Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მოთხრობები
მოთხრობები
მოთხრობები
Ebook199 pages2 hours

მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

კრებულში შესულია რუსი კლასიკოსის ოთხი მოთხრობა, რომელთა მოქმედება სხვადასხვა ადგილასა და დროს ვითარდება, თუმცა ყველა მათგანს სიყვარულის თემა აერთიანებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 5, 2021
მოთხრობები

Related to მოთხრობები

Related ebooks

Reviews for მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მოთხრობები - ივანე ბუნინი

    ივანე ბუნინი - მოთხრობები

    Иван Бунин - Рассказы

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    სუხოდოლი

    პატარა რომანი

    კავკასია

    წიგნი

    სუხოდოლი

    I

    ნატალიას ერთგულება სუხოდოლისადმი მუდამ გვაოცებდა. 

    ნატალია მამაჩვენის ძუძუმტე და თანშეზრდილი გახლდათ. რვა წელიწადი ცხოვრობდა ჩვენთან ლუნევოში, ცხოვრობდა, როგორც მამაჩვენის ღვიძლი დაი და არა როგორც ყოფილი ყმა ან მოახლე. რვა წელიწადია მოსვენებული ვარ იმ ვაი-უბედურებისაგან, რაც იქ, სუხოდოლში, მტანჯავდა და მაწამებდაო, ხშირად იტყოდა, მაგრამ ხალხს მართალი უთქვამს: თაგვს საბან-ბუმბულში აწვენდნენ და მაინც სოროსაკენ გარბოდაო.

    ნატალიამ დაგვზარდა, ფეხზე დაგვაყენა და მერე ისევ სუხოდოლს მიაშურა. მახსოვს, ბავშვურ საუბარს გავუბამდით ხოლმე: 

    - ნატალია, შენ ხომ ობოლი ხარ? 

    - ობოლი ვარ ჩემი ბატონებივით. ცხონებული ბებიათქვენი, ანა გრიგორის ასული ადრე იახლა უფალმა! მეც უდროოდ დამეხოცა დედ-მამა. 

    - უდროოდ რამ დახოცა?

    - სიკვდილმა მოაკითხა და იმანა.

    - არა, უდროოდ რატომ მოაკითხა? 

    - ღმერთმა ასე ინება. მამაჩემს რაღაც დაუშავებია და ბატონებსაც ჯარში მიუბრძანებიათ. დედაჩემი კი ინდაურებს გადაჰყოლია თან. თავად არ მახსოვს, სხვებისაგან გამიგონია: ბატონის ინდაურებს უვლიდა თურმე უბედური და იმდენი მოუშენებია, სათვალავი აღარა ჰქონია. ერთ დღეს მინდვრად გარეკილ ინდაურებს სეტყვა დასტეხიათ და სულ ერთიანად გაჟუჟულან. მაშინვე გაქცეულა საწყალი დედაჩემი და დახოცილი ინდაურები რომ დაუნახავს, შიშით გული გახეთქია! 

    - შენ რატომ არ გათხოვდი? 

    - საქმრო ჯერ არ მოწიფულა.

    - არა, მართლა, ხუმრობის გარეშე? 

    - ამბობენ, ქალბატონ მამიდათქვენს უნებებია ასე. ამიტომაც მე ცოდვილიც ბატონის ასულად მომნათლეს...

    - ერიჰაა, შენ რანაირი ბატონის ასული ხარ!

    - ზრდილობით, დიახაც, ბატონიშვილი გახლავართ. - გვიპასუხებდა ნატალია და სუსტი ღიმილით ანაოჭებულ ტუჩებზე თავის მოცახცახე ბებრულ ხელს მოისვამდა, - მე ხომ არკადი პეტრეს ძის ძუძუმტე ვარ, თქვენი მეორე მამიდა...

