Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ეგოს ტრანსცენდენცია
ეგოს ტრანსცენდენცია
ეგოს ტრანსცენდენცია
Ebook182 pages1 hour

ეგოს ტრანსცენდენცია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

საფრანგეთში 1937 წელს გამოქვეყნებული ეს უმნიშვნელოვანესი ესსეი შემობრუნების მომენტად ითვლება სარტრის ფილოსოფიაში. მის შექმნამდე სარტრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფენომენოლოგიას, კერძოდ ჰუსერლსა და ჰაიდეგერს. წინამდებარე ნაშრომით სარტრმა შეუტია ტრანსცენდენტული ეგოს ჰუსერლისეულ გაგებას, ხოლო ჰუსერლთან განხეთქილებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სარტრის გადასვლას ფენომენოლოგიიდან ეგზისტენციალურ დოქტრინებზე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 31, 2020
ეგოს ტრანსცენდენცია

Read more from ჟან პოლ სარტრი

Related to ეგოს ტრანსცენდენცია

Related ebooks

Reviews for ეგოს ტრანსცენდენცია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ეგოს ტრანსცენდენცია - ჟან-პოლ სარტრი

    ჟან-პოლ სარტრი - ეგოს ტრანსცენდენცია

    Jean-Paul Sartre - La Transcendance de l’ego

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ ქავთარაძეს.

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I. „მე და „თვითობა

    II. ეგოს კონსტიტუირება

    დასკვნა

    კომენტარები

    ფილოსოფოსთა უმრავლესობისთვის „ეგო - ცნობიერების ერთგვარი „ბინადარია. ზოგი მათგანი თვლის, რომ იგი ფორმალურად მყოფობს Erlebnisse-ის ცენტრში, როგორც ერთიანობის ცარიელი პრინციპი. სხვები კი, განსაკურებით, ფსიქოლოგები, შესაძლებლად მიიჩნევენ მისი მატერიალური მყოფობის აღმოჩენას, როგორც სურვილებისა და აქტების ცენტრისა ჩვენი ფსიქიური ცხოვრების ყოველ მომენტში. ჩვენ კი შევეცდებით ვუჩვენოთ, რომ „ეგო" არც მატერიალურად და არც ფორმალურად არ მყოფობს ცნობიერებაში - ის გარეშეა, სამყაროში, როგორც სხვისი „ეგო".

