Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ბერტოლტ ბრეხტი
ბერტოლტ ბრეხტი
ბერტოლტ ბრეხტი
Ebook202 pages5 hours

ბერტოლტ ბრეხტი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"დედა კურაჟი და მისი შვილები" თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ უდიდეს დრამატულ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ბერტოლტ ბრეხტის ყველაზე მგზნებარე და ფუნდამენტურ განცხადებას წარმოადგენს ომის წინააღმდეგ. პიესის მოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს და აგებულია ანა ფირლინგის ("დედა კურაჟი"), მოხეტიალე მოვაჭრის გარშემო, რომელიც თავის ფურგონსა და შვილებს ევროპის რელიგიური ომების ქარცეცხლში დაატარებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 24, 2020
ბერტოლტ ბრეხტი

Related to ბერტოლტ ბრეხტი

Related ebooks

Reviews for ბერტოლტ ბრეხტი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ბერტოლტ ბრეხტი - დედა კურაჟი და მისი შვილები

    ბერტოლტ ბრეხტი - დედა კურაჟი და მისი შვილები

    Bertolt Brecht - Mutter Courage und ihre Kinder

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ჯორჯანელებს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირები

    დედა კურაჟი და მისი შვილები

    განმარტებები

    (ოცდაათწლიანი ომის ქრონიკა)

    მოქმედი პირები

    დედა კურაჟი

    კატრინი - მისი მუნჯი ქალიშვილი

    აილიფი - მისი უფროსი ვაჟი

    შვაიცერკასი - მისი უმცროსი ვაჟი

    დამქირავებელი

    ფელდფებელი

    მზარეული

    მხედართმთავარი

    ლაშქრის მოძღვარი

    ინტენდანტი

    ივეტა პოტიე

    ცალთვალა

    მეორე ფელდფებელი

    მოხუცი პოლკოვნიკი

    მწერალი

    ახალგაზრდა ჯარისკაცი

    ხნიერი ჯარისკაცი

    გლეხი

    მისი ცოლი

    ყმაწვილი კაცი

    დედაბერი

    მეორე გლეხი

    გლეხის დედაკაცი

    ყმაწვილი გლეხი

    პრაპორშჩიკი

    ჯარისკაცები

    ხმა

    1

    1624 წლის გაზაფხულია მხედართმთავარი უქსენშერნა[1] დალარნეში ჯარს აგროვებს პოლონეთს გასალაშქრებლად. მეწვრილმანე ქალს ანა ფირლინგს, მეტსახელად „დედა კურაჟს", შვილს ართმევენ. შარაგზაზე, ქალაქის მახლობლად, დგანან ფელდფებელი და ჯარისკაცთა დამქირავებელი; ორივენი სიცივისაგან კანკალებენ)

    დამქირავებელი. აბა, როგორ გინდა აქ რაზმი შეაგროვო, ფელდფებელო? ლამის თავი მოვიკლა და ეგ არის. ამ თვის თორმეტამდე მხედართმთავარს ოთხი ესკადრონი უნდა მივგვარო და ხალხი კი აქ ისეა გაბოროტებული, რომ ღამით ძილი აღარა მაქვს. ძლივს ერთი ჯეელი ჩავიგდე ხელში. არას დაგიდევდი, რომ ქათმის მკერდი ჰქონდა და ვენების სიგანივრეც. თავი მოვიკატუნე, ვითომც ვერაფერს ვამჩნევდი. მშვიდობიანად დავათვრე, უკვე ხელიც მომიწერა. მაგრამ ის იყო არყის ფულის გადახდა დავაპირე, რომ გარეთ გასვლა მოინდომა. მეც მაშინვე გულმა მიგრძნო და უკან გავყევი. ჰოდა, მართლაც: სადღაა. ფრჩხილქვეშ მოგდებული ტილივით გაპარულა! ამათ არც ვაჟკაცური სიტყვა იციან და არც ერთგულება. არც რწმენა გააჩნიათ და არც ღირსების გრძნობა. აქ მე ამათ კაცობრიობის რწმენა დამაკარგვინეს, ფელდფებელო.

