Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მეთორმეტე ღამე
მეთორმეტე ღამე
მეთორმეტე ღამე
Ebook195 pages45 minutes

მეთორმეტე ღამე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"მეთორმეტე ღამე" - ესაა მხიარული პიესა უპასუხო, ცალმხრივი სიყვარულის შესახებ. ტყუპები საზღვაო კატასტროფის განცდის შემდეგ უცხო მიწაზე აღმოჩნდებიან. პირველ მათგანს, ვიოლას, ორსინო შეუყვარდება, ვინც ოლივიაშია შეყვარებული, რომელსაც, თავის მხრივ, ვიოლა შეუყვარდება, ამ უკანასკნელს კი მალვოლიო აღმერთებს. გამოჩნდება სებასტიანო... ფერიცვალებათა სერიის შემდეგ ყველაფერი კეთილად სრულდება. პიესა თარიღდება 1601-02 წლებით.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 18, 2021
მეთორმეტე ღამე

Read more from უილიამ შექსპირი

Related to მეთორმეტე ღამე

Related ebooks

Reviews for მეთორმეტე ღამე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მეთორმეტე ღამე - უილიამ შექსპირი

    უილიამ შექსპირი - მეთორმეტე ღამე

    William Shakespeare - Twelfth Night

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის სიკო ფაშალიშვილს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    განმარტებები

    მოქმედნი პირნი

    ორსინო - ილირიის ჰერცოგი.

    სებასტიან - ახალგაზრდა აზნაური - ვიოლას ძმა.

    ანტონიო - საზღვაო კაპიტანი - სებასტიანოს მეგობარი.

    გემის კაპიტანი - ვიოლას მეგობარი.

    ვალენტინო, კურიო - ჰერცოგის კარისკაცნი.

    სერ ტობი ბელჩ - ოლივიას ბიძა.

    სერ ენდრუ ეგიუჩიკი.

    მალვოლიო - ოლივიას მსახურთუფროსი.

    ფაბიანო, ფესტი (მასხარა) - ოლივიას მსახურნი.

    ოლივია - მდიდარი გრაფის ასული.

    ვიოლა - სებასტიანოს და.

    მარია - ოლივიას ფარეში ქალი.

    დიდებულნი, მოძღვარი, მეზღვაურნი, ქალაქის მცველნი, მემუსიკენი და მსახურნი.

    მოქმედების ადგილი: ქალაქი ილირიაში და მის მახლობლად ზღვისპირი.

    მოქმედება პირველი

    სურათი I

    ოთახი ჰერცოგის სასახლეში.

    (შემოდიან ჰერცოგი, კურიო და დიდებულნი მემუსიკეთა თანხლებით)

    ჰერცოგი - თუ რომ მუსიკა საზრდო არის სიყვარულისა

    განაგრძეთ დაკვრა! მომეცით მე ეს საზრდო ჭარბად,

    რომ მით გაძღეს და ჩაიფერფლოს ჩემი სურვილი.

    კიდევ ის ჰანგი! იგი თითქოს ჩაკვდა თრთოლვაში!

    ჩემს ყურთასმენას ის შეეხო ვით ტკბილი ბგერა,

    რომელმაც თითქოს იის მდელოს გადმოუქროლა,

    მომეპარა და მომიტანა მისი სურნელი!

    კმარა! შესწყვიტეთ! იგი ახლა წინანდებურად

    ტკბილად აღარ ჟღერს! ო, შენ, სულო სიყვარულისავ,

    რა ცვალებადი, მგზნებარე და მუდამ ნორჩი ხარ!

    შენში იერთებ ყოველივეს, ვით უძირო ზღვა,

    მაგრამ ყველა მას, რასაც შენი მორევი შთანთქავს -

    რაოდენ დიდი და ძვირფასიც არ უნდა იყოს, -

    უმალ უკარგავ თავისს ფასსა და მნიშვნელობას!

    ისე სავსეა სიყვარული ნაზი ალერსით,

    რომ ჭეშმარიტად, თვით ოცნებაც სიყვარულია!

    კურიო - ნადირობას ხომ არ ინებებთ, ჩემო ხელმწიფევ?

    ჰერცოგი - რაზედ, კურიო?

    კურიო - ფურირემზე!

