Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სამი ესსეი
სამი ესსეი
სამი ესსეი
Ebook108 pages35 minutes

სამი ესსეი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

წარმოდგენილ კრებულში გაიზიარებთ სარტრის თავსდატეხილ რისხვას ფრანსუა მორიაკს, დოს პასოსის განდიდებასა და მალარმეს შეფასებას - სარტრისათვის ჩვეული პრინციპულობითა და საკუთარი პოზიციის ურყევობის განცდით. სხვადასხვა წლებში დაწერილ ესსეთა კრებულს პირველად ვთავაზობთ ქართველ მკითხველს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
სამი ესსეი

Read more from ჟან პოლ სარტრი

Related to სამი ესსეი

Related ebooks

Reviews for სამი ესსეი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სამი ესსეი - ჟან-პოლ სარტრი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    ბატონი მორიაკი და თავისუფლება

    მალარმე

    ჯონ დოს პასოსისა და „1919"-ის შესახებ

    შენიშვნები

    რეკომენდებული წიგნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ჟან-პოლ სარტრი - სამი ესსეი.

    ბატონი მორიაკი და თავისუფლება

    რომანი გვთავაზობს არა საგნებს, არამედ საგანთა ნიშნებს, როგორ უნდა შეიქმნას მკვიდრი სამყარო მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნებისაგან, ანუ სიტყვებისაგან, რომლებიც რაღაცას აღნიშნავენ სიცარიელეში? რა ანიჭებს სტავროგინს სიცოცხლეს? შეცდებით თუ იფიქრებთ, რომ მისი სიცოცხლე ჩემი ფანტაზიიდან იღებს სათავეს. სიტყვები მაშინ ბადებენ ჩვენში რაღაც ხატებს, როცა ამ სიტყვებით ვოცნებობთ. მაგრამ როცა ვკითხულობ, კი არ ვოცნებობ, არამედ ვცდილობ გავიგო წაკითხული. არა, სტავროგინი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის, მე მას ველოდები, ველოდები მის მოქმედებას, მისი თავგადასავლის დასასრულს. როცა „დემონებს ვკითხულობ, მე ვანჯღრევ რაღაც სქელ ნივთიერებას, რაც იგივე ჩემი მოლოდინია, ჩემი დრო, რადგან ცალკე აღებული წიგნი მხოლოდ მშრალი ფურცლების გროვაა ან რაღაც დიდი მოძრავი ფორმა, სხვა სიტყვებით, კითხვის პროცესი. ამ მოძრაობას რომანისტი იჭერს, განაგებს, უცვლის მიმართულებას და ამით პერსონაჟთა სუბსტანციას ქმნის. ნებისმიერი რომანი რამდენჯერმე წაიკითხება. იგი შეიცავს პატარ-პატარა პატაზიტულ ლექციებს. თითოეული ლექცია ცეკვის ხანგრძლივობასაც ვერ აჭარბებს, მაგრამ იგი მოცულობით მატულობს  და იკვებება მკითხველთა დროით. იმისათვის, რომ ჩემი მოუთმენლობის და ჩემი უვიცობის მომცველი დრო მოსახელთებელი გახდეს, გამოიკვეთოს და წარმომიდგეს როგორც ხორცშესხმა გამოგონებული არსებებისა, საჭიროა რომანისტს შეეძლოს ამ ჩემი დროის ხაფანგში გაბმა, მას უნდა შეეძლოს თავის განკარგულებაში მყოფი ნიშნების საშუალებით რომანში ისეთი დროის მონახაზი შექმნას, რომელიც ჩემი დროის მსგავსი იქნება, ეს ის დროა, რომელშიც მომავალი არ არის შეთხზული. თუ ეჭვი შემეპარა, რომ გმირის სამომავლო მოქმედებები წინასწარაა ფიქსირებული მემკვიდრულობის, ან სოციალური ზემოქმედების, ან რაიმე სხვა მექანიზმის გამო, მაშინ ჩემი დრო ჩემსკენ გადმოდინდება; დავრჩები მხოლოდ მე, მე-მკითხველი. მე, რომელიც გავგრძელდები დროში უმოძრაო წიგნის წინაშე. გნებავთ, რომ თვენი პერსონაჟები ცოცხლობდნენ? მაშინ ისე მოიქეცით, რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ. კი არ უნდა განსაზღვროთ რამე, ან კი არ უნდა განმარტოთ (რომანში საუკეთესო ფსიქოლოგიური ანალიზიც კი სიკვდილის მომასწავებელია), არამედ უნდა მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგინოთ გაუთვალისწინებელი ვნებები და საქციელები. რას იზამს რაგოჟინი, არც თვითონ იცის და არც მე - მკითხველმა; ვიცი, რომ ისევ ნახავს საყვარელს, რომელიც დამნაშავეა და მავნე, არ შემიძლია გამოვიცნო, თავს მოთოკავს, თუ გაშმაგება მკვლელობას ჩაადენინებს, - იმიტომ რომ რაგოჟინი თავისუფალია, მე უკვე შევაღწიე მის შიგნით და ის უკვე ელოდება. ჩემი ლოდინით, ჩემში მას უკვე თავისი თავის ეშინია. ის ცოცხლობს. „ღამის დასასრულის წაკითხვას ვაპირებდი, რომ გავიფიქრე: ქრისტიან ავტორებს უფრო ეხერხებათ რომანების წერა, რწმენიდან გამომდინარე მეთქი. რელიგიას ნაზიარები ადამიანი ხომ თავისუფალია. კათოლიკეთა მიმტევებლობამ ჩვენ შეიძლება გაგვაღიზიანოს, რადგან ეს თვისება შეძენილი თვისებაა. მაგრამ, თუ კათოლიკე რომანისტია, ეს თვისება გამოადგება. რომანის პერსონაჟსაც, ისევე, როგორც ქრისტიან ადამიანს - განუსაზღვრელობის მთავარ ცენტრებს, თავიანთი ხასიათები აქვთ, მაგრამ იმიტომ, რომ ამ ხასიათებს გაექცნენ, ორივე თავისუფალია საკუთარი ბუნების მიღმა და თუ ზოგჯერ თავიანთ ბუნებას ემორჩილებიან, ისევ და ისევ თავისუფლების გამო. შეიძლება ორივე ფსიქიკურ ქსელში გაებას, მაგრამ მექანიზმად არც ერთი არ გადაიქცევა. ქრისტიანულ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1