Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სუმერული და ქართული
სუმერული და ქართული
სუმერული და ქართული
Ebook199 pages1 hour

სუმერული და ქართული

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

სახელოვანი ქართველი სუმეროლოგის ეს ადრეული წიგნი ეძღვნება სუმერულ და ქართულ ენებს შორის მსგავსების დადგენას გრამატიკისა და უშუალოდ სიტყვათა შედარების საფუძველზე, რაც არსებითად ერთ-ერთი პირველი ქართული ნაშრომია ამ სფეროში და, შესაბამისად, საფუძველს უყრის ქართული ენის შესწავლას ახალ მიმართულებით.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2022
სუმერული და ქართული

Related to სუმერული და ქართული

Related ebooks

Reviews for სუმერული და ქართული

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სუმერული და ქართული - მიხაკო წერეთელი

    მიხეილ (მიხაკო) წერეთელი - სუმერული და ქართული

    iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: IBooks

    სარჩევი

    I

    II

    III

    IV

    V

    VI. გრამატიკის ელემენტები

    ბოლო-სართები და ბოლოს-დებულები

    მრავლობითი რიცხვი

    სახელთა წარმოება

    ნაცვალსახელები

    რიცხვი

    ზმნა

    კავშირნი

    ზმნისზედანი

    VII. სიტყვები სუმერული და ქართულ-მეგრულ-ჭანურ-სვანური

    I

    ქართველები როცა ჩვენს დიად წარსულზედა ვლაპარაკობთ, ეს უბრალო ტრაბახი და ბაქი-ბუქი არ არის. დიადი იყო ჩვენი წარსული ჩვენის ცხოვრების ისტორიული ხანისა, ე.ი. იმ დროისა, რომლის განმავლობაშიაც ქართველი ერი ისტორიულად სცხოვრობდა, ჰქონდა თავისი პოლიტიკური ცხოვრება, სარწმუნოება, მწერლობა და სხვა. მაგრამ კიდევ უფრო დიადია წარსული იმ რასისა, რომელსაც ქართველი ერი ეკუთვნის. ეს რასა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ქართული რასა ვუწოდოთ, დიდი, მრავალრიცხვოვანი იყო, უძველესი კულტურის დაწყების მხრით სემიელებზედ და არიელებზედ წინა აზიაში, და ამასთანავე ისეთი ნიჭითა და შემოქმედებით დაჯილდოებული, რომ სადაც კი მოიკიდებდა ფეხს მისი რომელიმე ნაწილი, - ბაბილონიაში, ელამის ქვეყანაში, არმენიაში, მთელს მცირე აზიაში თუ კავკასიაში,  ყველგან ჰქმნიდა უდიდესსა და უორიგინალესს კულტურას, სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, სარწმუნოებას, ხელოვნებას, მწერლობას - ყოველიფერს, რასაც კი კაცობრიობის დიდება ეწოდება და რაიცა დაწერილია მის ისტორიის ფურცლებზედ.

