Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სოლონი და პოპლიკოლა
სოლონი და პოპლიკოლა
სოლონი და პოპლიკოლა
Ebook187 pages1 hour

სოლონი და პოპლიკოლა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამ წიგნში ორი სახელმწიფო მოღვაწის, ათენელი სოლონისა და რომაელი პოპლიკოლას ცხოვრებაა აღწერილი, თუმცა სხვა ბიოგრაფიებისგან განსხვავებით - შეთანასწორების გარეშე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 12, 2021
სოლონი და პოპლიკოლა

Read more from პლუტარქე

Related to სოლონი და პოპლიკოლა

Related ebooks

Reviews for სოლონი და პოპლიკოლა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სოლონი და პოპლიკოლა - პლუტარქე

    პლუტარქე - სოლონი/პოპლიკოლა

    Plutarch – Solon/Poplicola

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის აკაკი ურუშაძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    სოლონი

    პოპლიკოლა

    განმარტებები

    სოლონი

    1. გრამატიკოს დიდიმეს[1] სოლონის აქსონების[2] თაობაზე ასკლეპიადესადმი[3] მიწერილ პასუხში მოჰყავს ვინმე ფილოკლეს სიტყვები, რომელსაც, იმათი აზრის საწინააღმდეგოდ, ვინც სოლონს იხსენიებს, მის მამად აღიარებული ჰყავს ევფორიონი. ეს მაშინ, როცა ყველანი ერთხმად ამბობენ: იგი იყო ძე ექსეკესტიდესი, მოქალაქეთა შორის ქონებითა და გავლენით საშუალო, მაგრამ გვარიშვილობით უპირველესი კაცისო[4]. მართლაც, ექსეკესტიდე კოდროსის[5] ჩამომავალი გახლდათ. რაც შეეხება სოლონის დედას, ჰერაკლიდე პონტოელის[6] გადმოცემით იგი პისისტრატეს[7] დეიდაშვილი ყოფილა. სოლონსა და პისისტრატეს თავდაპირველად დიდი მეგობრობა ჰქონდათ ერთმანეთში, ნაწილობრივ ნათესაობისა და ნაწილობრივ კიდევ იმის გამო, რომ სოლონი, როგორც ზოგიერთი ამბობს, მეტისმეტად ნაზი სიყვარულით ეკიდებოდა პისისტრატეს თანდაყოლილ ნიჭსა და სილამაზეს. ჩანს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მათ შორის დიდი მტრობა და ზიზღი არ გაღვივებულა, როცა სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს დაადგნენ. მეგობრობის კანონმა მათ სულში ბოლომდე შემოინახა სიყვარული და კეთილგანწყობილება ისე, ვით ღველფი ინახავს ნაპერწკალს დიდ ნახანძრალზე.

    სოლონი რომ ლამაზ ყმაწვილთადმი გულგრილი ვერ იყო და სიყვარულსაც „ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულ მოკრივესავით[8]" მამაცურად ვერ იგერიებდა, ეს მისი ლექსებიდანაც ჩანს და ერთ მის მიერვე დაწერილ კანონიდანაც. ამ კანონის ძალით სოლონი მონას ნელსაცხებლით ტანის დაზელასა და ბიჭების სიყვარულს უკრძალავს. ამით მას გარკვეული წვლილი შეაქვს კეთილშობილ, წესიერ ქცევათა განმტკიცების საქმეში; ამიტომაც რის ნებას დაბალი ღირსების ხალხს არ აძლევს, იმისაკენ ერთგვარად კეთილშობილთ აქეზებს.

    რაც შეეხება პისისტრატეს, ამბობენ, იგი ქარმოსის საყვარელი იყო და ეროსის[9] ქანდაკება შესწირა აკადემიაში იმ ადგილს, სადაც რბენაში შეჯიბრების მონაწილენი წმიდა ჩირაღდანს ანთებენო.

    2. სოლონის მამამ, კაცთმოყვარეობისა და ხელგაშლილობის წყალობით, როგორც ჰერმიპე[10] ამბობს, პირადი ქონება ფრიად დააკნინა. მართალია, სოლონს დახმარების გაწევის მსურველი არ აკლდა, მაგრამ სხვებისთვის შემწეობას დაჩვეული ოჯახის შვილმა იუკადრისა გარეშეთაგან მიეღო რამე და ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდამ ვაჭრობას მოჰკიდა ხელი. აქვე უნდა ითქვას, რომ, ზოგიერთის სიტყვით, სოლონს მოგება როდი აინტერესებდა, უფრო მეტად გამოცდილებისა და ცოდნის მიღების წყურვილით მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში. მართლაც, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ იგი სიბრძნის დიდი მოყვარული კაცი იყო. ამას ხომ სიბერის ჟამს თვითონაც ამბობდა:

    თუმცაღა მოხუცი ვარ, კვლავ ვსწავლობ მე კიდევ ბევრსო.

    სიმდიდრეს სოლონი თაყვანს სრულებითაც არ სცემდა; აი რას ამბობს ამის თაობაზე იგი:

    ყოველი კაცი მდიდარი არს, ვინც პატრონია

    ოქრო-ვერცხლისა თუ მრავალი მიწა-წყალისა,

    ვისაც უხვად ჰყავს რემა ცხენთა და რემა ჯორთა;

    ვინც ფერდძლიერი და ფეხმარდი არის, - ისიცა,

    ისიც - ვისაც ჰყავს თავის დროზე ცოლი და შვილი...

    რაკიღა ძალუძს სიჭაბუკის ასაკით დატკბეს, სხვაგან დასძენს:

    სიმდიდრე მინდა, უსამართლო არ იყოს ოღონდ,

    რამეთუ დაგვსჯის სამართალი განკითხვის ჟამსა.

