Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

საწყაული საწყაულისა წილ
საწყაული საწყაულისა წილ
საწყაული საწყაულისა წილ
Ebook192 pages1 hour

საწყაული საწყაულისა წილ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

1623 წელს გამოქვეყნებული პიესა 1603 ან 1604 წელს უნდა იყოს დაწერილი. ქალაქ ვენის მთავარი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება სამფლობელოდან და ხელისუფლებას ავტორიტარ ანჯელოს უტოვებს, რომელიც თვლის, რომ ქალაქი გარყვნილებაშია ჩაფლული და კანონების გამკაცრებისკენ ისწრაფვის, ამას კი მრავალი უსამართლობა მოყვება. "საწყაული საწყაულისა წილ" მკვლევარების მიერ კომედიადაა კლასიფიცირებული და ბარდის ერთ-ერთ პრობლემურ პიესად მიიჩნევა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 12, 2021
საწყაული საწყაულისა წილ

Read more from უილიამ შექსპირი

Related to საწყაული საწყაულისა წილ

Related ebooks

Reviews for საწყაული საწყაულისა წილ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    საწყაული საწყაულისა წილ - უილიამ შექსპირი

    უილიამ შექსპირი - საწყაული საწყაულისა წილ

    William Shakespeare - Measure for Measure

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირები

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    მოქმედი პირები:

    ვინჩენცო, ვენის მთავარი

    ანჯელო, მთავრის ნაცვალი

    ესკალუსი, მოხუცი დიდებული

    კლავდიო, ახალგაზრდა აზნაური

    ლუციო, პეწენიკი აზნაური

    პირველი აზნაური

    მეორე აზნაური

    ციხის უფროსი

    პეტრე, თომა - ბერები

    მოსამართლე

    ვარიუსი

    იდაყვი

    კონსტებლი

    ქაფი, ქარაფშუტა აზნაური

    პომპი, ქალბატონ გაცვეთილის მსახური

    საზარელი, ჯალათი

    ბერნერდინი, თავზეხელაღებული პატიმარი

    იზაბელა, კლავდიოს დაი

    მარიანა, ანჯელოს საცოლე

    ჯულიეტა, კლავდიოს შეყვარებული

    ფრანცისკა, მონაზონი

    ქალბატონი გაცვეთილი, დალალი

    დიდებულები გუშაგები, მოქალაქენი, ბიჭი, მხლებლები.

    მოქმედება - ვენაში.

    მოქმედება პირველი

    სურათი პირველი. დარბაზი მთავრის სასახლეში.

    შემოდიან მთავარი, ესკალუსი, დიდებულები და მხლებლები.

    მთავარი. ესკალუს!

    ესკალუსი. დიახ, ბატონო.

    მთავარი. მე რომ მოვდგე და ქვეყნის მართვა გასწავლო ახლა

    ვიცი, წყლის ნაყვა გამომივა, რადგან ეგ საქმე

    შენ გაცილებით ჩემზე უკეთ მოგეხსენება

    და ჩემი რჩევა-დარიგება ვერაფერს შეგძენს.

    ამასღა გეტყვი, რომ ეს ცოდნა-გამოცდილება

    შენი ღირსების შესაფერად გამოიყენო.

    ჩვენს ხალხს, მის ჩვევებს, მის ბუნებას, ჩვენი ქალაქის

    გამგებლობასა და კანონებს შენ კარგად იცნობ

    და სხვა არცა ვინ მეგულება ტოლი დაგიდოს,

    მაშ, შეუდექი. აჰა, ჩემი რწმუნებულებაც.

    მტკიცედ მიჰყევი, იმედი მაქვს, არ გადაუხვევ.

    - აბა, ანჯელოს დამიძახეთ! (გადის ერთ-ერთი მხლებელი). შენ როგორ ფიქრობ,

    ჩემს შეცვლას იგი მოახერხებს? პირდაპირ გეტყვი -

    გულმა იმისკენ გამიწია, ჩემს არყოფნაში,

    გადავწყვიტე, რომ ჩემს შემცვლელად იგი დავტოვო.

