Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში
რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში
რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში
Ebook661 pages10 hours

რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

კანტის ფუნდამენტურ ნაშრომს "რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში" უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლური რელიგიური აზრის ისტორიაში. ის წარმოადგენს დიდი ფილოსოფოსის მცდელობას, განმარტოს ფორმა და შინაარსი ისეთი სახის რელიგიისა, რომელიც მორალურ გონებაზე იქნებოდა დაფუძნებული და ეთიკური ცხოვრების მოთხოვნებს უპასუხებდა. ნაშრომი მოიცავს კრიტიკულ და თამამ დისკუსიებს თემებზე, რომლებიც არცთუ ხშირად განიხილება ფილოსოფოსების მიერ, როგორიცაა პირველყოფილი ცოდვა და ცოდვილთა ხსნა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 27, 2020
რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში

Read more from იმანუელ კანტი

Related to რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში

Related ebooks

Reviews for რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში

Rating: 3.6666666666666665 out of 5 stars
3.5/5

3 ratings1 review

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

  • Rating: 1 out of 5 stars
    1/5
    გუგლ თრანსლეითით არის გადათარგმნილი ბლიად დავიტანჯე. ესეთი თარგმანის კითხვას ისევ ინგლისური ჯობია

Book preview

რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში - იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი - რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში

Immanuel Kant - Die Religion innerhalb der Grenzen der bloßen Vernunft

ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

0186 თბილისი, საქართველო

www. iBooks.ge

ქართული თარგმანის ავტორი

© გურამ თევზაძე

iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

სარჩევი

გონების რელიგიის კანტისეული გაგება

მითითებული ლიტერატურა

წინასიტყვაობა პირველი გამოცემისათვის

წინასიტყვაობა მეორე გამოცემისათვის

პირველი ნაწილი. რელიგიაზე ფილოსოფიური მოძღვრებისა კეთილის გვერდით ბოროტი პრინციპის არსებობის ანუ ადამიანის ბუნებაში რადიკალური ბოროტების შესახებ

შენიშვნა

I. პირველად სასიკეთო საწყისებზე ადამიანის ბუნებაში

II. ბოროტებისაკენ მიდრეკილება ადამიანის ბუნებაში

III. ადამიანი ბუნებით ბოროტია

IV. ადამიანის ბუნებაში ბოროტების წარმოშობის შესახებ

ზოგადი შენიშვნა. პირველადი სასიკეთო საწყისი ძალის აღდგენის შესახებ

მეორე ნაწილი. რელიგიაზე ფილოსოფიური მოძღვრებისა - ადამიანზე ბატონობისათვის კეთილი პრინციპის ბოროტთან ბრძოლის შესახებ

პირველი ნაკვეთი. კეთილი პრინციპის ადამიანზე ბატონობის პრეტენზიის შესახებ

მეორე ნაკვეთი. ბოროტი პრინციპის ადამიანზე ბატონობის პრეტენზიისა და ორივე პრინციპის ურთიერთბრძოლის შესახებ

ზოგადი შენიშვნა

მესამე ნაწილი. რელიგიაზე ფილოსოფიური მოძღვრებისა. კეთილი პრინციპის გამარჯვება ბოროტზე და დედამიწაზე ღვთის სამეფოს დამყარება

პირველი განყოფილება. დედამიწაზე ღვთის სამეფოს დაფუძნების გზით კეთილი პრინციპის გამარჯვების ფილოსოფიური წარმოდგენა

I. ეთიკური ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ

II. ადამიანი უნდა გამოვიდეს ეთიკური ბუნებრივი მდგომარეობიდან, რათა გარკვეული ეთიკური ე რ თ ო ბ ი ს წევრი გახდეს             

III. ეთიკური ერთობის ცნება წარმოადგენს ცნებას ეთიკურ კანონებს მორჩილი ღვთის ერის შესახებ

IV. ღვთის ერის იდეა (ადამიანთა დაწესებულების სახით) შეიძლება მხოლოდ ეკლესიის ფორმით განხორციელდეს

V. ყოველი ეკლესიის კონსტიტუცია ყოველთვის ამოდის რაიმე ისტორიული (გამოცხადების) რწმენიდან, რომელსაც შეიძლება საეკლესიო რწმენა ეწოდოს. იგი ყველაზე უკეთ საღმრთო წერილით ფუძნდება

VI. საეკლესიო რწმენას თავის უმაღლეს განმმარტებლად ჰყავს წმინდა რელიგიური რწმენა

VII. საეკლესიო რწმენის თანდათანობითი გადასვლა წმინდა რელიგიური რწმენის საყოველთაო ბატონობაზე არის ღვთის სუფევის მოახლოება

მეორე განყოფილება. ისტორიული წარმოდგენა დედამიწაზე კეთილი პრინციპის ბატონობის თანდათანობით დამყარებაზე

