Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან
სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან
სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან
Ebook496 pages5 hours

სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

Rating: 4.5 out of 5 stars

4.5/5

()

Read preview

About this ebook

ფროიდის კლასიკური ნაშრომი, "სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან" (1905) სექსუალობის სამ სფეროს იკვლევს: სქესობრივ პერვერსიებს, ინფანტილურ სექსუალობასა და სქესობრივი სიმწიფის სექსუალობას. გარდა ამისა, თხზულება განიხილავს კასტრაციის შიშსა და ოიდიპოსის კომპლექსს. ნაშრომს ერთვის მომდევნო წლებში გამოქვეყნებული რამდენიმე ესსეი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 14, 2018
ISBN9789941819322
სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

Related to სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

Related ebooks

Reviews for სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

Rating: 4.625 out of 5 stars
4.5/5

8 ratings1 review

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

  • Rating: 5 out of 5 stars
    5/5
    this book gave my info about prohibited things that is closed in our society. it shows that sexism and homophobia
    are just stereotypes and nothing else.

Book preview

სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან - ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი - სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

Sigmund Freud - Drei Abhandlungen zur Sexualtheorie

ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

0186 თბილისი, საქართველო

www. iBooks.ge

ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.

iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

სარჩევი

შესავალი

I სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის

გადახრა სექსუალურ ობიექტთან მიმართებით

გადახრა სექსუალურ მიზანთან მიმართებით

ზოგადად პერვერსიების შესახებ

ნევროტულთა სექსუალური ლტოლვა

II ინფანტილური სექსუალობა

ბავშვობის ლატენტური სექსუალური პერიოდი და მისი დარღვევები

III გარდაქმნები სქესობრივი სიმწიფისას

ნარცისიზმის შესახებ

მამაკაცის მიერ ობიექტის არჩევის განსაკუთრებული ტიპის შესახებ

ეროტიული ცხოვრების დამცირების უნივერსალური ტენდენციის შესახებ

ქალწულობის ტაბუ

ინფანტილური გენიტალური ორგანიზაცია

კომენტარები

შესავალი

სექსუალური მოთხოვნილების ფაქტს ადამიანსა და ცხოველში ბიოლოგია იმით გამოხატავს, რომ მათში „სქესობრივ ლტოლვას გულისხმობს. ამასთან, დაშვებულია ანალოგია საკვების მიღებასა ან შიმშილთან. ხალხურ ენაში შიმშილის შესაბამისი ცნება არ არსებობს. მეცნიერება იყენებს ტერმინს „ლიბიდო.

საყოველთაოდ მიღებული შეხედულება ყოვლად განსაზღვრულ წარმოდგენას გვიქმნის სქესობრივი ლტოლვის ბუნებისა და თვისებების შესახებ. ბავშვობაში იგი თითქოს არ არსებობს, თავს იჩენს დაახლოებით მომწიფების პროცესში, დავაჟკაცების პერიოდში, ხოლო გამოიხატება გადაულახავი მიმზიდველობით, რომლითაც ერთი სქესი მოქმედებს მეორეზე, მისი მიზანი კი შეერთება, შერყწმა ან, სულ ცოტა, ისეთი ქმედებებია, რომლებიც შეერთებისკენ მიემართება.

მაგრამ ჩვენ საკმარისი საფუძველი გვაქვს ამ მონაცემებში სინამდვილის დამახინჯებული ასახვა დავინახოთ: თუკი უფრო ახლოდან დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათში მრავალი შეცდომა, უზუსტობა და ზედაპირული მსჯელობის კვალია.

ორი ცნება შემოვიღოთ: პიროვნებას, რომელიც სქესობრივ ლტოლვას აძღრავს, სექსუალური ობიექტი ვუწოდოთ, ხოლო მოქმედებას, რომლისკენაც უბიძგებს ლტოლვა - სექსუალური მიზანი. ასეთ შემთხვევაში ზუსტი მეცნიერული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ორივესთან, როგორც სექსუალურ ობიექტთან, ისე მიზანთან მიმართებით, ადგილი აქვს მრავალრიცხოვან გადახრას, სექსუალური ნორმისადმი მათი დამოკიდებულება კი დეტალურ კვლევას საჭიროებს.

I სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის

1. გადახრა სექსუალურ ობიექტთან მიმართებით

სქესობრივი ლტოლვის საყოველთაოდ მიღებული თეორია უმეტესწილად პოეტურ ზღაპარს ჰგავს ადამიანის დანაწილების შესახებ ქალად და მამაკაცად, რომლებიც ცდილობენ კვლავ გაერთიანდნენ სიყვარულში, რის გამოც დიდ მოულოდნელობას ვხვდებით, როდესაც ვიგებთ, რომ არსებობენ მამაკაცები, რომელთა სექსუალურ ობიექტს არა ქალი, არამედ მამაკაცი წარმოადგენს, და ასევე გვხვდებიან ქალები, რომელთა სექსუალური ობიექტი არა მამაკაცი, არამედ ქალია. ასეთ ადამიანთა სექსუალობას გადაგვარებულს უწოდებენ ან, უმჯობესია ვთქვათ, ინვერტირებულს, ხოლო თავად ფაქტს - ინვერსიას. ასეთ ადამიანთა რაოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სირთულეებთან გახლავთ დაკავშირებული.

ა. ინვერსია

ინვერტირებულთა საქციელი

ეს ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაგვარად იქცევიან.

ა) ისინი აბსოლუტურად ინვერტირებულნი არიან ანუ მათი სქესობრივი ობიექტი მხოლოდ და მხოლოდ მათივე სქესის მატარებელი უნდა იყოს, როდესაც საპირისპირო სქესი არამც თუ არ აღძრავს მათში სქესობრივ ლტოლვას, არამედ გულცივებს ტოვებს და დროდადრო სქესობრივ სიძულვილსაც კი იწვევს. სიძულვილის წყალობით ასეთ მამაკაცებს არ ძალუძთ ნორმალური სქესობრივი აქტის ჩატარება ან მისი ჩატარებისას არანაირ სიამოვნებას არ განიცდიან.

ბ) ისინი ამფიგენურად ინვერტირებულნი არიან (ფსიქოსექსუალური ჰერმაფროდიტები) ანუ მათი ობიექტი შესაძლოა ეკუთვნოდეს როგორც მათ, ასევე საპირისპირო სქესს და ინვერსია, შესაბამისად, არ ატარებს განსაკუთრებულობის ხასიათს.

გ) ისინი შემთხვევით ინვერტირებულნი არიან ანუ გარკვეული გარემო პირობების არსებობისას, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ ნორმალური სქესობრივი ობიექტის მიუწვდომლობა და მიბაძვა, მათ შესაძლოა სქესობრივ ობიექტად მათივე სქესის პიროვნება აირჩიონ და ასეთი სქესობრივი აქტით მიიღონ სიამოვნება.

ინვერტირებულები განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენენ საკუთარი სქესობრივი ლტოლვის თავისებურებათა მიმართ. ერთნი ინვერსიას თავისთავად გასაგებად აღიქვამენ, მსგავსად იმისა, როგორი დამოკიდებულებაც აქვს ნორმალურ ადამიანს საკუთარი ლიბიდოსადმი, და ენერგიულად იცავენ მის თანაბარუფლებიანობას ნორმალურის გვერდით. სხვები კი აღშფოთებულნი არიან საკუთარი ინვერსიის ფაქტით და მას ავადმყოფურ აკვიატებად მიიჩნევენ[1].

სხვა ვარიაციები დროით ურთიერთობებს ეხება. ინვერსიის განსაკუთრებულობა ინდივიდში დიდი ხანია არსებობს, მას შემდეგ, რაც მას მეხსიერება გააჩნია, ან მან თავი იჩინა მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში, სქესობრივ სიმფიწემდე ან მას შემდეგ[2]. ეს ხასიათი მთელი ცხოვრების განმავლობაშია შენარჩუნებული ან დროებით ქრება ან ცალკეულ ეპიზოდს წარმოადგენს ნორმალური განვითარების გზაზე. მან შესაძლოა გვიანდელ ასაკშიც იჩინოს თავი ნორმალური სქესობრივი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის დასრულების შემდეგ. ასევე შენიშნულია პერიოდული რხევა ნორმალურ და ინვერტირებულ სექსუალურ ობიექტებს შორის. განსაკუთრებით საინტერესო ის შემთხვევებია, როდესაც ლიბიდო ინვერსიის აზრით იცვლება მას შემდეგ, რაც მტანჯველი გამოცდილება იქნა მიღებული ნორმალურ სქესობრივ ობიექტთან.

