ყარსის ხელშეკრულება
By კომისია
5/5
()
About this ebook
Related to ყარსის ხელშეკრულება
Related ebooks
ქართული სამართლის ისტორია (წიგნი II, ნაკვეთი II) Rating: 3 out of 5 stars3/5იშვიათია Grace შენახული მიზნით Rating: 3 out of 5 stars3/5კომუნიზმი და ანარქია Rating: 5 out of 5 stars5/5აღწერა საქართველოს თავად-აზნაურთა გვარებისა Rating: 5 out of 5 stars5/5ქართული სამართლის ისტორია (წიგნი II, ნაკვეთი I) Rating: 5 out of 5 stars5/5ფული და საქონელი Rating: 3 out of 5 stars3/5ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია Rating: 0 out of 5 stars0 ratingsადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია Rating: 5 out of 5 stars5/5და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია Rating: 4 out of 5 stars4/5კრიჟანგი Rating: 5 out of 5 stars5/5დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე Rating: 5 out of 5 stars5/5ხასიდური სიბრძნე Rating: 5 out of 5 stars5/5პასუხად სომხის მწერლებს Rating: 5 out of 5 stars5/5პოლიტიკა (ნაწილი 2) Rating: 3 out of 5 stars3/5გოთას პროგრამის კრიტიკა Rating: 5 out of 5 stars5/5ქსენოფანე კოლოფონელი Rating: 5 out of 5 stars5/5წიგნის კითხვა Rating: 0 out of 5 stars0 ratingsოლდოს ჰაქსლი Rating: 5 out of 5 stars5/5ლიკურგე და ნუმა Rating: 5 out of 5 stars5/5სოციალიზმის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში Rating: 5 out of 5 stars5/5გზა ბატონყმობისკენ Rating: 5 out of 5 stars5/5სპარტაკი (ნაწილი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ქრისტიანობის არსება (ნაწილი მეორე) Rating: 5 out of 5 stars5/5ისტორიული მატერიალიზმი Rating: 5 out of 5 stars5/5დაქირავებული შრომა და კაპიტალი Rating: 3 out of 5 stars3/5ისლამი და არაბთა სახელმწიფო Rating: 4 out of 5 stars4/5გობსეკი და სხვა მოთხრობები Rating: 5 out of 5 stars5/5მეფე ლირი Rating: 5 out of 5 stars5/5სპარტაკი (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5ხელფასი, ფასი და მოგება Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for ყარსის ხელშეკრულება
1 rating0 reviews
Book preview
ყარსის ხელშეკრულება - კომისია
სარჩევი
ყარსის ხელშეკრულება
Treaty of Kars
Карсский Договор
ყარსის ხელშეკრულება
სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობებმა, ერთის მხრივ, და თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობამ, მეორეს მხრივ, გაიზიარეს რა ერთა ძმობისა და თვითგამორკვევის უფლების პრინციპები, და არიან რა აძღრულნი სურვილით, დაამყარონ მათ შორის გულითადი ურთიერთობები და გულწრფელი მეგობრობა, დაფუძნებული მხარეთა საერთო ინტერესებზე, გადაწყვიტეს შეუდგნენ მოლაპარაკებებს რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავს ხელშეკრულების დადებას მეგობრობის შესახებ, და თავის უფლებამოსილ პირებად დანიშნეს:
სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: აქსანაზ მრავიანი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი; პოღოს მაკინზიანი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი;
აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: ბეჰბუდ შაჰტაჰტინსკი, სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარი;
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: შალვა ელიავა, სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და ფინანსთა სახალხო კომისარი;
თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობამ: ქიაზიმ ქარა ბექირ ფაშა, დიდი ეროვნული კრების დეპუტატი ადრიანოპოლიდან და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი; ველი ბეი, დიდი ეროვნული კრების დეპუტატი ბურდურიდან; მუჰტარ ბეი, საჯარო საქმეთა სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; მემდუჰ შევქეთ ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში.
რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: იაკობ განეცკი, სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლატვიაში,
რომლებიც, უფლებამოსილებათა გაცვლის შემდეგ, რაც სათანადოდ და კანონიერად იქნა მიჩნეული, შემდეგზე შეთანხმდნენ:
მუხლი 1
თურქეთის დიდი ეროვნული კრებისა და სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობები გაუქმებულად და ძალადაკარგულად აღიარებენ ხელშეკრულებებს, დადებულს სახელმწიფოებს შორის, რომლებიც თავის სუვერენულ უფლებებს ახორციელებდნენ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად ხელშეკრულების მხარეთა შემადგენლობაში შედის და ზემოაღნიშნულ ტერიტორიებს ეხება, ისევე, როგორც ხელშეკრულებებს დადებულს მესამე სახელმწიფოებთან, რომლებიც ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ეხება.
დადგენილად ითვლება, რომ ნამდვილი მუხლი არ ეხება თურქეთ-რუსეთის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია მოსკოვში 1921 (1337) წლის 16 მარტს.
მუხლი 2
ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან არ აღიარონ რაიმე სახის მშვიდობიანი ხელშეკრულებები ან სხვა საერთაშორისო აქტები, თავს მოხვეული ერთ-ერთი მხარის მიერ მეორისათვის მისი ნების საწინააღმდეგოდ.
აღნიშნულის ძალით სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკები თანხმდებიან არ აღიარონ საერთაშორისო აქტები, რომლებიც ეხება თურქეთს და არ არის აღიარებული თურქეთის ეროვნული მთავრობის მიერ, რომელიც დღეს მისი დიდი ეროვნული კრებითაა წარმოდგენილი.
(თურქეთის ქვეშ წინამდებარე ხელშეკრულებაში იგულისხმება ტერიტორია, მოქცეული თურქეთის ეროვნულ პაქტში (1920 (1336) წლის 28 იანვარი), შემუშავებული და გამოცხადებული ოსმალეთის