Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

შვიდნი თებეს წინააღმდეგ
შვიდნი თებეს წინააღმდეგ
შვიდნი თებეს წინააღმდეგ
Ebook85 pages21 minutes

შვიდნი თებეს წინააღმდეგ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"შვიდთა ლაშქრობა თებეზე" ტრილოგიის მესამე ნაწილია (პირველი ორი დაკარგულია). მას შემდეგ, რაც ოიდიპოსი განდევნილ იქნა თებედან, ამ უკანასკნელის სიძეები მეტოქეობენ მეფის გვირგვინისთვის. გამარჯვებული ეტეოკლე განდევნის თავის ძმა პოლინიკეს, ეს უკანასკნელი კი შვიდ სარდალთან ერთად ესხმის თავს თებეს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 27, 2020
შვიდნი თებეს წინააღმდეგ

Read more from ესქილე

Related to შვიდნი თებეს წინააღმდეგ

Related ebooks

Reviews for შვიდნი თებეს წინააღმდეგ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    შვიდნი თებეს წინააღმდეგ - ესქილე

    ესქილე - შვიდთა ლაშქრობა თებეზე

    Αἰσχύλος - Ἑπτὰ ἐπὶ Θήβας

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის

    © გიგლა სარიშვილი

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    პროლოგი

    პაროდოსი

    პირველი ეპიზოდი

    მეორე ეპიზოდი

    მესამე ეპიზოდი

    ექსოდოსი

    შენიშვნები

    მოქმედი პირნი

    ეტეოკლე

    მაცნე (მზვერავი)

    თებელი გოგონების გუნდი (ქორო)

    ისმენე

    ანტიგონე

    პროლოგი

    ეტეოკლე

    მოქალაქენო კადმოსისა[1], ჟამია ითქვას:

    საქმე-ერთგულად ვინც დარაჯობს ქალაქის კიჩოს

    და მესაჭეობს - არ უსვენებს მას ძილი თვალებს.

    და თუ რაიმე ვიწაღმართეთ - ღვთის წყალობაა,

    ხოლო თუ - არ კი აგვიხდეს და - ავბედს ვეწიეთ,

    ეტეოკლეზე იღარღილებთ გაუთავებლად

    ქალაქ და ქალაქ, ზრუნით, ვაი-უშველებელით

    და გლოვის ზარით. იხსენება ზევსი მფარველად -

    ამ ზედსახელით მოხედოსცა კადმოსელთ ქალაქს!

    თქვენ კი ვალად გძევთ ყველას, ვინაც უკვე გამოსცდა

    კვირტობის ასაკს, ვის ვაჟობის დაუდგა ხანი,

    რომელ ნაყარსაც გაუმაგრდა ტანი სავსებით,

    ყოველი, ვინც კი შესაფერის ასაკს ეწია -

    ეშველოთ ქალაქს და მშობლიურ ადგილის ღმერთთა

    საწესო ალაგთ, ააშოროთ თავლაფის დასხმა;

    შვილებს, მეძუძურ დედამიწას, თქვენს ტკბილსა მზრდელსა,

    ვინაც ფეხებქვეშ მოგცათ მიწა უმწეო ჩვილებს,

    ვინაც იწვნია აღზრდის ჯაფა და რუდუნება,

    გზრდიდათ, რომ მერმე ბინადარნი, ფარის მპყრობელნი

    საამდრო ჟამსა საიმედო ფარად ჰყოლოდით.

    დღე-აქამომდე მოწყალეობს კეთილად ღმერთი.

    თუმც რახანია მოვციხულვართ, ღმერთთა შეწევნით

    აქამდე ჩვენი წარმატების მოწმეა ომი.

    აწ კი მისანი როგორც ამბობს, ჩიტით მეცანი[2],

    რომელიც სმენით, გულისყურით გეშს იღებს ბნელში,

    ჩიტ-მარჩიელობს უტყუარი ხელოვანებით -

    სწორედ მან, მეფემ მისნობათა, გამოაცხადა,

    რომ უდიდესი შემოტევა აქაიდების[3],

    ღამეულ ბჭობით განზრახული, მოელის ქალაქს.

    ციხის ქონგურთა და ჭიშკართა მისადგომებთან

    ეშურეთ ყველა, რბოდეთ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1