Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მენონი
მენონი
მენონი
Ebook146 pages52 minutes

მენონი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

„მენონი“ პლატონის სოკრატესეული დიალოგია, რომელშიც მოსაუბრეები ცდილობენ სიქველის განსაზღვრება გამოძებნონ, სიქველისა ზოგადად და არა ცალკეული სიქველეებისა. როგორიც არის სამართლიანობა და თავშეკავებულობა. დიალოგში ასევე სულის უკვდავებისა და ცოდნის, როგორც გახსენების თეორიაა გადმოცემული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateDec 7, 2017
მენონი

Read more from პლატონი

Related to მენონი

Related ebooks

Reviews for მენონი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მენონი - პლატონი

    პლატონი - მენონი

    Πλάτων - Μένω

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მენონი

    განმარტებები

    მენონი. როგორ გგონია, სოკრატე, შეიძლება სიქველის სწავლა? თუ არ შეიძლება და მხოლოდ წვრთნის და გაწაფვის გზით ვეზიარებით მას[1]? ან, იქნებ, ის არც სწავლით და არც გაწაფვით მიიწვდომება და მხოლოდ ბუნებით ან სხვა რამით მიემადლება კაცს?

    სოკრატე. უწინ, ჩემო მენონ, თესალიელები განთქმულნი იყვნენ ელინთა შორის თავიანთი ცხენოსნობითა და სიმდიდრით, რითაც საყოველთაო აღტაცებას იწვევდნენ. ახლა კი, როგორც ჩანს, მათ სიბრძნითაც გაითქვეს სახელი[2]. ამ მხრივ უკანასკნელნი როდი არიან ლარისელნი[3], შენი მეგობრის - არისტიპეს[4] თანამოქალაქენი. ხოლო ამას გორგიას[5] უნდა უმადლოდეთ თქვენ: და მართლაც, თქვენს ქალაქს რომ ეწვია, მან სიბრძნის ბევრი ტრფიალი ჰპოვა იქ, ჯერ იყო და ალევადებს[6] შორის, რომელთა საგვარეულოსაც ეკუთვნის შენი თაყვანისმცემელი არისტიპე, ხოლო შემდეგ - დანარჩენ თესალიელებს შორისაც. გორგიამვე შეგაჩვიათ იმას, რომ ყველას, ვინც რამეს გეკითხებათ, თავდაჯერებით და ქედმაღლურად პასუხობთ, როგორც ყოვლისმცოდნეთ შეჰფერით. თვითონ გორგიაც ხომ ნებას რთავდა ყველა ბერძენს, რაც უნდოდა, ეკითხა მისთვის და არავის ტოვებდა უპასუხოდ[7]. ჩვენში კი ყველაფერი პირუკუა, ჩემო ძვირფასო მენონ: სიბრძნე დაგვიძვირდა, - როგორც ჩანს, ჩვენ შემოგვწყრა და თქვენსკენ იბრუნა პირი. აბა, სცადე და ამ კითხვით მიმართე ჩვენი ქალაქის მკვიდრთ. ყოველი მათგანი დამცინავად გაიღიმებს და გეტყვის: „ნეტავი შენ, უცხოელო! ნუთუ მართლა ისე ბედნიერი გგონივარ, რომ ჩემგან მოელი შენი კითხვის პასუხს: შეიძლება თუ არა სიქველის სწავლა, ან სხვა გზით შეძენა მისი? მაშინ, როდესაც, არამცთუ ეგ არ ვიცი, არამედ, საერთოდ, წარმოდგენაც არა მაქვს, რა არის სიქველე." მეც ამ დღეში ვარ, მენონ: ვზივარ აქ, ჩემი თანამოქალაქეებივით უვიცი და შეჭირვებული, და ჩემს თავს ვყვედრი, რატომ არ იცი-მეთქი, რა არის სიქველე? ხოლო თუ ეს არ ვიცი, ცხადია, არც ის მეცოდინება, როგორ შეიძლება შევიძინოთ იგი. რას იტყვი, განა შეიძლება არ იცოდე, ვინ არის მენონი, და იცოდე, ლამაზია ის თუ მახინჯი, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილშობილი თუ არაკეთილშობილი? მითხარი, განა შეიძლება ეს?

    მენონი. რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მაგრამ ნუთუ მართლა არ იცი, რა არის სიქველე? რა ვქნა, ჩავუტანო ეს ამბავი ჩემს თანამემამულეებს?

