Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?
ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?
ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?
Ebook224 pages2 hours

ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

1962 წელს შექმნილი პირქუში კომედია გვიხატავს ქალსა და მამაკაცს, ჯორჯსა და მართას, რომლებიც სახიფათო თამაშობებით იქცევენ თავს. საღამოს პირს შოკისმომგვრელი, თითქმის გაუსაძლისი სიცხადე ქმნის კულმინაციას, რაც მაყურებელს ათწლეულებია აოცებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 13, 2021
ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

Related to ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

Related ebooks

Reviews for ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ვის ეშინია ვირჯინია ვულფის? - ედვარდ ოლბი

    ედვარდ ოლბი - ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

    Edward Albee - Who’s Afraid of Virginia Woolf?

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ირაკლი ავალიანს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    I - თამაში და გართობა

    II - ვალპურგის ღამე

    III - ეშმაკის განდევნა

    განმარტებები

    მოქმედი პირნი

    მართა, 52 წლის მაღალი, როხროხა ქალი, ასაკი მაინცდამაინც არ ეტყობა, ხორცსავსეა, მაგრამ ზომიერად;

    ჯორჯი, მისი ქმარი, 46 წლის გამხდარი, ჭაღარაშერეული მამაკაცი;

    ჰანი, 25 წლის პატარა, ქერა, საკმაოდ უბრალო გოგო.

    ნიკი, მისი ქმარი, 30 წლის ქერა, ტანადი, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა.

    მოქმედება მიმდინარეობს სასტუმრო ოთახში, სახლი დგას ნიუ-ინგლენდის ერთ-ერთი კოლეჯის მახლობლად.

    მოქმედება I

    თამაში და გართობა

    სცენაზე სიბნელეა, ისმის შემოსასვლელი კარების ხმაური, მართას სიცილი, ოთახის კარი იღება და ინთება სინათლე. შემოდის მართა. უკან ჯორჯი მოყვება.

    მართა. ღ მ ე რ თ ო...

    ჯორჯი. შ-შ-შ-შ-შ.

    მართა. ღმერთო ჩემო...

    ჯორჯი. კარგი მართა. უკვე ღამის ორი...

    მართა. ო, ჯორჯ!

    ჯორჯი. იცი... მ ა პ ა ტ ი ე, მაგრამ...

    მართა. კარგი ერთი, არ აკაკანდა!

    ჯორჯი. უკვე გვიანია, გესმის? გვიანია. მე დაღლილი ვარ, ძვირფასო... უკვე გვიანია... და ამის გარდა...

    მართა. არ მესმის, ასე რამ დაგღალა, მთელი დღე ა რ ა ფ ე რ ი გაგიკეთებია, ლექციები არ გქონდა და საერთოდ...

    ჯორჯი. მოკლედ, დავიღალე... მამაშენი რომ არ აწყობდეს ამ დაწყევლილ წვეულებებს ყოველ შაბათ საღამოს...

    მართა. მოკლედ, ძ ა ლ ი ა ნ მ ე ც ო დ ე ბ ა, ჯ ო რ ჯ...

    ჯორჯი. (ბუზღუნით) მოკლედ, როგორც არის, არის...

    მართა. შენ ხომ არაფერი გ ა გ ი კ ე თ ე ბ ი ა, შენ არასოდეს არაფერს ა კ ე თ ე ბ, შენ არასოდეს არაფერში არ ე რ ე ვ ი. შენ მხოლოდ ზიხარ და ლ ა პ ა რ ა კ ო ბ.

    ჯორჯი. რა გინდა, რომ გავაკეთო? შენსავით მოვიქცე? შენსავით ვიბორიალო მთელი ღამე და შენსავით ყველას ვ ე კ ი კ ი ნ ო?

    მართა. (კიკინებს) მე არ ვკიკინებ!

    ჯორჯი. (რბილად) კარგი... არ კიკინებ.

    მართა. (ეწყინება) მე არ ვ კ ი კ ი ნ ე ბ.

    ჯორჯი. კარგი, ხომ ვთქვი არ კიკინებ-მეთქი.

    მართა. (გაიბუტება) დამალევინე რამე.

    ჯორჯი. რა?

    მართა. (გაბუტულია) მე გითხარი, დამალევინე-მეთქი რამე.

    ჯორჯი. (მიდის მოძრავ ბართან) მე მგონია, რომ ძილის წინ ერთი ჭიქა არ გაწყენს.

    მართა. ერთი ჭიქა! დამცინი? ჩვენ ხომ სტუმრებს ველით.

    ჯორჯი. (არ სჯერა) ვის ველით?

    მართა. სტუმრებს, სტუმრებს.

