველთა მიერ დროდადრო გაკეთებული ჩანაწერებიდან მეფეთა საქმეების შესახებ მან შეადგინა მეფეთა და ნეშტთა წიგნები. ამასთან ერთად, მან გააერთიანა ეს საქმეები ქრონოლოგიურად, გადაწერა რა ავტორთა ტექსტი სიტყვასიტყვით, რაც ცხადია იქიდან, რომ მეფეთა და ნეშტთა წიგნები ხშირად ერთმანეთს სრულად ემთხვევა. სადაც აზრობრივი თანხვედრაა, იქ თანხვდება ლექსიკაც.

    აქედან გამომდინარე, ესაიას წინასწარმეტყველება, რაც რამდენჯერმე იქნა დაწერილი, მან ერთ ტექსტად გააერთიანა. იგივე გააკეთა მან იერემიასა და დანარჩენ წინასწარმეტყველებთან მიმართებითაც მეორე ტაძრის დღეებამდე, ხოლო იონას წიგნი არის იონას ისტორია, დაწერილი სხვისი ხელით. დანიელის წიგნი არის სხვადასხვა დროს შექმნილ ტექსტთა კრებული, რომლის უკანასკნელი ექვსი თავი შეიცავს წინასწარმეტყველებებს, დაწერილს თავად დანიელის მიერ სხვადასხვა დროს, ხოლო პირველი ექვსი თავი არის სხვათა მიერ შექმნილ ისტორიულ დოკუმენტთა კრებული. მეოთხე თავი გახლავთ ნაბუქოდონოსორის[15] განკარგულება. პირველი თავი დაწერილია დანიელის სიკვდილის შემდეგ, რადგან ავტორი ამბობს, რომ დანიელი იყო კიროსის[16] პირველ წლამდე (დან. 1:21) ანუ სპარსელებსა და მიდიელებზე ამ უკანასკნელის ბატონობის პირველ და ბაბილონზე ბატონობის მესამე წლამდე. იმავე მიზეზით, მეხუთე და მეექვსე თავებიც მისი სიკვდილის შემდეგ არის დაწერილი, რადგანაც ისინი მთავრდება სიტყვებით: „წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა[17] და კიროს სპარსელის მეფობის დროს". ამდენად, ეს სიტყვები შესაძლოა დაემატებინა ამ დოკუმენტების შემკრებს, ვინც ჩემის აზრით ეზრა უნდა იყოს.

    მოსეს, დავითისა და სხვათა მიერ შექმნილი ფსალმუნები შესაძლოა ასევე ეზრას მიერ იყოს გაერთიანებული ერთ წიგნად. მე მას შეგნებულად ვუწოდებ კომპილატორს, რადგან კრებულში ჩვენ ვხვდებით ფსალმუნებს ბაბილონის ტყვეობის პერიოდამდე, მაგრამ არა მას შემდეგ.

    როდესაც ანტიოქე ეპიფანემ[18] გაძარცვა ტაძარი, მან სიკვდილის შიშით აიძულა ებრაელები უარი ეთქვათ რჯულის კანონზე და ბრძანა ყველა წმინდა წიგნის დაწვა, სადაც კი არ უნდა ეპოვნათ ისინი. ამ მღელვარების დროს სრულად დაიკარგა ნეშტთა მეორე წიგნი. აღნიშნული შევიწროებისგან თავის დაღწევის შემდეგ იუდა  მაკაბელმა შეაგროვა ყველა ტექსტი, რისი მოპოვებაც კი შეძლო (2 მაკ. 2:14) და მოწესრიგებისას ესაიას ან რომელიმე სხვა წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებები ზაქარიას წინასწარმეტყველებებს დაურთო; ეზრას წიგნი გამოცალკევებულ იქნა ნეშტთა წიგნისგან და ორი რედაქციით არსებობს: ერთია ეზრას წიგნი, მიღებული კანონში, ხოლო მეორე - ეზრას მესამე წიგნი.

    რომაელთა ბატონობისგან თავის დაღწევის შემდეგ ებრაელებმა, ტრადიციის შენარჩუნების მიზნით, ყველაფერი გადაწერეს თალმუდის[19] სახით, ხოლო მანუსკრიპტთა შენარჩუნებისთვის შეთანხმდნენ ერთადერთ რედაქციაზე, რომელიც დანიშნეს და რომელშიც დათვალეს ყველა წიგნის ყველა ასო და ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული რედაქციაა შენარჩუნებული, ყველა კითხვათსხვაობა, გარდა სეპტაგინტის[20] ვერსიისა, ამჟამად დაკარგულია. შესაბამისად, ყველა შენიშვნა და ხარვეზი, გამოწვეული გადამწერთა შეცდომით, რაც მომხდარია აღნიშნულ რედაქციამდე, ტექსტშია გადასული და მათი გასწორება რთულად არის წარმოსადგენი.

