Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მარიამ შოტლანდიელი
მარიამ შოტლანდიელი
მარიამ შოტლანდიელი
Ebook211 pages1 hour

მარიამ შოტლანდიელი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ბიორნსონის ისტორიული დრამა შოტლანდიის მეფე ჯეიმს მეხუთის ერთადერთი კანონიერი შვილის, შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტუარტის მეფობას, საეკლესიო დავასა და ტახტისთვის ბრძოლას ეხება, ვიდრე მარიამის მიერ გადადგომამდე ვაჟიშვილის სასარგებლოდ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 7, 2020
მარიამ შოტლანდიელი

Related to მარიამ შოტლანდიელი

Related ebooks

Reviews for მარიამ შოტლანდიელი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მარიამ შოტლანდიელი - ბიორნსტერნე ბიორნსონი

    ბიორნსტერნე ბიორნსონი - მარიამ შოტლანდიელი

    Bjørnstjerne Bjørnson - Maria Stuart i Skotland

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე ზურაბიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    დრამა ხუთ მოქმედებად

    მოქმედნი პირნი

    მარიამ სტიუარტი, შოტლანდიის დედოფალი

    ჰენრი დარნლეი, მისი მეუღლე, მეფედ წოდებული

    ჯემსი, გრაფი მურრეი, დედოფლის ძმა

    ლორდი სტიუარტი, აგრეთვე დედოფლის ძმა

    გრაფინია არგაილი, დედოფლის და

    მაიტლენდი, გრაფი ლეტინგტონი, სტატს-სეკრეტარი

    დავიდ რიჩჩიო, დედოფლის კერძო მდივანი უცხო სახელმწიფოებთან მიწერ-მოწერისათვის

    ჯემს გეფბიორნი, გრაფი ბოტველი

    გრაფი მორტონი

    ლორდი რუტვენი

    ლორდი ლინდსეი

    ანდრიუ კერრი

    ვილიამ ტეილორი, პაჟი

    ერსკაინი, გვარდიის კაპიტანი

    ერთი მოქალაქეთაგანი

    ჯონ ნოქსი

    კარისკაცები, ჯარისკაცები, მოქალაქენი

    (პირველი და მეორე მოქმედება სწარმოებს სასახლეგო ლეირუდში ედინბურგში 1566 წ. მარტის დამდეგს. მესამე იმავე წლის შემოდგომას. მეოთხე - 1567 წ. გაზაფხულს; ორივე - თვით ედინბურგში და მის მიდამოებში. მეხუთე - ორი თვის შემდეგ სასახლე დენბარში. 

    მოქმედება პირველი

    დიდი დარბაზი სასახლე გოლეირუდში

    გამოსვლა პირველი 

    (დარბაზი მორთულია სადღესასწაულოდ. ბალია. ცეკვავენ purpose. დედოფალი ლორდ სტიუარტთან ცეკვავს. მოთამაშეთა შორის სჩანან გრაფი ლეტინგტონი გრაფინია არგაილთან, გრაფები მორტონი და ბოტველი. მარჯვნივ ავანსცენაზე ლორდი ლინდსეი, ანდრიუ კერრი და ერთი მოქალაქეთაგანი. სამივეს უცნაურად შეკერილი მუქი ტანისამოსი აცვია, რითაც ბევრად განირჩევიან დანარჩენთაგან. მათ უერთდება რამდენიმე პრესვიტერიანი. უფრო გვიან ავანსცენის მეორე მხარეს გამოჩნდება რიჩჩიო, რომელიც დაბალის ხმით ელაპარაკება ერთს აზნაურთაგანს. ცეკვის გათავებას ცოტა უკლია, როდესაც შემოდის დარნლეი. შემდეგი საუბარი იწყება მაშინ, როდესაც მუსიკა ან უფრო დაბლად უკრაკს, ან სრულებით გაჩუმებულია)

    ლინდსეი. დახეთ, როგორ ჭიებსავით მზეზე იკლაკნებიან მოთამაშენი! გესმისთ ეს მუსიკა? თვით სატანის ხარხარი ისმის მის ხმაში.

    ანდრიუკ ერრი. შ.. შ... რისხვა ღვთისა შთანთქავს ამ ცოდვილთ, ვითარცა ზღვამ შთანთქა ფარაონის ჯარი.

    ლინდსეი. შეხედეთ, როგორ ეჩურჩულებიან ერთმანეთს! შეხედეთ იმათ ვნებით სავსე ღიმილს, ქალების უსირცხვილო კაბებს! აი სად არის შხამიანი სუნთქვა ცოდვისა! 