ვარიაციათა ეს რიგები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ. უკიდურეს ფორმებთან მიმართებით ყოველთვის შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ინვერსია უკვე ძალიან ადრეული ასაკიდან არსებობდა და რომ ინდივიდი ეგუება ამ თავისებურებას.

მრავალი ავტორი იტყოდა უარს ერთ ჯგუფში გაეერთიანებინა აქ ჩამოთვლილი შემთხვევები და უპირატესობას მიანიჭებდა განსხვავებათა ხაზგასმას ჯგუფის შიგნით, ნაცვლად ყველა ჯგუფისათვის საერთოს მინიშნებისა. ეს დამოკიდებულია ინვერსიისადმი მათ უპირატეს შეხედულებაზე. თუმცა, რაოდენ მართებულიც არ უნდა იყოს ასეთი დაყოფა, მაინც აუცილებელია ვაღიაროთ, რომ არსებობს მრავალი გარდამავალი საფეხური და ამდენად დაჯგუფების აუცილებლობა თავისთავად ხილული ხდება.

შეხედულება ინვერსიაზე

ინვერსიის პირველი შეფასება ის შეხედულება იყო, რომ იგი ნერვული დეგენერაციის თანდაყოლილ ნიშანს წარმოადგენს; ეს სავსებით შეესაბამებოდა იმ ფაქტს, რომ ექიმი-დამკვირვებლები პირველად მას ნერვულ ავადმყოფებში შეხვდნენ ან ისეთებში, რომლებიც ავადმყოფების შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ასეთი დახასიათება ორ მინიშნებას შეიცავს, რომლებიც ერთიმეორისგან დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ: თანდაყოლილობა და დეგენერაცია.

დეგენერაცია

დეგენერაციასთან მიმართებით წარმოიშობა წინააღმდეგობა, რაც ზოგადად უკავშირდება ამ სიტყვის უადგილოდ გამოყენებას. ჩვეულებად იქცა დეგენერაციას მიაკუთვნონ ყველა სახის ავადმყოფური გამოვლენა, რასაც უშუალოდ ტრავმატული ან ინფექციური წარმომავლობა არ გააჩნია. მანიანის მიერ შემუშავებული დაყოფა დეგენერატებისა საშუალებას გვაძლევს ნერვული მოქმედების სრულყოფილ გამოვლენაშიც კი არ გამოვრიცხოთ დეგენერაციის ცნების გამოყენება. ასეთ პირობებში უპრიანია კითხვის დასმა, საერთოდ რა აზრი და რა ახალი შინაარსი დევს სიტყვა „დეგენერაციის" შეფასებაში. უფრო მიზანშეწონილად გვეჩვენება, საერთოდ არ ვისაუბროთ დეგენერაციის შესახებ, როდესაც: 1) სახეზე არ გვაქვს ნორმიდან რამდენიმე მძიმე გადახვევა; 2) შრომის- და სიცოცხლისუნარიანობა ზოგადად მძიმედ არ არის ხელყოფილი[3].

მრავალი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ინვერტირებულები არ წარმოადგენენ დეგენერატებს ამ გაგებით:

1. ინვერსიას ვხვდებით ადამიანებში, რომლებსაც ნორმიდან სხვა სერიოზული გადახრა არ შეენიშნებათ.

2. ასევე იმ პირებში, რომელთა შრომისუნარიანობა არ არის დარღვეული და რომლებიც შესაძლოა მაღალი ინტელექტუალური განვითარებითა და ეთიკური კულტურით გამოირჩეოდნენ[4].

3. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას საექიმო გამოცდილების პაციენტებს და შევეცდებით უფრო ფართო წრე მოვიცვათ, ორი მიმართულებით შევხვდებით ფაქტებს, რომლებიც გამორიცხავენ ინვერსიაზე, როგორც დეგენერაციის ნიშანზე შეხედულებას.

ა) უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძველ ხალხებში კულტურის უმაღლეს საფეხურზე ინვერსია გავრცელებულ მოვლენას, თითქმის ინსტიტუტს წარმოადგენდა, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებთან იყო დაკავშირებული; ბ) ის ფართოდაა გავრცელებული მრავალ ველურ და პრიმიტიულ ტომში, როდესაც დეგენერაციის ცნება, ჩვეულებრივ, მაღალი ცივილიზაციის მიმართ გამოიყენება (ბლოხი). თვით ევროპის ცივილიზებულ ერებს შორისაც კი კლიმატსა და რასას უდიდესი გავლენა აქვთ ინვერსიის გავრცელებასა და მისადმი დამოკიდებულებაზე[5].

თანდაყოლილობა

სავსებით გასაგებია, რომ თანდაყოლილობას მიაწერენ მხოლოდ პირველ, ყველაზე უკიდურეს კლასს ინვერტირებულებისა, რის საფუძველს ამ ადამიანთა მტკიცება წარმოადგენს, რომ მათ ცხოვრების არც ერთ პერიოდში არ გამოუვლენიათ სქესობრივი ლტოლვა სხვა მიმართულებით. უკვე თავად ფაქტი ორი სხვა კლასის არსებობისა, განსაკუთრებით კი მესამის, ქმნის სირთულეს მისი დაკავშირებისა ინვერსიის თანდაყოლილ ხასიათთან. ამიტომ ამ შეხედულების დამცველები მომხრენი არიან აბსოლუტურად ინვერტირებულთა ჯგუფი გამოყონ ყველა დანარჩენისგან, რის შედეგს ინვერსიაზე განმაზოგადებელი შეხედულების უარყოფა წარმოადგენს. ამ შეხედულების მიხედვით ინვერსიას მთელ რიგ შემთხვევებში თანდაყოლილი ხასიათი აქვს, როდესაც სხვა შემთხვევებში ის შესაძლოა სხვა მიმართულებით განვითარებულიყო.

აღნიშნული შეხედულების საპირისპიროს წარმოადგენს თვალსაზრისი, რომლის შესაბამისად ინვერსიას სქესობრივი ლტოლვის შეძენილი ბუნება გააჩნია. ეს თვალსაზრისი შემდეგს ეფუძნება: 1) მრავალ ინვერტირებულში შესაძლოა აღმოვაჩინოთ ადრეული ბავშვობის სექსუალური შთაბეჭდილება, რომლის გრძელვადიან შედეგს ჰომოსექსუალური გადახრა წარმოადგენს; 2) სხვებთან მიმართებით შესაძლოა შევნიშნოთ ცხოვრების გარეგნულად ხელშემწყობი და უკუქმედებითი გავლენა, რასაც ადრე თუ გვიან ინვერსიის ფიქსაციამდე მივყავართ (მხოლოდ ერთი სქესის გარემოში ურთიერთობა, ერთობლივი სამხედრო ლაშქრობა, პატიმრობა, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის საშიშროებები, ცელიბატი, სქესობრივი უძლურება და ა.შ.); 3) რომ ინვერსია შესაძლოა შეწყვეტილ იქნას ჰიპნოტური ჩაგონების მეშვეობით, რაც გასაკვირი იქნებოდა მისი თანდაყოლილი ხასიათის შემთხვევაში.

ამ თვალსაზრისით შეგვიძლია საერთოდ ეჭვქვეშ დავაყენოთ თანდაყოლილი ინვერსიის შესაძლებლობის უდაობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო დეტალური გამოკითხვა იმ შემთხვევებში, რომლებიც თანდაყოლილ ინვერსიას ეკუთვნის, სავარაუდოდ ასევე გამოავლენდა ადრეული ბავშვობის განცდას, რამაც ლიბიდოს მიმართულობა განსაზღვრა. ეს განცდა არ არის შენარჩუნებული ადამიანის ცნობიერ მეხსიერებაში, მაგრამ შესაბამისი ზემოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია მის შესახებ მოგონების გამოხმობა. ამ ავტორთა აზრით ინვერსია უნდა მივაკუთვნოთ სქესობრივი ლტოლვის კერძო შემთხვევას, რაც ცხოვრების ზოგიერთი გარეგანი პირობითაა წინასწარგანსაზღვრული.