მეოთხე ნაწილი რელიგიაზე ფილოსოფიური მოძღვრებისა

პირველი ნაწილი. საერთოდ რელიგიაში ღვთის მსახურების შესახებ

პირველი ნაკვეთი. ქრისტიანული რელიგია, როგორც ბუნებრივი რელიგია

მეორე ნაკვეთი. ქრისტიანული რელიგია როგორც სწავლული რელიგია

მეორე ნაწილი. ღვთის ცრუმსახურება სტატუტარულ ეკლესიაში

§ 1. რელიგიური მოჩვენების საყოველთაო სუბიექტური საფუძველი

§ 2. რელიგიის მოჩვენებას დაპირისპირებული მორალური პრინციპი რელიგიისა

§ 3. ხუცობის, როგორც კეთილი პრინციპის ცრუმსახურებაში მეთაურის შესახებ

§ 4. რწმენის საქმეში სინდისის წარმმართველობის შესახებ

ზოგადი შენიშვნა

შენიშვნები

გონების რელიგიის კანტისეული გაგება

1804 წ. 28 თებერვალს აღმოსავლეთ პრუსიის მთავარი ქალაქი კიონიგსბერგი (დღევანდელი კალინინგრადი) უჩვეულოდ გამოიყურებოდა: დღესასწაული არ იყო, ეკლესიათა ზარები კი რეკდნენ. საკმაოდ მრავალრიცხოვანი საზღვაო ქალაქის მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელი ამ დროს ერთ კაცზე ფიქრობდა, რომელიც ციხესიმაგრის შორიახლოს საკუთარ სახლში ესვენა. ეს იყო 80 წელს მიღწეული ფილოსოფოსი იმანუელ კანტი, რომლის წყალობითაც უკვე მეორე ათეული წელი კიონიგსბერგი მსოფლიო კულტურის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. მან ჩაუყარა საფუძველი იმ დიდ და ნაყოფიერ მიმართულებას, რომელსაც გერმანული კლასიკური ფილოსოფია ეწოდა. მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები იყვნენ ი. გ. ფიხტე, ფ. ვ. ი. შელინგი, გ. ვ. ფ. ჰეგელი, ა. შოპენჰაუერი და სხვ. გერმანული კლასიკური ფილოსოფია მარქსიზმის ერთ-ერთ თეორიულ წყაროდ იქცა, მაგრამ მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ გამხდარა, იგი აქტიურად მონაწილეობდა ევროპული კულტურის შემდგომ წინსვლაში. თავად კანტის მოძღვრება ბევრჯერ გამოუცხადებიათ დაძლეულად და გადალახულად, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა, რომ ეს მხოლოდ მის რომელიმე ინტერპრეტაციას ეხებოდა, რომ თავად მოძღვრებაში ჯერ კიდევ ბევრი იყო საყურადღებო და სასარგებლო. მისი მოძღვრება რელიგიის შესახებ დღესაც აქტუალურია როგორც რწმენისა და ზნეობის მიმართების, ისე სხვადასხვა მრწამსის ადამიანთა ურთიერთგაგებისათვის.

ეს უცნაური, ჩია მოხუცი ამ ქალაქში დაიბადა და ძირითადად აქვე გაატარა მთელი ცხოვრება. იგი ისე იყო გატაცებული თავისი საქმით, რომ ზოგიერთები მის არსებობას ცხოვრებადაც არ თვლიდნენ. კარგად მომართული საათივით ამუშავა მან თავისი სუსტი სხეული, რათა მაღალი იდეალები ადამიანებისათვის მისაწვდომ ფორმაში მოექცია. აკი საათებსაც ასწორებდნენ კიონიგსბერგელები, როცა ის სასეირნოდ გამოდიოდა. მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ თუ რაოდენ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა ეს კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა შემეცნების თეორიის, ეთიკის, ესთეტიკის და რწმენის შესახებ მოძღვრებათა განვითარებაში.

მას საიქიო არ სწამდა და არც ეკლესიაში დადიოდა, თვლიდა, რომ პატიოსან ადამიანს თავისი სიწმინდის დასამტკიცებლად გარეგნული რაიმე ნიშნები არ უნდა სჭირდებოდეს და არც საიქიოს არსებობა-არარსებობა უნდა აწუხებდეს, მაგრამ იგი ათეისტი არ ყოფილა, ფიქრობდა, რომ ათეისტი ადამიანისათვის აუტანელ ტვირთს კისრულობს. მას არც სასწაული სწამდა და არც საჭიროდ მიაჩნდა იგი, თუმცა თანამემამულეებმა მისი გარდაცვალების შემდეგ მისი თმებიდან ბეჭდები დაწნეს და მათი ღირებულება წმინდანთა ნაწილებს გაუტოლეს.

