Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ცხრაკლიტული
ცხრაკლიტული
ცხრაკლიტული
Ebook117 pages34 minutes

ცხრაკლიტული

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

პიესის სამი პერსონაჟი საიდუმლო ოთახში ხვდება, ოთახი ჯოჯოხეთს წარმოადგენს. სამნი ერთმანეთს საკუთარ ცოდვებს უზიარებენ, ასე ფიქრობენ ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევას, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ერთმანეთის ჯალათები არიან. ეს პიესაა წყარო სარტრის ცნობილი, ხშირად მცდარად ინტერპრეტირებული გამონათქვამისა: „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“. პიესა დაწერილია 1944 წელს, პრემიერა იმავე წელს შედგა თეატრში „ვიუ-კოლომბიერ“.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
ცხრაკლიტული

Read more from ჟან პოლ სარტრი

Related to ცხრაკლიტული

Related ebooks

Reviews for ცხრაკლიტული

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ცხრაკლიტული - ჟან-პოლ სარტრი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    ცხრაკლიტული

    რეკომენდებული წიგნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ჟან-პოლ სარტრი - ცხრაკლიტული

    ცხრაკლიტული

    ერთმოქმედებიანი პიესა

    ვუძღვნი ამ ქალბატონს...

    სცენა პირველი

    გარსენი, სართულის მორიგე ბიჭი

    მეორე იმპერიის სტილში გაწყობილი ოთახი, ბუხარზე ბრინჯაოს ქანდაკება.

    გარსენი - (შემოდის, მიმოიხედავს) ესეც ასე...

    ბიჭი - დიახ, მოვედით.

    გარსენი - მაშ, ეს არის?

    ბიჭი - ეს გახლავთ.

    გარსენი - მე მგონი, დრო გავა და ავეჯსაც შევეჩვევი.

    ბიჭი - ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

    გარსენი - ყველა ოთახი ერთნაირია?

    ბიჭი - რას ბრძანებთ? ჩვენთან ჩინელებიც და ინდოელებიც მოდიან. აბა, იმათ რაში ადგიათ მეორე იმპერიის სტილის სავარძელი?

    გარსენი - მე რაღა თავში ვიხლი? იცით თუ არა, ვინ ვიყავი? თუმცა, ამას რაღა აზრი აქვს? მთელი სიცოცხლე ულაზათო ავეჯსა და ყალბ სიტუაციებში გავატარე. ასე მსურდა და იმიტომ. ყალბი სიტუაცია და ლუი-ფილიპის სტილის სასადილო ოთახი... კარგი რამაა, არა?

    ბიჭი - აი, ნახავთ, მეორე იმპერიის სტილში გაწყობილი დარბაზიც არ არის ურიგო.

    გარსენი - (მიმოიხედავს) რა თქმა უნდა, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, ამას მაინც არ ველოდი... გეცოდინებათ, რაებს არ ყვებიან იქ, ქვემოთ...

    ბიჭი - რის შესახებ?

    გარსენი - (ხელით ანიშნებს ირგვლივ) აი, ყოველივე ამის შესახებ.

    ბიჭი - ჭორებს აყევით? იმათ ხომ ფეხიც არ შემოუდგამთ აქ?! ერთხელ მაინც რომ ენახათ...

    გარსენი - დიახ, დიახ, სწორი ბრძანებაა. (ორივე იცინის; გარსენი ისევ სერიოზულ სახეს იღებს) ორთითები სადღაა?

    ბიჭი - რაო?

    გარსენი - ჰო, ჰო, ორთითები, ღუმელები, რკინის ქვაბები?

    ბიჭი - თქვენ რა, დამცინით?

    გარსენი - აჰა, გასაგებია. არა, დაცინვა არც მიფიქრია (გაჩუმდება, გაივლ-გამოივლის) რა თქმა უნდა, არც სარკეებია და არც ფანჯრები, არაფერი ისეთი, რაც ტყდება. ერთი ეს მიბრძანეთ, კბილის ჯაგრისი რატომღა წამართვეს?

    ბიჭი - აი, ხედავთ? ადამიანური ღირსების გრძნობა გიბრუნდებათ. დიდებულია.

    გარსენი - (გამეტებით ურტყამს ხელს სავარძლის სახელურს) გთხოვთ, თავს ნუ გამიყადრებთ. კარგად ვიცი, რა დღეშიც ვარ, მაგრამ ვერ ავიტან, რომ თქვენ...

    ბიჭი - ოჰო, მაპატიეთ. თუმცა, ჩემი რა ბრალია? თვითონვე განსაჯეთ. ყველა კლიენტი ერთნაირია. მოვლენ თუ არა, „ორთითები სადააო?" - პირველად ამას იკითხავენ. იმ წუთს, მერწმუნეთ, სიკოხტავეზე არავინ ფიქრობს. მერე, როცა დამშვიდდებიან, კბილის ჯაგრისს გაიხსენებენ. კი მაგრამ, ღმერთო ჩემო, არ შეგიძლიათ ერთი წუთით მაინც დაფიქრდეთ?! ერთი ეს მიბრძანეთ, რატომ იხეხავთ კბილებს?

    გარსენი - (დამშვიდდა) მართლაც და რატომ? (ოთახს ათვალიერებს) ან კი სარკეში რატომ ვიცქირებით? აჰა, ბრინჯაოს ნათურა, წარმომიდგენია, რა გაშტერებით მივაჩერდები. დიახ, დიახ. დასამალი არაფერია. გარწმუნებთ, კარგად მესმის ჩემი მდგომარეობა. გითხრათ, როგორ მოხდება ყოველივე?.. მისმინეთ, სული გეხუთება, ჭაობში სულ უფრო მეტად ეფლობი, მხოლოდ თვალები გაქვს წყლის ზედაპირზე და იცით, რას ხედავ? ბარბელიენის ბრინჯაოს ქანდაკებას. ამაზრზენი სანახაობაა! ვიცი, თქვენგან პასუხს ვერ ვეღირსები. ძალას არ გატანთ. მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ყოველივე ეს ერთბაშად არ მომხდარა. ნურც იმას დაიკვეხნით, რომ მოულოდნელად გამომიჭირეთ. ვიცი, რაც მომელის. (ბოლთას სცემს) ესე იგი ჯაგრისს დამიბრუნებთ.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1