    ჯორჯი. სტუმრებს?!

    მართა. ჰო... სტუმრებს... ხალხს... სტუმრებს ველით, რომლებიც ჩვენთან უნდა მოვიდნენ.

    ჯორჯი. როდის?

    მართა. ა ხ ლ ა!

    ჯორჯი. ღმერთო დიდებულო, მართა... შენ იცი რა დროა? ვინ აპირებს ჩვენთან მოსვლას?

    მართა. რაც ჰქვიათ.

    ჯორჯი. ვინ?

    მართა. რაც ჰქვიათ!

    ჯორჯი. ვინ „რაც ჰქვიათ"?

    მართა. არ ვიცი რა ჰქვიათ, ჯორჯ... შენ ისინი ამ საღამოს გაიცანი, სულ ახლები არიან. ბიჭი მე მგონი მათემატიკის ფაკულტეტზე უნდა იყოს.

    ჯორჯი. არ მახსოვს, რომ ვინმე გამეცნოს ამ საღამოს...

    მართა. გაიცანი... მომაწოდე ჩემი ჭიქა, გეთაყვა... ის მათემატიკურზეა... ოცდაათის იქნება, ქერა და...

    ჯორჯი. ...და ლამაზი...

    მართა. დიახ... და ლამაზი...

    ჯორჯი. გასაგებია...

    მართა. ცოლი კი პაწია თაგვივითაა, არც ბარძაყები და არც...

    ჯორჯი. (გაურკვევლად) ოოო.

    მართა. ახლა გაიხსენე?

    ჯორჯი. კი, მე მგონი... რაღა მაინცდამაინც ახლა უნდა გვესტუმრონ?

    მართა. (გადაჭრით) იმიტომ, რომ მამიკომ თქვა - თბილად მოექეცითო. აი, რატომ...

    ჯორჯი. (დამარცხებულია) ღმერთო ჩემო!

    მართა. თუ შეიძლება, მომაწოდე ჩემი ჭიქა. მამიკომ თქვა - თბილად მოექეცითო. გმადლობთ.

    ჯორჯი. კი მაგრამ, ახლა ღამის ორი საათია და...

    მართა. იმიტომ რომ, მამიკომ თქვა თბილად მოექეცითო!

    ჯორჯი. დარწმუნებული ვარ, მამაშენს არ უგულისხმია, რომ მაგათ მთელი ღამე ვუყურყუტოთ. ხომ შეიძლებოდა დაგვეპატიჟებინა კვირას, ან რომელიმე...

    მართა. ძალიან კარგი, მით უმეტეს, რომ უ კ ვ ე კვირაა, კვირა დღის დილა გახლავთ.

    ჯორჯი. სასაცილოა...

    მართა. გ ვ ი ა ნ ა ა!

    ჯორჯი. (წაგებული და გაგულისებული) კარგი... სად არიან? თუ სტუმრებს ველით, სად არიან, რატომ არ მოდიან?

    მართა. მალე მოვლენ.

    ჯორჯი. რაღას უცდიან?.. სახლში წავიდნენ გამოსაძინებლად?

    მართა. მალე აქ ი ქ ნ ე ბ ი ა ნ.

    ჯორჯი. რა კარგი იქნებოდა, რომ ზოგჯერ მაინც გ ა მ ი ზ ი ა რ ო ხოლმე რამე... რომ არ მომაყარო ასე მოულოდნელად!

    მართა. მე შენ არ გ ა ყ რ ი ყველაფერს ასე მოულოდნელად.

    ჯორჯი. კი... მ აყ რ ი, შენ ყოველთვის მ ა ყ რ ი ყველაფერს.

    მართა. (მეგობრულად და მფარველურად) ჯორჯ!

    ჯორჯი. ყოველთვის.

    მართა. „საწყალი ჯორჯი, პირში აქვს გოჭი"! (ჯორჯს სწყინს) ოოოოოოო! რას აკეთებ? იბუტები? ჰა, დამანახე. იბუტები? ბუტე ბუტე, გაგებუტე?

    ჯორჯი. (ძალიან მშვიდად), არა უშავს რა, მართა...

    მართა. ოოოოოოო!

    ჯორჯი. ნუ წუხდები.

    მართა. ოოოოოო! (არავითარი პასუხი) ეი! (იგივე) ეი! (ჯორჯი უიმედოდ უყურებს) ეი! (მართა მღერის)

    ვინ არის რომ ეშინია

    ვირჯინია ვულფის,

    ვირჯი ვულფის...

