Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მიჯაჭვული პრომეთე
მიჯაჭვული პრომეთე
მიჯაჭვული პრომეთე
Ebook86 pages45 minutes

მიჯაჭვული პრომეთე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"მიჯაჭვულ პრომეთეში" ესქილე გვიჩვენებს დრამატულ კონფლიქტს ადამიანის პროგრესის თავისუფალ სულსა და ღვთიური კანონით დადგენილ შეზღუდვებს შორის. პრომეთე მთაზე იქნა მიჯაჭვული, მას მარადიული და ჯოჯოხეთური ტანჯვა მიესაჯა, რადგან გაბედა და ღმერთებს ცეცხლი მოპარა დედამიწაზე მის ჩასატანად. პრომეთეს ამბავი იქცა ადამიანის ხასიაის სიმტკიცის, გამარჯვებისა და განათლების უნივერსალურ სიმბოლოდ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 6, 2021
მიჯაჭვული პრომეთე

Read more from ესქილე

Related to მიჯაჭვული პრომეთე

Related ebooks

Reviews for მიჯაჭვული პრომეთე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მიჯაჭვული პრომეთე - ესქილე

    ესქილე - მიჯაჭვული პრომეთე

    Αἰσχύλος - Προμηθεὺς Δεσμώτης

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ალექსანდრე ქუთათელს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    მოქმედნი პირნი

    ძალა და ძალადობა - აღმსრულებელნი ზევსის ნებისა, დემონები.

    ჰეფესტო - ღმერთი ცეცხლისა, მჭედელი.

    პრომეთე - ხალხის მოამაგე, ტიტანი.

    ქორო ოკეანიდებისა - ოკეანეს ქალთა გუნდი.

    ოკეანე - ტიტანი.

    იო - არგოსელი მეფის, ინაქეს ქალი.

    ჰერმესი - ზევსის მაცნე.

    მოქმედება წარმოებს ზღვის პირას, მთაში. ჰეფესტოს, ძალას და ძალადობას შებოჭილი პრომეთე შემოჰყავთ.

    პროლოგი

    ჰა, მივაღწიეთ დედამიწის შორეულ საზღვარს,

    სკვითთა ქვეყანას, უკაცრიელს და უდაბურსა.

    ჰეფესტო, უნდა აღასრულო მამის ბრძანება:

    მიდი, შეჰკარი არამზადა-ბოროტმოქმედი

    დაუმსხვრეველი ბორკილების რკინის საბმელით

    და თვალშეუდგამ, ამ ციცაბო კლდეს მიაჯაჭვე.

    შენი მშვენება, წყარო ყოველ ოსტატობისა,

    ცეცხლი გიზგიზა მოიპარა და მოკვდავთ უძღვნა.

    მაგ ცოდვის გამო ღმერთებისგან დასასჯელია,

    რათა ისწავლოს სიყვარული ზევსის ტახტისა

    და სამუდამოდ დაივიწყოს კაცთმოყვარეობა.

    ჰეფესტო

    შენ ძალავ, და შენ ძალადობავ, ნება ზევსისა

    ასრულებული გაქვთ სრულიად შეუფერხებლად,

    მე ვით გავბედო, ნათესავი ეგ ჩემი ღმერთი,

    გრიგალებისგან დაუფარავ კლდეზე დავაბა?

    და მაინც უნდა უნებურად გავბედო, რადგან

    მამის ბრძანების გარდავლენა საშიში არის.

    (პრომეთეს)

    მართლისმთქმელ დედის - ბრძენ თემიდეს ძეო უბრძნესო, -

    შენთვის, ჩემთვისაც უნებურად და სავალალოდ,

    აუხსნელ ხუნდით უკაცრიელ ამ კლდეს მიგჭედავ,

    სად კაცის სახეს ვერ იხილავ, ვერვის მოუსმენ.

    მზისგან დამწვარი ტანი შავად დაგეხრუკება.

    შვებად მიიჩნევ, როს დაჰფარავს დღის ელვარებას

    ის გრილი ღამე, მოციმციმე, ჭრელკაბიანი,

    დილით კი ისევ მზე გააშრობს განთიადის ცვარს.

    ასე მარადჟამს შეგაძრწუნებს ტანჯვა-წამება,

    რადგანაც იგი შენი მხსნელი ჯერ არ შობილა.

    აი, რა გერგო ჯილდოდ კაცთა სიყვარულისთვის!

    გქონდა ღვთის რისხვა, თვითონვე ღმერთს შეჯავრებული,

    ხოლო მოკვდავთ კი - ქომაგობდი განუზომელად.

    ამიტომ დადექ აქ დარაჯად უდაბურ კლდეთა,

    მუხლმოუდრეკლად და უძილოდ სვეტადქცეული.

    ხშირი ჩივილით და ამაო გოდებით ხმას ჰყოფ!

    მაგრამ რას გარგებს:

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1