რწმენისა და, შესაბამისად, რელიგიის საკითხს იმანუელ კანტის ძიებებში დიდი ადგილი ეკავა, როგორც მისი მოღვაწეობის პირველ, ე. წ. კრიტიკამდელ, ისე მეორე - კრიტიკულ პერიოდში. ეს გაყოფა ემყარება მის სახელგანთქმულ ნაშრომს - „წმინდა გონების კრიტიკა" (1781 წ.). თავად კანტი თვლიდა, რომ ამ შრომამდე არსებული ფილოსოფია, მისი საკუთარი შეხედულებების ჩათვლით, იყო დოგმატური, ე. ი. ემყარებოდა რაღაც არსებითი პრინციპის თუ დებულების უკრიტიკოდ აღიარებას. მისი ღრმა რწმენით ეს განაპირობებდა იმას, რომ ფილოსოფია (მეტაფიზიკა), განსხვავებით სხვა მეცნიერებათაგან, არ ფლობდა მყარ პრინციპებს და ყოველი მომდევნო მოძღვრება წინას განვითარება კი არ იყო, არამედ უარყოფა. რაც შეეხება სკეპტიკურ ფილოსოფიას (მაგ., ჰიუმისას), რომელიც მეტაფიზიკას უარყოფდა, იგი თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, კერძოდ, მეტაფიზიკის არსებულ, კონკრეტულ ფორმებს კი უარყოფდა, მაგრამ, როცა საერთოდ მეტაფიზიკის შეუძლებლობას ამტკიცებდა, საკუთარ საზღვრებს გადალახავდა ხოლმე (მიიჩნევდა, რომ მან უეჭველობით შეიმეცნა ადამიანის გონების შესაძლებლობანი და მისი საგნებიც. ეს იმ დროს, როცა თავადვე უეჭველი შემეცნების შესაძლებლობას უარყოფდა).

თავდაპირველად კანტი ყოველ ღონეს ხმარობდა ძველი მეტაფიზიკა გადაერჩინა, ე. ი. დაესაბუთებინა ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება და ადამიანის თავისუფლება. 1763 წ. იგი სპეციალურ ნაშრომსაც აქვეყნებს: „ერთადერთი შესაძლებელი საფუძველი ღმერთის არსებობის დასაბუთებისათვის. შემდეგ თავად დაინახავს თავის შეცდომას, სახელდობრ იმას, რომ ღმერთის არსებობის თეორიული დასაბუთება (მათემატიკური, ანდა ფიზიკური დასაბუთების აზრით) შეუძლებელია. მაგრამ ეს მისთვის არ ნიშნავდა ღმერთის არსებობის, მორალის, ანდა რელიგიის უარყოფას. პირიქით, მისი აზრით მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი ჭეშმარიტი მორალის, რელიგიის და ადამიანის თავისუფლების არსებობა. თეორიული შემეცნება, რომელსაც ფიზიკა, მათემატიკა და სხვა მეცნიერებანი ატარებენ და რომელნიც მეცნიერებანი მხოლოდ იმდენად არიან რამდენადაც მათში არის მათემატიკა, ეხება არა თავისთავად სინამდვილეს, არამედ მოვლენებს, ე. ი, თავისთავადის ჩვენზე ზემოქმედების შედეგად შექმნილს. კანტმა ამ შეხედულებას, რომელსაც ემყარება მთელი კლასიკური გერმანული იდეალიზმი, კოპერნიკისებური გადატრიალება უწოდა: თუ მანამდე ყველა ფილოსოფოსი თვლიდა, რომ მეცნიერული შემეცნება შემეცნებისაგან დამოუკიდებელ საგნებს იმეცნებს (ბერკლი და ჰიუმი უარყოფდნენ თავად მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობას), კანტის აზრით შემეცნება თავად აგებს თავის საგანს შემეცნების პროცესში. მათემატიკა და ფიზიკა არაფერს გვეუბნებიან თავისთავადი ნივთების, თავისთავადი სინამდვილის შესახებ. ისინი მხოლოდ ამ ნივთების ადამიანზე ზემოქმედების საყოველთაო და აუცილებელ ფორმებს ადგენენ. ეს მოვლენათა სამყარო მკაცრ კანონზომიერებას ემორჩილება. აქ ყველაფერი შეიძლება გამოვითვალოთ, გავითვალისწინოთ. აქ მომავალი მკაცრადაა განპირობებული წარსულით. ამ სფეროში გამორიცხულია თავისუფლება, ზნეობა, რწმენა, ესთეტიკური მიმართება. კანტი მათ ღირებულებას სულაც არ უარყოფს, პირიქით, თვლის, რომ ადამიანი მათ გარეშე არ არსებობს. მოვლენათა სფეროში ადამიანი ჩვეულებრივ ნივთს უტოლდება, რომელიც საყოველთაო კანონებს ემორჩილება, გამოითვლება და გაითვალისწინება. კანტი დარწმუნებულია, რომ თეორიული შემეცნების მოვლენათა სფეროთი შემოფარგვლით მან ადგილი გაანთავისუფლა მორალის, რწმენისა და ესთეტიკურისათვის. „მე უნდა მომეხსნა ცოდნა, რათა რწმენისათვის ადგილი მიმეღო, იტყვის კანტი „წმინდა გონების კრიტიკის მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში. სიტყვაში „მოხსნა აქ იგულისხმება შემეცნების სამფლობელოს შეუზღუდველობის უარყოფა, ასევე თეორიული შემეცნების დამოუკიდებელი ღირებულების მოხსნა და რწმენისათვის, როგორც ეთიკურისა და რელიგიურისათვის მისი დაქვემდებარება. ამგვარი გაგების უფლებას გვაძლევს ის, რომ კანტისათვის ურყევი პრინციპია პრაქტიკულის (ანუ მორალურის) პრიმატი თეორიულის მიმართ (1.29).

