Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სასრული და უსასრულო ანალიზი
სასრული და უსასრულო ანალიზი
სასრული და უსასრულო ანალიზი
Ebook123 pages55 minutes

სასრული და უსასრულო ანალიზი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რანკის წინადადების პასუხად უფრო ხანმოკლე მკურნალობის ჩატარების შესახებ ფროიდი წინამდებარე ნაშრომის ცენტრალურ თემად აქცევს მკურნალობის ხანგრძლივობასა და "გადატანის ნაწილს, რომელიც ვერ იქნა გადაწყვეტილი".
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateSep 3, 2019
სასრული და უსასრულო ანალიზი

Read more from ზიგმუნდ ფროიდი

Related to სასრული და უსასრულო ანალიზი

Related ebooks

Reviews for სასრული და უსასრულო ანალიზი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სასრული და უსასრულო ანალიზი - ზიგმუნდ ფროიდი

    ზიგმუნდ ფროიდი - სასრული და უსასრულო ანალიზი

    Sigmund Freud – Analyses Terminable and Interminable

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I

    II

    III

    IV

    V

    VI

    VII

    VIII

    შენიშვნები

    I[1]

    გამოცდილება გვასწავლის, რომ ფსიქოანალიტიკურ თერაპიას - ადამიანის განთავისუფლებას მისი ნევროზული სიმპტომების, აკრძალვებისა და ხასიათის ანომალიებისგან - დიდი დრო სჭირდება. ამიტომ თავიდანვე გაკეთდა მცდელობები, რომ ანალიზის ხანგრძლივობა შემცირებულიყო. ამგვარი მცდელობები არ მოითხოვდა სპეციალურ დასაბუთებას; შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაფუძნებულია რაციონალურობისა და მიზანშეწონილობის ძალიან დამაჯერებელ არგუმენტებზე. მაგრამ მათში მიაგნებდით კვალს და დღესაც მოქმედებს მოუთმენელი ქედმაღლობის ის სახეობა, რომლითაც წინა ეპოქის სამედიცინო მეცნიერება ნევროზს განიხილავდა, როგორც უხილავ დაზიანებათა უადგილო შედეგს. და თუ მათ უთმობდნენ კიდეც ყურადღებას, სასწრაფოდ უნდა ეთქვათ მათზე უარი.

    ანალიზის ხანგრძლივობის შემცირების განსაკუთრებით ენერგიული მცდელობა ჰქონდა ოტო რანკს თავის წიგნში „დაბადების ტრავმა (1924). მან ივარაუდა, რომ ნევროზის ნამდვილი წყარო არის დაბადების აქტი, რადგან იგი მოიცავს დედაზე ბავშვის „პირველადი ფიქსაციის შესაძლებლობას, რომელიც შემდგომში არ არის გადალახული და შენარჩუნებულია „პირველადი განდევნის ფორმით. რანკი იმედოვნებდა, რომ თუ შემდგომ ანალიზში ამ ტრავმასთან ჩატარდებოდა მუშაობა, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა ნევროზისგან მთლიანად განთავისუფლება. ასე რომ, ანალიტიკური შრომის ერთი მცირე ნაწილი აგვაშორებს სხვა დანარჩენის გაკეთების აუცილებლობას. ამის განსახორციელებლად კი მხოლოდ რამდენიმე თვე დაგვჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ რანკის არგუმენტები თამამი და მახვილგონივრული იყო; მაგრამ მათ ვერ ჩააბარეს კრიტიკის ტესტი. უფრო მეტიც, ეს იყო მათი დროის ნაყოფი, წარმოშობილი დამთრგუნველი კონტრასტით ომისშემდგომი ევროპის სიღარიბესა და ამერიკის „კეთილდღეობას შორის, და შექმნილი იყო ანალიტიკური თერაპიის ტემპის ადაპტირებისთვის ამერიკული ცხოვრების ტემპთან.

    ჩვენ ცოტა რამ გვსმენია იმის შესახებ, თუ რა მოგვცა რანკის გეგმის გამოყენებამ დაავადებათა შემთხვევებში. ალბათ, იმაზე მეტი არა, ვიდრე სახანძრო ბრიგადის მოქმედებებია, რომელიც გამოძახებულ იქნა ნათვქურით გამოწვეული ხანძრის ჩასაქროად, და რომელმაც საკუთარი ფუნქცია იმით შეზღუდა, რომ ქურა იმ ოთახიდან გაიტანა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა. ეჭვგარეშეა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა სახანძრო ბრიგადის სამუშაოს. რანკის ექსპერიმენტის თეორია და პრაქტიკა ახლა წარსულს მიეკუთვნება, ისევე როგორც თავად ამერიკული „კეთილდღეობა[2]".

    თავად მე, ჯერ კიდევ ომის დადგომამდე, სხვა გზას ვიყენებდი ანალიტიკური მკურნალობის დასაჩქარებლად. ამ დროს მე საქმე მქონდა ერთ ახალგაზრდასთან, რომელიც სიმდიდრისგან იყო განებივრებული და რომელიც ვენაში ჩამოსულიყო სრულიად უმწეო, პირადი ექიმისა და მსახურის თანხლებით[3]. რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა მისთვის დამოუკიდებლობის უმეტესი ნაწილის დაბრუნება, ინტერესის გაღვივება ცხოვრებისადმი და ურთიერთობების გაუმჯობესება მისთვის ღირებულ ადამიანებთან. მაგრამ წინსვლა აქ შეჩერდა. ჩვენ ვერ წავედით წინ მისი ბავშვობის ნევროზის გარკვევაში, რომელსაც ეფუძნებოდა გვიანდელი დაავადება, და აშკარა იყო, რომ პაციენტი თავის პოზიციას ძალიან კომფორტულად თვლიდა და არ ამჟღავნებდა ნაბიჯის გადადგმის სურვილს, რომელიც მას მკურნალობის დასრულებასთან მიიყვანდა. ეს იყო შემთხვევა მკურნალობისა, რომელიც თრგუნავდა საკუთარ თავს: მას მარცხი ემუქრებოდა, მისი - ნაწილობრივი - წარმატების გამო. ამ რთულ მდგომარეობაში მე გმირული ნაბიჯის გადადმა გადავწყვიტე: დამეფიქსირებინა ანალიზის დროითი საზღვრები[4]. წლის დასაწყისში მე პაციენტს შევატყობინე, რომ ის წელი იქნებოდა მისი მკურნალობის უკანასკნელი წელი, რისთვისაც არ უნდა მიეღწია მას დარჩენილ დროში. პირველ წუთს მან არ დამიჯერა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ მე სრულიად სერიოზულად ვიყავი განწყობილი, მოხდა სასურველი ცვლილება; მისმა წინააღმდეგობამ უკან დაიხია და მკურნალობის ამ ბოლო თვეებში მან შეძლო ყველა მოგონების რეპროდუცირება და გამოავლინა ყველა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1