    I. „მე და „თვითობა

    ა) „მე"-ს ფორმალური მყოფობის თეორია

    აუცილებელია დავეთანხმოთ კანტს იმაში, რომ „ვაზროვნებს"-ს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ჩვენს ყველა წარმოდგენას ახლდეს თან[1]. მაგრამ ნუთუ უნდა დავასკვნათ აქიდან, რომ „მე მართლაც მყოფობს ცნობიერების ჩვენს ყველა მდგომარეობაში და რეალურად ახორციელებს ჩვენი გამოცდილების უმაღლეს სინთეზს? ჩვენი აზრით ასეთი ინტერპრეტაცია კანტის აზრის შერყვნა იქნებოდა. რამდენადაც კრიტიკის პრობლემა de jure პრობლემაა, კანტი არაფერს ამტკიცებს „ვაზროვნებ-ის ფაქტიურ არსებობასთან მიმართებით. პირიქით, როგორც ჩანს, ის შესანიშნავად ხვდებოდა არსებობას ცნობიერების მომენტებისა „მე-ს გარეშე, რადგან წერს: „უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, თან ახლდეს". მართლაც, საუბარია ცდის შესაძლებლობის პირობების განსაზღვრის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი პირობა იმაში მდგომარეობს, რომ მე ყოველთვის უნდა გამაჩნდეს შესაძლებლობა ჩემი აღქმა ან ჩემი აზრი განვიხილო, ჩემის სახით, მეტიც არაფერი. თუმცა, თანამედროვე ფილოსოფიის ერთობ სახიფათო ტენდენციას (ასეთი ტენდენციის ნიშნები შეგვიძლია შევნიშნოთ ნეოკანტიანობაში, ემპირიოკრიტიციზმსა და იმ ინტელექტუალიზმში, რომელიც ბროშარისთვის არის დამახასიათებელი) წარმოადგენს სწრაფვა რეალიზებისკენ შესაძლებლობის პირობებისა, რომლებიც კრიტიკის მიერაა განსაზღვრული[2]. სწორედ ამ ტენდენციას მივყავართ იმასთან, რომ ზოგი ავტორი სვამს კითხვას, რა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყ„ტრანსცენდენტალური ცნობიერება". თუ კითხვებს ამ ცნებებით დავსვამთ, ბუნებრივი იქნება მისვლა ამ ცნობიერების წარმოდგენამდე - რომელიც ემპირიული ცნობიერების კონსტიტუირებას ახდენს - როგორც არაცნობიერისა. თუმცა ბუტრუ თავის ლექციებში კანტის ფილოსოფიის შესახებ[3] უკვე უქვემდებარებს კრიტიკას მსგავს ინტერპრეტაციას. კანტი არასოდეს ყოფილა დაკავებული იმით, თუ სინამდვილეში როგორ ხორციელდება ემპირიული ცნობიერების კონსტიტუირება, არასოდეს დაკავებულა მისი ერთგვარი ნეოპლატონური დედუქციით რაიმე უზენაესი ცნობიერებიდან, მაკონსტიტუირებელი ჰიპერცნობიერებიდან. ტრანსცენდენტალური ცნობიერება მისთვის - ესაა მხოლოდ ერთობლიობა პირობებისა, რომლებიც აუცილებელია ემპირიული ცნობიერების არსებობისთვის. შესაბამისად, ტრანსცენდენტალური „მე"-ს რეალიზება, მისი ქცევა ჩვენი ყოველი კერძო „ცნობიერების[4]" აუცილებელ თანამგზავრად - ნიშნავს ვიმსჯელოთ ფაქტის შესახებ, და არა მისი უფლებისა, ანუ დავდგეთ თვალსაზრისზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება კანტის შეხედულებისგან. ამგვარად, ვცდილობთ რა მსგავსი დასკვნების უფლების მოპოვებას, ვისაკუთრებთ რა კანტის დებულებებს გამოცდილების აუცილებელ ერთიანობასთან მიმართებით, ჩვენ იმავე შეცდომას ვუშვებთ, როგორსაც ისინი, ვინც ტრანსცენდენტალური ცნობიერებიდან ემპირიულამდელ არაცნობიერს ქმნის.

    ამგვარად, კანტთან თანხმობა იმაში, რაც de jure საკითხს ეხება, ვერანაირად ვერ წყვეტს ფაქტის საკითხს. აუცილებელია ამ კითხვის მეტი სიმკვეთრით დაყენება: „ვაზროვნებ-ს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ახლდეს ჩვენს ყველა წარმოდგენას, მაგრამ ახლავს თუ არა ის მათ ფაქტიურად? გარდა ამისა, დავუშვათ, რომ ერთგვარი წარმოდგენა A გადადის მდგომარეობიდან, რომელშიც „მე ვაზროვნებ არ ახლავს მას, მდგომარეობაში, სადაც „მე ვაზროვნებ მისი თანმხლებია. გამომდინარეობს თუ არა აქიდან, რომ მსგავსი წარმოდგენის სტრუქტურა მოდიფიცირებული იქნება, თუ ის უცვლელი დარჩება საფუძველში? ამ მეორე კითხვას მივყავართ მესამესთან: „ვაზროვნებ-ს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ახლდეს ჩვენს ყველა წარმოდგენას, მაგრამ უნდა განვიხილოთ თუ არა ეს თეზისი ისე, თითქოს ჩვენს წარმოდგენათა ერთიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ ხორციელდება „ვაზროვნებ-ის მეშვეობით, თუ ის იგულისხმება, რომ რაიმე ცნობიერების წარმოდგენები იმგვარად უნდა იქნას გაერთიანებული და შესახსრებული, რომ მათ მიმართ ყოველთვის სრულდებოდეს მტკიცებითი „ვაზროვნებ? ჩვენი მესამე კითხვა, როგორც ჩანს, de jure სფეროშია განთავსებული და კანტის მოძღვრებას შორდება. მაგრამ სინამდვილეში საუბარი ეხება საკითხს ფაქტისა, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება იყოს ფორმულირებული: იქცა თუ არა „მე", რომელსაც ჩვენს ცნობიერებაში აღმოვაჩენთ, შესაძლებლად ჩვენს წარმოდგენათა ერთიანობის წყალობით, თუ ის თვით აერთიანებს ფაქტიურად ამ წარმოდგენებს?