    დღეს ქართველები ღა ვართ დაშთენინლნი ამ ერთ დროს უდიდესისა და მრავალ-რიცხოვანის რასიდან. ათას წელთა ისტორია ჰქონდა ამ რასას, მრავალ ალაგას შეჰქმნა მან კულტურულ- ეროვნული ცენტრები, მაგრამ ამავე დროს ათასწლობით რბევაც  გამოუვლია ჯერ სემიელებთან და მერე არიელებთან, მხოლოდ კავკასიაში ღა შერჩა მისი ერთი დიდი ნაწილი ქართველ-ჭან-მეგრელ-სვანები - ე.ი. ქართველი ერი, მას ორიათასი წლის ისტორიული სიცოცხლე და კულტურული შემოქმედება კიდევ არგუნა ბედმა და დღესაც არ მომკვდარა საქართველო. -  და განა ქართველ რასის სხვა ადგილებში განცდილი ბედი იმას ამტკიცებს, რომ ეს რასა სუსტი იყო და ადვილად ამოჟლიტეს მტრებმა? - სრულიადაც არა. პროცესი ქართველ რასის ელემენტთა სხვებისაგან შთანთქმისა იგივე იყო, რასაც ჩვენ ყველა რასათა ისტორიაში ვხედავთ: ერთი რასის ელემენტები ჰქმნიან კულტურას, მეორე რასის ელემენტი საუკუნეთა განმავლობაში ებრძვის მას და ან ითვისებს მის კულტურასა და ენას და თვით ჰკარგავს თვის რასიულ თვისებებს, ან თვით ისვავს დაპყრობილ რასასა. ხშირად ნარევი რასა და ეროვნება ჩნდება, - ახალი შემომქმედი ხალხი. -  ქართველმა რასამაც ბევრი თვითონ დაჰკარგა საუკუნეთა განმავლობაში სხვა რასებთან მიხლა-მოხლით, ბევრიც სხვას შესძინა, - ბევრს შეერია და ბევრიც მან შეირია; მაგრამ მისი უდიდესი ღვაწლი ის არის, რომ არასოდეს დაუკარგავს მის ნაწილთაგან შემდგარ ერებს საკუთარი ეროვნული სახე სხვებთან შერევითა, სხვათა მიერ დაპყრობითა ან სხვათა გავლენით, სანამ უკვე შექმნილი არა ჰქონდათ საკუთარი, დიდ დროის განმავლობაში შემუშავებული ეროვნული კულტურა. ამას მარტო ჩვენი საქართველო კი არ ამტკიცებს, რომელმაც დიდი კულტურაც შექმნა და არც მომკვდარა, არამედ ის „ საქართველოებიც", რომელნიც კაი ხანია აღარ არიან, მაგრამ მათ მიერ შექმნილ კულტურათა შესწავლა შეადგენს სწორედ დღევანდელ მეცნიერების ერთ უდიდეს საგანს.

    მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს და შეისწავლეს ლურსმულ წარწერათა მწერლობა, ეგრედ წოდებულ არა-სემიელთ და არა-არიელთ ენათა და მოდგმის პრობლემა მსოფლიო ისტორიის ერთ უდიდეს პრობლემად ითვლება. - ვინ იყვნენ ეს არა-არიელები და არა-სემიელები წინა აზიაში? რა ენანი არიან მათნი ენანი? რა ენაა სუმერული ენა, ენა იმ ხალხისა, რომელმაც მოიგონა ლურსმული წერა და შექმნა უპირველესი კულტურა ბაბილონიისა და ერთის მხრით მთელი კაცობრიობისაც? რა ენაა სუზურ-ელამური, ახალ- სუზური ან მედური? რა ენაა ეგრედ წოდებული ურარტის ან ქალდების ენა, რომელზედაც სომხეთში ნახული ლურსმულია დაწერილი? - რა ენაა ეს ჯერ კიდევ წაუკითხავი იეროგლიფებით ნაწერი ხეთური ენა, რომლის ნიმუშებიც ლურსმულადაც მოიპოვება და მაშასადამე წაიკითხულიც არის? ვინ იყვნენ ეს ხალხები, ამ ენებზედ მოლაპარაკე, რომელთა ნადგომზედ არქეოლოგიური კვლევა მათ უდიდესს კულტურას აჩენს და ზოგიერთ მათგანს კაცობრიობის კულტურის დამწყებადა ხდის? -  აი ეს პრობლემები და კიდევ ბევრი სხვა მათთან ვიწროდ შეკავშირებულნი, რომელნიც აღელვებენ თანამედროვე მეცენირებსა და რომელთა გადასაწყვეტად ნახევარი საუკუნე მეტია რაც მუშაობენ საუკეთესო ასსირიოლოგები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, ანთროპოლოგები და სხვ.

