Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რელიგიის არსება
რელიგიის არსება
რელიგიის არსება
Ebook204 pages1 hour

რელიგიის არსება

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე ნაშრომში ფოიერბახი მთლიანად რელიგიისადმი იყენებს იგივე ანალიზს, რაც მან "ქრისტიანობის არსებაში" გამოიყენა. ფოიერბახი რელიგიურ შეხედულებათა საკვანძო ასპექტებს განიხილავს და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში განმარტავს მათ, როგორც შიშისა და დამოკიდებულების პირველადი გრძნობის სახესხვაობებს. წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1845 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
რელიგიის არსება

Read more from ლუდვიგ ფოიერბახი

Related to რელიგიის არსება

Related ebooks

Reviews for რელიგიის არსება

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რელიგიის არსება - ლუდვიგ ფოიერბახი

    1[1]

    არსება, რომელიც განსხვავებული და დამოუკიდებელია ადამიანური არსებისაგან ანუ ღმერთისაგან, რაზედაც „ქრისტიანობის არსება" მოგვითხრობს, - არსება ადამიანური არსების, ადამიანური თვისებების, ადამიანური ინდივიდუალობის გარეშე, - სინამდვილეში ჭეშმარიტად სხვა არა არის რა, თუ არა ბუნება[2].

    ადამიანის დამოკიდებულების გრძნობა შეადგენს რელიგიის საფუძველს; მაგრამ ამ დამოკიდებულების გრძნობის საგანი, ის, რომლისაგანაც ადამიანი დამოკიდებულია და თავს დამოკიდებულად გრძნობს, თავდაპირველად, იმთავითვე სხვა არა არის რა, თუ არა ბუნება. ბუნება არის რელიგიის პირველი, თავდაპირველი საგანი, როგორც ამას სავსებით ადასტურებს ყველა რელიგიისა და ყველა ხალხის ისტორია. 

    3

    ის მტკიცება, თითქოს რელიგია ადამიანისათვის თანდაყოლილი და ბუნებრივი რამ იყოს, შემცდარია, რელიგიას საერთოდ თეიზმის წარმოდგენებს, ე. ი. საკუთრივ ღმერთის რწმენას შეაპარებენ; მაგრამ ეს მტკიცება სრულიად მართალია, თუ რელიგიას გავიგებთ როგორც მხოლოდ დამოკიდებულების გრძნობას, ადამიანის იმ გრძნობას ან შეგნებას, რომ იგი არ არსებობს და არც შეუძლია არსებობა სხვა, მისგან განსხვავებული არსების გარეშე, რომ იგი თავის არსებობას თავის თავს როდი უმადლის. ამ აზრით რელიგია ადამიანისათვის ისევე მახლობელი რამ არის, როგორც სინათლე თვალისათვის, ჰაერი ფილტვებისათვის, საჭმელი კუჭისათვის. რელიგია არის დადასტურება, გულისხმიერება და აღიარება იმისა, რაც ვარ მე. მაგრამ მე, უწინარეს  ყოვლისა, ისეთი არსება ვარ, რომელსაც არ შეუძლია არსებობა უსინათლოდ, უჰაეროდ, უწყლოდ, უმიწოდ, უსაჭმელოდ, რომელიც დამოკიდებულია ბუნებაზე. ეს დამოკიდებულება ცხოველში და ცხოველურ ადამიანში არაცნობიერია, გაუაზრებელი, მოუფიქრებელი; მისი შეგნება, ცნობიერებამდე აყვანა, მისი წარმოდგენა, გულისხმისყოფა, აღიარება ნიშნავს რელიგიამდე მისვლას. ასე, მაგალითად, ყოველი სიცოცხლე დამოკიდებულია წელიწადის დროთა ცვლაზე; მაგრამ მხოლოდ ადამიანი აღნიშნავს ზეიმით ამ ცვლას დრამატიული წარმოდგენებითა და საზეიმო-სადღესასწაულო მოქმედებებით. და აი სწორედ ასეთი დღესასწაულები, რომლებიც მთლიანად მიძღვნილი იყო წელიწადის დროთა ან მთვარის ფაზების ცვლისადმი და მათ გამოხატავდნენ, კაცობრიობის რელიგიური ცნობიერების უძველესი, პირველი, ნამდვილი გამოხატულებანია, აღსარებანია.

