Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მეორე ალკიბიადე
მეორე ალკიბიადე
მეორე ალკიბიადე
Ebook55 pages19 minutes

მეორე ალკიბიადე

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

"მეორე ალკიბიადე" პლატონის ადრეული დიალოგია, რომელშიც სოკრატე ცდილობს დაარწმუნოს ალკიბიადე, რომ ღმერთებისთვის რაიმეს თხოვა, თუკი არ იცი, რას ითხოვ, საფრთხის შემცველია. არსებობს ეჭვი დიალოგის ავთენტურობასთან დაკავშირებით, თუმცა კრიტიკოსთა უმრავლესობა მას პლატონს მიაწერს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 9, 2018
მეორე ალკიბიადე

Read more from პლატონი

Related to მეორე ალკიბიადე

Related ebooks

Reviews for მეორე ალკიბიადე

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მეორე ალკიბიადე - პლატონი

    პლატონი - მეორე ალკიბიადე

    Πλάτων - Ἀλκιβιάδης βʹ

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მეორე ალკიბიადე

    კომენტარები

    მეორე ალკიბიადე

    სოკრატე. რაო, ალკიბიადე, სალოცავად ხომ არ მიდიხარ?

    ალკიბიადე. რა თქმა უნდა, სოკრატე.

    სოკრატე. ისე კუშტად კი გამოიყურები და მიწას ჩასჩერებიხარ, თითქოს რაღაცა საფიქრალი გაწუხებსო.

    ალკიბიადე. საფიქრალი რაა, სოკრატე.

    სოკრატე. ჩემის აზრით, არის და მერე როგორი საფიქრალი, ალკიბიადე. ერთი ეს მითხარი, ზევსის გულისთვის, როგორ გგონია, როცა ღმერთების მიმართ ვლოცულობთ, სულერთია, პირადულს ვთხოვთ რამეს თუ საზოგადოს, განა ზოგჯერ არ გვაძლევენ იმას, რასაც ვთხოვთ,ზოგჯერ კი არა, ისევე, როგორც ზოგს აძლევენ და ზოგს კი არა?

    ალკიბიადე. რა თქმა უნდა.

    სოკრატე. მერედა, როგორ გგონია, განა დიდი წინდახედულება არა გვმართებს, რათა სიკეთის ნაცვლად დიდი უბედურება არ გამოვითხოვოთ, თუ ვინიცობაა ღმერთები იმნაირ გუნება-განწყობილებაზე შეხვდნენ ჩვენს თხოვნას, როცა ისინი ყველაფერს უსრულებენ თავიანთ მთხოვნელთ? ასე მაგალითად, ოიდიპოსმა, როგორც გამოგვცემენ, ღმერთებსა სთხოვა, რომ მის ვაჟებს ხმლით გადაეწყვიტათ მამისეული მემკვიდრეობის საკითხი, და თუმცა შეეძლო უკვე თავსდატეხილი უბედურების აცილება ეთხოვა მათთვის, თავისი ლოცვა-ვედრებით ძველს ახალი უბედობაც ზედ მიუსართა, ასე რომ, როცა სათხოვარი შეუსრულდა, ამას შედეგად მოჰყვა იმდენი არნახული საშინელება, რომელთა სათითაოდ ჩამოთვლა ზედმეტი მეჩვენება[1].

    ალკიბიადე. მაგრამ შენ ხომ შლეგს გულისხმობ, სოკრატე? ან იქნებ, გგონია, ჭკუათმყოფელი გაბედავდა და ამნაირ რამესა სთხოვდა ღმერთებს?

    სოკრატე.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1