ეს ერთი შეხედვით ფესვგამდგარი შეხედულება საფუძველს ჰკარგავს იმ საპირისპირო აზრის შემთხვევაში, რომ მრავალი ადამიანი უდაოდ განიცდის მსგავს სექსუალურ გავლენას (ასევე სიყმაწვილეში: ცდუნება, ერთობლივი ონანიზმი), თუმცა ამის შედეგად არ იქცევიან ინვერტირებულებად ან არ იქცევიან ასეთებად სამუდამოდ. ამგვარად ჩნდება ვარაუდი, რომ ალტერნატივა: თანდაყოლილი თუ შეძენილი ინვერსია - ან არასრულია, ან სრულ შესაბამისობაში არ არის ინვერსიისას არსებულ გარემოებებთან.

ინვერსიის ახსნა

არც ის დებულება, რომ ინვერსია თანდაყოლილია და არც მისი საწინააღმდეგო არ განმარტავენ ინვერსიის არსს. პირველ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ, რა არის მასში თანდაყოლილი, თუკი ყველაზე უხეშ ახსნას არ მივიღებთ, რომ ადამიანს უკვე დაბადებისას გააჩნია სქესობრივი ლტოლვა კონკრეტული სექსუალური ობიექტისადმი. საწინააღმდეგო შემთხვევისას ჩნდება კითხვა, საკმარისია კი მრავალგვარი შემთხვევითი გავლენა, რათა ინვერსიის წარმოშობა განიმარტოს იმის გარეშე, რომ თავად ინდივიდში რაღაც არ მიემართებოდა ამ გავლენის შესახვედრად. ამ უკანასკნელი მომენტის უარყოფა, ჩვენი მინიშნებების თანახმად, დაუშვებელია.

ბისექსუალობა

სქესობრივი ინვერსიის ასახსნელად ფრენკ ლიდსტონის, კირნანისა და შევალიეს დროიდან მოყოლებული იყენებენ შეხედულებას, რომელიც ახალ წინააღმდეგობას წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისისადმი. ამ თვალსაზრისის თანახმად ადამიანი შეიძლება იყოს: ან ქალი ან მამაკაცი. მაგრამ მეცნიერება იცნობს შემთხვევებს, რომლებშიც სექსობრივი ნიშნები თითქოს წაშლილია, რის გამოისობით სქესის განსაზღვრა გართულებულია: თავდაპირველად ანატომიის სფეროში. ამ ადამიანთა გენიტალიები ქალისა და მამაკაცის ნიშნებს აერთიანებს (ჰერმაფროდიტიზმი). იშვიათ შემთხვევებში ორივე სასქესო აპარატი თანაბრადაა განვითარებული (ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი). უფრო ხშირად ორგვარ სიმახინჯესთან გვაქვს საქმე.

საინტერესო ამ გადახრებში ის არის, რომ ისინი მოულოდნელად გვიადვილებენ არანორმალური წარმონაქმნის გაგებას. ანატომიური ჰერმაფროდიტიზმი გარკვეული ხარისხით ნორმას ეკუთვნის; ნორმალური აგებულების ქალისა და მამაკაცის ყოველ ინდივიდში არსებობს საპირისპირო სქესის აპარატის ჩანასახები, რომლებიც უფუნქციო რუდიმენტული ორგანოების სახითაა შენარჩუნებული ან რომლებიც გარდაიქმნა და საკუთარ თავზე სხვა ფუნქციები აიღო.