    ერთი მოქალაქეთაგანი. ამ სასახლეში მყოფთ ყურებამდის არ მიუღწევია ნოქსის ქადაგების არც ერთს სიტყვას!

    ლინდსეი. დაე, მაგრე იყოს! ისრაელების წინასწარმეტყველთ ჰგავს ეს კაცი, - მისი სიტყვა უნაყოფოდ არ ჩაივლის: თვით ზეცა გაამართლებს მის სიტყვას.

    ანდრიუ კერრი. აგერ დავიდ რიჩჩიო!

    რამდენიმე ხმა. ის, მარჯვნივ?

    ანდრიუ კერრი. ფლიდი კათოლიკე!

    ლინდსეი. პაპის ფარული აგენტი!

    ანდრიუ კერრი. ქრისტეს ახალ საზოგადოების წევრი.

    ერთი მოქალაქეთაგანი. ყველაზე უფრო ქვეშ-ქვეშა სატანის მეგობრებში!

    ანდრიუ კერრი. ერთი კვირა კიდევ, და თითონაც ამოყოფს თავს ქვესკნელში.

    ლინდსეი. წავიდ-წამოვიდეთ, შეუძლიათ ეჭვი აიღონ ჩვენზე!

    ანდრიუ კერრი. (მოქალაქეებს და სხვებს) წავიდეთ! (მოთამაშეთ ამოეფარებიან. რიჩჩიო ამასობაში სცენის სიღრმეში წავა. გამოჩნდება დარნლეი და გაეშურება ლინდსეისაკენ, რომელიც მარტოდ არის და მოთამაშეთ უყურებს)

    ლინდსეი. (მის უკან) მილორდ!

    დარნლეი. (არ აძლევს პასუხს)

    ლინდსეი. მილორდ, შემოუერთდით ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელთ! გვიხსენით ამ იეზაბელისაგან!

    დარნლეი. ოჰ, რა რიგ წარმტაცია!

    ლინდესი. ეშმაკს მიუნიჭებია მისთვის ეს ძალა! გაფრთხილდით, მილორდ; ვგონებ, საკმაოდ ტანჯულხართ და გიტირნიათ ამ ქალის გამოისობით!

    დარნლეი. მართალია... მაგრამ ჯადო ამ თვალთმაქცისა ყოვლად ძლიერია: ერთი მისი დანახვა, და ყოველი სევდა და ნაღველი წამებულის გულისა, მწვავი და ცხარე ცრემლები, - ყველა ეს გავიწყდება! თვით ზეცას მიუნიჭებია მისთვის ეს ძალა! შეხედე: გაზაფხულის ბრწყინვალე დილასავით, მზის ნათელსავით ჰფენს იგი გარშემო სიხარულს და ნეტარებას! რასაც თვალს გადაავლებს - ცოცხლდება, პირს მიიბრუნებს და ყველაფერს სიბნელე იცავს... რაღაც მარტოობა სულს გიხუთავს!.. მხიარულება და მწუხარება, ღიმილი და ცრემლები - ყოველივე მის ხელთ არის, მას ემორჩილება, მხოლოდ მით სუნთქავს და ცოცხლობს.

    ლინდსეი. შეშლილა!.. (გადის)

    დარნლეი. ბუნების საოცრებაა ეს ქალი. რაღაც მუდმივი, შეუმჩნევი მოელვარე სხვადასხვაობაა მასში! ყოველდღე ვხედავ და ყოველთვის უსიტყვოდ, განცვიფრებული ვჩერდები მის წინაშე: ასე მგონია, პირველად ვხედავდე! არა! მხოლოდ ცივ, უსიცოცხლო მთების მწვერვალთა ყინულს შეუძლია გაუძლოს მის მოხიბლვას, არ მოსწყურდება კიდევ და კიდევ მისი ღიმილი, მისი ხმა და მის ბაგეთა შეხება... ოჰ! რა არის უიმისოდ ქვეყნის ყველა საუნჯე, ყოველი სიმდიდრე, ბრწყინვალება და ძლიერება მეფისა! (ელის ცეკვის გათავებას. დედოფალი, სტიუარტის ხელზედ დაყრდნობილი, მიდის ავანსცენისაკენ, სადაც სტიუარტი მუხლს მოიდრეკს, ეტყვის მადლობას, შემდეგ სტოვებს ერთი წამით, მოელაპარაკება მსახურს და ბრუნდება. დარნლეი სარგებლობს მისი მოშორებით და დედოფალს მიუახლოვდება) თქვენ უდიდებულესობასთან საუბარს მეტის მოუთმენლობით ველი, ვიდრე ოდესღაც ბავშვობისას მომხიბლველ ზღაპრის გაგონებას ველოდი.

