Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ნარცისიზმის შესახებ
ნარცისიზმის შესახებ
ნარცისიზმის შესახებ
Ebook88 pages1 hour

ნარცისიზმის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე ესსეი ფროიდის ფუნდამენტური შრომის, „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიის შესახებ“, ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 1905 წელს გამოქვეყნდა და ავტორის უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე, რაც მხოლოდ დღეს, სექსუალური რეკონცეპტუალიზაციის ეპოქაში ხდება გასაგები.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
ნარცისიზმის შესახებ

Read more from ზიგმუნდ ფროიდი

Related to ნარცისიზმის შესახებ

Related ebooks

Reviews for ნარცისიზმის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ნარცისიზმის შესახებ - ზიგმუნდ ფროიდი

    ზიგმუნდ ფროიდი - ნარცისიზმის შესახებ

    Sigmund Freud - Zur Einführung des Narzißmus

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    1

    2

    3

    შენიშვნები

    1

    ნარცისიზმის[1] ცნება ჩვენს მიერ ნასესხებია ავადმყოფობის აღწერიდან, რომელიც პ. ნაკეს მიერ არის შესრულებული 1899 წელს. იგი ამ ცნებას იყენებდა იმ მდგომარეობის გამოსახატავად, რომლის დროს ადამიანი საკუთარ სხეულს, როგორც სექსუალურ ობიექტს ეპყრობა, ანუ ტკბება მისით სექსუალური კმაყოფილების განცდით, ხელს უსვამს და ეფერება მას, სანამ სრულ კმაყოფილებას მიიღებდეს. ნარცისიზმის გამოვლენის ასეთი ფორმა სიმახინჯეს წარმოადგენს, რომელიც მოცემული პიროვნების სექსუალური ცხოვრების მთელ სფეროს მოიცავს და სრულად შეესაბამება იმ ვარაუდებსა და წარმოდგენებს, რომლებითაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ყველა სახის სიმახინჯის შესწავლას ვიწყებთ.

    ფსიქოანალიტიკურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ნარცისული ქცევის განსაზღვრული ნიშნები შეინიშნება სხვა პირებს შორისაც, რომლებიც განსხვავებული ავადმყოფური გამოვლინებებით იტანჯებიან. მაგალითად, საჯერის მიხედვით, ჰომოსექსუალებს შორის. საბოლოოდ კი წარმოიქმნება ვარაუდი, რომ ლიბიდო, რომელიც ნარცისიზმის სახელწოდებას იმსახურებს, შეიძლება უფრო ფართო მასშტაბით შევნიშნოთ და მას კონკრეტული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ადამიანის ნორმალურ სექსუალურ განვითარებაში.

    ასეთივე ვარაუდები წარმოიქმნება იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ნევროტიკოსთა ფსიქოანალიტიკური მკურნალობისას ვხვდებით, რადგან აღმოჩნდება, რომ ავადმყოფთა ასეთი ნარცისული ქცევა ზღუდავს მათზე თერაპიული ზემოქმედების შესაძლებლობას. ნარიცისიზმი ამ გაგებით არ წარმოადგენს პერვერსიას[2], არამედ ლიბიდურ[3] დამატებას თვითშენარჩუნების ინსტინქტის ეგოიზმისადმი, რომლის ნაწილის არსებობას სრული უფლებით ვარაუდობენ ყველა ცოცხალ არსებაში. მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა მცდელობას ლიბიდოს თეორიის თვალსაზრისით გაეშუქებინათ უმწიფარი დემენციისა (Dementia praecox) (კრეპელინი) და შიზოფრენიის (ბლოილერი) ფსიქოლოგია, საკმარისი საფუძველი შეიქმნა პირველადი ნორმალური ნარცისიზმის შესწავლისა. ისეთ ავადმყოფებს, რომლებსაც მე პარაფრენიკები[4] ვუწოდე, შემდეგი ძირითადი ორი ნიშანი აღენიშნებათ: განდიდების ბოდვა და ინტერესის დაკარგვა გარემომცველი სამყაროსადმი (ადამიანებისა და საგნებისადმი). ფსიქიკის აღნიშნული ცვლილების მიზეზით ასეთი ადამიანები არ ექვემდებარებიან ფსიქოანალიზის ზეგავლენას და ჩვენ ვერ ვახერხებთ მათ განკურნებას. მეორეს მხრივ, აუცილებელია უფრო ზუსტად განვსაზღვროთ და გამოვავლინოთ პარაფრენიკის მიერ შინაგანი სამყაროსგან დაშორების თავისებურებები. როგორც ისტერიკოსის, ისე ნევროტიკოსის შემთხვევაში, რომელიც აკვიატებული მდგომარეობისგან

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1