Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ხელფასი, ფასი და მოგება
ხელფასი, ფასი და მოგება
ხელფასი, ფასი და მოგება
Ebook170 pages55 minutes

ხელფასი, ფასი და მოგება

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

სიტყვის სახით წარმოთქმული წინამდებარე ესსეი მარქსის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. იგი იკითხება, როგორც "კაპიტალის" პირველი ტომის შეკუმშული ვერსია და მარქსის ძირითად არგუმენტებს შეიცავს კაპიტალის მუშაობის შესახებ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 10, 2020
ხელფასი, ფასი და მოგება

Read more from კარლ მარქსი

Related to ხელფასი, ფასი და მოგება

Related ebooks

Reviews for ხელფასი, ფასი და მოგება

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ხელფასი, ფასი და მოგება - კარლ მარქსი

    კარლ მარქსი - ხელფასი, ფასი და მოგება

    Karl Marx - Value, Price and Profit

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ფილიპე გოგიჩაიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    [წინასწარი შენიშვნები]

    1. [წარმოება და ხელფასი]

    2. [წარმოება, ხელფასი, მოგება]

    3. [ხელფასი და ფული]

    4. [მიწოდება და მოთხოვნა]

    5. [ხელფასი და ფასები]

    6. [ღირებულება და შრომა]

    7. [სამუშაო ძალა]

    8. [ზედმეტი ღირებულების წარმოება]

    9. [შრომის ღირებულება]

    10. [მოგება მიიღება, როდესაც საქონელი მისი ღირებულების მიხედვით იყიდება]

    11. [ზედმეტი ღირებულების სხვადასხვა ნაწილი]

    12. [მოგების, ხელფასისა და ფასების საერთო თანაფარდობა]

    13. [უმნიშვნელოვანესი შემთხვევები, როცა მოითხოვენ ხელფასის მომატებას ან ებრძვიან მის შემცირებას]

    14. [ბრძოლა კაპიტალსა და შრომას შორის და მისი შედეგები]

    შენიშვნები

    [წინასწარი შენიშვნები]

    მოქალაქენო!

    სანამ ჩემი მოხსენების ძირითად საგანს შევუდგებოდე, ნება მიბოძეთ გავაკეთო რამდენიმე წინასწარი შენიშვნა.

    დღეს კონტინენტზე მოდებულია გაფიცვების ნამდვილი ეპიდემია და გაისმის საყოველთაო მოთხოვნა ხელფასის მომატებისა. ეს საკითხი დაისმება ჩვენს კონგრესზედაც. თქვენ, ვინც საერთაშორისო ასოციაციის სათავეში დგახართ, მტკიცე შეხედულება უნდა გქონდეთ ამ დიდმნიშვნელოვან საკითხზე. ამიტომ ჩემ მოვალეობად ვთვლი საფუძვლიანად განვიხილო იგი, თუნდაც ამით თქვენს მოთმინებას მკაცრი გამოცდის საფრთხე მოელოდეს.

    მეორე წინასწარი შენიშვნა მე უნდა გავაკეთო მოქალაქე უესტონის შესახებ. უესტონმა არა მარტო გამოთქვა თქვენს წინაშე, არამედ საჯაროდაც დაიცვა შეხედულება, რომელიც როგორც მან თვითონაც იცის, მეტისმეტად არაპოპულარულია მუშათა კლასში, მაგრამ რომელსაც იგი მუშების ინტერესების შესაფერად თვლის[1]. თვითეული ჩვენგანი დიდად უნდა აფასებდეს ასეთ ზნეობრივ გამბედაობას. მე იმედი მაქვს, ჩემი მოხსენების მოურიდებელი ტონის მიუხედავად, უესტონი დაინახავს ბოლოს, რომ მე ვეთანხმები იმ სწორ იდეას, რაც, ჩემი აზრით, საფუძვლად აქვს მის დებულებებს; მაგრამ ახლანდელი მათი სახით ეს დებულებები, მე ვფიქრობ, თეორიულად ყალბი და პრაქტიკულად საშიშარი არიან.

    ახლა კი უშუალოდ გადავალ განსახილველ საგანზე.

    1. [წარმოება და ხელფასი]

    მოქალაქე უესტონის არგუმენტაცია ფაქტიურად ორ წინასწარ მოსაზრებას ემყარება:

    1) რომ ნაციონალური პროდუქციის რაოდენობა არის უცვლელი რაღაც, მუდმივი რაოდენობა ანუ სიდიდე, როგორც მათემატიკოსი იტყოდა.

    2) რომ რეალური ხელფასის საერთო ჯამი, ესე იგი ხელფასი, გაზომილი იმ საქონლის რაოდენობით, რომლის ყიდვაც მით შეიძლება, უცვლელი ჯამია, მუდმივი სიდიდეა.