    დრო გადიოდა, ვიზრდებოდით და უფრო მეტის ყურადღებით ვიბეჭდავდით თავში ყველაფერს, რასაც ჩვენს სახლში სუხოდოლზე ჰყვებოდნენ. რაც წინათ გაუგებარი იყო, ახლა ნელ-ნელა ნათელი ხდებოდა: უკვე ცხადად შეგვეძლო წარმოგვედგინა სუხოდოლური ცხოვრების უცნაურობანი. ამდენხანს გვეგონა, ნატალია მამაჩვენის ჭირ-ვარამის მოზიარე და ჩვენი, ტახტის აზნაურ ხრუშჩოვების, ღვიძლი ნათესავი იყო, მაგრამ დახეთ რა ყოფილა! ამ ბატონებს ნატალიას მამა ჯარში გაუმწესებიათ, დედა კი ისე დაშინებული ჰყოლიათ, რომ საბრალო ქალს სეტყვისაგან გაჟუჟული ინდაურების დანახვაზე გული გასკდომია!

    - დიახ, ასე იყო, - ამბობდა ნატალია, - რომ არ მომკვდარიყო, სულ ერთია, ბატონები მოჟაის იქით გადაჰკარგავდნენ!..

    მერმე უცნაურზე უცნაური ამბებიც გავიგეთ სუხოდოლზე: იქაურ ბატონებზე უბრალო და კეთილი ხალხი თურმე „დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა, მაგრამ მათზე მეტი „სიფიცხეც არავის სცოდნია. ბნელი და იდუმალებით მოცული ყოფილა ჩვენი სახლი სუხოდოლში: პაპაჩვენი, ჭკუაზე შეშლილი პეტრე კირილეს ძე, იმ სახლში მოუკლავს თავისსავე ბუშს - გერვასკას, მამაჩვენის კარგ მეგობარსა და ნატალიას ბიძაშვილს; უიღბლო სიყვარულისაგან დიდი ხანია ჭკუაზე შეშლილა ტონია მამიდა და ახლა განმარტოებით ცხოვრობს უკაცრიელი საბატონო სახლის ეზოში, ერთ მიყრუებულ, ძველის ძველ ქოხში, თან მუდამდღე ყურისწამღებად აჟღრიალებს ძველ, მოშლილ მონჯღრეულ ფორტეპიანოზე ეკოსეზს. გავიგეთ ისიც, რომ ერთი ხანობა ნატალიაც გაგიჟებულა: თურმე ბავშობიდანვე თავდავიწყებით შეყვარებია აწ განსვენებული ბიძაჩვენი პეტრე პეტრეს ძე. მაგრამ უგულო კაცს საწყალი მოახლე გოგო ხუტორ სოშკიში გაუსახლებია... ყოველივე აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ ვოცნებობდით ასე მხურვალედ სუხოდოლზე, რომელიც ჩვენთვის წარსულის პოეტური ძეგლი გახლდათ მხოლოდ. ნატალიასათვის კი... ერთხელ, თითქოს საკუთარ ფიქრს უპასუხა, ნატალიამ უსაზღვრო გულისტკივილით თქვა:

    - სუხოდოლში სუფრასთანაც კი ბალღოჯის წკნელები ჰქონდათ მომარჯვებული ხელში! ტანში მზარავს, რომ მახსენდება.

    - შოლტები ეჭირათ? - ვკითხეთ ჩვენ. 

    - ეგ სულ ერთია.

    - რად უნდოდათ?

    - ვინიცობაა, ჩხუბი ატეხილიყო...

    - სუხოდოლში ყველა ჩხუბობდა?

    - ღმერთო, შენ მიშველე! უაყალმაყალოდ დღე არ გავიდოდა, ფიცხი ხალხი იყო - პატარა რამეზეც კი ფინდიხივით აფეთქდებოდნენ...