    ფელდფებელი. როგორ ეტყობა, რომ აქ დიდი ხანია ომი არ ყოფილა. აბა, მითხარი, როგორღა უნდა იყოს აქ მორალი? მშვიდობა ნამდვილი დომხალია. მხოლოდ ომი ამყარებს წესრიგს. მშვიდობიანობის დროს კაცობრიობა პრასასავით იზრდება. ხალხსა და საქონელს ისე აქლიავებენ, თითქოს ნაკელთან ჰქონდეთ საქმე. ვისაც რა უნდა, იმითა ტყვრება. თეთრი პურითა და ყველით, მაგალითად, თანაც ყველს ზევიდან ლორის ნაჭერსაც ადებენ. ვინ უწყის, რამდენი ჯეელი და რამდენი იორღა ცხენია ამ ქალაქში, მაგრამ არასოდეს არ დაუთვლიათ და კაციშვილმაც არ იცის. მე ისეთ ადგილებში ვყოფილვარ, სადაც ალბათ ერთი სამოცდაათი წელიწადი იქნება ომი არ ყოფილა, ჰოდა, იქ ადამიანებს უკვე თავიანთი გვარებიც კი აღარ ახსოვთ, თავიანთ თავს თვითონვე ვეღარ ცნობდნენ. იქ კი, სადაც ომია, მაშინვე ჩნდება ვრცელი სიები და სიაში შემტანი წერტები. მოაქვთ ფეხსაცმლით გატენილი ბარდანები და ჭირნახულით სავსე ტომრები, კაცსა თუ პირუტყვს პირწმინდად ითვლიან და გზას უყენებენ, რადგან - ეს ყველამ იცის - ომს წესრიგი უყვარს.

    დამქირავებელი. რა მართალს ამბობ!

    ფელდფებელი. როგორც ყოველგვარი სიკეთის დაწყება, ომის გაჩაღებაც თავდაპირველად ძნელია. მაგრამ თუ ერთი აგიზგიზდა, მერე სულ ანთია და ანთია; მერე ხალხს უკვე ისე ეშინია ზავისა, როგორც ყომარბაზებს თამაშის დამთავრებისა, რადგან მაშინ ხომ უნდა ზღონ, რაც წააგეს. ხოლო დასაწყისში კი აფრთხობთ ხოლმე ომი. სიახლეა მათთვის და ეუცხოებათ.

    დამქირავებელი. უყურე, ჩარდახიანი ფურგონი მოდის, ფელდფებელო. ორი ქალია და ორიც ყმაწვილი კაცი. აბა, გააჩერე ეგ დედაბერი. თუ ახლაც არა გამოვიდა რა, იცოდე, მორჩა, აღარ გავჩერდები ამ აპრილის ქარაშოტში.

    (პირის ჰარმონიკის ხმა ისმის. სცენაზე შემოგორდება ჩარდახიახი ფურგონი, რომელსაც ორი ჭაბუკი ეწევა. ზედ დედა კურაჟი და მისი მუნჯი ქალიშვილი კატრინი სხედან)

    დედა კურაჟი. დილა მშვიდობისა, ბატონო ფელდფებელო!

    ფელდფებელი (წინ გადაუდგება). დილა მშვიდობისა, ხალხო! ვინა ხართ?

    დედა კურაჟი. საქმოსნები გახლავართ. ვაჭრები. (მღერის)

    მეთაურებო, გააჩერეთ ეგ დაფდაფები,

    მცირედით მაინც შეასვენეთ ქვეითი ჯარი!

    დედილო კურაჟს მოაქვს თქვენთვის ფეხსაცმელები,

    რათა ლაშქარმა სიარული შეიძლოს ჩქარი,

    რათა მებრძოლი მიილტვოდეს წინ გატაცებით,

    მთელი თავისი მკბენარებით და მძიმე ბარგით.

    თუ გსურთ ბრძოლაში მხნედ დარბოდნენ ჯარისკაცები,

    ფეხსაცმელები უნდა ეცვათ ყოველთვის კარგი.

    ქრისტიანებო, მოგვდგომია კარს გაზაფხული!

    თოვლი დნება და მკვდრებს ჩვენი ხმა არ ეყურებათ.

    ხოლო ვისაც კი პირში ისევ უდგია სული,

    იარაღს იღებს და სალაშქროდ მიეშურება.

    მებრძოლ ჯარისკაცს რომ სჭირდება ძეხვი და ღვინო

    მეთაურებო, ცნობილია უკვე ძველთაგან.

    ჰოდა, მაცალეთ, ცოტა სული მოვათქმევინო

    ლაშქარს სულიერ და ხორციელ სატანჯველთაგან.

    დაფდაფებით და ზარბაზნებით ვერას გააწყობთ,

    მშიერი კუჭი ვერ მიგიყვანთ გამარჯვებამდე,

    მაგრამ თუ მებრძოლს ძეხვითა და ღვინით გააძღობ,

    წაგყვება თუნდაც ჯოჯოხეთის ჯურღმულებამდე.