„წმინდა გონების კრიტიკაში საფუძველი ჩაეყარა დასაბუთებული პასუხის შესაძლებლობას იმ სამ ძირითად კითხვაზე, რომელნიც აერთიანებენ ადამიანური გონების ყველა ინტერესს (როგორც სპეკულატურს, ასევე პრაქტიკულს): „რა შემიძლია ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? რისი იმედი შეიძლება მქონდეს?

პირველი კითხვა მხოლოდ თეორიულია და მასზე კანტის პასუხი უკვე ვიცით: ადამიანს შეუძლია თეორიულად (ზუსტმეცნიერულად) იცოდეს მხოლოდ მოვლენათა სფერო. ამ სფეროს გარეთ რომ რაღაც ჩვენგან დამოუკიდებელი არსებობს, ეს უეჭველია, მაგრამ რაა იგი, მატერიალური თუ იდეალური, ცნობიერი თუ არაცნობიერი, ფიზიკური თუ ფსიქიკური, ამის შესახებ არაფრის არც მტკიცება შეგვიძლია და არც უარყოფა. ცხადია, აქ შედის სულის უკვდავების და ღმერთის არსებობის საკითხიც. კანტმა ღმერთის არსებობის დამასაბუთებელი ყველა თეორიული არგუმენტი დაიყვანა სამზე: ფიზიკოთეოლოგიური (სამყარო მიზანშეწონილადაა აგებული, ე. ი. არსებობს ამგები), კოსმოლოგიური (თუ რაიმე არსებობს, თავად უნდა იყოს აბსოლუტური, ანდა ემყარებოდეს აბსოლუტურს, მე კი, როგორც სასრული ვარსებობ), ონტოლოგიური (ღმერთის როგორც სრულყოფილის ცნებაში აუცილებლობით იგულისხმება მისი არსებობაც, როგორც ნიშანი). პირველი ემყარება მეორეს, მეორე მესამეს, ხოლო მესამე ლოგიკურად მცდარია, რადგან ცნებაში, საერთოდ, არ შეიძლება არსებობა ნიშნად იგულისხმებოდეს (1.370).

კანტის ამ თეორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. მოგვიანებით ჰ. ჰაინემ ეს საქმე იაკობინელთა მოღვაწეობაზე უფრო რევოლუციურად ჩათვალა: რობესპიერმა მეფეს მოკვეთა თავი, კანტმა კი თავად ღმერთსო, მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა კანტის მიზანი. თეორიულად დასაბუთებული ღმერთის არსებობა მისთვის სწორედ მორალის, თავისუფლების და ნამდვილი რწმენის უარყოფას ნიშნავდა. თუ ადამიანი ისევეა დარწმუნებული ღმერთის არსებობაში, როგორც მაგ., იმაში, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი ევკლიდეს სივრცეში 2d-ს ტოლია, მაშინ, ცხადია, ყველა „იწამებს ღმერთს, მაგრამ ეს რწმენა კი არა ანგარიში იქნება, რომელსაც მორალთან კავშირი არა აქვს და ამდენად არც რწმენასთან. მილიციელის თვალწინ არავინ დაარღვევს წესრიგს, მაგრამ ეს სულაც არაა მისი წესიერების საბუთი. ადამიანის ღირსებას თუ უღირსობას მხოლოდ ის ქმნის, რაც მის ნებაზე, მის თავისუფალ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „წმინდა გონების კრიტიკამ თეორიული შემეცნების სფეროს მკაცრი შეზღუდვით, სწორედ ასეთი თავისუფლება მისცა ადამიანს. თავისთავადი ნივთების სფეროში იგი თავისუფალია. ეს სფერო კი სადღაც შორს კი არაა, არამედ ყველგანაა. ყველა საგანი, თუ ნივთი, ქცევა, თუ გადაწყვეტილება, როგორც კი მას შემეცნების კანონები მოერგება, გაორდება, ერთის მხრივ, მოვლენად, მეორე მხრივ, თავისთავად ნივთად იქცევა. მე რომ ხეს ვუცქერ მის ბუნებას არასგზით არ ამოწურავს ის, რასაც მე მის შესახებ ფიზიკა, ქიმია, ანდა მათემატიკა მეტყვის, თუნდაც ჩათვალოთ, რომ მათ თავისი მიზანი სრულად განახორციელეს. მასში რჩება რაღაც თავისთავადი, რაც საერთოდ შეუმეცნებადია მეცნიერებისათვის. იგივე ითქმის ჩემი საკუთარი სხეულის და ასევე, სულის შესახებაც. ეს უკანასკნელი, როგორც ფსიქოლოგიის საგანი, არის ერთ-ერთი მოვლენა სხვათა გვერდით, მაგრამ მას აქვს მეორე მხარე, რომელიც სავსებით მიუღებელია მეცნიერებისათვის, მაგ. ამორჩევის თავისუფლება. რაგინდ განპირობებული არ იყოს ადამიანის შეგნებული მოქმედება გარემო პირობებით, ანდა მისივე წარსულით, ჩვენ მას მაინც დამნაშავედ ვთვლით მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის და, ასევე თვლის ის თავის თავსაც. ამგვარი ვითარება კანტისათვის ისევე უეჭველი ფაქტია, როგორც მეცნიერული ჭეშმარიტების არსებობა, რომლის არსებობის შესაძლებლობის პირობები „წმინდა გონების კრიტიკაში დადგინდა. აქვე დადგინდა ისიც, რომ ადამიანის მორალური ქცევა, თეორიული ცოდნისაგან დამოუკიდებელია და ამ სფეროში ადამიანი თავისუფალია, ე. ი. თავისი ქცევის კანონებს თავად ადგენს. მხოლოდ ამიტომ არის იგი შერაცხადი, რომელსაც შეიძლება რაიმე მოუწონო ანდა დაუწუნო. რაკი მეცნიერული შემეცნებისაგან ასე თავისუფალი სფერო აღმოჩნდა, აზრი მიეცა შექმნილიყო სპეციალური თეორია კანტის მიერ დასმულ მეორე კითხვაზე პასუხის გასაცემად („რა უნდა გავაკეთო?). ესაა კანტის ნაშრომების „ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება (1765 წ.), „პრაქტიკული გონების კრიტიკა (1788 წ.) და „ზნეობის მეტაფიზიკა (1797 წ.) საგანი. „პრაქტიკული აქ ნიშნავს იმას, რასაც ადამიანი თავისუფალი გადაწყვეტილების საფუძველზე აკეთებს, ე. ი. თავადაა პასუხისმგებელი. ის, რაც დღეს პრაქტიკულად იწოდება კანტისათვის, აღინიშნება ტერმინით „ტექნიკური". სახლის აშენება, გზის გაყვანა, მოსავლის მოყვანა ცოდნის საფუძველზე ხდება და ტექნიკურია, მაგრამ რამდენადაც აქ ჩემი თავისუფალი გადაწყვეტილება მონაწილეობს და თავისუფალი აქტივობა ხორციელდება, ეს მოქმედებანი თავისთავადი ნივთის სფეროში ექცევიან და ზნეობრივი შეფასების საგანი შეიძლება გახდნენ, ე. ი. პრაქტიკულის სფეროში მოექცნენ. ამრიგად, პრაქტიკულია მხოლოდ ადამიანის ქცევა. კანტი სხვაგვარადაც იტყვის: პრაქტიკულს უწოდებენ ყოველივე იმას, რასაც მიმართება აქვს ადამიანის თავისუფლებასთან (5.459).

