Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მაჰმადი და მისი მოღვაწეობა
მაჰმადი და მისი მოღვაწეობა
მაჰმადი და მისი მოღვაწეობა
Ebook103 pages33 minutes

მაჰმადი და მისი მოღვაწეობა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

გარდა იმისა, რომ დიმიტრი უზნაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დაფუძნება-განვითარებაში, მას ასევე მრავალი ისტორიული ნაშრომი აქვს შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია აქ წარმოდგენილი წიგნი, "მაჰმადი და მისი მოღვაწეობა", სადაც დიმიტრი უზნაძე ავტორ-რედაქტორის აპლუაში წარმოდგება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 19, 2021
მაჰმადი და მისი მოღვაწეობა

Read more from დიმიტრი უზნაძე

Related to მაჰმადი და მისი მოღვაწეობა

Related ebooks

Reviews for მაჰმადი და მისი მოღვაწეობა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მაჰმადი და მისი მოღვაწეობა - დიმიტრი უზნაძე

    დიმიტრი უზნაძე - მაჰმადი და მისი მოღვაწეობა

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    რედაქტორისაგან

    არაბთა ყოფა-ცხოვრება

    არაბების პოეზია

    მაჰმადის სიჭაბუკე

    მაჰმადის რელიგიური შეხედულებანი

    დასაწყისი „განცხადებათა"

    ქადაგება

    მაჰმადის მიმდევართა დევნა

    ლტოლვა მაჰმადისა მედინას

    პოლიტიკური მრევლის დაარსება

    ღვთისმსახურება

    მექასთან ბრძოლა

    მაჰმადის ბატონობა მექაში

    განმარტებები

    რედაქტორისაგან

    დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც მეცნიერულსა და ფილოსოფიურ საგნებზე წერა და ლაპარაკი ქართულად ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო! ვინ იფიქრებდა, რომ ქართული ენის საგანძური იმდენად ძვირფასი აღმოჩნდებოდა, რომ უკანასკნელი დროის მეცნიერულითა და ფილოსოფიური ვარჯიშობით გალესილი გონების განყენებულ ცნებებსაც კი შესაფერსა და სრულ სიტყვიერ გამოხატულებას უპოვნიდა.

    მეცნიერული და ფილოსოფიური ენა ყველგან ხელოვნურად შეზავებულია; იგი ამიტომ ამავე ენაზე მოლაპარაკე უბრალო ადამიანისათვის უცხო და გაუგებარია. ეს ასეც უნდა იყოს; ენის განვითარება გონებისა და გრძნობის განვითარებას მისდევს კვალდაკვალ. იგი გარეგანი, თვალსაჩინო სიმპტომია თვალთაგან ფარული, შინაგანი ცხოვრების განვითარებისა. და როგორც გონება უბრალო ადამიანისა უძლურია ღრმა ფილოსოფიური მსჯელობის ნაყოფი ადვილად შეითვისოს, ისე უძლურია იგი იმ ენის გაგებაშიც, რომელიც ამ ნაყოფს გარეგან გამოხატულებას აძლევს.

    ჩვენი ენა არ არის ხელოვნურად განვითარებული. ხოლო საკვირველი ის არის, რომ იგი საკმაოდ მდიდარია - ათასი ისეთი განყენებული ცნება და აზრი გამოხატოს, რომელიც მხოლოდ დღევანდელ განვითარებულ აზროვნებას წარმოუშვია.

    რით აიხსნება ეს? მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმ კულტურული სიმდიდრით, რომელიც ჩვენს წარსულ ისტორიას შეუქმნია და ჩვენთვის, ქართულ ენასთან შედუღებული, მემკვიდრეობით გადმოუცია. მაგრამ ჩვენი ენის ამ საკვირველი თვისების მიუხედავად, მაინც არავინ ფიქრობდა, რომ იგი მეცნიერულსა და ფილოსოფიურ კვლევაში გამოსადეგი შეიქმნებოდა. დღეს, როგორც ხედავთ, ეს აზრი სასიამოვნო შეცდომა აღმოჩნდა, და უკვე შესაძლებელი შეიქნა თანამედროვე გონებრივი კულტურის სიმდიდრის ზედმიწევნითი გადმოცემა ამ ენის საშუალებით.

    მაგრამ ჩვენი დღევანდელი სამეცნიერო ლიტერატურა ფრიად ღარიბია. თუ გნებავთ, იგი ჯერ არც კი არსებობს. დღეს მხოლოდ ისახება იგი, და მისი მომავალი ბედი ოდნავ შესამჩნევი მკრთალი ხაზებით იფარგლება.

    ჩვენი ცხოვრება კი წინ მიდის; იგი ნელ, მაგრამ მაინც საგრძნობ ცვალებადობას განიცდის. იგი ახალ მოთხოვნილებათ ბადებს და ძველ მისწრაფებათა დასაკმაყოფილებლად ახლად გაჭედილ ფორმებს მოითხოვს.

    სახალხო უნივერსიტეტები და იქ მოსიარულე საზოგადოება სხვათა შორის ნათლად მოწმობს, რომ ჩვენს ხალხში ცოდნის წყურვილი თანდათან მატულობს. ხოლო იგი ამ წყურვილს სამშობლო მწერლობით ვერ იკლავს, და ხშირად ძლიერ ბევრი იძულებული ხდება უცხო ენას, უცხო მწერლობას მიმართოს. ამით ხალხის თავისებური ეროვნული შემოქმედების ძალა დუნდება, იგი უცხო სფეროში, უჩვევ ატმოსფეროში სულს ვერ იბრუნებს, მისი გონება იფიტება, მისი ნებისყოფა ჩლუნგდება, და ასე ნელ-ნელა ხალხის სული დეგენერაციის გზას ადგება.

    ამ საშიში შესაძლებლობის თავიდან აცილება კი ზნეობრივი მოვალეობაა ყოველი ქართველისთვის, ზნეობრივი მოვალეობა კულტურისა და „ადამიანობის" მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა შევიგნოთ ეს მოვალეობა და ყველაფერი ვიღონოთ მისი პირნათლად ასრულებისთვის. ჩვენ ის მაინც შეგვიძლია, რომ ქართული

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1