    თავიდანვე ბევრი მეცნიერი თურანულ რასას მიაწერდა იმ ძველის ძველ ენათა და კულტურათა, რომელნიც არც არიულნი იყვნენ არც სემიურნი წინა აზიაში. ბევრმა კი მყისვე დაინახა იქ ქართული რასის კვალი. ლენორმანმა ურარტუს ენა შეადარა ქართულსა და მას მიემხრო სეისი, გრასი, შემდეგ კი ახალი მკვლევარები ამ ენათა - ბელკი და ლემანი. - მაგრამ ჯერ კიდევ ლენორმანსა და შემდეგ ბელესა და ლემანსაც ქართველები თურანელები ეგონათ, რადგან ურარტუს თურანელობა მათთვის ეჭვს გარეშე იყო, - ფრიც ჰომმელმა ქართული შეადარა ელამურსა და ალაროდიულს (ქალდურს), ეს უკანასკნელნი კი სუმერულს, სუმერული თურანულ ენათა ჯგუფს და შემდეგ მოინდომა ყველა მათი დაკავშირება ეტრუსკულთან, ბასკურთან, კელტურთან და სხვ. და ამგვარად შექმნა დიდი ჰიპოთეზა უძველეს თურანელთ მონათესავე რასისა, რომელსაც ერთ დროს მთელი წინა-აზია უნდა სჭეროდა და რომელთა ნაწილი ევროპაშიაც უნდა ყოფილიყო გადასული. ეს ჰიპოთეზები და შედარებანი არ არიან ჭეშმარიტებას მოკლებულნი, რომ თან მათ ინიციატორებს და განსაკუთრებით მათ ახალგაზრდა მიმდევრებს ჰქონოდათ შესწავლილი ზედმიწევნით ქართული ენა და საზოგადოდ საქართველო, გაერჩიათ კარგად ქართული და თურანული ერთი-ერთმანეთისაგან; ამგვარად არ აერიათ ერთმანეთში ქართველობა და თურანელობა წინა აზიის კულტურის შემქმნელ ძველის რასისა, რადგანაც ქართველობა და თურანელობა ერთი-ერთის გამომრიცხველი მოვლენაა, რამდენადაც ამას ამტკიცებს მეცნიერება.

    ჩვენი მიზანია ამ წერილით გავაცნოთ მკითხველს თუ როგორ ენათესავება ქართული სუმერულს, იმ ხალხის ენას, რომელმაც მოიგონა ლურსმული წერა, იმ ძველის  ხალხის ენას, რომელთა მწერლობითმა საბუთებმა ჩვენს დრომდის მოახწია 4000 წლ. ქრისტეს წინითგან. საბუთები ქათველობისა და სუმერიელობის ნათესაობის დასამტკიცებლად ანთროპოლოგიურიც არის და ლინგვისტურიც, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ უკანასკნელ მხარეს მივაქცევთ ყურადღებას. ამასთანავე სავსებითა და დაწვრილებით ამ წერილში ვერ მოვუთხრობთ მკითხველს ამ ენათა ნათესაობის შესახებ. მხოლოდ ჩვენ საზოგადო შეხედულებასა ვსწერთ გრამატიკისა და სიტყვების შესახებ. - ხოლო უფრო ვრცელი შრომის დაბეჭდვას ვსცდილობთ ინგლისურ ენაზედ და კიდევ უფრო დაწვრილებითა და დალაგებით ქართულ ენაზედაც, თუ გარემოებამ ხელი შეგვიწყო. - ქართულ ენისა და რასის ნათესაობა უძველეს გამქრალ ენათა და ხალხებთან მსოფლიო პრობლემებიაო, სთქვა პრ. მარმა თავის უკანასკნელ სააკადემიო სიტყვაში, და ბევრის მხრით არის იგი მსოფლიო პრობლემები, ბევრი სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერის მუშაობაა საჭირო, აგრეთვე ბევრ კულტურათა და ხალხთა წარსულის კვლევა, ხოლო ჩვენ ამ დიდი რასის ერთი ხალხი ავიღეთ, აგრეთვე მისი ენის მხრით მარტო, და მას ვადარებთ ქართულსა. ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვართ, რადგანაც მარტო სუმერიელებსაც კი აქვთ თავის თავად ეს მსოფლიო მნიშვნელობა.

    II

    მეცნიერებს დღესაც ვერ გადაუწყვეტიათ საკითხი, თუ რომელ ენათა ჯგუფს ეკუთვნის სუმერული ენა. უმეტესი ნაწილი ენათ-მეცნიერებთა ახლაც იმ აზრისაა, რომ ეს უძველესი ენა თურანულ ჯგუფს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1