Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სოკრატეს აპოლოგია
სოკრატეს აპოლოგია
სოკრატეს აპოლოგია
Ebook124 pages2 hours

სოკრატეს აპოლოგია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

პლატონის სოკრატესეული დიალოგი, რომელშიც სოკრატეს თავის დამცავი სიტყვაა გადმოცემული, რომელიც ბრალდებულმა მის წინააღმდეგ გამართულ პროცესზე წარმოთქვა 399 ჩვ. წ.ა., სადაც მას ღალატი და ახალგაზრდათა გარყვნილება ედებოდა ბრალად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 13, 2021
სოკრატეს აპოლოგია

Read more from პლატონი

Related to სოკრატეს აპოლოგია

Related ebooks

Reviews for სოკრატეს აპოლოგია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სოკრატეს აპოლოგია - პლატონი

    პლატონი - სოკრატეს აპოლოგია

    Πλάτων - Ἀπολογία Σωκράτους

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    საბრალდებო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ

    სოკრატეს დამნაშავედ ცნობის შემდეგ

    სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ

    განმარტებები

    (საბრალდებო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ[1])

    არ ვიცი, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, ათენელნო, ჩემი ბრალმდებლების[2] სიტყვებმა; მე კი, ღმერთმანი, კინაღამ თავი არ დამავიწყდა, ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ, მთელი ამ მიეთ-მოეთიდან ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ისინი დაჟინებით გირჩევდნენ თქვენ: ფრთხილად იყავით, ამ კაცის მჭევრმეტყველების მომნუსხველმა ძალამ არ გაცდუნოთო. უტიფრობაც ამასა ჰქვია: ნუთუ იმისი მაინც არ რცხვენიათ, რომ მე შემიძლია საქმით ვამხილო მათი სიცრუე, დიახ, საქმით, რადგან ორ სიტყვას ვიტყვი თუ არა, წამსვე აშკარა გახდება თქვენთვის, რომ დიდი ვერაფერი მჭევრმეტყველი გახლავართ, თუკი, რა თქმა უნდა, ისინი დიდ მჭევრმეტყველად არ თვლიან იმას, ვინც სიმართლეს ამბობს. თუ ამას გულისხმობენ, მაშინ მეც ვაღიარებ, რომ მჭევრმეტყველი ვარ. მაგრამ არა მათნაირი მჭევრმეტყველი: მათ ხომ სიმართლის ნატამალიც არ უთქვამთ, მე კი დაუფარავად მოგახსენებთ მთელს სიმართლეს. თუმცა, ვფიცავ ზევსს, თქვენ ვერ მოისმენთ, ათენელნო, მათი სიტყვებივით მორთულ-მოკაზმულსა და ზიზილ-პიპილებით შემკულ სიტყვას; მე ვლაპარაკობ უბრალო, ენის წვერზე სახელდახელოდ მომდგარი სიტყვებით[3], რადგან ურყევად მწამს ჩემი სიმართლე, - და სხვას ნურაფერს მოელით ჩემგან. ეგეც არ იყოს, არც შემფერის ხანდაზმულ კაცს საგანგებოდ შეთხზული სიტყვით გამოვიდე თქვენს წინაშე, ათენელნო, უწვერული ჭაბუკის მსგავსად.

    მხოლოდ ერთ რამესა გთხოვთ, ერთ რამეს გევედრებით, ათენელნო: როცა დარწმუნდებით, რომ იმავე სიტყვებით ვიცავ თავს, როგორითაც ვლაპარაკობ ხოლმე მოედნებზე თუ ზარაფთა დახლებთან[4], ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას, სადაც თითქმის ყველას მოგისმენიათ ჩემთვის, ნუ გაოცდებით ამის გამო, ნურც აღშფოთდებით. საქმე ისაა, რომ მე, სამოცდაათი წლის კაცს[5], პირველად მიწევს მსაჯულთა წინაშე გამოსვლა და ამიტომ ჩემთვის უცხო ენასავით უცნობია სამსჯავროს ენა. ხომ მომიტევებდით, მე რომ მართლაც უცხოელი ვიყო და იმ კილოკავზე, იმ ენაზე ვლაპარაკობდე, რომელსაც ბავშვობიდანვე მშობლიურად ვთვლიდი. ამიტომ ახლაც, მე მგონი, უფლება მაქვს მოგთხოვოთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჩემს კილოს, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა იგი, და მხოლოდ იმას დაუკვირდით, მართალს ვამბობ თუ არა, რადგან მსაჯულის ღირსება - სიმართლის დანახვაა, ხოლო მჭევრმეტყველისა - სიმართლის თქმა.

    ასე და ამრიგად, მართებული იქნება, ათენელნო, თუ თავდაპირველად შევეცდები თავი დავიცვა პირველი ყალბი ბრალდებისა და პირველი ბრალმდებლებისგან[6], ხოლო შემდეგ ახლანდელი ბრალდებისა და ბრალმდებლებისგან[7]. აგერ უკვე რამდენი წელია ათასი ვინმე მდებს ბრალს თქვენს წინაშე, მაგრამ ერთსაც არ უთქვამს მართალი. სწორედ მათ ვუფრთხი უფრო მეტად, ვიდრე ანიტოსს და მის თანამზრახველთ, თუმცა ამ უკანასკნელთაც უნდა უფრთხოდეს კაცი, მაგრამ პირველნი უფრო საშიშნი არიან, ათენელნო! სწორედ ისინი გამხედრებდნენ ჩემს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ, როცა თქვენ ბავშვები იყავით, და ათას ყალბ ბრალდებას თითხნიდნენ ჩემს გასასვრელად, რომლებშიაც ერთი სიტყვაც არ იყო მართალი: არის ვინმე სოკრატე, ამბობდნენ ისინი, რეგვენი ბრძენი[8], რომელიც იკვლევს ყველაფერს, რაც მიწის ზემოთაა და რაც მიწის ქვეშაა; კაცი, რომელიც მდაბალს მაღალად გვაჩვენებს და სიმართლედ ასაღებს ტყუილს[9]. დიახ, სწორედ ამნაირი მითქმა-მოთქმის გამავრცელებელნი მიმაჩნია, ათენელნო, ყველაზე საშიშ ბრალმდებლებად, ვინაიდან მათ მიამიტ მსმენელებს ჰგონიათ, რომ კაცს, რომელიც იკვლევს ყოველივე იმას, რასაც მე ვიკვლევ, ალბათ, ღმერთებიც არა სწამს. ეგეც არ იყოს, ისინი ძალზე ბევრნი არიან და მერე რამდენი ხანია მდებენ ბრალს: იმ დროიდან მოყოლებული, როცა თქეენ ჯერ კიდევ ყმაწვილები და ყრმები იყავით და ამიტომ ადვილად იჯერებდით ყველაფერს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დაუსწრებლად მდებდნენ ბრალს და, ცხადია, არ შემეძლო მემართლა თავი. მაგრამ ყველაზე დიდი უაზრობა მაინც ის არის, რომ მე მათი სახელებიც კი არ ვიცი, ერთი კომედიოგრაფის გარდა[10]. რაც შეეხება დანარჩენებს, რომლებიც შურის, ღვარძლის ან კიდევ იმის გამო გამხედრებდნენ ჩემს წინააღმდეგ, რომ გულუბრყვილოდ დაიჯერეს ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი მითქმა-მოთქმა და მერე სხვების დაჯერებაც სცადეს, - ისინი ხომ საერთოდ მიუწვდომელნი და მოუხელთებელნი არიან

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1