    ჰერცოგი - ვნადირობ ახლა კეთილშობილ ჩემს ფურირემზე!

    როს მშვენიერი ოლივია ვნახე პირველად,

    მომეჩვენა, რომ მისი სუნთქვით თვითონ ჰაერი

    მყის განიწმინდა სენისაგან და იმ წუთიდან,

    ხარირმად ქცეულს, სისხლისმსმელი მწევრების მსგავსად,

    თან ამედევნენ მასზე ფიქრნი და სურვილები!

    (შემოდის ვალენტინო)

    აბა, მითხარი, რა ამბავი მოგაქვს იმისგან?

    ვალენტინო - ვბედავ თავმდაბლად მოგახსენოთ, რომ არ შემიშვეს

    გრაფის ასულთან; მის ფარეში ქალი შევგზავნე

    და როს დაბრუნდა, მიპასუხა, რომ თვით ზეცაც კი

    შვიდ წელზე ადრე ვერ იხილავს მის პირისახეს

    რიდეახდილსა. მონაზონად შემდგარა იგი

    და თავის სენაკს დღენიადაგ ცრემლით ასველებს,

    რომ გარდაცვლილი ძმის სიყვარულს მით პატივი სცეს

    და თვის მწუხარე ხსოვნაშია - უჭკნობ სინაზით

    ატაროს მუდამ უზაკველი ეს სიყვარული!

    ჰერცოგი - თუ მისი გული ასე ნაზად არის შექმნილი,

    რომ ძმის სიყვარულს ესდენ ძნელი ხარკი უხადოს,

    ო, რა ძლიერად აღიგზნება ის სიყვარულით,

    თუ იმ სურვილებს, რომელნიც დღეს მასში ცხოვრობენ,

    უცბად დაამსხვრევს კუპიდონის ოქროს ისარი

    და მისი გულის და გონების ორ მაღალ ტახტზე

    ერთი მფლობელი დაიმკვიდრებს ხელმწიფებასა!

    წინ გამიძეხით! მივაშუროთ ბაღის თავანებს:

    იქ სიყვარულის ოცნებანი უფრო მორჭმულად

    განისვენებენ ყვავილების ნაზ სარეცელზე.

    (გადიან)

    სურათი II

    ზღვის ნაპირი

    (შემოდიან ვიოლა, კაპიტანი და მეზღვაურნი)

    ვიოლა - ეს რა მხარეა, მეგობრებო?

    კაპიტანი - ილირიაა, ქალბატონო!

    ვიოლა - აბა, რა უნდა ვაკეთო მე ილირიაში,

    როცა ჩემი ძმა ელიზიუმს დამკვიდრებულა!

    მაგრამ იქნებ ის ცოცხალია და არ დაიხრჩო!

    თქვენ როგორ ფიქრობთ, მეზღვაურნო?

    კაპიტანი - თქვენ ხომ გიხსნათ საბედნიერო

    შემთხვევამ და არ დაიღუპეთ!

    ვიოლა - საბრალო ძმაო!

    იქნებ ისიც იმავ შემთხვევამ გადაარჩინა!

    კაპიტანი - ასეც იქნება!

    და ნამდვილად რომ განუგეშოთ შესაძლებლობით,

    გიამბობთ უფრო დაწვრილებით: როცა ხომალდი

    დაგვემსხვრა და თქვენ ზღვიდან აი, ამათთან ერთად,

    პატარა ნავით გამოსცურეთ, - მე ვუყურებდი

    თქვენს გულად ძმასა, რომლისთვისაც უბედურებას

    იოტისოდნად ვერ შეეკრთო გაბედულება, -

    მამაცობითა და იმედით შთაგონებული,

    ზვირთებზე მცურავ უზარმაზარ ანძას მიეკრო

    და ის, დელფინის ზურგზე შემჯდარ არიონივით,

    ბობოქარ ტალღებს შეუპოვრად მისდევდა თანა,

    ვიდრე შემეძლო მისთვის თვალი გადამეწვდინა!

    ვიოლა - აჰა, ეს ოქრო მაგ ამბისათვის! მე გადარჩენამ

    გულში იმედიც აღმიდგინა, ეგ სიტყვები კი -

    განამტკიცებენ ამ ჩემს იმედს, რომ იქნებ ისიც

    ცოცხალი დარჩა! ამ მიწა-წყალს შენ კარგად იცნობ?

