Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სპარსელები
სპარსელები
სპარსელები
Ebook89 pages23 minutes

სპარსელები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

როგორც წმინდა ტრაგედია, ეს შედევრია. ესქილე ომის ამბავს სპარსელთა თვალსაზრისით გვიყვება, ხოლო მისი სიამაყე ბერძენთა დიადი გამარჯვების გამო ქსერქსესა და მისი დამარცხებული ხალხისადმი გულწრფელ თანაგრძნობასთან არის შეზავებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
სპარსელები

Read more from ესქილე

Related to სპარსელები

Related ebooks

Reviews for სპარსელები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სპარსელები - ესქილე

    ესქილე - სპარსელები

    Αἰσχύλος - Πέρσαι

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გიგლა სარიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    პაროდოსი

    პირველი ეპიზოდი

    მეორე ეპიზოდი

    ექსოდოსი

    შენიშვნები

    მოქმედი პირნი

    სპარსელ მოხუცთა გუნდი (ქორო)

    ატოსა

    მაცნე

    დარიოსის აჩრდილი

    ქსერქსე

    პაროდოსი

    ქალაქი სუზა. სასახლის წინა ადგილი, ფონზე მოჩანს მეფე დარიოსის საფლავის ყორღანი

    გუნდი

    სპარსთა ლაშქარი გაეშურა

    ელადის მხარეს[1], ჩვენ შინ დაგვტოვეს, სანდო მსახურნი.

    სიმდიდრით მორჭმულ და ოქრომრავალ

    სასახლეთა გვყვეს დარაჯებად, სიმხცოვნისკვალად

    ჩვენ თავად ქსერქსემ,

    დარიოსის ძემ,

    ამოგვირჩია ეფორებად[2] ჩვენი ქვეყნისა.

    გარნა სამეფო ამალისა

    და გამდიდრებულ მხედრიონის შინ მოსვლისათვის

    საავბედო მისნობა გვირყევს

    სულის უფსკრულებს; აზიის ძალა, მთელი მისი ჭაბუკ-ვაჟობა

    შორს გახვეწილა, ამაოდ უხმობს ასული ვაჟკაცს.

    არც მაცნე ვინმე, არცთუ მხედარი

    არ ჩანს სპარსეთის სატახტოსკენ გზად მომავალი.

    ზოგმა დასტოვა ეგბატანა, ზოგმა კი სუზა[3],

    ზოგმაც ჟამძველი კისიონის დააგდო ციხე[4]

    და გზას დაადგა:

    ვინ ცხენით, ვინ ზღვით,

    ვინ ხმელეთით,

    ვინ - რარიგ წყობით, გავიდნენ ბრძოლად.

    უძღვის ამისტრე[5] და არტაფრენე,

    მეგაბატე და ასტასპე ლაშქარს,

    სარდალნი სპარსთა,

    მძლე მეფეთმეფის მორჩილი ყმანი,

    სანდო თვალ-ყურნი მთელი ჯარისა,

    ისრით ჩუბინნი, მარდი მხედარნი,

    ხილვად საშიშნი, ბრძოლად საზარნი,

    სულით შეურყევ სიმტკიცის მჩენნი.

    მათთან ვიდოდა არტემბარეც, ეტლით მცელავი,

    მასისტე და თვით ისარ-მსტვინავი

    სახელქებული იმეოსი და ფარანდაკე,

    მათ ჰყვა სოსთანეც ცხენუწევარი.

    სხვანი გაგზავნა დედამძუძე ნილოსმა დიდმა,

    მრავალთ მკვებავმა: სუზისკანე,

    მეგასტაგონი, ეგვიპტის მკვიდრი

    და ღვთაებრივი მემფისისა მებაირახტრე[6],

    დიდი არსამე, არიომარდი,

    ოგიგიის თებეს[7] რომ მეფობს.

    ჭაობის მკვიდრი ნაოსანნი,

    საშიშნი ტომნი აღურაცხელნი;

    მათ გვერდით ვლენან ლიდიელნი[8], განცხრომის შვილნი,

    სრულად მატერიკს რომ თელვენ ფეხქვეშ:

    მათ მიტროგათე და მშვენიერი

    არკტევსი უძღვით - მეფე-სარდალნი,

    ოქრომრავალი სარდედან[9]

    დასძრეს უამრავი მცელავი ეტლი,

    ცალკერძ ოთხცხენა, ცალკერძ ექვსცხენა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1