Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ლახესი
ლახესი
ლახესი
Ebook95 pages33 minutes

ლახესი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„ლახესი“ პლატონის ერთ-ერთი სოკრატული დიალოგია, რომლის მონაწილეები სიმამაცის განსხვავებულ კონცეფციებს წარმოადგენენ. დიალოგი აპორიაში სრულდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
ლახესი

Read more from პლატონი

Related to ლახესი

Related ebooks

Reviews for ლახესი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ლახესი - პლატონი

    პლატონი - ლახესი

    Πλάτων - Λάχης

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ლახესი

    განმარტებები

    ლისიმაქე

    მელესია

    ნიკია

    ლახესი

    ლისიმაქესა და მელესიას შვილები

    სოკრატე[1]

    ლისიმაქე. აბა, ჩემო ნიკია და ლახეს, ხომ ნახეთ, როგორ იბრძოდა  ეს იარაღასხმული კაცი[2], ხოლო რა მიზნით მოგიწვიეთ ამ სანახაობაზე, მე და მელესიას აქამდე არ გვითქვამს, ახლა კი გეტყვით, რადგანაც ვთვლით, რომ თქვენს წინაშე სრულიად გულახდილნი უნდა ვიყოთ. ზოგიერთს ხომ სასაცილოდაც არ ჰყოფნის ამნაირი რამ, და თუ რჩევისათვის მიმართე, იმას კი არ გეტყვიან, რასაც ფიქრობენ, არამედ ცდილობენ გამოიცნონ მისი სურვილი, ვინც რჩევისათვის მიმართავს და იმის საპირისპიროს ამბობენ, რაც გულში უდევთ, თქვენ კი, ჩვენის აზრით, საქმის მიხვედრის თავი გაქვთ და იმისაც, რომ მიხვედრის შემდეგ გულახდილად მოგვახსენოთ, რას ფიქრობთ მასზე. ხოლო მთელი ამ შესავლის შემდეგ, აი, რა მინდა გითხრათ:

    აგერ ესენი ჩვენი ვაჟები არიან: მელესიას ბიჭი პაპის სეხნიაა, თუკიდიდე ჰქვია სახელად; ამ ჩემს ბიჭსაც მამაჩემის სახელი ჰქვია: არისტიდეს ვეძახით[3]. ჩვენ გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ მათ აღზრდას და დანარჩენი მამებივით როდი მივცეთ იმისი ნება, რომ სიჭაბუკის ასაკს მიღწეულნი ისე იქცეოდნენ, როგორც მოეპრიანებათ. ამიტომ გვინდა ამთავითვე მთელი გულმოდგინებით მოვკიდოთ ხელი ამ საქმეს. და რაკი ვიცოდით, რომ თქვენ თვითონაც ვაჟები გყავთ, ამიტომ, ჩვენის აზრით, ყველაზე მეტად სწორედ თქვენ უნდა გემტვრიათ თავი იმაზე, თუ რა გზით შეიძლებოდა ღირსეულ ადამიანებად აღგეზარდათ ისინი; ხოლო თუ თქვენ, როგორც ეს ხშირად ხდება, ჯერ კიდევ არ გიფიქრიათ ამ საკითხზე, გვინდოდა შეგვეხსენებინა, რომ არა გაქვთ ამის დავიწყების უფლება, და შემოგვეთავაზებინა, ერთად გადაგვეწყვიტა, თუ როგორ აღგვეზარდა ჩვენი შვილები.

    ხოლო რამ გვაფიქრებინა ეს, ჩემო ნიკია და ლახეს, კეთილ უნდა ინებოთ და მომისმინოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა გრძელიც მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები, მე და მელესია ერთად ვჭამთ პურს[4], ისევე, როგორც ჩვენი შვილები. აკი წეღანაც მოგახსენეთ, თქვენს წინაშე გულახდილნი ვიქნებით-მეთქი. ორივეს შეგვიძლია ჩვენი მამების მრავალი სასახელო საქმე მოვუთხროთ შვილებს, ჩადენილი როგორც ბრძოლის ველზე, ისე მშვიდობის დროსაც, როცა ისინი ჩვენი მოკავშირეებისა თუ ჩვენივე ქალაქის საქმეებს აწესრიგებდნენ. ჩვენს თავზე კი არაფერი გვაქვს სათქმელი, ამიტომაც გვრცხვენია და ჩვენსავე მამებს ვადანაშაულებთ იმაში, რომ უქმად ყოფნის ნებას გვრთავდნენ სიჭაბუკის ჟამს, თვითონ კი სხვის საქმეებს იყვნენ გადაყოლილნი[5]. ჰოდა, ჩვენი მაგალითით ვცდილობთ ჭკუა ვასწავლოთ შვილებს და ჩავაგონოთ, რომ თუკი ყურს არ გვათხოვებენ და თავიანთ თავს არ მოუვლიან, ვერასოდეს მოიხვეჭენ სახელს, ხოლო თუ მოუვლიან, დიახაც ღირსნი იქნებიან იმ სახელებისა, რომლებსაც ატარებენ. გვპირდებიან, ყველაფერს დაგიჯერებთო, და, აი, ჩვენც ვფიქრობთ იმაზე, თუ რა უნდა ისწავლონ ან რას მოჰკიდონ ხელი, რომ ღირსეული კაცები დადგნენ. ერთმა ნაცნობმა გვითხრა, კარგი იქნება, თუ თქვენს შვილებს იარაღის ხმარებას ასწავლითო. ძალიან გვიქო ეს კაცი, რომელმაც ეს-ესაა გიჩვენათ თავისი ხელოვნება და გვირჩია, მიდით და თქვენი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1