    ხა-ხა, ხა ხა! (არავითარი პასუხი) რა იყო, არ მოგეწონა? ჰა? (გამომწვევად) მე კი მგონია, რომ ძალიან სასაცილო იყო... ნამდვილად სასაცილო. არ მოგეწონა? ჰა?

    ჯორჯი. არა უშავს რა.

    მართა. რა ვიცი, სიცილით კო მოკვდი, პირველად რომ მოისმინე.

    ჯორჯი. მე მეღიმებოდა, სიცილით არ მოვმკვდარვარ, მეღიმებოდა, გესმის? ისე, არა უშავდა რა.

    მართა. (ჩასცქერის ჭიქას) შენ სიცილით გასკდი.

    ჯორჯი. არა უმავდა რა.

    მართა. (მუქარით) ძალიან სასაცილო იყო!

    ჯორჯი. (მოთმინებით) საკმაოდ გასართობი იყო... საკმაოდ.

    მართა. (შეფიქრიანდა) გულს მირევ.

    ჯორჯი. რა?

    მართა. უჰ... გულს მირევ.

    ჯორჯი. (უფიქრდება ნათქვამს) ამის თქმა არ შეიძლება, მართა.

    მართა. რა არ შეიძლება?

    ჯორჯი. ამის თქმა.

    მართა. ძალიან მიყვარს, როცა ბრაზდები, მე მგონი ყველაზე უფრო შენში ეს მიყვარს... შენი სიბრაზე... შენ ისეთი... ისეთი სირისტიანი ხდები! ისიც კი გეკარგება... რა ქვია...

    ჯორჯი. ღირსება?

    მართა. ს ო ფ ი ს ტ ო! (პაუზა. ორივე იცინის) ეი, ცოტა ყინული ჩამიგდე ჭიქაში. შენ არასოდეს არ მიგდებ ყინულს ჭიქაში, რატომ? ჰა!

    ჯორჯი. (იღებს მართას ჭიქას) მე ყოველთვის გიგდებ ყინულს ჭიქაში, შენ კი მას ჭამ. ასეთი ჩვევა გაქვს - ღეჭავ ყინულს... სპანიელივით... და კიდეც ჩაიმტვრევ მაგ დიდ კბილებს.

    მართა. ე ს ჩ ე მ ი დ ი დ ი კ ბ ი ლ ე ბ ი ა.

    ჯორჯი. ზოგიერთი მათგანი. ზოგიერთი.

    მართა. მე შენზე მეტი კბილები მაქვს.

    ჯორჯი. ორით მეტი.

    მართა. ორიც - უკვე დიდი უპირატესობაა.

    ჯორჯი. შესაძლოა, აღსანიშნავიცაა... თუ მხედველობაში შენს ასაკსაც მივიღებთ.

    მართა. გეყო! (პაუზა) არც შენა ხარ მაინცდამაინც ახალგაზრდა.

    ჯორჯი. (ბავშვური სიამოვნებით მღერის) მე ექვსი წლით შენზე ახალგაზრდა ვარ... ყოველთვის ვიყავი და ვიქნები კიდევაც.

    მართა. (კუშტად) შენ კი მელოტდები.

    ჯორჯი. შენც. (პაუზა. იცინიან) გაგიმარჯოს, ტკბილო.

    მართა. გაგიმარჯოს! მოდი აქ და დედიკოს აჩუქე ერთი დიდი, წვნიანი კოცნა.

    ჯორჯი. ...ო, ახლა...

    მართა. მე მინდა დიდი წვნიანი კოცნა!

    ჯორჯი. (რაღაცაზე ფიქრობს) არავითარი ს უ რ ვ ი ლ ი არა მაქვს, მართა. სად ა რ ი ს ის ხალხი? სად არის ხ ა ლ ხ ი, რომელიც შენ დაპატიჟე?

    მართა. მამიკოსთან სალაპარაკოდ დარჩნენ... მოვლენ... რატომ არ გინდა მაკოცო?

    ჯორჯი. (მარტივად) ძვირფასო, თუ გაკოცებ - ავღელდები, წონასწორობას დავკარგავ და აქვე, სასტუმრო ოთახის ნოხზე ძალით დაგეუფლები, ამ დროს კი ჩვენი პატარა სტუმრებიც შემოისეირნებენ და ერთი წარმოიდგინე, რას იტყვის მერე მამაშენი ა მ ი ს შესახებ?

    მართა. ღორი ხარ, რა უნდა გელაპარაკო.

    ჯორჯი. (მედიდურად) ღრუტ! ღრუტ!

    მართა. ხა, ხა, ხა, ხა! ერთი ჭიქაც დამისხი მიჯნურო!

    ჯორჯი. (ართმევს ჭიქას)

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1