ანტონიოსი და კლეოპატრა
5/5
()
About this ebook
Read more from უილიამ შექსპირი
ზაფხულის ღამის სიზმარი Rating: 5 out of 5 stars5/5მეთორმეტე ღამე Rating: 5 out of 5 stars5/5ვენეციელი ვაჭარი Rating: 4 out of 5 stars4/5რიჩარდ მესამე Rating: 4 out of 5 stars4/5რომეო და ჯულიეტა Rating: 5 out of 5 stars5/5ჭირვეულის მორჯულება Rating: 5 out of 5 stars5/5აურზაური არაფრის გამო Rating: 5 out of 5 stars5/5იულიუს კეისარი Rating: 5 out of 5 stars5/5როგორც გენებოთ Rating: 5 out of 5 stars5/5საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5მეფე ლირი Rating: 5 out of 5 stars5/5ორი ვერონელი აზნაური Rating: 3 out of 5 stars3/5ამაო გარჯა სიყვარულისა Rating: 5 out of 5 stars5/5ოტელო Rating: 5 out of 5 stars5/5კორიოლანოსი Rating: 5 out of 5 stars5/5ჰენრი მეოთხე Rating: 5 out of 5 stars5/5მაკბეტი Rating: 5 out of 5 stars5/5ქარიშხალი Rating: 0 out of 5 stars0 ratingsუინძორელი მხიარული ქალები Rating: 5 out of 5 stars5/5
Related to ანტონიოსი და კლეოპატრა
Related ebooks
მეუფება წყვდიადისა Rating: 5 out of 5 stars5/5იულიუს კეისარი Rating: 5 out of 5 stars5/5ბაბილონის პრინცესა Rating: 5 out of 5 stars5/5აივენჰო Rating: 5 out of 5 stars5/5აღდგომა Rating: 5 out of 5 stars5/5დეკამერონი (ნაწილი 1) Rating: 5 out of 5 stars5/5ძმები კარამაზოვები (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ემილია გალოტი Rating: 5 out of 5 stars5/5საბრალონი (ნაწილი III) Rating: 5 out of 5 stars5/5ახალი ხედვა Rating: 5 out of 5 stars5/5მობი დიკი (ტომი I) Rating: 3 out of 5 stars3/5დონ კიხოტი (წიგნი 1) Rating: 5 out of 5 stars5/5უინძორელი მხიარული ქალები Rating: 5 out of 5 stars5/5საბრალონი (ნაწილი V) Rating: 5 out of 5 stars5/5ყვითელი ძაღლი Rating: 5 out of 5 stars5/5ამაო გარჯა სიყვარულისა Rating: 5 out of 5 stars5/5ოქროს ვირი Rating: 5 out of 5 stars5/5მარიონეტი და სხვა მოთხრობები Rating: 5 out of 5 stars5/5ფერხული Rating: 5 out of 5 stars5/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV) Rating: 5 out of 5 stars5/5ჰენრი მეოთხე Rating: 5 out of 5 stars5/5საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5ტარტიუფი Rating: 5 out of 5 stars5/5უცნობი ქალის წერილი Rating: 5 out of 5 stars5/5იძულებითი ქორწინება Rating: 5 out of 5 stars5/5ჰედა გაბლერი Rating: 5 out of 5 stars5/5ჰენრიკ იბსენი Rating: 5 out of 5 stars5/5თეზევსი და რომულუსი Rating: 5 out of 5 stars5/5უთავო მხედარი Rating: 5 out of 5 stars5/5იდიოტი (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for ანტონიოსი და კლეოპატრა
1 rating0 reviews
Book preview
ანტონიოსი და კლეოპატრა - უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი - ანტონიოსი და კლეოპატრა
William Shakespeare - Anthony and Cleopatra
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჩაბელს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მოქმედნი პირნი
პირველი მოქმედება
მეორე მოქმედება
მესამე მოქმედება
მეოთხე მოქმედება
მეხუთე მოქმედება
ხუთ-მოქმედებიანი ტრაგედია
მოქმედნი პირნი:
მარკოს ანტონიოს
ოქტავიოს კეისარი
მარკოს ემილიოს ლეპიდოს
(ტრიუმვირნი)
სექსტოს პომპეოს
დომიციოს ენობარბოს
ვენტიდემოს
ეროს
სკაროს
დერცეტას
დემეტრიოს
ფილო
(ანტონიოსის მომხრენი)
მეცენას
აგრიპა
დოლაბელა
პროკულეოს
თირეოს
გალოს
(კეისრის მომხრენი)
მენას
მენეკრატეს
ვარიოს
(პომპეოსის მომხრენი)
ტავროს, კეისრის უფროსი თანაშემწე
კანდიოს, ანტონიოსის უფროსი თანაშემწე
სილიოს, ვენტიდემოსის ჯარის ოფიცერი
ევფსონიოს, ელჩი, კეისრისაგან ანტონიოსთან მიგზავნილი
ალექსას
მამდიან
სელევკოს
დიომედეს
(კლეოპატრას მსახურნი)
მკითხავი
გლეხი
კლეოპატრა, ეგვიპტის დედოფალი
ოქტავია, და კეისრისა და ანტონიოსის ცოლი
ქარმიანა
ირას
(კლეოპატრას მოახლენი)
ოფიცრები, ჯარის-კაცნი, შიკრიკნი და სხვა მხლებელნი
მოქმედება სწარმოებს რომის იმპერიის სხვა-და-სხვა ადგილს.
