Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გოთას პროგრამის კრიტიკა
გოთას პროგრამის კრიტიკა
გოთას პროგრამის კრიტიკა
Ebook114 pages33 minutes

გოთას პროგრამის კრიტიკა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"გოთას პროგრამის კრიტიკა" არის დოკუმენტი, დაფუძნებული კარლ მარქსის 1875 წლის წერილზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისათვის, რომელთანაც მარქსი და ენგელსი ახლო ურთიერთობაში იყვნენ. დოკუმენტი გოთაში გასამართ ყრილობაზე განსახილველი საკითხების კრიტიკას წარმოადგენს; მას თან ერთვის მარქსის და ენგელსის წერილები.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 30, 2021
გოთას პროგრამის კრიტიკა

Read more from კარლ მარქსი

Related to გოთას პროგრამის კრიტიკა

Related ebooks

Reviews for გოთას პროგრამის კრიტიკა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გოთას პროგრამის კრიტიკა - კარლ მარქსი

    კარლ მარქსი - გოთას პროგრამის კრიტიკა

    Karl Marx – Kritik des Gothaer Programms

    ქართული თარგმანის ავტორი: გ. გამყრელიძე

    iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: IBooks

    სარჩევი

    ფ. ენგელსის წინასიტყვაობა

    კ. მარქსი. წერილი ბრაკეს

    შენიშვნები გერმანიის მუშათა პარტიის პროგრამის შესახებ

    ფ. ენგელსის წერილი ა. ბებელისადმი

    ფ. ენგელსის წერილი კაუცკისადმი

    შენიშვნები

    ფ. ენგელსის წინასიტყვაობა[1]

    აქ დაბეჭდილი ხელნაწერი - პროგრამის პროექტის კრიტიკა თანდართული წერილით ბრაკესადმი, - 1875 წელს, გოთას გამაერთიანებელი ყრილობის წინ[2], გაეგზავნა ბრაკეს თხოვნით, გაეცნო ის გაიბის, აუერის, ბებელისა და ლიბკნეხტისათვის, ხოლო შემდეგ უკანვე დაებრუნებინა მარქსისთვის. ვინაიდან ჰალეს პარტიულმა ყრილობამ დღის წესრიგში შეიტანა დისკუსია გოთას პროგრამის გამო, ვფიქრობ, დანაშაულს ჩავიდენდი, თუ ამ დისკუსიისათვის ასეთი მნიშვნელოვანი - ან იქნებ უმნიშვნელოვანესი - საბუთის გამოქვეყნებას კიდევ დავაყოვნებდი.

    მაგრამ ამ ხელნაწერს სხვა, კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობაც აქვს. აქ პირველად არის ნათლად და მკაფიოდ ნაჩვენები მარქსის დამოკიდებულება ლასალის იმ მიმართულებისადმი, რომელიც მან აირჩია სააგიტაციო საქმიანობის დაწყებიდან, თანაც დამოკიდებულება, როგორც ლასალის ეკონომიური პრინციპებისადმი, ასევე მისი ტაქტიკისადმი.

    დაუნდობელი სიმკაცრე, რომლითაც მარქსს პროგრამის პროექტი აქვს განხილული, პირდაპირობა, რომლითაც იგი დასკვნებს აკეთებს და პროექტის სუსტ ადგილებს ააშკარავებს, - ყოველივე ეს ახლა, თხუთმეტი წლის შემდეგ, უკვე აღარ შეიძლება ვინმესათვის შეურაცხმყოფი იყოს. სპეციფიკურ ლასალელთაგან მხოლოდ ცალკეული ნამსხვრევები დარჩა უცხოეთში, ხოლო გოთას პროგრამაზე, როგორც სრულიად არადამაკმაყოფილებელზე, ჰალეში ხელი აიღეს თვით მისმა შემქმნელებმა[3].

    მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პირადი ხასიათის მკაცრი გამოთქმა და მსჯავრი, სადაც ამას საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, გამოვტოვე და წერტილებით შევცვალე. მარქსი თვით მოიქცეოდა ასე, მას რომ ეს ხელნაწერი ახლა გამოექვეყნებინა. მისი ადგილ-ადგილ მკვახე კილო ორი გარემოებით იყო გამოწვეული. ჯერ ერთი, მარქსი და მე გერმანულ მოძრაობას უფრო მჭიდროდ შევეზარდეთ, ვიდრე რომელიმე სხვას; ამიტომ გადამწყვეტ უკუსვლას, რაც ამ პროგრამის პროექტში გამოჩნდა, ჩვენ განსაკუთრებით ძლიერ უნდა ავეღელვებინეთ. მეორეც, მაშინ (თითქმის ორი წელიწადი არც კი იყო გასული ინტერნაციონალის ჰააგის კონგრესს შემდეგ[4]) ჩვენ ცხარედ ვებრძოდით ბაკუნინსა და მის ანარქისტებს, რომელნიც ჩვენ ყოველივე იმის პასუხისმგებლად გვთვლიდნენ, რაც გერმანიის მუშათა მოძრაობაში ხდებოდა: მაშასადამე. იმის მოლოდინიც უნდა გვქონოდა, რომ ამ პროგრამის საიდუმლო მამობასაც ჩვენ მოგვაწერდნენ. ეს მოსაზრებანი ახლა უკვე აღარ არსებობენ, მათთან ერთად აღარ არსებობს სათანადო ადგილების საჭიროებაც.

    ცენზურულ მოსაზრებათა გამოც ზოგიერთი წინადადების ნაცვლად წერტილებია დასმული. სადაც მე შერბილებული გამოთქმა ვარჩიე, იქ ეს სწორ ფრჩხილებში მაქვს ჩასმული. სხვა მხრივ ხელნაწერი სიტყვასიტყვით არის გადმობეჭდილი. 

    ლონდონი, 1891 წ. 6 იანვარი. 

    დაწერილია ფ. ენგელსის მიერ

    დაბეჭდილია ჟურნალში „Neue Zeit" 1891 წ. 

    იბეჭდება ჟურნალის ტექსტის  მიხედვით

    თარგმანი გერმანულიდან

    კ. მარქსი. წერილი ბრაკეს

    ლონდონი, 5 მაის, 1875 წელი

    ძვირაფსო ბრაკე!

    ქვემომოტანილი კრიტიკული შენიშვნები შემათანხმებელი პროგრამისადმი, გთხოვთ, წაკითხვის შემდეგ გადასცეთ გაიბსა და აუერს, ბებელსა და ლიბკნეხტს. მე სამუშაოთი ვარ დატვირთული და იძულებული ვარ,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1