    რომაელთა ბატონობამდე ებრაელები წმინდა წიგნებს ყოფდნენ რჯულის კანონად, წინასწარმეტყველებად და აგიოგრაფად, ანუ წმინდა წერილად, თუმცა სინაგოგებში მხოლოდ კანონსა და წინასწარმეტყველებებს კითხულობდნენ. იესომ და მოციქულებმა რელიგიური მნიშვნელობა მიანიჭეს კანონსა და წინასწარმეტყველებებს (მათ. 7:12; 22:4; ლუკ. 16:16, 29, 31; 24:44; საქმ. 24:14; 26:22; რომ. 3:21). აგიოგრაფას ქვეშ კი იგულისხმებოდა ისტორიული წიგნები: ოსია, მსაჯულნი, რუთი, მეფეთა, ნეშტთა, ეზრა, ნეემია, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის წიგნები და გოდება იერემიასი. სამარიტელები მხოლოდ პენტატევქს კითხულობდნენ, ხოლო როდესაც იეჰოსაფატმა ხალხი გაგზავნა ქალაქებში სწავლის გასავრცელებლად, მათ მხოლოდ რჯულის წიგნი ჰქონდათ თან, რადგან დღეს არსებული წინასწარმეტყველებები ჯერ დაწერილი არ იყო. ხოლო ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ეზრა მხოლოდ რჯულის კანონს აცნობდა ხალხს. ეს ხდებოდა დილიდან საღამომდე მეშვიდე თვის პირველ დღეს და ყოველდღიურად სუკოტის[21] განმავლობისას, რადგან მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა წინასწარმეტყველთა ტექსტები დღეს არსებული კრებულის სახით შეგროვებული, თუმცა დააწესა მათი წაკითხვა მას შემდეგ, რაც ტექსტებს თავი მოუყარა. სინაგოგებში საღვთო რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვამ გადაარჩინა ეს წიგნები ხარვეზებსა და ცვლილებებს, რასაც ვერ ვიტყვით აგიოგრაფაზე.

    ისრაელის ერად ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე ღმერთმა მისცა მას საღვთო რჯული და აღთქმა დადო მასთან, რომ მის ღმერთად დარჩებოდა, თუ იგი მის მცნებებს დაიცავდა, დარღვევისას კი, როდესაც ისინი სხვა ღმერთებისკენ გადაიხრებოდნენ, გამოსასწორებლად იგი ყოველ ჯერზე წინასწარმეტყველებს უგზავნიდა მათ.  დაბრუნებისას ისრაელის ხალხი დროდადრო ანახლებდა აღთქმას, რომელსაც არღვევდა. წინასწარმეტყველთა გამოგზავნა გრძელდებოდა ეზრას დღეებამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველებათა კითხვას სინაგოგებში შეუდგნენ, მიჩნეულ იქნა, რომ ახალი წინასწარმეტყველებების აუცილებლობა აღარ არსებობდა, რადგან თუ ადამიანები ყურს არ დაუგდებდნენ მოსესა და ძველ წინასწარმეტყველებს, ისინი არც ახლებს მოუსმენდნენ, თუნდაც ეს უკანასკნელნი მკვდრეთით აღმდგარიყვნენ. შემდეგში, როდესაც წარმართთათვის ახალი ჭეშმარიტება უნდა გაცხადებულიყო, კერძოდ კი ის, რომ იესო იყო ქრისტე, ღმერთმა ახალი წინასწარმეტყველები და მოძღვრები გამოგზავნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი წერილებიც იქნა მიღებული და წაკითხული ქრისტიანთა თავშეყრის ადგილებში, წინასწარმეტყველება მეორედ შეწყდა. ჩვენ გვაქვს მოსე, წინასწარმეტყველები, მოციქულები და თავად იესოს სიტყვა და თუ ჩვენ არ გვესმის მათი, ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად უპატიებელია, ვიდრე ებრაელთათვის, რადგან წინასწარმეტყველებმა და მოციქულება იწინასწარმეტყველეს, რომ როგორც ისრაელი განუდგებოდა და დაარღვევდა აღთქმას, ხოლო მონანიების შემდეგ განაახლებდა მას, ასევე იქნებოდა განდგომა ქრისტიანთა შორისაც მოკლე ხანში მოციქულთა შემდეგ, ხოლო უკანასკნელ დღეებში ღმერთი გაანადგურებდა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1