    უნდა ითქვას, კეთილშობილსა და სახელმწიფოსათვის თავდადებულ კაცს არაფერი უშლის ხელს, თუ ჭარბი ქონება არა, აუცილებელი მაინც შეიძინოს. ამას გარდა იმ ხანებში, ჰესიოდეს სიტყვებით რომ ვთქვათ, „არც ერთი სახის შრომა არ იყო სამარცხვინო", ყოველი ხელობა საპატიო საქმედ ითვლებოდა და ვაჭრობასაც დიდი სახელი ჰქონდა. ვაჭრობის წყალობით ბარბაროსთა მოთვინიერება, უცხო ქვეყნების მეფეთა გულის მოგება და დიდი გამოცდილების მიღება შეიძლებოდა. ზოგიერთი ვაჭარი ქალაქის დამაარსებელიც კი გახდა. ასე მაგალითად, მასალია[11] დააარსა პროტისმა, რომელმაც ამით დიდი სიყვარული დაიმსახურა როდანოსის[12] სანაპიროზე მცხოვრებ კელტთა შორის. ამბობენ, თალესიცა და მათემატიკოსი ჰიპოკრატეც კი ეწეოდნენ ვაჭრობასო. პლატონმა, სხვათა შორის, უცხო ქვეყნებში მოგზაურობის ხარჯის დასაფარავად ეგვიპტეში ზეთი გაყიდა თურმე.

    3. ფიქრობენ, ხელგაშლილობას, ფუფუნებასა და თხზულებებში განცხრომის თაობაზე ფილოსოფიური მსჯელობის ნაცვლად თავისუფალ ლაპარაკს სოლონი ვაჭრულმა ცხოვრებამ მიაჩვიაო. ამას იმით ხსნიან, რომ ვაჭრობა მრავალსა და დიდ განსაცდელთან არის დაკავშირებული და ვაჭარი კაცი განსაცდელთა გადატანის სანაცვლოდ დატკბობასა და სიამოვნებას მოითხოვს ხოლმეო. მაგრამ სოლონი რომ თავის თავს ღარიბთა ფენას უფრო მეტად აკუთვნებდა, ვიდრე მდიდართა ფენას, ეს აი ამ ლექსიდან ჩანს:

    მრავალი ბოროტი კაცი მდიდარია, კარგი კი არა,

    მაგრამ იმ მდიდართა ბედს არაფერს ვანაცვლებთ ჩვენ;

    სიმდიდრეს სიკეთე სჯობს, სიკეთე მყარია მუდამ;

    ქონება კაცთ შორის კი მარად არ შერჩება ერთს!

    პოეზიას სოლონი პირველ ხანებში, როგორც ჩანს, დარბაისლური მიზნებისათვის არ იყენებდა; იგი პოეზიით ერთობოდა მხოლოდ. და თავისუფალ დროს ამაში კლავდა. მერმე და მერმე შიგ ფილოსოფიური აზრების შეტანა დაიწყო და ლექსებში ხშირად პოლიტიკურ შეხედულებებსაც აქსოვდა; მაგრამ ამას მომავალი თაობების ხსოვნაში დასარჩენად როდი აკეთებდა; იგი მხოლოდ თავის საქმიანობას ამართლებდა; ხანდახან კი ასეთი ხასიათის ლექსებს ათენელთა გასამხნევებლად, სამოძღვრებოდ ან გასაკიცხად იყენებდა[13]. ზოგიერთი ამბობს, უნდოდა თავისი კანონებიც გაელექსა და ეპოსის სახით გამოექვეყნებინაო. ამის დასამტკიცებლად მოჰყავთ ამ ეპოსის დასაწყისი:

    პირველად კრონოსის ძესა, მეუფე ზევსს, მივმართოთ ლოცვით,

    რათა მან კეთილი ბედი და სახელი უძღვნას ამ კანონთ[14].

    ფილოსოფიის იმ ნაწილში, რომელსაც ეთიკა ჰქვია, სოლონი მაშინდელ ბრძენთა უმრავლესობის მსგავსად განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკას აქცევდა[15]. რაც შეეხება მოძღვრებას ბუნების თაობაზე, მისი ცოდნა აქ მეტად მარტივი და დაუხვეწავი იყო. ეს ნათლად ჩანს აი ამ ლექსიდან:

    ღრუბელი წარმოქმნის თოვლსა და მძლე სეტყვაც იქიდან მოდის,

    მბრწყინავი ელვა კი შობს, თავის მხრივ, ქუხილს და მეხს;

    რაც შეეხება ზღვასა, მას ქარები აღელვებს მხოლოდ,

    უქაროდ დაშთენილს კი უსაზღვრო სიმშვიდე აქვს.

    საერთოდ, უნდა ითქვას, იმ დროისთვის საჭირო ცოდნას თავისი ბრძნული დაკვირვებებით მხოლოდ და მხოლოდ თალესმა გაუსწრო წინ. სხვებმა კი ბრძენის სახელი გონივრული პოლიტიკური მოღვაწეობის წყალობით მოიხვეჭეს.

    4. მოგვითხრობენ, მაშინდელმა ცნობილმა სწავლულებმა[16] ერთხელ დელფოში მოიყარეს თავი, ხოლო მეორედ კორინთოშიო. აქ ისინი პერიანდრემ შეკრიბა თურმე და ლხინი მოუწყო. მათი სახელი და დიდება მეტისმეტად გაზარდა ერთმა ოქროს სამფეხმა, რომელმაც მთელი ქვეყანა შემოიარა. ამ ოქროს სამფეხს სწავლულნი მოწიწებითა და

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1