პირველი მოქმედება
სურათი I. ალექსანდრია. ოთახი კლეოპატრას სასახლეში.
(შემოდიან დემეტრიოს და ფილო.)
ფილო
ეს ტრფიალებით გადარევა ჩვენის სარდლისა
მეტის-მეტია. იმ ბრწყინვალე თვალებით იგი,
რანიც საომრად დარაზმულის ჯარის წინაშე
ელავდნენ ხოლმე ვით შევერცხლილ მარეხის თვალნი,
ეხლა შეჰხარის და შესცქნავის შავტუხა სახეს.
თვითონ გულმაც კი, რომელიც მას ცხარე ბრძოლის დროს.
უწყვეტდა ღილებს მხარ-მკერდზედა მედგარი ძგერით, -
ამ დიდებულის სარდლის გულმა თავის ბუნება
დასტოვა მისთვის, რომ საბერვლად, მარაოდ იქცეს
და ვნებათ-ღელვა გაუგრილოს ბოშის დედაკაცს.
(საყვირის ხმა)
აგერ მოდიან. ყური უგდე და შენც შეამჩნევ,
თუ ვით მესამე დედაბოძი მთელის ქვეყნისა
თავის მასხარად გაუხდია მაგ უნამუსოს.
(შემოდიან ანტონიოს და კლეოპატრა თავიანთი ამალით. საჭურისნი მარაოებით უგრილებენ.)
კლეოპატრა
მართლა გიყვარვარ? რაოდენად, ისიც მითხარი.
ანტონიოსი
ნამდვილ სიყვარულს ანგარიში როდი შეჰფერის.
კლეოპატრა
მაინც სამზღვარი მსურს ვიცოდე მაგ სიყვარულის.
ანტონიოსი
სამზღვრად მონახე მაშ სხვა ზეცა, სხვა დედამიწა.
(შემოდის ერთი მხლებელი)
მხლებელი
ამბავი გახლავს რომიდანა, ბატონო ჩემო.
ანტონიოსი
რა დროს ეგ იყო... ბარემ გეთქვა.
კლეოპატრა
გთხოვ, მოუსმინო.
ვინ იცის, ეგებ ფულვიაა გაჯავრებული,
ან კეისარი ახალად წვერ-ულვაშ-აშლილი
გიგზავნის მძლავრად თვის ბრძანებას: „მოიქეც ასე,
„ეს სახელმწიფო დაიპყარ, მას ანებე თავი
„და თუ ამას არ შეასრულებ, სასჯელში მიგცემთ."
ანტონიოსი
სატრფოვ, რას ამბობ?
კლეოპატრა
ან იქნება... რაღა „იქნება",
უთუოდ ასე უნდა იყოს: გადაგაყენა
კეისარმა შენ, აღარა გაქვს აქ ყოფნის ნება. –
უნდა მათ სწორედ მოუსმინო... აბა ფულვიას
ბრძანება ვნახო... კეისრისა მინდოდა მეთქვა;
ან თუნდ ორივე მაჩვენე აქ. - უთხარ შიკრიკნი
წარმოგიდგინონ. - ანტონიოს, გაწითლდი კიდეც?!
