Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დიდი ჰიპია
დიდი ჰიპია
დიდი ჰიპია
Ebook114 pages41 minutes

დიდი ჰიპია

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

„დიდი ჰიპია“ პლატონის ერთ-ერთი ადრეული დიალოგია, რომლის მოქმედი პირები, სოკრატე და სოფისტი ჰიპია ცდილობენ „მშვენიერის“ დეფინიცია იპოვონ, მაგრამ ვერ აღწევენ მიზანს, რადგან ვერ ახერხებენ ჩამოაყალიბონ პასუხი, რომელიც მთელს კონცეფციას მოიცავდა. შექმნილი უნდა იყოს ჩვ. წ.ა. დაახლოებით 390 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 13, 2017
დიდი ჰიპია

Read more from პლატონი

Related to დიდი ჰიპია

Related ebooks

Reviews for დიდი ჰიპია

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დიდი ჰიპია - პლატონი

    პლატონი - დიდი ჰიპია.

    Πλάτων - Ἱππίας μείζων.

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    დიდი ჰიპია

    განმარტებები

    დიდი ჰიპია

    I

    სოკრატე. რა ხანია, მშვენიერო და ბრძენო ჰიპია[1], ათენში აღარ გამოჩენილხარ[2].

    ჰიპია. სულ მოუცლელობის ბრალია, ჩემო სოკრატე. როდესაც ელიდას[3] ამა თუ იმ ქალაქთან რაიმე საქმის მოგვარება სურს, უმალ მე მომმართავს, ვიდრე რომელსამე სხვა მოქალაქეს, და ელჩად მგზავნის, ვინაიდან სწორედ მე მთვლის იმ სიტყვების უკეთეს მსაჯულად და მაუწყებლად, რომლებსაც, ჩვეულებრივ, წარმოსთქვამენ ხოლმე მოლაპარაკებაში მონაწილე ქალაქების სახელით. ვინ იცის, რამდენჯერ ვწვევივარ ელჩად[4] სხვადასხვა ქალაქს, ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდმნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად კი - ლაკედემონს[5]. აი, რა შემიძლია ვუპასუხო შენს კითხვას: მე ხომ იშვიათად მიხდება ათენში ყოფნა.

    სოკრატე. ხედავ, რა მძიმე ტვირთი აწევს ჭეშმარიტად ბრძენსა და სრულქმნილებასთან წილნაყარ კაცს? და მართლაც, შენ ხომ შეგიძლია, ერთის მხრივ, როგორც კერძო პირმა, უხვი გასამრჯელოს სანაცვლოდ, უფრო დიდ ფასეულობას აზიარო შენი ჭაბუკი მსმენელები, ვიდრე მათ მიერ გაღებული საფასურია, ხოლო, მეორეს მხრივ, როგორც მოქალაქემ, - ხელი შეუწყო მშობლიური ქალაქის კეთილდღეობას. რასაკვირველია, ასე უნდა იქცეოდეს ყველა, ვისაც სურს თავიდან აიცილოს ბრბოის ზიზღი და სანაცვლოდ მისი პატივისცემა დაიმსახუროს. მაგრამ ერთი ეს მითხარი, ჩემო ჰიპია, რა იყო იმის მიზეზი, რომ თავიანთი სიბრძნით საქვეყნოდ სახელგანთქმული ჩვენი წინაპრები, იქნება ეს პიტაკე, ბიანტი, თალეს მილეტელი[6] თუ ვინმე სხვა, ანაქსაგორას[7] ჩათვლით, - თითქმის ყოველთვის თავს იკავებდნენ საზოგადოებრივ საქმეებში ჩარევისაგან?

    ჰიპია. ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, ჩემო სოკრატე, რომ მათ არ შეეძლოთ ერთდროულად გასწვდომოდნენ ორსავე საქმეს - კერძოსა და საზოგადოსაც.