    თუკი განვირიდებთ „მე ვაზროვნებ-ის ყველა მეტ-ნაკლებად პრეტენზიულ ინტერპრეტაციას, რომლებიც პოსტკანტიანელების მიერ არის შექმნილი, და თუ ჩვენ მართლაც გვსურს გადავჭრათ ცნობიერებაში „მე-ს ფაქტიური არსებობის პრობლემა, გზად ჰუსერლის ფენომენოლოგიას შევეჩეხებით[5]. ფენომენოლოგია - ეს არის სამეცნიერო კვლევა და არა ცნობიერების კრიტიკა[6]. მის მთავარ საშუალებას ინტუიცია წარმოადგენს. ჰუსერლის მიხედვით ინტუიცია საგნის უშუალო მყოფობის წინაშე გვაყენებს[7]. ამგვარად, აუცილებელია მივიღოთ, რომ ფენომენოლოგია არის მეცნიერება ფაქტების შესახებ, ხოლო მის მიერ წამოჭრილი პრობლემები წარმოადგენენ ისეთებს, რომლებსაც ფაქტებთან[8] აქვთ დამოკიდებულება, რისი გაგება, სხვათა შორის, იმის აღნიშვნით შეიძლებოდა, რომ ჰუსერლი ფენომენოლოგიას აღწერილობით მეცნიერებას უწოდებს[9]. შესაბამისად, ცნობიერებისადმი „მე"-ს დამოკიდებულების პრობლემები ეგზისტენციალურ პრობლემებს წარმოადგენენ. ჰუსერლი კანტის ტრანსცენდენტალურ ცნობიერებას იხელთებს εποχη[10]-ს მეშვეობით. მაგრამ ეს ცნობიერება წარმოადგენს უკვე არა ლოგიკურ პირობათა ერთობლიობას, არამედ აბსოლუტურ ფაქტს. ამიერიდან ეს არის არა de jure ჰიპოთეზა, რაიმე არაცნობიერი, რომელიც რეალურსა და იდეალურს შორის ლივლივებს. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის საწვდომი ცნობიერება, იმ პირობით, რომ ჩვენ „რედუქციას განვახორციელებთ. დასკვნა მარტივია: სწორედ ეს ცნობიერება ახდენს ჩვენი ემპირიული ცნობიერების კონსტიტუირებას, ეს ცნობიერება „სამყაროში, ცნობიერება ფსიქიური და ფსიქოფიზიკური „თვითობით". ჩვენ სრულად ვიზიარებთ მაკონსტიტუირებელი ცნობიერების არსებობას. ჩვენ ჰუსერლის გვერდით ვდგევართ მის ყველა შესანიშნავ აღწერილობაში[11], რომლებშიც ის ტრანსცენდენტალურ ცნობიერებას გვიჩვენებს, რომელიც სამყაროს კონსტიტუირებას ახდენს და ემპირიული ცნობიერების დილეგშია ჩაგდებული; ჩვენც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1