1785 წ. კანტმა დაადგინა და დაასაბუთა ადამიანის მორალური ქცევის ე.ი. თავისუფალი მოქმედების უმაღლესი პრინციპი, რომელსაც კატეგორიული იმპერატივი უწოდა. ეს ნიშნავს მოქმედების წესს, რომელიც ადამიანმა უნდა დაიცვას ნებისმიერ პირობებში, თუკი სურს ზნეობრივად იწოდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქციელი მორალურად უზნეოდ ჩაითვლება. იგულისხმება, რომ ეს კანონი ადამიანმა თავად გამონახა და თვით დაუდგინა თავის თავს აუცილებელ წესად. ამას კანტი უწოდებს მორალის ავტონომიურობას, ე. ი. თვითკანონმდებლობას. ტრადიციული თეორიები იყვნენ ჰეტერენომიული, ისინი მორალური კანონების სავალდებულოებას ამყარებდნენ ან ღმერთის ნებაზე, ან ადამიანის ბუნებაზე, ან საიქიოს შიშზე და სხვ. კანტის მიერ ფორმულირებული იმპერატივი მოითხოვს: „მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც საკუთარი, ისე ნებისმიერი სხვა პიროვნების სახით, ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს გამოიყენო როგორც მხოლოდ საშუალება" (2.112).

ეს მორალური კანონია, მაგრამ ბუნების, მაგ., მიზეზობრიობის კანონისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ავტომატური მოქმედების, ან და რაიმე გარედან მაიძულებელი ძალა. იგი არსის კი არა, არამედ ჯ ე რ ა რ ს ი ს კანონია. მისი შესრულება-შეუსრულებლობა არ მოქმედებს მის საყოველთაობაზე და ღირსებაზე. თუ მიზეზობრიობის კანონი ერთხელ მაინც არ განხორციელდა მოვლენათა სფეროში, ეს სრული საბუთია მისი საყოველთაობის წინააღმდეგ, მაგრამ არავინ რომ არ განახორციელოს მორალური კანონი, ეს მის ღირებულებას ვერაფერს დააკლებს. არც ერთი პატიოსანი კაცი რომ არ იყოს ქვეყანაზე, პატიოსნება განა ამით გაუფასურდება? კანტი რუსოს მსგავსად ფიქრობს, რომ ყველა ადამიანმა იცის თუ რა არის კარგი ე. ი. მორალური და რაა ცუდი. სხვა ამბავია, რომ ყველა ადამიანს არა აქვს ძალა, დაიცვას მორალური კანონის მოთხოვნანი. მას მხოლოდ იმის დასაბუთება სურს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, თუ ნამდვილად მოინდომებს, იყოს მორალური, დაიცვას კატეგორიული იმპერატივი. ამისათვის საჭიროა ამ კანონის არა მარტო ა პ რ ი ო რ უ ლ ო ბ ი ს, ე. ი. გამოცდილებისაგან, ემპირიისაგან დამოუკიდებლობის, არამედ მისი ს ი ნ თ ე ზ უ რ ო ბ ი ს ჩვენებაც. აპრიორული სინთეზურობა კანტის მიერ შემოტანილი ცნებაა და მოწოდებულია დაასაბუთოს განვითარების შესაძლებლობა როგორც შემეცნებაში, ისე ეთიკაში და ესთეტიკაში. შემეცნებაში იგი გვიჩვენებს თუ როგორაა შესაძლებელი, რომ არსებულ ცოდნას რაღაც მიემატოს, რაც მასში არ იგულისხმება, მაგრამ მიემატოს აუცილებლობის და საყოველთაობის უფლებით. ზნეობაში კი ესაა ინდივიდუალური (ჩემი) ნების ამაღლება საყოველთაო კანონის დონეზე. ამით პასუხი გაეცა კითხვას - „რა უნდა გავაკეთო?. მესამე კითხვაზე - რისი იმედი შეიძლება მქონდეს? - პასუხისათვის წინასწარ საჭიროა თეორიული შემეცნებისა და ზნეობის სფეროს, ანუ არსისა და ჯერარსის სფეროთა დაკავშირება, რაც ხორციელდება მესამე კრიტიკაში - „მსჯელობის უნარის კრიტიკაში (1790 წ.).