    მას ვანდო ჩემი მრისხანება, გულმოწყალებაც,

    მას ჩავაბარო მთელი ჩემი ხელისუფლება.

    რას მეტყვი, აბა?

    ესკალუსი. მთელს ვენაში თუკი ვინმე,

    ღირსი ასეთი პატივისა და დიდებისა,

    ლორდ ანჯელოზე ითქმის ესა.

    მთავარი. აგერ, ანჯელოც.

    (შემოდის ანჯელო)

    ანჯელო, მარადჟამს შენი ერთგული და მორჩილი მონა,

    შენი ბრძანების მოსასმენად მოვედი ახლაც.

    მთავარი. ისე გულღია ხარ, ანჯელო, რომ შენს ბუნებას,

    მთელს შენს ცხოვრებას კაცი ხელად ამოიკითხავს.

    მაგრამ ეგ შენი სიკეთე და გულმოწყალება

    შენ არ გეკუთვნის მარტოდმარტო, რომ ფუჭად ფლანგო.

    აკი სანთელსაც მისთვის ვანთებთ, რომ გაგვინათოს

    ჩვენც ასე გვმართებს, ჩვენგანაც ამას მოითხოვს ზეცა:

    შენი სიკეთე სხვასაც თუ არ გაუნაწილე,

    გინდა გქონია ეგ სიკეთე, გინდ არ გქონია,

    მაღალი სული მაღალ მიზნებს ემსახურება,

    თვითონ ბუნება, ხელმომჭირნე ქალღმერთის მსგავსად

    ნამცეცი რაა, ნამცეცსაც კი არას გვიბოძებს,

    თავის მადლს ისე არ გვაღირსებს, თუ არ მივაგეთ

    ამის სანაცვლოდ მადლობაცა და სარგებელიც...

    ნეტა რას გმოძღვრავ. როცა ძალგიძს აქეთ მასწავლო!

    ახლა მისმინე: ჩემს არყოფნაში შენ იქნები ჩემი შემცვლელი;

    მოკვდინებაც და შეწყალებაც აქ, ამ ქალაქში,

    შენი გულისა და ენისთვის მე მომინდვია.

    მოხუც ესკალუსს - თუმც ეკუთვნის მეტი პატივი -

    შენ თანაშემწედ დაგინიშნავ. აჰა, გადმოგეც რწმუნებულება.

    ანჯელო. ჩემო კარგო, დიდო ბატონო,

    ერთხელაც კიდევ გამოსცადე ჩემი ფოლადი,

    ვიდრემდე მასზე ამ დიდებულ ხატს დააჭდევდე.

    მთავარი. აღარას გარგებს თავპატიჟი, შენი დანიშვნა

    საგულდაგულოდ მოვიფიქრე და გადავწყვიტე,

    შენც შეუდექი პატივსადებ საქმეს ახლავე,

    ისე ანაზდად და სასწრაფოდ მივემგზავრები,

    რომ ბევრი დიდი საქმე მრჩება გადასაწყვეტი.

    დროდადრო, როცა მოვიცლი ან საქმე მოითხოვს,

    შეგატყობინებ ჩემს საქმეებს და აქაური

    შენი ამბებიც უსათუოდ გამაგებინე.

    მშვიდობით იყავ, გტოვებ ახლა იმის იმედით,

    რომ საქმეს კარგად გაუძღვები ჩემს არყოფნაში.

    ანჯელო. ცოტაზე მაინც გაგაცილებთ, ჩემო ბატონო.

    მთავარი. დრო აღარა მაქვს, მეჩქარება.

    გულმტკიცედ იყავ, არა გმართებს ბევრი ჭოჭმანი,

    შენც ჩემნაირი უფლებებით ხარ აღჭურვილი,

    ხან გაამკაცრებ კანონებს და ხან შეარბილებ

    როგორც საჭიროდ დაინახავ და გული გეტყვის.

    ხელი მომეცი. საიდუმლოდ მივემგზავრები.

    ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი, მაგრამ არ მინდა,

    იმათ წინაშე საგანგებოდ გამოვმზიგულდე.

    ვიცი, ასეა მიღებული, მაგრამ ვერ ვიტან,

    როცა სიყვარულს ტაშისცემით და ზარზეიმით

    გეფიცებიან, არცა მგონია, ასეთი რამე

    ჭკვათამყოფელ კაცს შვებას ჰგვრიდეს. აბა, მშვიდობით!

    ანჯელო. ზეცამ მშვიდობა, გამარჯვება ნუ მოგიშალოს.

    ესკალუსი. კარგად ყოფნა და ბედნიერად შინ დაბრუნება.

    მთავარი. მადლობელი ვარ, თქვენც მშვიდობა (გადის).

    ესკალუსი. ნება მიბოძეთ, გულახდილად გელაპარაკოთ -

    მინდა გავიგო, რა საქმე მაქვს, რა მევალება;

    ძალაუფლება კი მომეცა, მაგრამ არ ვიცი

    ან რა ძალა მაქვს ბოძებული, ან რა უფლება.

    ანჯელო. მეც მაგ დღეში ვარ. გამომყევით, ნუღარ გადავდებთ

    და ერთობლივად გადავწყვიტოთ სულყველაფერი.

    ესკალუსი. როგორც თქვენ მეტყვით.

    (გადიან)

    სურათი მეორე. ქუჩა. შემოდიან ლუციო და ორი დიდებული.

    ლუციო. თუ ჩვენი მთავარი, სხვა მთავრებთან ერთად, უნგრეთის მეფეს არ დაუზავდა, მაშინ, თქმა არ უნდა, მთავრები პირს შეკრავენ და მეფეს დაესხმიან.

    პირველი დიდებული. ზეცასა ვთხოვ, ყველას მოგვივლინოს მშვიდობა და უნგრეთის მეფეს კი - არა!

    მეორე დიდებული. ამინ!

    ლუციო. შენ იმ ფარისეველ მეკობრესავით გამოგდის, ზღვაში ათი მცნება რომ გაიყოლა თან და ერთი კი იმ ათი მცნებიდან წინდაწინვე ამოშალა.

    მეორე დიდებული. „არა იქურდო?"

    ლუციო. ჰო, ეს ამოშალა.

    პირველი დიდებული. აბა, რა უნდა ექნა - კაპიტანი და მისი მეზღვაურები საქურდლად იყვნენ გასულები, ეს მცნება კი ქურდობას უკრძალავს. ერთ ჯარისკაცსაც ვერ ნახავ ჩვენ შორის, რაიმე შვებასა ჰგვრიდეს მშვიდობისათვის აღვლენილი ვედრება, სადილის წინ ლოცვაში რომ წარმოთქვამს.

    მეორე დიდებული. ჩემს დღეში არ გამიგონია, ჯარისკაცს ეს არ სიამოვნებდეს.

    ლუციო. მჯერა, შენს სიცოცხლეში ალბათ ერთხელაც არ გექნება ლოცვა მოსმენილი.

    მეორე დიდებული. რა ბრძანებაა, რატომ თორმეტჯერ არა!

    პირველი დიდებული. როგორ, ლექსად?

    ლუციო. თუნდაც ლექსად. თანაც, რომელ ენაზედაც გინდა.

    პირველი დიდებული. და რომელ რელიგიაშიაც.

    ლუციო. რატომაც არა. წყალობა წყალობაა, რაც უნდა დავა ჰქონდეთ ერთმანეთში. რაღა შორს წავიდეთ - შენ ხომ გამოუსწორებელი არამზადა ხარ, რამდენიც არ უნდა ილოცო.

    პირველი დიდებული. ჩვენ ორივე ერთი ნაჭრისაგანა ვართ.

    ლუციო. ჰო, რა თქმა უნდა - როგორც ნაწიბური და ხავერდი, შენ ნაწიბური ხარ.

    პირველი დიდებული. შენ კი ხავერდი ხარ, დიდებული ხავერდი.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1