    ნატალიას ლაპარაკისას ჩვენ გავინაბებოდით და აღტაცებული გადავხედავდით ხოლმე ერთმანეთს. ვინ იცის, რამდენჯერ დაგვდგომა თვალწინ უზარმაზარი კარ-მიდამო და გამჭვარტლულ-გაშავებული ისლის სახურავიანი მუხის ძველი ძელური სახლი. აგერ ბატონები მაგიდას შემოსხდომიან და სადილობენ, ძვლებს პირდაპირ იატაკზე უყრიან მეძებარ ძაღლებს, ერთმანეთს უბღვერენ და ყველას შოლტები უდევს მუხლებზე... წარმოვიდგენდით ამას და ვოცნებობდით, ნეტავი მალე გავიზრდებოდეთ, რომ ჩვენც შოლტმომარჯვებულებმა ვისადილოთ-თქო. განა არ ვიცოდით, იმ შოლტებს ნატალიასათვის კარგი დღე რომ არ დაუთენებია, მაგრამ მაინც ვოცნებობდით... ჰოდა, წავიდა ჩვენი ნატალია ლუნევოდან სუხოდოლს - თავის ტკბილ-მწარე მოგონებათა ადგილის დედას მიაშურა, იქ საკუთარი კედელ-ყურე არ გააჩნდა, არც ახლო ნათესავთაგანი ჰყავდა ვინმე, მაგრამ მაინც წავიდა. მხოლოდ ახლა წინანდელ ქალბატონს, ტონია მამიდას კი არა, ცხონებული პეტრე პეტრეს ძის ქვრივს - კლავდია მარკის ასულს ემოახლებოდა. დიახ, სუხოდოლის საბატონო სახლ კარს გარდა ნატალიას გული ვერსად უძლებდა.

    რა ვქნა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, - მორიდებით ამბობდა იგი, - ხომ გაგიგონიათ, ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასაო...

    მარტო ნატალიას როდი უყვარდა ასე უზომოდ სუხოდოლი! ღმერთო ჩემო, რა ხარბად იგონებდნენ იმ სოფელს სხვა სუხოდოლელნიც!

    ტონია მამიდა ღარიბულად ცხოვრობდა პატარა ქოხმახში. სუხოდოლმა დააკარგვინა მას ბედიც, გონიც და ადამიანური სახეც, მაგრამ მშობლიური ბუდის მიტოვებასა და ლუნევოში გადასვლას ვერ უხსენებდი. მამაჩემის ხვეწნაზე მხოლოდ ამას უპასუხებდა: კლდეს მოგლეჯილი ქვა რიღას მაქნისიაო.

    თავად მამაჩემი ერთი უდარდელი კაცი გახლდათ, არაფრის სიყვარულით არ იკლავდა თავს, მაგრამ სუხოდოლის ხსენებაზე მასაც ღრმა სევდა დაეუფლებოდა ხოლმე. კარგა ხანია სუხოდოლიდან ლუნევოში, ჩვენი ბებიის ოლღა კირილეს ასულის მამულში გადმოსახლებულა, მაგრამ თითქმის სიკვდილამდე გულისტკივილით ამბობდა:

    - ეჰ, ერთადერთი ხრუშჩოვიღა დარჩა ამქვეყნად და ისიც სუხოდოლში არა ცხოვრობს! 

    მართალია ხშირად ამ სიტყვების შემდეგ ჩაფიქრდებოდა, სარკმელში გაიხედავდა, დამცინავი ღიმილი გადაურბენდა სახეზე და მერე კედლიდან გიტარასაც ჩამოხსნიდა, მაგრამ ისეთივე გულწრფელობით განაგრძობდა, როგორითაც წუთის წინათ ლაპარაკობდა: 

    - ოჰ, რა კარგია სუხოდოლი, დალახვროს ეშმაკმა, რა კარგია!

    დიახ, სული ნამდვილი სუხოდოლელისა ჰქონდა მასაც, სული - უსაზმნოდ დათრგუნული მოგონებათა სიმძიმისაგან, უკიდეგანო სტეპისა და იმ ძველის ძველი გვარის უღიმღამო ყოფისაგან, რაც ერთი ჰქონდათ სოფელსაც, შინა ყმებსაც და სუხოდოლურ სახლ-კარსაც. ხრუშჩოვები, დიახაც, რომ ტახტის აზნაურნი ვართ, დაბეჭდილ წიგნებშიც ვწერივართ, ჩვენს სასიქადულო წინაპრებში მრავლად ყოფილა საუკუნოვანი ლიტვური სისხლისა და თათართა დიდებულების სახელოვანი წარმომადგენლებიც. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხრუშჩოვთა სისხლი დროთა განმავლობაში შინაყმებისა და სოფლელების სისხლში აირია. ვინ მოავლინა ქვეყანას პეტრე კირილეს ძე? ვინ იცის, რას აღარ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1