ამ დიდი ხნის წინ ცნობილი ანატომიური ფაქტებიდან გამომდინარე შეხედულება მდგომარეობს იმის დაშვებაში, რომ არსებობს საწყისი ბისექსუალური წინასწარგანწყობა, რომელიც განვითარებასთან ერთად მონოსექსუალობაში გადადის საპირისპირო სქესის უმნიშვნელო ნარჩენით.

სავსებით ბუნებრივი იყო ამ შეხედულების გადატანა ფსიქიკის სფეროზე და ინვერსიის მრავალი სახეობის გაგება, როგორც ფსიქიური ჰერმაფროდიტიზმის გამოვლენისა. საკითხის გადასაწყვეტად არ კმაროდა მხოლოდ ინვერსიის თანხვედრა ჰერმაფროდიტიზმის მენტალურ და სომატურ ნიშნებთან.

ეს მოლოდინი არ გამართლდა. კავშირი სავარაუდო ფსიქიურ და ადვილად დამტკიცებად ანატომიურ ჰერმაფროდიტიზმს შორის ესოდენ მჭიდროდ არ წარმოგვიდგება. ხშირად ინვერტირებულებთან სქესობრივი ლტოლვის დასუსტებასა და ორგანოთა ანატომიურ სიმახინჯეს ვხვდებით. ეს მოვლენა ხშირად გვხვდება, მაგრამ არანაირად - ყოველთვის ან შემთხვევათა უმეტესობაში. ამგვარად, გვიწევს იმის აღიარება, რომ ინვერსია და სომატური ჰერმაფროდიტიზმი ზოგადად ერთმანეთზე არ არიან დამოკიდებულნი.

შემდგომ ამისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ე.წ. მეორად და მესამეულ ნიშნებს და ხაზს უსვამდნენ, რომ მათ ხშირად ვხვდებით ინვერტირებულებთან. ამაშიცაა ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორადი და მესამეული სქესობრივი ნიშნები ზოგადად ხშირად გვხვდება საწინააღმდეგო სქესთან და ამგვარად მინიშნებას გვაძლევენ ორსქესიანობაზე, თუმცა სქესობრივი ობიექტი არანაირ ცვლილებას არ განიცდის ინვერსიის აზრით.

ფსიქიური ჰერმაფროდიტიზმი მეტად სხეულებრივ ფორმებს მიიღებდა, თუ სქესობრივი ობიექტის ინვერსიის პარალელურად ადგილი ექნებოდა, სულ ცოტა, სხვა მენტალურ თვისებათა ცვლილებებს, ხასიათის თვისებებსა და მიდრეკილებებს, რაც სხვა სქესისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ ხასიათის მსგავს ინვერსიას გარკვეული რეგულარობით შესაძლოა შევხვდეთ მხოლოდ ინვერტირებულ ქალებში. მამაკაცებში ინვერსიას უკავშირდება სრული მენტალური სიმამაცე. თუკი მენტალური ჰერმაფროდიტიზმის არსებობას დავიჟინებთ, აუცილებელი იქნება დავამატოთ, რომ სხვადასხვა სფეროებში მის გამოვლენას მხოლოდ უმნიშვნელო საპირისპირო პირობითობა ახლავს. იგივე ეხება სომატურ ორსქესიანობას; ალბანის მიხედვით ორგანოთა ერთეული სიმახინჯენი და მეორადი სქესობრივი ჩვევები საკმაოდ ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გვხვდება.

ბისექსუალობის შესახებ მოძღვრება მისი ყველაზე უხეში ფორმით შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული ინვერტირებულ მამაკაცთა ერთ-ერთი დამცველის მიერ: ქალის ტვინი მამაკაცის სხეულში. თუმცა, ჩვენთვის უცნობია „ქალის ტვინის ნიშნები. ფსიქოლოგიური პრობლემის ანატომიურით ჩანაცვლება ტოლძალოვნად უძლური და გაუმართლებელია. კრაფტ-ებინგის მიერ შემოთავაზებული განმარტება მეტად გამომსახველობითად გვეჩვენება, ვიდრე ულრიხისა, თუმცა არსებითად მისგან არაფრით განსხვავდება. კრაფტ-ებინგი თვლის, რომ ბისექსუალური მიდრეკილება ინდივიდს აჯილდოვებს, როგორც ქალისა და მამაკაცის ტვინის ცენტრებით, ისე სომატური სასქესო ორგანოებით. ეს ცენტრები ვითარდება მხოლოდ სქესობრივი სიმწიფის პერიოდში და უმეტესწილად აგებულებით მათგან დამოუკიდებელი სასქესო ჯირკვლების გავლენით. მაგრამ ქალისა და მამაკაცის „ცენტრებისადმი იგივე გამოიყენება, რაც ქალისა და მამაკაცის ტვინისადმი და, გარდა ამისა, ჩვენთვის უცნობია, უნდა ვივარაუდოთ თუ არა ტვინის განსაზღვრული ნაწილების („ცენტრების") არსებობა სასქესო ფუნქციებისთვის, როგორც ეს მეტყველების შემთხვევაშია.

