Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მცირე ჰიპია
მცირე ჰიპია
მცირე ჰიპია
Ebook62 pages21 minutes

მცირე ჰიპია

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

"მცირე ჰიპია" პლატონის ერთ-ერთი ადრეული დიალოგია, რომელშიც სოკრატე კიდევ ერთხელ ხვდება ერუდიტ ჰიპიას და მასთან სიცრუის შესახებ გააბამს დიალოგს. სპორტიდან და მეცნიერებიდან მოტანილი ანალოგიების მიხედვით მსჯელობის შედეგად მოსაუბრენი ჩიხში აღმონდებიან.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 25, 2018
მცირე ჰიპია

Read more from პლატონი

Related to მცირე ჰიპია

Related ebooks

Reviews for მცირე ჰიპია

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მცირე ჰიპია - პლატონი

    პლატონიო - მცირე ჰიპია

    Πλάτων - Ἱππίας ἐλάττων

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მცირე ჰიპია

    განმარტებები

    მცირე ჰიპია

    ევდიკე, სოკრატე, ჰიპია

    ევდიკე. კი მაგრამ, შენ რაღას სდუმხარ, სოკრატე, მას შემდეგ, რაც ჰიპიამ ამდენი ილაპარაკა? რატომ სხვებივით არ აქებ, ანდა, თუ რაიმე არ მოგეწონა, რად არ აბათილებ მის ნათქვამს? მით უმეტეს, რომ ვერცერთ ჩვენგანს, ვინც აქ დავრჩით, ვერავინ შეედრება ფილოსოფიური საუბრების სიყვარულში[1].

    სოკრატე. მართლაცდა, ევდიკე, სიამოვნებით გამოვკითხავდი ჰიპიას ყველაფერს, რაც მან ახლა ჰომეროსზე ილაპარაკა. მამაშენ აპემანტესაგან გამიგონია, ჰომეროსის პოემა „ილიადა იმდენად უმჯობესია მის „ოდისეა-ზე, რამდენადაც აქილევსი უფრო მაღლა დგას ოდისევსზეო[2], ვინაიდან, მისი მტკიცებით, ამ პოემებიდან ერთი ოდისევსს ეძღვნება, მეორე კი აქილევსს. ამიტომ, თუ ნებას დამრთავდა, სიამოვნებით გამოვკითხავდი ჰიპიას, მაინც რა აზრისაა ამ ორ კაცზე, რომელი მათგანი მიაჩნია უმჯობესად, რაკიღა ამდენი რამ გვითხრა სხვა პოეტებზედაც და ჰომეროსზედაც.

    ევდიკე. ეჭვიც არ მეპარება, რომ, თუ რაიმეს ჰკითხავ, ჰიპია პასუხს არ დაგამადლის. ასე არ არის, ჰიპია? სოკრატემ რომ რაღაცა გკითხოს, ხომ უპასუხებ? რას იტყვი?

    ჰიპია. მაშინ რას ემგვანებოდა ჩემი საქციელი, ევდიკე? მე ხომ ხშირად ჩავდივარ ჩემი მშობლიური ელიდიდან[3] ოლიმპიაში[4], ბერძნების საზეიმო თავყრილობაზე, როცა იქ თამაშები იმართება ხოლმე. ტაძრისაკენ[5] მივეშურები და ვთავაზობ ხალხს, ვისაც რა უნდა მკითხოს ჩემი საჩვენებელი გამოსვლისთვის წინასწარ მომზადებულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა პასუხი გავცე ყველა მსურველს. ჰოდა, ნუთუ ახლა სოკრატეს კითხვების წინაშე დავიხევ უკან?

    სოკრატე. რა ბედნიერი ხარ, ჰიპია,რომ შეგიძლია ყოველი ოლიმპიადის დროს ასე თამამად შეხვიდე ტაძარში, თავდაჯერებული და საკუთარ სიბრძნეში დარწმუნებული[6]. მართალი გითხრა, გამიკვირდებოდა, რომელიმე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1