როგორც ამ ჟამად დედოფალი ვარ ეგვიპეტისა,
ისე მე ამას სწორეს ვამბობ. მაინც მორჩილი
სისხლით და ხორცით ხარ კეისრის და მხოლოდ მაშინ
წითლდები კიდევ, როს აშარი ფულვია გლანძღავს.
უხმე შიკრიკთა.
ანტონიოსი
დეე, რომი ტიბრმა წალეკოს
და ძირს დაემხოს ამ ძლიერის სახელმწიფოს
ვრცელი კამარა. მე აქა ვარ და აქ მსურს ყოფნა.
მტვერნი არიან სამეფონი და მიწის ჭუჭყი
კაცსაც, პირუტყვსაც ასაზრდოებს ყველას თანაბრად;
დიდებულებით ცხოვრება კი აი რას ჰქვიან:
(მოეხვევა კლეოპატრას)
ორი არსება ამისთანა როს ჩავხუტულვართ,
მთელ ცის-ქვეშეთსა მოვიმოწმებ, მართალი მითხრან,
თუ სადმე ნახვენ დედამიწის ზურგზედ ჩვენს ბადალს.
კლეოპატრა
რა კარგად სცრუობს! მაშ ფულვია არ გყვარებია
ცოლად შერთვის ჟამს. ნუ გგონივარ ნურც აგრე სუსტი,
როგორცა ვჩანვარ; ანტონიოსს ვერა რა შესცვლის...
ანტონიოსი
დიაღ, ოღონდაც, კლეოპატრას ტრფიალის მეტი.
კმარა. გაფიცებ სიყვარულის ძალას, მის ტკბილ წამთ,
ნუ გავიმწარებთ სიცოცხლესა ამ ტუქსვა-კილვით,
ყოველ წუთისთვის მოვნახოთ რამ სიამოვნება:
რით გავატაროთ ამაღამ დრო?
კლეოპატრა
ელჩთ მოუსმინე.
ანტონიოსი
უჰ, გესლიანო დედოფალო! შენ ყველა გშვენის:
იცინი, სტირი, სტუქსავ ვისმე, ყოველი ვნება
მშვენიერდება გასაოცრად შენში შენითვე;
შენგან მივიღებ მხოლოდ ელჩსა, მე სხვა არ მინდა.
წამო, წავიდეთ, ქუჩა-ქუჩა დავვლოთ ამაღამ
და დავუკვირდეთ მდაბალ ხალხის ყოფა-ცხოვრებას;
წუხელის ასე ისურვე შენ, ჩემო ხელმწიფევ.
შიკრიკებზედ კრინტს ნუღარ დასძრავთ.
(ანტონიოს და კლეოპატრა თავიანთ ამალით გადიან).
დემეტრიოს
ასე სცემს პატივს ანტონიოსი კეისარსა?
ფილო
ხანდისხან, როცა
ჰკარგავს თვის სახეს, ჰკარგავს ხოლმე იმ სიმტკიცესაც,
რაც ანტონიოსს აროდეს არ უნდა განშორდეს.
დემეტრიოს
ვწუხვარ მე დიდად, რომ მეჭორეთ სიტყვას ამართლებს,
რომელნიც რომში ავრცელებდნენ სწორედ მაგ ხმებსა.
ხვალ უკეთესის იმედი მაქვს. მშვიდობით იყავ.
(გადიან)
სურათი II. იგივე ქალაქი. სხვა ოთახი კლეოპატრას სასახლეში.
(შემოდიან ქარმიანა, ირას, ალექსას და მკითხავი)
ქარმიანა
ბატონო ალექსას, ჩემო ტკბილო, ჩემო ყველავ, ჩემო სწორ-უპოვარო ალექსას! აბა, სად არის ის მკითხავი, დედოფალს რომ ისე ძლიერ უქებდი. ოჰ, როგორ მინდა შევიტყო, მეუღლედ ვინ მეყოლება და, შენის თქმისა არ იყოს, ყვავილებით თავის რქებს ვინ დაიმშვენებს.
ალექსას
ეი, მკითხავო!
მკითხავი
რა გნებავს?
ქარმიანა
მაშ ეს არის? შენა ხარ, ძმაო, გულთმისანი?
მკითხავი
ცოტა ვკითხულობ საიდუმლოს მე ბედის წიგნში.
ალექსას
აბა აჩვენე ხელის გული. (შემოდის ენობარბოს)
ენობარბოს
მიართვით ჩქარა,
ნუღარ უყურებთ! საჭმელები და ღვინოც ბლომად,
რომ კლეოპატრას სადღეგრძელო უხვად დალიონ.