ორი შეხედულება მაინც ინარჩუნებს ძალმოსილებას მთელი ამ მსჯელობის შემდეგ: რომ ინვერსიის ასახსნელად აუცილებელია ბისექსუალური მიდრეკილების გათვალისწინება, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რაში გამოიხატება ეს მიდრეკილება, გარდა ანატომიური ფორმისა, და რომ საქმე აქ ეხება დარღვევებს, რომლებიც სქესობრივი ლტოლვის განვითარებასთანაა კავშირში[6].

ინვერტირებულთა სქესობრივი ობიექტი

ფსიქიური ჰერმაფროდიტიზმის თეორია მიიჩნევს, რომ ინვერტირებულთა სექსობრივი ობიექტი საპირისპიროა ნორმალურთა ობიექტისა. ინვერტირებულ მამაკაცს არ ძალუძს წინ აღუდგეს ხიბლს, რომელიც გონებისა და სხეულის მამაკაცური თვისებებიდან მომდინარეობს, ის თავად აღიქვამს საკუთარ თავს ქალად და მამაკაცს ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მართებულია ინვერტირებულთა მთელი რიგის მიმართ, ეს მაინც არ წარმოადგენს ინვერსიის საერთო ნიშანს. ეჭვგარეშეა, რომ ინვერტირებულ მამაკაცთა დიდი რაოდენობა ინარჩუნებს მამაკაცურობის ფსიქიურ ხასიათს, ფლობს საპირისპირო სქესის მხოლოდ რამდენიმე მეორად ნიშანს და სქესობრივ ობიექტში არსებითად ქალის ფსიქიურ ნიშნებს ეძებს. ეს რომ სხვაგვარად ყოფილიყო, სრულიად გაუგებარი იქნებოდა, რატომ ახდენს მამაკაცური პროსტიტუცია, სთავაზობს რა საკუთარ თავს ინვერტირებულებს, - ახლაც და ძველ დროსაც, - გარეგნული ფორმებით ქალების სამოსისა და მანერების კოპირებას. ასეთი მიბაძვა ხომ შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ინვერტირებულთა იდეალისთვის. ბერძნებში, ვისთანაც ინვერტირებულებს შორის ყველაზე ვაჟკაცურ მამაკაცებს ვხვდებით, ცხადია, რომ არა ბიჭის მამაკაცური ხასიათი, არამედ მისი სხეულის სიახლოვე ქალის ტიპთან, ისევე, როგორც მისი მენტალური ქალური თვისებები, გაუბედაობა, თავშეკავებულობა, გარეგანი დახმარებისა და დამოძღვრის მოთხოვნილება აღაგზნებდა სიყვარულს მამაკაცში. როგორც კი ბიჭი წამოიზრდებოდა, ის უკვე აღარ წარმოადგენდა სექსუალურ ობიექტს მამაკაცისთვის, არამედ თავად იქცეოდა ბიჭების მოყვარულად. შესაბამისად, სექსუალურ ობიექტს ამ და სხვა მრავალ შემთხვევაში, წარმოადგენს არა იგივე სქესი, არამედ ორივე სქესის ნიშნების გაერთიანება, კომპრომისი გონების მისწრაფებას შორის, რომელსაც სურს მამაკაცი და სურს ქალი -

Enjoying the preview?
Page 1 of 1