    კაპიტანი - ძალიან კარგად: აქედან სულ სამიოდ მილზე

    დაბადებული და აღზრდილი გახლავართ თვითონ!

    ვიოლა - ვინ განაგებს მას?

    კაპიტანი - როგორც მოდგმით, ისე ბუნებით

    კეთილშობილი ჰერცოგია აქ განმგებელი.

    ვიოლა - რას უწოდებენ მას სახელად?

    კაპიტანი - ორსინო ჰქვიან!

    ვიოლა - ორსინო ჰქვიან? ეს სახელი მამაჩემისგან

    გამიგონია... მაშინ იგი უცოლო იყო!

    კაპიტანი - უცოლო არის, ქალბატონო, ის ამჟამადაც!

    ან უფრო სწორად, ასე იყო ერთი თვის წინათ,

    როცა დავტოვე ილირია. მაშინ ამბობდნენ, -

    მოგეხსენებათ, რომ პატარა ადამიანებს

    უყვართ ყბედობა მის შესახებ, რასაც დიდკაცნი

    აკეთებენ! - რომ იგი თითქოს გულით ცდილობდა

    ნაზ ოლივიას სიყვარულის მოპოვებასა!

    ვიოლა - ვინ არის იგი?

    კაპიტანი - სათნოებით სავსე ქალწული:

    ასული გრაფის, რომელიც ამ ერთი წლის წინათ

    გარდაიცვალა და დასტოვა ის თვისი ვაჟის -

    იმ ქალის ძმის მზრუნველობაში; შემდეგ ძმაც მალე

    განეშორა ამ წუთისოფელს, გრაფის ქალმა კი,

    ძმის სიყვარულით, მთლად უარჰყო მამაკაცთა წრე.

    ვიოლა - ნეტავ შემეძლოს დავდგომოდი მე მას მსახურად

    და ვინაობა დამემალა ხალხის წინაშე,

    სანამ ჩემი დრო სავსებით არ მომწიფდებოდა.

    კაპიტანი - ეგ ძნელი არის; ის უარყოფს ყველას სამსახურს

    და თვით ჰერცოგის თხოვნასაც კი ყურს არ ათხოვებს.

    ვიოლა - კეთილი სჩანხარ, კაპიტანო, და, თუმცა ხშირად

    ლამაზ გარსის ქვეშ ბუნება ზრდის მანკიერებას,

    მე მაინც მჯერა, რომ ეგ შენი კეთილშობილი

    გარეგნობა ეთანხმება შენს მშვენიერ სულსა!

    გთხოვ, და ამ თხოვნის პატიოსნად შესრულებისთვის

    უხვ ჯილდოს მოგცემ, ნუ გაამხელ ჩემს ვინაობას

    და ამასთანვე დამეხმარე, რომ მაშოვნინო

    ჩემი განზრახვის შესაფერი ტანისამოსი:

    მე მინდა ჰერცოგს ვემსახურო და ამიტომ, გთხოვ,

    შენ მის წინაშე წარმადგინო, ვით საჭურისი!

    ეს შენი გარჯა არ ჩაივლის ამაოდ, რადგან

    მე შემიძლიან ყველა სახის მუსიკის ენით

    ველაპარაკო, რაც ჯეროვანად ხელს შემიწყობს,

    რომ ღირსი გავხდე მე ჰერცოგის სამსახურისა!

    დანარჩენს თვით დრო დაამთავრებს კეთილად, თუ კი

    ჩუმად იქნები და ჩემს ზრახვას არ გაამჟღავნებ!

    კაპიტანი - თქვენ გახდებით მის საჭურისად! მე კი - თქვენს მუნჯად!

    თუ ენა დავძრა - დე, დავბრმავდე ორივე თვალით!

    ვიოლა - გმადლობ. გამიძეხ!

    (გადიან)

    სურათი III

    ოთახი ოლივიას სახლში.

    (შემოდიან სერ ტობი ბელჩი და მარია)

    სერ ტობი - რა შავჭირად გაიხადა ჩემმა ძმისწულმა თავის ძმის სიკვდილზე ეს დაუსრულებელი დარდი? მე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1