    სოკრატე. მითხარი, რა ვიფიქროთ, ზევსის გულისთვის: მსგავსად იმისა, როგორც ყველა სხვა ხელოვნება დაიხვეწა და წარსული დროის ხელოვანნი ესოდენ უმწეონი ჩანან თანამედროვეებთან შედარებით, თქვენმა სოფისტურმა ხელოვნებამაც ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ჩვენი ბრძენი წინაპრები ახლოს ვერ მოვლენ თქვენთან?

    ჰიპია. რა თქმა უნდა.

    სოკრატე. ესე იგი, ჩემო ჰიპია, ანაზდად რომ გამოგვცხადებოდა მკვდრეთით აღმდგარი ბიანტი, ის, ალბათ, ღიმილს მოგვგვრიდა ჩვენ. ისევე როგორც დედალოსი[8], რომელზედაც მოქანდაკეები ამბობენ: ხელახლა რომ დაიბადოს და ისეთივე ქმნილებები შექმნას, რომელთა წყალობით სახელი მოიხვეჭა ოდესღაც, დღეს მხოლოდ თავს შეირცხვენდაო ყველას წინაშე.

    ჰიპია. მართალს ამბობ, ჩემო სოკრატე. მაგრამ მე, ჩვეულებისამებრ, თანამედროვეებზე უფრო მეტად წინაპრებს ვაქებ, რადგან მეშინია ცოცხალთა შურის და მკვდართა რისხვის.

    სოკრატე. მშვენივრად მსჯელობ, ჩემო ჰიპია, მე ვიზიარებ შენს სიტყვებს და შემიძლია დაგიდასტურო, რომ თქვენმა ხელოვნებამ მართლაც დიდ სრულყოფილებას მიაღწია, რაც შესაძლებლობას გაძლევთ წარმატებით შეუთავსოთ საზოგადოებრივი მოღვაწეობა თქვენსავე კერძო საქმეებს. აი, მაგალითად, გორგია[9], ლეონტინელი სოფისტი, მისმა ქალაქმა წარმოგზავნა ათენში ელჩად, როგორც ლეონტინელთა ინტერესების ყველაზე უკეთესი დამცველი. მან სახალხო სათათბიროშიც გამოიჩინა თავი, როგორც უებრო მჭევრმეტყველმა და, ამასთან, არც თავისი საქმეები დავიწყებია: დიდძალი ფული მოხვეტა და წაიღო კიდეც ათენიდან. ანდა, თუ გნებავს, ჩვენს მეგობარს - პროდიკეს[10] დაგისახელებ, რომელიც უწინაც არაერთხელ ჩამოსულა ათენში სახელმწიფოებრივი საქმეების მოსაგვარებლად, ხოლო უკანასკნელად, როცა კეოსის ელჩად გვეწვია, საჯაროდაც დიდებული სიტყვა წარმოთქვა და კერძო გაკვეთილებითაც პირდაპირ გაკეთდა კაცი. ჩვენი წინაპრებიდან კი აზრადაც არავის მოსვლია ფულადი საზღაური მოეთხოვა საკუთარი ღვაწლის სანაცვლოდ, ანდა ბრბოის წინაშე გამოემზეურებინა თავისი სიბრძნე. ესოდენ მიამიტნი იყვნენ ისინი. არცერთმა არ იცოდა ფულის ყადრი. მარტო გორგიამ და პროდიკემ კი იმდენი ფული მოხვეტეს, რამდენიც თვალითაც არ უნახავს ძველი დროის არცერთ ხელოვანს. ხოლო მათზე ადრე ასევე იქცეოდა პროტაგორაც[11].

    II

    ჰიპია. როგორც ჩანს, ზოგი რამ გეშლება, ჩემო სოკრატე! რომ იცოდე, რამდენი ფული გამიკეთებია ჩემი ხელოვნების წყალობით, უთუოდ დიდად გაგაკვირვებდა ეს. ერთხელ (სხვაზე რომ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1