    სოკრატე. არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ მე, ჩემის აზრით, არც არასდროს შევხვედრივარ სიქველის მცოდნე კაცს.

    მენონი. როგორ, ნუთუ არ შეხვედრიხარ თქვენს ქალაქში სტუმრად მყოფ გორგიას?

    სოკრატე. რასაკვირველია, შევხვედრივარ.

    მენონი. მერედა, იქნებ მოგეჩვენა, რომ არც მან იცის, რა არის სიქველე?

    სოკრატე. მე მეხსიერებას ვერ დავიკვეხნი, მენონ, ამიტომ ახლა, მართალი გითხრა, მიჭირს იმის თქმა, რა მომეჩვენა მაშინ. შესაძლოა, მან მართლაც იცის, და შენც იცი, რას ამტკიცებდა იგი. მაშ, გამახსენე, თუ ღმერთი გწამს, ან, თუ გნებავს, შენივე სიტყვებით გადმომეცი, რადგან შენც ხომ მასავით ფიქრობ?

    მენონი. რა თქმა უნდა.

    სოკრატე. ჰოდა, შევეშვათ გორგიას. მით უმეტეს, რომ ამჟამად აქ აღარ იმყოფება. თავად მითხარი, ღვთის გულისათვის, მენონ, რა არის, შენის აზრით, სიქველე? ნურაფერს დამიმალავ; ღმერთმანი, ჩემი სიტყვების სიყალბე იმ წამსვე გამოაშკარავდება, როგორც კი დამარწმუნებ, რომ ორივე - შენც და გორგიაც ზედმიწევნით იცნობთ სიქველეს. მე კი ეს-ესაა ვამტკიცებდი არასოდეს შევხვედრივარ-მეთქი სიქველის მცოდნე კაცს.

    მენონი. მაგაზე ადვილი რა არის, ჩემო სოკრატე. თუ გნებავს, თავდაპირველად განვიხილოთ მამაკაცის სიქველე: ცხადია, მისი სიქველე ისაა, რომ წარმატებით ართმევდეს თავს საზოგადო საქმეს, მოყვარულად ხვდებოდეს მოყვასს, საკადრის პასუხს აძლევდეს მტერს და თავიდან იცილებდეს ყოველგვარ ხიფათს. ხოლო თუ ქალის სიქველე გაინტერესებს, არც ამის ახსნა გამიჭირდება: ქველია ქალი, რომელიც მომჭირნედ უძღვება ოჯახს, თავს დაჰკანკალებს სახლ-კარს და მოწიწებით მორჩილებს ქმარს. სულ სხვაა ბალღის სიქველე, როგორც ბიჭის, ისე გოგოსი. სხვაა ბერიკაცის სიქველე, თავისუფალი იქნება ის თუ მონა. ერთი სიტყვით, სიქველე ათასნაირია და სულაც არ არის ძნელი პასუხი გავცეთ კითხვას: რა არის იგი? ყველა ჩვენი მოქმედების, ასაკისა თუ საქმისათვის ნიშნეულია ესა თუ ის სიქველე. ჩემის აზრით, იგივე ითქმის ბიწისთვისაც, ჩემო სოკრატე[8].

    სოკრატე. როგორც ჩანს, ბედს ვეწიე, მენონ: მე ვეძებდი ერთ სიქველეს და მთელი ჯგრო კი აღმოვაჩინე, შენს გვერდით ფუტკრის ნაყარივით მოქუჩებული. მაგრამ ესეც მითხარი, მენონ: მე რომ განვაგრძო შედარება ფუტკრის ნაყართან და გკითხო, როგორია-მეთქი არსება[9] ფუტკრის, ხოლო შენ პასუხად მომიგო, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა სახის ფუტკარი, მაშინ როგორღა უპასუხებ ჩემს მეორე კითხვას: „მაშ, შენის აზრით, ფუტკრები იმიტომ არიან ბევრნი, იმიტომ განირჩევიან და განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ისინი ფუტკრები არიან? თუ სულ სხვა რამე განაპირობებს ამ განსხვავებას, ვთქვათ, სიდიდე, სილამაზე, ან რაიმე სხვა ამდაგვარი?" მითხარი, როგორ უპასუხებდი ამნაირ კითხვას?

    მენონი. ცხადია, ასე: „ერთი იმით როდი განსხვავება მეორისაგან, რომ ისინი ფუტკრები არიან."

    სოკრატე. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ კვლავ რომ მეკითხა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1