„წმინდა გონების კრიტიკაში დასაბუთებული პრაქტიკული გონების პრიმატი თეორიული შემეცნების მიმართ, ამ კავშირს მხოლოდ ცალმხრივად წარმოადგენს: გამოცდილების და ე. ი. თეორიული შემეცნების გარეთ მდგომი მიზნები პრაქტიკული გონებისა (იდეები) წარმართავენ შემეცნებას. ამასთანავე მორალის, ჯერარსის კანონები ვერ მკვიდრდებიან გამოცდილების სფეროში, რადგან განხორციელებული ჯერარსი უკვე არსია და არა მორალური სფეროს წარმომადგენელი. ამ ორი სფეროს დაკავშირებისათვის კანტი ყურადღებას აქცევს იმას, რომ ემპირიის, გამოცდილების სფეროში მეცნიერების აპრიორული კანონები მხოლოდ ზოგად მიმართებებს და სტრუქტურებს განსაზღვრავენ, მაგრამ ემპირიული კანონების უსასრულო რაოდენობას ვერ განსაზღვრავენ (ამას უსასრულო დრო დასჭირდებოდა). ადამიანი კი ამ მრავალფეროვნებაში ცხოვრობს, მასთან გრძნობადი მიმართება აქვს: რაღაც სიამოვნებს, რაღაც მოსწონს, რაღაც უსიამოვნოა, ანდა საერთოდ მოწონების ღირსად არ მიაჩნია. ადამიანს შეუძლია წარმოსახვის ძალით მოაწესრიგოს ეს მრავალფეროვნება, ანუ წარმოადგინოს იგი როგორც მიზანშეწონილი, სადაც ჰარმონიაშია არსის და ჯერარსის კანონები. ამგვარი წარმოსახვის უნარს კანტი ესთეტიკური ხედვის უნარს უწოდებს. იგი ადამიანის მესამე ძირითადი უნარია, რომელსაც ევალება მშვენიერი წარმოადგინოს როგორც ზნეობრიობის სიმბოლო (6.373). ოღონდ ეს უნდა განხორციელდეს, როგორც სხვა უნართა კანონები, თავისებური აპრიორულობით და საყოველთაობით. ამით ესთეტიკა ემყარება ბუნების მიზანშეწონილების თვალსაზრისით განხილვას, ე. ი. ტ ე ლ ე ო ლ ო გ ი ა ს. იგი ისე იხილავს ბუნებას, თითქოს ის მორალური მიზნების შესაბამისად იყოს წარმართული და თითქოს ბუნების უმაღლესი მიზანი იყოს ადამიანი როგორც მორალური არსება. ამით ჩვენ თეორიულად ვერაფერს ვიმეცნებთ, მაგრამ სამყაროს მთლიანობაში წარმოვიდგენთ არა როგორც უბრალო მექანიზმის სახით, რასაც ზუსტი მეცნიერებანი ცდილობენ, არამედ როგორც ცოცხალს, როგორც ორგანიზმს, რომელსაც უმაღლესი გონიერი არსება მართავს და თუ ჩვენ ღირსნი ვიქნებით ბედნიერების, შესაძლებელია ჩვენ მას ვეზიაროთ კიდეც. ბედნიერების ღირსად ყოფნა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევიმეცნეთ ის, რისი შემეცნებაც შეგვეძლო და ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ე. ი. ვასრულებდით კატეგორიული იმპერატივის მოთხოვნას, ისე, რომ მასშივე (ამგვარ მოქმედებაში) ვხედავდით უმაღლეს ჯილდოს. ტელეოლოგია მე სხვა, რაიმე უფრო მაღალ მიზანს კი არ მაძლევს, არამედ ამ მიზანს სინამდვილეში განხორციელებულად წარმომისახავს. აქედან გამოდის, რომ მშვენიერი ის უმაღლესი ვითარებაა, რასაც ადამიანი ამქვეყნად შეიძლება ეზიაროს. იგი ახდენილი იმედია, რომელიც მის გარეთ არაფერზე არ მიუთითებს. მაგრამ იგი მხოლოდ ჩვენი განცდაა, საგნის საბაბით გამოწვეული, ჩვენი წარმოსახვის ძალის დაძაბვას გულისხმობს, რომელსაც ჰარმონიაში მოჰყავს ბუნება და ზნეობა, განსჯა და გონება. კანტი მას თამაშის მდგომარეობას ადარებს. ამიტომ მას გარკვეული ხანგრძლიობა აქვს. ამის გამოა: ჩვენ არ შეგვიძლია განუწყვეტლივ ვემორჩილებოდეთ ესთეტიკურ, დაუინტერესებელ ხედვას, თუნდაც ის ობიექტი, რომელიც მშვენიერების განცდის საბაბი გახდა, მუდამ თვალწინ გვქონდეს. ადამიანის სასრულობა იმაშიც ვლინდება, რომ იგი კითხვას: „რისი იმედი შეიძლება მქონდეს?  საიქიოზეც ავრცელებს. ამდენად ესთეტიკა მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს აღნიშნულ კითხვას და, კანტის აზრით, ტელეოლოგიას უშუალოდ მივყევართ რ ე ლ ი გ ი ა ს თ ა ნ, ანუ ჩვენი მოვალეობების ისეთ გაგებასთან, თითქოს ისინი ღვთაებრივი მცნებანი იყვნენ (6.522).

