Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ქოეფორები
ქოეფორები
ქოეფორები
Ebook79 pages43 minutes

ქოეფორები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„ქოეფორები“ მეორე ნაწილია ესქილეს ტრილოგიისა „ორესტეა“. პიესა გადმოგვცემს შურისგებას მკვლელობისათვის. სამშობლოდან გაძევებული ყრმა უფლისწული - ორესტე, დავაჟკაცებული ბრუნდება შინ და დის, ელექტრას, თანადგომით შურს იძიებს მამის მკვლელზე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 16, 2021
ქოეფორები

Read more from ესქილე

Related to ქოეფორები

Related ebooks

Reviews for ქოეფორები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ქოეფორები - ესქილე

    ესქილე - ქოეფორები

    Αἰσχύλος - Χοηφóρoι

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გიგლა სარიშვილს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    მოქმედი პირნი:

    ორესტე

    პილადე

    ელექტრა

    კლიტემნესტრა

    გამდელი

    მსახური

    მოზარეთა ქორო

    ორესტე

    მიწისქვეშეთის მეუფეო, დიადო ჰერმეს,

    გვარის მფარველო,

    აჰა, მოვედი, დავუბრუნდი მშობლიურ მიწას.

    საფლავის ბორცვთან ვდგავარ აგერ და მამის აჩრდილს

    ვუხმობ, ვეძახი, მომაპყრას ყური.

    ერთი კულული რომ ვუბოძე ინაქეს ჩემი,

    ახლა მეორეს ვწირავ მამას, ვით გლოვის ნიშანს...

    მძიმე წუთებში აქ არ ვიყავ, ვერ ვღვარე ცრემლი,

    ვერ გავუწოდე მამას ხელი უკანასკნელად.

    (გამოჩნდება ელექტრა შავოსანი ქალების თანხლებით)

    ამას რას ვხედავ? ნეტავ საით მოედინება

    შავოსან ქალთა პროცესია ჩამოღვრემილი?

    რა გასაჭირი დასდგომიათ, რაზედ იგლოვენ?

    კვლავ დატრიალდა სასახლეში უბედურება?

    ანდა იქნება გარდაცვლილი მამაჩემის სულს

    სამკვდრო საკურთხით, მსხვერპლშეწირვით ანუგეშებენ?

    დიახ, ასეა. აგერ მოდის, მგონი, ელექტრაც,

    სახემწუხარე დაი ჩემი დაფიქრებული.

    დიადო ზევსო, იყავ ჩემად თანამესანგრედ,

    მომეცი ძალი, რომ მშობლისთვის ვიძიო შური!

    პილადე, ცოტა გვერდზე გავდგეთ, შევიტყოთ ერთი,

    რისთვის მოსულან, რას ვედრიან ღმერთებს ქალები.

    ქორო

    სტროფი პირველი

    ჩვენ გამოგვრეკეს სასაფლაოზე,

    აქ ვწირავთ მსხვერპლსა, მჯიღებს ვიცემთ სახეში მწარედ.

    სისხლის ორნატით გვიყვავის სახე,

    ვიხოკავთ ლოყებს...

    ტკივილებმა მოძოვეს გული.

    ფარჩა-აბრეშუმს ვიგლეჯთ ტანზე

    გამწარებულნი.

    შემოვიძარცვეთ აზღუდები, მოვიღიადეთ

    მკერდი, ავბედით დატორილებმა.

    ანტისტროფი პირველი

    ანაზდეულად შუაღამით იკივლა სახლში

    თააბურძგვნილმა ცივმა შიშმა ავ წინათგრძნობად...

    და მხევალ ქალთა სანთიობოში

    შეიჭრა იგი გულშემზარავი.

    სიზმარი იგი შიშნეული ესრეთ ახსენეს

    ორაკულებმა: არ ისვენებსო მოკლულის სული,

    დასტრიალებსო მკვლელის ბინას წყევლით და

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1