    ქრისტიანებო, მოგვდგომია კარს გაზაფხული!

    თოვლი დნება და მკვდრებს ჩვენი ხმა არ ეყურებათ.

    ხოლო ვისაც კი პირში ისევ უდგია სული,

    იარაღს იღებს და სალაშქროდ მიეშურება.

    ფელდფებელი. დაიცათ, რომელ ნაწილს ეკუთვნით, თუ მეაღალენი ხართ?

    უფროსი ვაჟი. მეორე ფინურ პოლკს.

    ფელდფებელი. მერედა, გაქვთ მაგის ქაღალდი?

    დედა კურაჟი. ქაღალდი?

    უმცროსი ვაჟი. ეს ხომ დედა კურაჟია!

    ფელდფებელი. ჩემს დღეში არ გამიგონია. კურაჟი[2] რატომ ჰქვია?

    დედა კურაჟი. კურაჟი იმიტომ მქვია, რომ გაკოტრებისა შემეშინდა, ფელდფებელო, და, ქალაქ რიგიდან ზარბაზნების ცეცხლის ქვეშ ორმოცდაათი პური გამოვიტანე ფურგონით. პურს უკვე ოდნავ ობი ჰქონდა მოკიდებული და მოცდა არ შეიძლებოდა. არჩევანი არა მქონდა.

    ფელდფებელი. შენ, ეი, რა დროს ხუმრობაა ქაღალდი მაჩვენე-მეთქი!

    დედა კურაჟი. (თან თეთრი თუნუქის ყუთიდან ერთ ბღუჯა ქაღალდებს იღებს და ფურგონიდან ჩამოდის) აი, ჩემი ქაღალდები სულ ეს არის, ფელდფებელო. აი, მთელი კურთხევანი, ალგოტინგიდანა მაქვს წამოღებული კიტრების გასახვევად. აი, ესეც მორავიის რუკა, ვინ იცის, იქნებ ინებოს ღმერთმა და ოდესმე იქ მოვხვდე, თორემ სხვაფრივ, აბა, რას ვაქნევ. ხოლო, აი, აქ კი ბეჭდით დადასტურებულია რომ ჩემ ლაფშას თურქული არა სჭირს, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი დაგვივარდა. თხუთმეტი გულდენი ღირდა, აი, თუმცა კი, მადლობა ღმერთს, მე არ დამჯდომია მაგდენი. კმარა ეს ქაღალდები? ფელდფებელი. შენ რა, გინდა სულ გადამრიო? იცოდე, განანებ მაგ თავხედობას. კარგად იცი, რომ ლიცენზია უნდა გქონდეს.

    დედა კურაჟი. წესიერად ილაპარაკეთ და ჩემი მცირეწლოვანი შვილების წინაშე ნუ დამწამებთ, თითქოს თქვენი მოხიბვლა მინდოდეს. ეს მტკნარი სიცრუეა. მე თქვენთან არა მესაქმება რა. ჩემი ლიცენზია მეორე პოლკში - ჩემი სახეა, პატიოსანი ქალის სახე და თუ თქვენ მისი ამოკითხვა არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს დაგეხმარებით. ზედ ბეჭედს ხომ ვერ დავისვამ?

    დამქირავებელი. ფელდფებელო, ამ დედაკაცს, ვატყობ, ურჩობის სული უზის გვამში. იქ ბანაკში, კი დისციპლინაა საჭირო.

    დედა კურაჟი. მე კი მეგონა, ძეხვებია-მეთქი საჭირო.

    ფელდფებელი. გვარი და სახელი.

    დედა კურაჟი. ანა ფირლინგი.

    ფელდფებელი. მაშასადამე, თქვენც ყველანა ფირლინგები ხართ?

    დედა კურაჟი. ვითომ რათაო? ეს მე ვარ ფირლინგი, ხოლო ეგენი კი არა.

    ფელდფებელი. განა ყველანი შენი შვილები არ არიან?

    დედა კურაჟი. ჩემი არიან, მაგრამ ამიტომ ყველას ერთი გვარი უნდა ჰქონდეს? (უფროს ვაჟზე მიუთითებს) აი ეს, მაგალითად, აილიფ ნოიოცკია, - მამამისი მუდამ ამტკიცებდა, რომ ეგ კოიოცკია ან მოიოცკიო. ბიჭს ის ჯერაც კარგად ახსოვს, თუმცა კი, ვინც მას ახსოვს, უკვე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1