ამ ახალი განზომილების დაფუძნებამ სპეციალური კვლევა მოითხოვა, რომელსაც კანტმა უწოდა „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში" და რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს.

მიუხედავად იმისა, რომ საქვეყნოდ სახელგანთქმული იყო, კანტს ძალიან გაუჭირდა ამ ნაშრომის გამოცემა. ის სიახლე, რაც უშუალოდ მოდიოდა ზნეობის ავტონომიის კანტისეული პრინციპიდან ზოგადად ყველასთვის ცნობილი იყო: რელიგიას კი არ უნდა ემყარებოდეს მორალი, არამედ თავად რელიგია მორალის საფუძველზე უნდა არსებობდეს. ღმერთის არსებობის ერთადერთი დასაბუთება ადამიანის მორალურ საქციელში იქნა დანახული. ამ საქციელის საფუძველი კი მხოლოდ ამ ადამიანის გადაწყვეტილება, მისი კეთილი ნება იყო. ადამიანის ქცევის ფაქტობრივი, გარეგანი შედეგი არარსებითად იქნა ჩათვლილი, ამ საფუძველზე ბევრი რამ იცვლებოდა ოფიციალური რელიგიისათვის. სწორედ ამ ცვლილებებზე იყო ლაპარაკი ნაშრომში - „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში. ეს ნათლად გამოჩნდა ნაშრომის პირველსავე ნაწილში, რომელიც კანტმა ბერლინში გამოაქვეყნა 1792 წ. - „რადიკალური ბოროტების შესახებ ადამიანის ბუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრინციპის გამართლება სახარებიდანაც შეიძლება (კერძოდ პავლე მოციქულის გამონათქვამებიდან), ნაშრომმა ბევრი აღაშფოთა, მათ შორის გოეთეც. ეს განმანათლებლობის ეპოქის მიწურული იყო. ადამიანი ბუნებით კეთილად ითვლებოდა, ანდა ყოველ შემთხვევაში, ნეიტრალურად სიკეთე-ბოროტების მიმართ. გოეთე მოგვიანებით მიხვდა, რომ სიკეთე-ბოროტების თანაარსებობა ადამიანში უფრო შეესაბამებოდა მის შემოქმედებით პრაქტიკას, ვიდრე განმანათლებლობის წინასწარდადგენილი ოპტიმიზში.

ნაშრომის მეორე ნაწილი - „კეთილი და ბოროტი პრინციპის ბრძოლა ადამიანზე ბატონობისათვის - ცენზორმა აკრძალა ოფიციალურ რელიგიასთან შეუთავსებლობის გამო. კანტს, ცხადია, მომხრენიც ბევრი ჰყავდა. საქმე მეფემდე მივიდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან იმხანად სასახლის კარზე სასულიერო პირები იყვნენ გაბატონებული. ბერლინში დამარცხებულმა კანტმა მოახერხა კიონიგსბერგში გამოექვეყნებინა წიგნი - „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში, რომლის პირველ და მეორე ნაწილებს ზემოაღნიშნული შრომები შეადგენდნენ.