ქარმიანა
აბა, ეცადე, კარგი ბედი მომცე.
მკითხავი
მე არავის რას ვაძლევ, მე მხოლოდ ვმკითხაობ.
ქარმიანა
მაშ მიკითხე.
მკითხავი
შენ ეხლანდელზედ მეტად გალამაზდები.
ქარმიანა
როგორ, ხორცი მომემატება?
ირას
არა, როცა დაბერდები, ფერ-უმარილით თხუპნვას მოჰყვები.
ქარმიანა
ღმერთო, დამიფარე სახის დაღმეჭვისაგან.
ალექსას
ნუ აწვალებთ, ყური უგდეთ.
მკითხავი
უფრო შენ შეიყვარებ, სანამ შენ შეგიყვარებენ.
ქარმიანა
რაკი აგრეა, იმდენსა ვსვამ, რომ ნაღველა გამისკდეს.
ალექსას
დაიცადე, სთქვას.
ქარმიანა
კარგი მითხარ რამე: აი, თუნდ ერთ დილას სამი ხელმწიფე შემრთე და სამივეზედ დამაქვრივე; ორმოც და ათი წლისას იმისთანა შვილი მაყოლე, რომელსაც ებრაელთ მეფე იროდიც კი თაყვანსა სცემდეს. ოქტავიოს კეისარს მიმათხოვე და ჩემი ქალბატონის მეგობრად გამხადე.
მკითხავი
შენ შენს ქალბატონზედ მეტს იცოცხლებ.
ქარმიანა
ძალიან კარგი, მე სიცოცხლეს ლეღვზედაც კი არ გავცვლი.
მკითხავი
შენი მომავალი ბედი წარსულზედ უარესი იქნება.
ქარმიანა
მაშ ნეტა უშვილოდ გადავეგო. ბარემ ისიც მითხარ, რამდენი ვაჟი მეყოლება და რამდენი ქალი? მ
მკითხავი
თუ დარგვალდება თვითეული სურვილი შენი
და ნაყოფს მოგცემს, მილიონი კიდევ ცოტაა.
ქარმიანა
დაიკარგე, სულელო! კუდიანი რომ არ იყო, ამას არ გაპატივებდი.
ალექსას
მეგონა, მარტო შენმა ლოგინმა იცოდა შენი ჟინის ამბები?!.
ქარმიანა
კარგი აბა, ახლა ირასს უკითხე.
ალექსას
ყველას გვინდა ჩვენი ბედის შეტყობა.
ენობარბოს
ჩემი და ბევრი ჩემისთანას ბედი ამაღამ ის იქნება, რომ ღვინოში თავები ჩავიღრჩოთ.
ირას
აი ეს ხელის გული ქალწულებას ნიშნავს, სხვა კი არ ვიცი, რასა.
ქარმიანა
როგორც მოდიდებული ნილოსი შიმშილობას.
ირას
წადი, უნამუსო, მკითხავობისა შენ რა გეყურება!
ქარმიანა
თუ სველი ხელის-გული ნაყოფიერებას არა ნიშნავს, მაშინ მართლა არა მცოდნია-რა. გეთაყვა, ამას უბრალო რამ ბედი გამოუძებნე.
მკითხავი
თქვენ ორივეს ბედი ერთნაირია.
ირას
როგორ, განსხვავება სულ არა არის-რა?
მკითხავი
რაცა ვთქვი, ვთქვი.
ირას
ერთი გოჯით მაინც მაგაზედ ბედნიერი არა ვარ?
ქარმიანა
მართლა რომ ერთი გოჯით იყო ჩემზედ ბედნიერი, სად მოათავსებდი მაგ გოჯსა?
ირას
რასაკვირველია, არა ჩემი ქმრის ცხვირში.
ქარმიანა
ღმერთო გვაშორე ცუდ ფიქრებს! - აბა ეხლა ალექსასს უკითხე, ამის ბედი შევიტყოთ. - ტკბილო იზიდავ! შენ შეჰყარე მას ცოლად კუტი-საპყარი; ის მოუკალ და მერე უარესს შეახვედრე, უარესს უარესი მოჰყვეს და ყველაზე უხეირომ გააცილოს ეგ ხითხითით საფლავამდე ორმოც და ათჯერ რქებ-გამობმული. კეთილო იზიდავ, ოღონდ ეს შემისმინე