    4

    განსაზღვრული ადამიანი, ესა თუ ის ხალხი, ესა თუ ის ტომი დამოკიდებულია არა ბუნებაზე საზოგადოდ, არა დედამიწაზე საერთოდ, არამედ აი ამ განსაზღვრულ ნიადაგზე, ამა და ამ ქვეყანაზე, ამა და ამ წყალზე და არა წყალზე საზოგადოდ, ამა და ამ ნაკადულზე ან წყაროზე. ეგვიპტელი ეგვიპტელი აღარაა ეგვიპტის გარეთ, ინდოელი არაა ინდოელი ინდოეთის გარეთ. და ამიტომ იმავე სრული უფლებით, რა უფლებითაც უნივერსალური ადამიანი თავის უნივერსალურ არსებას თაყვანს სცემს როგორც ღმერთს, ასევე ძველი, შეზღუდული, თავიანთ ნიადაგს, თავიანთ მიწა-წყალს სულითა და ხორცით მიჯაჭვული ხალხები, რომლებიც თავიანთ არსებას თავიანთ ადამიანობაში კი არ ათავსებდნენ, არამედ თავიანთი ხალხისა და ტომის თავისებურებებში, თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებრივ არსებებს თავიანთი ქვეყნის მთებს, ხეებს, ცხოველებს, მდინარეებსა და წყაროებს, ვინაიდან მთელი მათი გონება, მთელი მათი არსება მთლიანად დამყარებული იყო მხოლოდ მათი ქვეყნის თავისებურებებზე, მათ ირგვლივ მყოფი ბუნების თავისებურებებზე.

    5

    ფანტასტიკური წარმოდგენაა, თითქოს ადამიანს მხოლოდ განგებით, „ზეადამიანური არსებების დახმარებით, ღმერთების, სულების, გენიების, ანგელოსების წყალობით შეეძლო ცხოველურ მდგომარეობაზე მაღლა დამდგარიყო. რასაკვირველია, ადამიანი იმად, რაც დღეს არის, იქცა არა თავის თავად და მხოლოდ თავისი თავის მეოხებით; მას ამისათვის სხვა არსებათა დახმარება სჭირდებოდა. მაგრამ ეს არსებები არ იყვნენ ზებუნებრივი, წარმოსახვითი ქმნილებები, არამედ ესენი იყვნენ ნამდვილი, ბუნებრივი არსებები; ისინი ადამიანზე მაღლა კი არა, დაბლა იდგნენ, - ისე როგორც ყველაფერი, რაც ადამიანს ხელს უწყობს მის ცნობიერ და განზრახულ, ნებისმიერ მოქმედებებში, იმაში, რასაც ჩვეულებრივად მხოლოდ ადამიანური მოქმედებები და მისწრაფებები, ადამიანური საქმეები ეწოდება, ყოველი კეთილი ნიჭი თუ მადლი ზემოდან კი არ მოდის ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ, არა მაღლიდან, არამედ ბუნების სიღრმიდან. ეს ქველმოქმედი არსებანი, ეს ადამიანის მფარველი სულები განსაკუთრებით ცხოველები იყვნენ. მხოლოდ ცხოველთა საშუალებით დადგა ადამიანი ცხოველზე მაღლა; მხოლოდ მისი მფარველობითა და მისი თანადგომით შეეძლო გაფურჩქნა ადამიანის კულტურის ნათესს. „ძაღლის ჭკუის წყალობით, - ნათქვამია ზენდ-ავესტაში, და კერძოდ კი ვენდიდადში, ე. ი., ყველას აღიარებით, მის ყველაზე უძველეს და ნამდვილ ნაწილში[3], - არსებობს ქვეყანა. ის რომ არ იცავდეს ქუჩებს, მაშინ ყაჩაღები და მგლები ყოველგვარ სიმდიდრეს გაიტაცებდნენ". ადამიანისათვის ცხოველთა ასეთი მნიშვნელობით სრულიად მართლდება კერძოდ კულტურის ჩასახვის ეპოქაში ცხოველთა რელიგიური თაყვანისცემა. ცხოველები ადამიანისათვის გარდაუვალი, ვერ შესალევი, აუცილებელი არსებები იყვნენ; მათზე იყო დამოკიდებული მისი ადამიანური არსებობა; მაგრამ ის, რაზედაც ადამიანის სიცოცხლე, არსებობაა დამოკიდებული, არის მისი ღმერთი. თუ ქრისტიანები უკვე აღარ სცემენ თაყვანს ბუნებას როგორც ღმერთს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არსებობა დამოკიდებულია არა ბუნებაზე, არამედ ბუნებისაგან განსხვავებულ რომელიღაც არსების ნებისყოფაზე; მაგრამ ისინიც ამ არსებას მხოლოდ იმიტომ სცემენ თაყვანს, როგორც უმაღლეს არსებას, რომ მას თვლიან თავიანთი არსებობის, თავიანთი სიცოცხლის წამომწყებად, პირველ მიზეზად და მფარველად. ასე, მაგალითად, ღმერთის თაყვანისცემა დამოკიდებულია ადამიანის მხოლოდ თვითთაყვანისცემაზე, იგი მხოლოდ ამ თვითთაყვანისცემის გამოვლენაა. მე რომ არაფრად ვაგდებდე ჩემს თავს და ჩემს ცხოვრებას, - იმთავითვე ნორმალურ პირობებში ადამიანი თავის თავს თავისი ცხოვრებისაგან არ გამოარჩევს, - მაშინ როგორ შეიძლება ხოტბა შევასხა, თაყვანი ვცე იმას, რაზეც დამოკიდებულია ეს საცოდავი და საძულველი ცხოვრება? როცა რაიმე ღირებულებას ვანიჭებ ცხოვრების მიზეზს, ამით ცნობიერებაში შემაქვს მხოლოდ ის ღირებულება, რომელსაც შეუგნებლად ჩემს ცხოვრებას, თვით ჩემს თავს ვანიჭებ. რაც უფრო იზრდება ცხოვრების ღირებულება, მით უფრო იზრდება ფასი, ღირებულება და ღირსება ამ ცხოვრების სიკეთეთა მომნიჭებლებისა, ღმერთებისა. განა შეიძლება ღმერთებს ოქროს და ვერცხლის ბრწყინვალება ჰქონოდათ, ვიდრე ადამიანი, ოქროს და ვერცხლის ღირებულებასა და ხმარებას არ იცნობდა? რაოდენი განსხვავებაა ბერძნული ცხოვრების სისავსე-სიუხვეს, სიცოცხლის სიყვარულსა და ინდოელთა ცხოვრების სიმწირესა და ცხოვრების სიძულვილს შორის! მაგრამ რაოდენი განსხვავებაა აგრეთვე ბერძნულ მითოლოგიასა და ინდურ იგავთმოძღვრებას შორის, ღმერთებისა და ადამიანების ოლიმპიელ მამასა და დიდ ინდურ ჩანთიან ვირთაგვასა ან ჩხრიალა გველს, ინდოელთა წინაპარ მამამთავარს შორის.

