Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ევთიფრონი
ევთიფრონი
ევთიფრონი
Ebook72 pages1 hour

ევთიფრონი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„ევთიფრონი“ პლატონის ერთ-ერთი ადრეული დიალოგია, რომელშიც მოქმედება სოკრატეს სასამართლო პროცესამდე (399 ჩვ. წ.ა.) რამდენიმე კვირით ადრე ხდება და რომელშიც სოკრატე და ევთიფრონი სიწმინდის მნიშვნელობის განსაზღვრას ცდილობენ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
ევთიფრონი

Read more from პლატონი

Related to ევთიფრონი

Related ebooks

Reviews for ევთიფრონი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ევთიფრონი - პლატონი

    პლატონი - ევთიფრონი

    Πλάτων - Εὐθύφρων

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ევთიფრონი

    განმარტებები

    ევთიფრონი

    ევთიფრონი

    სოკრატე

    ევთიფრონი. ეს რა ახალი ამბავია, სოკრატე? თავი მიგნებებია ლიკეონში[1] შენი საქმიანობისათვის და ახლა აქ ატარებ დროს, სამეფო ბჭესთან[2]. ან იქნება ჩემი არ იყოს, შენც რაიმე საჩივრით ეახელ მეფეს[3]?

    სოკრატე. არა, ევთიფრონ, ჩემს საქმეს საჩივარს კი არ ეტყვიან ათენელნი, არამედ ბრალდებას.

    ევთიფრონი. რას ამბობ? ნუთუ ვინმემ გიჩივლა? რადგან მე ვერ წარმომიდგენია, რომ შენ თვითონ შეგიძლია უჩივლო სხვას.

    სოკრატე. მართლაც რომ არ შემიძლია.

    ევთიფრონი. მაშასადამე, შენ თვითონ გიჩივლა ვინმემ?

    სოკრატე. დიახ.

    ევთიფრონი. მაინც ვინ?

    სოკრატე. მართალი გითხრა, კარგად არც კი ვიცნობ, ევთიფრონ. შესახედავად ახალგაზრდაა, სხვა მხრივ კი რა მოგახსენო, მგონი მელეტოსი[4] ჰქვია სახელად, ხოლო სადაურობას თუ იკითხავ, - პიტთეელია[5]. ხომ არ გეცნობა ვინმე პიტთეელი მელეტოსი? გადალესილი თმები, თხელი წვერი და კეხიანი ცხვირი აქვს.

    ევთიფრონი. არა, არ მეცნობა, სოკრატე. კი მაგრამ, მაინც რაში გდებს ბრალს?

    სოკრატე, რაში და... ამნაირ ბრალდებას, ჩემის აზრით, მხოლოდ კეთილშობილი კაცი თუ წამოგიყენებს. ასე ახალგაზრდა და ამდენი ცოდნა, ხუმრობა საქმე როდია. როგორც თვითონ ამბობს, მან თურმე იცის, რა ხრწნის ახალგაზრდობას და ვინ არიან მისი გამხრწნელნი. ჩანს, რომ ბრძენია; შეიცნო ჩემი უმეცრება და სახელმწიფოს - ჩვენი საერთო დედის წინაშე თავისი თანატოლების გახრწნას მდებს ბრალად. ჩემის აზრით, ის ერთადერთია სახელმწიფო მოღვაწეთა შორის, მართებულად რომ იწყებს საქმეს. მართლაც და, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ ახალგაზრდობა რაც შეიძლება უკეთესი იყოს; ამ მხრივ, გონიერ მებაღეს უნდა ვბაძავდეთ, უპირველეს ყოვლისა, ნორჩ ნერგებს რომ დასტრიალებს თავს და მხოლოდ შემდეგ ყველა დანარჩენს. უეჭველად ასევე იქცევა მელეტოსიც: ჯერ ჩვენ, - როგორც თვითონვე ამბობს, - ახალგაზრდა თაობის გამხრწნელთ ამოგვძირკვავს და შემდეგ, ცხადია, უფრო ხნიერებზე გადაიტანს თავის ზრუნვას, რითაც არაერთ ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ჩვენს სახელმწიფოს. მისგან, ვინც ასე ღირსეულად იწყებს საქმეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1