თუ როგორ აფასებდა კანტი თავის ახალ ნაშრომს და მის მიმართებას მაშინდელ სოციალურ გარემოსთან, ნათლად ჩანს წერილიდან, რომელიც მოხუცმა ფილოსოფოსმა მისწერა გიოტინგენში მოღვაწე თეოლოგიის პროფესორს კარლ ფრიდრიჰ შტოიდლინს (1761-1826) 1793 წ. 4 მაისს. შტოიდლინმა მას 1791 წელს გაუგზავნა თავისი ახალი ნაშრომი - „იდეები ქრისტიანული რელიგიის სისტემის კრიტიკისათვის":

„ღირსეულო ადამიანო, თქვენს, ჯერ კიდევ 1791 წ. 9 ნოემბერს მოწერილ წერილზე და ძვირფას საჩუქარზე, როგორიც იყო თქვენი იდეები კრიტიკისა და ა. შ. ჩემი პასუხის დაგვიანება არ ჩათვალოთ ჩემი უყურადღებობის, ანდა უმადურობის ნიშნად. მე განვიზრახე ჩემი პასუხისათვის დამერთო გარკვეული აზრით მსგავსი საპასუხო საჩუქარი თქვენთვის, მაგრამ ეს საქმე დააყოვნა რიგმა სამუშაომ. - წმინდა ფილოსოფიის სფეროში ჩემთვის საჭირო სამუშაოს გეგმა, რომელიც მე დიდი ხნის წინათ დავსახე, სამი ამოცანის გადაჭრას ისახავდა მიზნად: 1) რა შემიძლია მე ვიცოდე? (მეტაფიზიკა), 2) რა უნდა გავაკეთო? (მორალი), 3) რისი იმედი შეიძლება მქონდეს? (რელიგია). რასაც დაბოლოს მეოთხე უნდა მოჰყოლოდა: რა არის ადამიანი? (ანთროპოლოგია. რაზეც მე აგერ ოც წელზე მეტია ყოველწლიურად ვკითხულობ ლექციებს). - წერილს თანმხლები ნაშრომით - „რელიგია საზღვრებში და ა. შ." მე ვცდილობდი შემესრულებინა ჩემი გეგმის მესამე განყოფილება. ამ დროს ჩემი წარმმართველი იყო სინდისი და ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტი პატივისცემა, მაგრამ ამავე დროს შესაფერი გულახდილობის პრინციპიც, რომელიც მოითხოვს არაფერი მიმეჩქმალა, არამედ აშკარად გადმომეცა თუ როგორ მიმაჩნია მე შესაძლებლად ქრისტიანული რელიგიის უწმინდეს პრაქტიკულ გონებასთან შეერთება. - ბიბლიური თეოლოგი ხომ გონებას ვერაფერს დაუპირისპირებს გარდა კვლავ გონებისა, ანდა ძალადობისა? თუ მას არ სურს დააბრალონ ეს უკანასკნელი (რაც ძალზე მოსალოდნელია საზოგადოებაში თავისუფლების საყოველთაო შეზღუდვით გამოწვეულ ახლანდელ კრიზისში), მაშინ მან იმ არგუმენტებს, რომელნიც საზიანოდ მიაჩნია, სხვა არგუმენტებით უნდა წაართვას ძალა და არა ანათემათა ჭექა-ქუხილით სასახლის ატმოსფეროს ღრუბლებიდან. ეს იყო ჩემი აზრი წინასიტყვაობის XIX გვ., რამდენადაც ბიბლიურ თეოლოგს, მისი სრულყოფილი მომზადებისათვის ვთავაზობდი, თავისი ძალა იმაზე ეცადა, რის დაპირისპირებასაც შესძლებდა ფილოსოფია ყველა თავის მტკიცებათა სისტემის სახით (როგორიცაა, მაგალითად, წინამდებარე წიგნი), ეპასუხნა მათზე ასევე არგუმენტებით, რათა აღჭურვილი ყოფილიყო ყოველი მომავალი შენიშვნის წინააღმდეგ. - თქვენ ალბათ გაგაკვირვებთ წინასიტყვაობის, გარკვეული აზრით, სასტიკი ტონი. ეს გამოიწვია შემდეგმა ვითარებამ; მთელი შრომა უნდა დაბეჭდილიყო ბერლინურ ყოველთვიურში, ოღონდ იქაური კომისიის ცენზურით. პირველ ნაწილზე ასეც მოხდა (სათაურით რადიკალური ბოროტების შესახებ ა. ბ.), მას შემდეგ რაც ფილოსოფიის ცენზორმა ბატონმა საიდუმლო მრჩეველმა ჰილმერმა იგი თავისი უწყების საქმედ ჩათვალა, მეორე ნაწილი კი ასე ბედნიერი არ ყოფილა, რადგან ბატონმა ჰილმერმა, რომელმაც იფიქრა, რომ აქ ბიბლიურ თეოლოგიაში ხდება შეჭრა (თუმცა მე არ ვიცი რატომ ასეთივე არ მოეჩვენა მას პირველი) საჭიროდ ჩათვალა მოთათბირებოდა თეოლოგიის ცენზორს ობერ კონსისტორიის მრჩეველს ბატონ ჰერმესს, რომელმაც ბუნებრივია (რადგან რომელ სასულიერო პირს უთქვამს ძალაუფლებაზე უარი?) ეს ნაშრომი მყის თავის სამსჯავროს კუთვნილად ჩათვალა და უარი თქვა მიეცა ნებართვა (legi). და აი წინასიტყვაობის მიზანია უჩვენოს, რომ, როცა საცენზურო კომისია ვერ გარკვეულა თუ

Enjoying the preview?
Page 1 of 1