    6

    ქრისტიანებს ისევე ახარებთ სიცოცხლე, როგორც წარმართებს, მაგრამ ისინი სიცოცხლის სიამოვნებისთვის, ცხოვრების განცხრომათათვის მადლობის ლოცვას აღავლენენ ზეციერი მამის მიმართ, ამიტომაც უსაყვედურებენ ისინი წარმართებს კერპთმსახურების გამო, რომ ესენი თავიანთი მადლობით, თავიანთი თაყვანისცემით ჩერდებიან ქმნილებებზე და არ ამაღლდებიან პირველ მიზეზამდე, ყოველ ქველმოქმედებათა ერთადერთ ჭეშმარიტ მიზეზამდე. განა ადამს, პირველ ადამიანს ვუმადლი მე ჩემს არსებობას? განა მისი სახით ჩემს მამას ვცემ თაყვანს? რატომ არ უნდა შევჩერდე ქმნილებაზე? განა მე თვითონ ქმნილება არა ვარ? განა ჩემთვის, თავად არც თუ დიდი ხნის მოსულისათვის, ჩემთვის როგორც აი ამ განსაზღვრული ინდივიდუალური არსებისათვის არაა უკანასკნელი, საბოლოო მიზეზი უახლოესი, ეს ასევე განსაზღვრული, ინდივიდუალური მიზეზი? განა ეს ჩემი, თვით ჩემგან და ჩემი არსებობისაგან განუყრელი, განუსხვავებელი ინდივიდუალობა ჩემი მშობლების ინდივიდუალობაზე არაა დამოკიდებული? განა არ ვკარგავ საბოლოოდ ჩემი არსებობის ყოველგვარ კვალს, როცა უკუსვლით შორს შევიჭრები? ნუთუ ამ უკუსვლას არ უდევს აუცილებელი საზღვარი, შემაკავებელი მიჯნა? განა ჩემი არსებობის პირველი საწყისი აბსოლუტურად ინდივიდუალური არაა? ნუთუ მე იმავე წელიწადს, იმავე საათს, იმავე განწყობილებით, მოკლედ იმავე შინაგან და გარეგან პირობებში ვარ შექმნილი და ჩასახული, რაც ჩემი ძმა? მაშასადამე, ისე როგორც ჩემი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1