    სტიუარტი. Souper მორთმეულია; თქვენის უდიდებულესობის ბრძანებას ველით. 

    დედოფალი. მიიპატიჟეთ ყველანი, ჩვენ ნუ გველიან, მე და მეფე აქ დავრჩებით.

    სტიუარტი. (ჰპატიჟებს სტუმრებს, და ყველანი გადიან თავიანთ ქალბატონებითურთ. ამ დროს ისმის დიდებული მარშის ხმა)

    გამოსვლა მეორე

    დარნლეი და დედოფალი 

    დარნლეი. ცეკვისაგან თქვენს ლოყებზე ვარდები გაშლილან. შეიძლება, ჩემ ბაგეთა მოსაწყვეტი არ იყვნენ, მაგრამ, მოუტევეთ! არ შეუძლიათ დადუმდნენ და მაინცდამაინც ჰსურთ გამოგიცხადონ თავისი სურვილი.

    დედოფალი. მილორდ, თუ დიდი საქმე არა გაქვთ, გთხოვთ...

    დარნლეი. არა, ჩემი საქმე მეტად საყურადღებოა! მაგრამ... ნუ მელაპარაკებით ეგრე გულცივად, მე ვერ გადამიტანია ეგეთი ლაპარაკი, ეს მტანჯავს მე... ჩემი საბრალო გული დაწყლულდა... მარიამ, რად შევიქენით ეგრე უცხონი ერთმანეთისათვის?!

    დედოფალი. მილორდს ალბად ჩვენსაზე უფრო სხვა საზოგადოება მოსწონს?

    დარნლეი. განა შემიძლია მხიარული ვიყვე იქ, სადაც თქვენ ვერ გხედავთ?

    დედოფალი. ლხინის მოყვარულ მეგობართა და გამართობელ ქალებს შორის მილორდი ალბად უფრო მეტ სიამოვნებას გრძნობს, ვიდრე ჩვენთან?

    დარნლეი. გევედრებით, ნუ მომაგონებთ იმ მორევს, რომელშიაც მხოლოდ მისთვის გადავარდი, რომ დავიწყებას მივცემოდი, დამეხშო ჩემი უსაზღვრო სევდა, ჩემი მწუხარება... ბრალი კი ვისია, ვინ არის მიზეზი, თუ არა მარიამ შოტლანდელი?

    დედოფალი. მე მდებთ ბრალს?

    დარნლეი. ოჰ, გაიგეთ? ვისაც თავდავიწყებით უყვარს, იგი ყველაფერს სდებს ბლას: სიხარულს, მისთვის რომ იგი მეტად სასიხარულოა, მწუხარებას, მისთვის რომ იგი სიხარული არ არის. მე ვკარგავ დღეებს იმ დღიურ მუშასავით, რომელიც მეტის ფასის მოლოდინით სულ არ მუშაობს... არის კიდეც ფასი, რომლისათვის ყველაფრისთვის მზადა ვარ... თუ არა და არც სიცოცხლე მინდა! მაშ თქვით, რა ვქნა, რითი დავიბრუნო თქვენი სიყვარული?

    დედოფალი. ვწუხვარ, მილორდ, რომ ამისათვის ვერ წარმომიდგენია საკმაოდ დიდი ფასი.

    დარნლეი. დიახ, თქვენ გიზების შთამომავალი ხართ, - მშვენიერი, ვით მარგალიტი და მასავით მტკიცეც!

    დედოფალი. ანტონიუსმა გახსნა მარგალიტები ღვინოში, რომელიც დალია კლეოპატრამ.

    დარნლეი. მაგრამ ეს მილიონებად დაუჯდა.

    დედოფალი. სწორედ ეს მინდოდა მომეგონებინა თქვენთვის!

    დარნლეი. მართალი ხართ... ღარიბი ვარ, რადგან მოკლებული ვარ ნებას, დამოუკიდებლობას, სიმშვიდესაც კი... ყოველივე ეს თქვენ მოგეცით!

    დედოფალი. მეც მით გიხდიდით, არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე. ვგონებ, თქვენ თითონ ვერ დააფასეთ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1