    მისი პირველი მოსაზრება აშკარა შეცდომაა. თქვენ დაინახავთ, რომ პროდუქციის ღირებულება და რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს, რომ ნაციონალური შრომის საწარმოო ძალები იზრდებიან და ფულის რაოდენობა, რომელიც გაფართოებული პროდუქციის საბრუნავად არის საჭირო, მუდმივ იცვლება. რაც მთელი წლისთვის ან სხვადასხვა ერთმანეთთან შესადარებელი წლებისთვის არის სწორი, ის სწორია აგრეთვე საშუალოდ წლის ყოველი დღისთვისაც. ნაციონალური პროდუქციის რაოდენობა ანუ სიდიდე მუდმივ იცვლება; ის წარმოადგენს არა უცვლელ, არამედ ცვალებად სიდიდეს. ის ასეთიც უნდა იყოს, მოსახლეობის მოძრაობასაც რომ სრულიად თავი დავანებოთ, კაპიტალის დაგროვების პროცესსა და შრომის საწარმოო ძალაში მომხდარი მუდმივი ცვლილებების გავლენით. სრული ჭეშმარიტებაა, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს ხელფასის საერთო დონე გაიზარდა, ეს ზრდა, როგორიც არ უნდა იყოს მისი შემდგომი შედეგები, პროდუქციის რაოდენობაში თავისთავად უშუალო ცვლილებას არ გამოიწვევს. პირველად ის შეეგუება არსებულ მდგომარეობას. მაგრამ თუ ნაციონალური პროდუქცია ხელფასის მომატებამდე ცვალებადი და არა უძრავი იყო, ხელფასის მომატების შემდეგაც იგი ასეთივე დარჩება.

    წარმოვიდგინოთ ახლა, რომ ნაციონალური პროდუქცია მუდმივი სიდიდეა და არა ცვალებადი. თვით ამ შემთხვევაშიც კი დაუსაბუთებელი იქნებოდა ის, რასაც ჩვენი მეგობარი უესტონი ლოგიკურ დასკვნად თვლის. თუ ავიღებთ განსაზღვრულ რიცხვს, მაგალითად, რვას, ამ რიცხვის აბსოლუტური საზღვრები სრულიადაც არ შემიშლის ხელს მისი ნაწილების შეფარდებითი საზღვრები შევცვალო. თუ მოგება ექვსს უდრის, ხოლო ხელფასი - ორს, ხელფასი შეიძლება ექვსამდე ავიდეს, ხოლო მოგება ორამდე დაეცეს, საერთო ჯამი მაინც რვა დარჩება. ამგვარად, შეიძლება პროდუქციის მოცულობა არ იცვლებოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცვლელი რჩებოდეს ხელფასის საერთო ჯამი. მაშ როგორ ამტკიცებს ხელფასის ჯამის ამ უცვლელობას ჩვენი მეგობარი უესტონი? ის უბრალოდ ადასტურებს, რომ ეს ასეაო.

    წარმოვიდგინოთ მაინც, რომ მისი მსჯელობა სწორია; მაშინ ხელფასის მუდმივობა უნდა მოქმედებდეს ორი მიმართულებით, უესტონი კი მას მხოლოდ ერთი მიმართულებით ამოქმედებს. თუ ხელფასის ჯამი მუდმივი სიდიდეა, არ შეიძლება მისი არც მომატება და არც შემცირება, მაშასადამე, თუ მუშები უგუნურად იქცევიან, როცა აიძულებენ ხელფასის დროებით მომატებას, კაპიტალისტებიც არანაკლებ უგუნურად იქცევიან, როცა დროებით ხელფასის შემცირებას აღწევენ. ჩვენი მეგობარი უესტონი არ უარყოფს, რომ ზოგიერთ პირობებში მუშებს შეუძლიათ ხელფასის მომატებას მიაღწიონ; მაგრამ რადგან ხელფასის საერთო ჯამი მყარია, როგორც ბუნების კანონი, ასეთ მომატებას რეაქცია უნდა მოჰყვესო. მეორე მხრივ, მან ისიც იცის, რომ კაპიტალისტებს შეუძლიათ ძალით ხელფასის შემცირება გამოიწვიონ და ფაქტიურად მუდამ ამას ცდილობენ კიდეც. ხელფასის საერთო ჯამის უცვლელობის პრინციპის თანახმად ამ შემთხვევამ, არა ნაკლებ, ვიდრე პირველმა, რეაქცია უნდა გამოიწვიოს. მაშასადამე, მუშები მართალნი იქნებიან, თუ წინააღმდეგობას გაუწევენ ხელფასის შემცირების განზრახვას ან ფაქტიურ შემცირებას. ისინი, მაშასადამე, მართებულად იქცევიან, მაშინაც, როცა ხელფასის მომატებას ცდილობენ, იმიტომ რომ ყოველი წინააღმდეგობა ხელფასის შემცირებისა არის ამასთანავე მოქმედება მისი მომატების სასარგებლოდ. ამიტომ თვით მოქალაქე უესტონის პრინციპის მიხედვით ხელფასის მუდმივობის შესახებ, მუშებმა განსაზღვრულ გარემოებაში კავშირი უნდა შეკრან და იბრძოლონ ხელფასის მომატებისათვის.

    თუ ის უარყოფს ამ დასკვნას, უნდა უარყოს აგრეთვე წანამძღვარი დებულება, საიდანაც ეს დასკვნა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1