Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რისი მწამს
რისი მწამს
რისი მწამს
Ebook109 pages1 hour

რისი მწამს

Rating: 4.5 out of 5 stars

4.5/5

()

Read preview

About this ebook

ეს წიგნი, ისევე, როგორც "რატომ არ ვარ ქრისტიანი", რასელის ათეიზმის ყველაზე ცხადი და ცნობილი ნიმუშია. იგი გამოყენებულ იქნა 1940 წლის სასამართლო საქმის მტკიცებულებად, როდესაც რასელი კოლეჯის დონეზე ფილოსოფიის სწავლებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს. ამ წიგნში გადმოცემული იდეები მაშინაც წინააღმდეგობრივი და საკამათო იყო და დღესაც ასეა, რელიგიისთვის კი ისინი სულაც მკრეხელურია. ეს შესანიშნავი ნაშრომი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რასელის ფილოსოფიის საუკეთესო შესავალი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 10, 2020
რისი მწამს

Read more from ბერტრან რასელი

Related to რისი მწამს

Related ebooks

Reviews for რისი მწამს

Rating: 4.666666666666667 out of 5 stars
4.5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რისი მწამს - ბერტრან რასელი

    ბერტრან რასელი - რისი მწამს

    Bertrand Russell - What I Believe

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    1. ბუნება და ადამიანი

    2. მართებული ცხოვრება

    3. ზნეობის კანონები

    4. ხსნა (ინდივიდუალური და სოციალური)

    5. მეცნიერება და ბედნირება

    განმარტებები

    წინასიტყვაობა

    ამ მცირე ზომის წიგნით შევეცადე ჩემი შეხედულებები გადმომეცა ადამიანის ადგილის შესახებ სამყაროში, და ასევე მისი შესაძლებლობისა, იცხოვროს ღირსეულად. „იკარუსში" მე ჩემი შიშები გავაცანი საზოგადოებას; მომდევნო გვერდებზე ჩემს იმედებს გაგაცნობთ. შეუსაბამობა ცხადია. ასტრონომიის გარდა, ადამიანმა ვერსად ისწავლა მომავლის წინასწარმეტყველების ხელოვნება; ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის მოღვაწეობაში არის ძალები, რომლებიც ბედნიერებას ქმნიან, და არის ძალები, რომლებიც ქმნიან სატანჯველს. ჩვენთვის უცნობია, რომელი მოიპოვებს უპირატესობას, მაგრამ გონივრული ქმედებებისთვის ორივეს უნდა ვიცნობდეთ.

    იანვარი 01, 1925

    ბ.რ.

    1. ბუნება და ადამიანი

    ადამიანი ბუნების ნაწილია და არა რაღაც, რაც დაპირისირებულია მასთან. მისი აზრები და სხეულის მოძრაობა იმავე კანონებს ემორჩილება, რომლებიც ვარსკვლავებისა და ატომების მოძრაობას განსაზღვრავენ. ფიზიკური სამყარო ადამიანთან შედარებით დიდია - უფრო დიდი, ვიდრე ეს დანტეს დროს ესმოდათ, თუმცა არც იმდენად დიდი, როგორც ეს ჯერ კიდევ ასი წლის წინ სწამდათ. მაგრამ, სიგრძივ თუ განივ, დიდსა თუ მცირეში, მეცნიერება, როგორც ჩანს, თავის საზღვრებს აღწევს. ფიქრობენ, რომ სამყარო სასრულია სივრცივ, ხოლო შუქი მის გარშემო რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში მოგზაურობს. ფიქრობენ, რომ მატერია ელექტრონებისა და პროტონებისგან შედგება, რომლებსაც სასრული ზომა აქვთ და რომელთა რაოდენობა სამყაროში ასევე სასრულია. სავარაუდოდ, მათი ცვლილება არ არის უწყვეტი, როგორც ეს ეგონათ, და ნახტომისებურად ხდება, რომელთაგან არც ერთი არ არის რაიმე მინიმალურ ნახტომზე მცირე. ასეთ ცვლილებათა კანონები, როგორც ჩანს, შეგვიძლია დავაჯამოთ ერთობ ზოგადი პრინციპების მცირე რაოდენობად, რომლებიც სამყაროს წარსულსა და მომავალს განსაზღვრავენ, თუკი ისტორიის მცირე მონაკვეთი მაინც არის ცნობილი.

    ამგვარად, ფიზიკის მეცნიერება აღწევს ეტაპს, როდესაც ის დასრულდება და უინტერესოდ იქცევა. თუკი ელექტრონებისა და პროტონების მოძრაობის კანონებს ვფლობთ, სხვა დანარჩენი მხოლოდ გეოგრაფიაა - ცალკეული ფაქტების ნაკრები, რომლებიც მათ გავრცელებას გვაცნობენ სამყაროს ისტორიის რომელიმე ეპიზოდში.

    ჯამური რაოდენობა გეოგრაფიული ფაქტებისა, რომლებიც სამყაროს ისტორიის განსაზღვრისათვის არის საჭირო, სავარაუდოდ, სასრულია; თეორიულად ისინი შესაძლოა შეტანილ იქნას დიდ წიგნში „სომერსეტ ჰაუს"-ში შესანახად, გამომთვლელ მანქანასთან ერთად, რათა ბერკეტზე დაწოლით მკვლევარმა შეძლოს ფაქტების მოძიება იმისგან განსხვავებულ ეპოქებში, რომელთა შესახებ ჩანაწერები არსებობს. რთულია არასრული აღმოჩენის ვნებიან ხიბლზე რაიმე ნაკლებ საინტერესოსა ან მეტად განსხვავებულის წარმოდგენა. ეს მაღალ კლდეზე ცოცვას ჰგავს, როდესაც წვერზე ასულს სხვა არაფერი გხვდებათ, გარდა რესტორნისა, რომელშიც ჯანჯაფილის ლუდს შემოგთავაზებენ, რესტორანი ნისლშია ჩაფლული, მაგრამ იქ მისაწვდომია რადიო. აჰმესის დროს შესაძლოა გამრავლების ტაბულაც აღფრთოვანებას იწვევდა.

    ადამიანიც ამ ფიზიკური და უინტერესო სამყაროს ნაწილია. მისი სხეული, სხვა მატერიის მსგავსად, პროტონებისა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1