პატარა ეიოლფი
5/5
()
About this ebook
Read more from ჰენრიკ იბსენი
ხალხის მტერი Rating: 4 out of 5 stars4/5თოჯინების სახლი Rating: 5 out of 5 stars5/5მოჩვენებანი Rating: 4 out of 5 stars4/5ჰედა გაბლერი Rating: 5 out of 5 stars5/5
Related to პატარა ეიოლფი
Related ebooks
ფერხული Rating: 5 out of 5 stars5/5გივი შადური Rating: 5 out of 5 stars5/5ბერტოლტ ბრეხტი Rating: 5 out of 5 stars5/5ემილია გალოტი Rating: 5 out of 5 stars5/5დაუპატიჟებელი Rating: 5 out of 5 stars5/5ფარია Rating: 5 out of 5 stars5/5რეკვიემი Rating: 0 out of 5 stars0 ratingsსპარტაკი (ნაწილი II) Rating: 5 out of 5 stars5/5უინძორელი მხიარული ქალები Rating: 5 out of 5 stars5/5ორი ვერონელი აზნაური Rating: 3 out of 5 stars3/5ანტონიო დე ლა პენიას ამბავი Rating: 5 out of 5 stars5/5ბუზები Rating: 0 out of 5 stars0 ratingsვენერა ქურქში Rating: 5 out of 5 stars5/5ტარტიუფი Rating: 5 out of 5 stars5/5ჰენრიკ იბსენი Rating: 5 out of 5 stars5/5სამგროშიანი ოპერა Rating: 3 out of 5 stars3/5გასაღები Rating: 5 out of 5 stars5/5მეუფება წყვდიადისა Rating: 5 out of 5 stars5/5საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5მკურნალი სიყვარული Rating: 5 out of 5 stars5/5რამოს ძმისწული Rating: 5 out of 5 stars5/5თეატრი Rating: 5 out of 5 stars5/5ოლდოს ჰაქსლი Rating: 5 out of 5 stars5/5ყმაწვილი (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5წიგნის კითხვა Rating: 0 out of 5 stars0 ratingsპარმენიდე Rating: 5 out of 5 stars5/5ყმაწვილი (ნაწილი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ერთობლივი ბოდვა Rating: 5 out of 5 stars5/5მინის სამხეცე Rating: 4 out of 5 stars4/5ყმაწვილი (ნაწილი III) Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for პატარა ეიოლფი
1 rating0 reviews
Book preview
პატარა ეიოლფი - ჰენრიკ იბსენი
ჰენრიკ იბსენი - პატარა ეიოლფი
Henrik Ibsen - Lille Eyolf
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე ახალშენიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მომქმედნი პირნი
მოქმედება პირველი
მოქმედება მეორე
მოქმედება მესამე
მომქმედნი პირნი:
ალფრედ ალმერსი, მემამულე და მწერალი, მასწავლებლად ნამყოფი
რიტა ალმერსი, მისი ცოლი.
ეიოლფი, შვილი ამათი, 9 წლისა
ასტა ალმერსი, უმცროსი ნახევარ-და ალფრედისა
ინჟენერი ბორჰხეიმი
ვირთაგვების გამწყვეტელი დედაკაცი
მოქმედება ალმერის მამულში სწარმოებს, ზღვის პირად, ქალაქიდან ორის მილის მოშორებით.
მოქმედება პირველი
სააგარაკო სასტუმრო მდიდრულად არის მორთული, მოჩანს მრავალი ავეჯეულობა, ყვავილები, მცენარეები. უკანიდან სახლს შუ შის კარებები აქვს, რომლებიც გაშლილს აივანზედ გადის. აქედან მთელი ზღვის პირი მოჩანს, შორით მოჩანს ტყიანი მთის კალთები. ორივე მხარეზედ კარებები აქვს. პირველს ოთახში, მარჯვნივ, დივანი დგას; ზედ ბალიშებია მიყრილი, კუთხეში მეორე დივანი დგას, მაგიდა და სკამები. წინ, მარცხნივ, დიდი მაგიდა, გარშემო სავარძლები უდგას. მაგიდაზე დევს ხელის ჩემოდანი, გახსნილი. ზაფხულის თბილი და მზიანი დილაა.
რიტა ალმერსი მაგიდასთან დგას, მარჯვნივ, ზურგშექ ცეული; ჩემოდანს ალაგებს. რიტა ლამაზია, საკმაოდ მაღალი, მედიდური შეხედულობისა, თეთრ-წითური ქალი, ასე 30 წლის. რიტას თეთრი დილის თავსახვეი ადგია. მცირე ხნის შემდეგ მარჯვენა კარებიდან ასტა ალმერსი შემოდის. ასტას თეთრი ყავისფერი საზაფხულო კაბა აცვია, ზაფხულისავე შლიაპა, თხელი წამოსასხამი და ხელში ქოლგა უჭირავს; იღლიის ქვეშ უჭირავს დიდი დასაკეტი პორტფელი. ასტა მშვენიერი აგებულებისაა, შავ-თმა, დიდი გრძნობიერის თვალებით, 25-წლისაა.
ასტა. (კარებიდან) დილა მშვიდობისა, საყვარელო რიტა!
რიტა. (მიიხედავს და თავს დაუკრავს). როგორ! შენა, ასტა? ასე ადრე ქალაქიდან მოდიხარ? აქაც შემოიარე? (შლიაპას და წამოსასხამს კარებთან აწყობს სკამზე) დიაღ, ვეღარ მოვითმინე. რაღაც ძალა მეწეოდა, რომ პატარა ეიოლფი დღესვე მენახა. შენი ნახვაც მინდოდა. (პორტფელს დივნის წინ დადებს მაგიდაზე) და აი, მოვედი კიდეც გემით.
რიტა. (ღიმილით) მერე იქნება გემში რომელიმე კეთილი ნაცნობიც შეგხვდა? რასაკვირველია, ისე შემთხვევით.
ასტა. (მშვიდობიანად). არა, არავინ შემხვედრია. (ჩემოდანს დაინახავს) რიტა, ეს რა არის?
რიტა. (ისევ ჩემოდნიდან ალაგებს) ალფრედის ჩემოდანია. ვერ ცნობ?
ასტა. (სიხარულით განცვიფრებული მიუახლოვდება) მართლა? განა ალფრედი ჩამოვიდა?
რიტა. წარმოიდგინე, სრულიად მოულოდნელად, ღამის მატარებლით.
ასტა. აა! აი, თურმე ჩემი წინათგრძნობა რას ნიშნავდა! აქეთ რად უწევდა გული! მერე, არ შეგატყობინა? ღია წერილიც-კი არ გამოგიგზავნა?
რიტა. ერთი სიტყვა რა არის, ერთი.
ასტა. მაშ, არც დეპეშით გაცნობა?
რიტა. როგორ არა, ერთი საათით ადრე მივიღე მოკლე და ძალიან ცივი დეპეშა. (იცინის) ეს მისი საქციელი თვით მას ძალიან ჰგავს განა, ასტა?
ასტა. დიაღ, ის მუდამ ისეთი წყნარი და ჩუმია.
რიტა. მაგრამ როგორ გამიხარდა მისი ნახვა, რომ იცოდე!
ასტა. წარმოდგენილი მაქვს.
რიტა. იფიქრე აბა, მთელი ორი კვირით ადრე! ის ხომ ორი კვირის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო.
ასტა. მერე კარგად არის ხომ? გუნება ხომ არ შესცვლია?
რიტა. (ჩემოდანს ხურავს და იღიმება) როგორღაც განათლებულად მეჩვენა, რომ შემოვიდა.
ასტა. არ დაღლილა?
რიტა. დაღლით-კი, გაგიხარიან, დაღლილა. საკმარისად უწვალია. წარმოიდგინე, მომეტებული მანძილი ფეხით გამოუვლია.
ასტა, მერე, მთის ჰაერიც, ცოტა არ იყოს, ეუცხოვებოდა.
რიტა. სრულიადაც არა. ერთხელაც არ მომიკრავს ყური, რომ დაეხველებინოს.
ასტა. აი, ხომ ხედავ, როგორ კარგად მოუხდა, რომ ექიმმა მგზავრობა ურჩია და გაგზავნა.
რიტა. ოჰ, ეხლა მზად ვარ ყველაში გამოგიტყდე, რადგანაც დრომ უკვე გაიარა. მაგრამ შენ არ იცი, ასტა, რა ტანჯვის დრო იყო ის ჩემთვის! გახსენებაც-კი მეძნელება და შენც ხომ ისე იშვიათად დადიოდი ხოლმე მაშინ...
ასტა. რასაკვირველია, ეგ ძალიან ცუდია ჩემის მხრივ, მაგრამ...
რიტა. ეჰ, ვიცი, კარგი, ვიცი იქ, ქალაქში, შენი სკოლაა მიზეზი (იღიმება) და ამასთან, არც ჩვენი ინჟენერი იყო აქ.
ასტა. გაჩუმდი, რიტა.
რიტა. კარგი, კარგი შენი ნება იყოს! იმაზე ნუ ვილაპარაკებთ. მაგრამ ვერ წარმოიდგენ, ასტა, როგორ მოწყენილი ვიყავი უალფრედოთ! ჩემს გარშემო თითქოს არაფერს აღარ ვხედავდი, ისეთ მარტოობას ვგრძნობდი! მეგონა, სახლში მიცვალებული გვყავს-მეთქი.
ასტა. ღმერთო! და მერე სულ ექვსი თუ შვიდი კვირის განშორების გამო!
რიტა. მაგრამ მოიგონე, რომ წინად ერთი დღითაც-კი არსად განმშორებია ალფრედი მთელის ათის წლის განმავლობაში...
ასტა. ძალიან კარგი, მაგრამ აბა, სწორედ მაგიტომ იყო საჭირო, რომ მცირე ოდენიც არის ემოგზაურა. ჩემის აზრით, იმისთვის თითქმის ყოველ დილით მთებში გასეირნებაა საჭირო, უთუოდ მოუხდებოდა.
რიტა. (ოდნავი ღიმილით) კარგია, რომ მაგის თქმა შეგიძლია. მე რომ შენსავით გონიერება შემწევდეს,