Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი
Ebook223 pages2 hours

ზიგმუნდ ფროიდი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"უკმაყოფილება კულტურით" ზიგმუნდ ფროიდის 1930 წლის ნაშრომია. 1921 წელს გამოქვეყნებულ "მასების ფსიქოლოგიასა და ეგოს ანალიზთან" ერთად იგი ფროიდის ყველაზე ამომწურავი კულტურულ-თეორეტიკული ტრაქტატია. ეს გახლავთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი კულტუროლოგიის სფეროში, რომელიც კულტურასა და ინსტინქტურ იმპულსებს შორის კონტრასტებს განიხილავს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 17, 2020
ზიგმუნდ ფროიდი

Related to ზიგმუნდ ფროიდი

Related ebooks

Reviews for ზიგმუნდ ფროიდი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ზიგმუნდ ფროიდი - უკმაყოფილება კულტურით

    ზიგმუნდ ფროიდი - უკმაყოფილება კულტურით

    Sigmund Freud - Das Unbehagen in der Kultur

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I

    II

    III

    IV

    V

    VI

    VII

    VIII

    განმარტებები

    I

    შეუძლებელია უარის თქმა აზრზე, რომ ადამიანები ყველაფერს ყალბი საზომით ზომავენ: ისინი მიილტვიან ძალაუფლების, წარმატებისა და სიმდიდრისკენ, მათ აღტაცებას იწვევენ ისეთები, ვინც ამ ყველაფერს ფლობს, იმავდროულად კი არასათანადოდ აფასებენ ცხოვრების ჭეშმარიტ სიამეებს. თუმცა, ასეთი განზოგადება, როგორც ყოველთვის, არ არის უსაფრთხო; დავიწყებას ეძლევა ადამიანის სამყაროსა და სულიერი ცხოვრების მრავალფეროვნება. არიან ადამიანები, რომლებსაც თანამედროვეები უარს არ ეუბნებიან პატივისცემაზე, თუმცა მთელი მათი დიდება ეფუძნება თვისებებსა და საქმეებს, რომლებიც სრულიად უცხოა ბრბოს მიზნებისა და იდეალებისთვის. დავუშვათ, რომ მათ დიდებას ასევე უმცირესობა ცნობს, როდესაც დიდ უმრავლესობას მათ შესახებ არაფრის ცოდნა არ სურს; მაგრამ არც აქაა ყველაფერი მარტივად, თუკი გავითვალისწინებთ ადამიანთა სიტყვებისა და საქმეების შეუთანხმებლობას, და ადამიანურ სურვილთა მრავალფეროვნებას.

    ერთი ასეთი შესანიშნავი ადამიანი წერილებში თავის მეგობარს მიწოდებს. მე მას ჩემი მცირე ზომის ნაშრომი გავუგზავნე, რომელშიც რელიგია განხილულია, როგორც ილუზია. მან მიპასუხა, რომ სრულიად დაეთანხმებოდა ჩემს შეფასებას, მაგრამ წუხს, რომ მე საკადრისი არ მივაგე რელიგიურობის ჭეშმარიტ წყაროს. ასეთად მას მიაჩნია განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც მას არასოდეს სტოვებს, რომელიც მას მრავალ ადამიანში შეუმჩნევია და, სავარაუდოდ, მილიონებისთვისაა დამახასიათებელი. ამ განცდას ის „მარადიულობის შეგრძნებას უწოდებს, რაღაც უსაზღვროს გრძნობას, უკიდეგანოს, „ოკეანურის. ასეთი განცდა წმინდად სუბიექტური საქმეა, ეს არ არის რწმენის საკითხი. მასთან არ არის შეზავებული პირადი უკვდავების დაპირება, მაგრამ სანაცვლოდ მასში არის რელიგიური ენერგიის წყარო, რომელიც სხვადასხვა ეკლესიებსა და რელიგიურ სისტემებს კვებავს. ისინი მიმართავენ მას სხვადასხვა არხებით, სადაც ხდება კიდეც მისი შთანთქმა. მხოლოდ ასეთი „ოკეანური" გრძნობის საფუძველზე შეუძლია ადამიანს საკუთარ თავს რელიგიური უწოდოს - თუნდაც ის ყოველგვარ რწმენასა და ყოველგვარ ილუზიას უარყოფდეს.

    ჩემი პატივცემული მეგობრის ასეთმა მსჯელობამ, რომელმაც ერთხელ თვით მიაგო საკადრისი პოეტური ილუზიის მაგიას, არაერთი სირთულის წინაშე დამაყენა[1]. ჩემში მე ვერ ვპოულობ ასეთი „ოკეანური გრძნობის სიმპტომებს; მეცნიერულ მიდგომას გრძნობები არაერთ უხერხულობას უქმნის. ჩვენ შეგვიძლია მათი ფიზიოლოგიური ნიშნების აღწერა. იქ, სადაც ეს ხერხდება, - მე კი ვშიშობ, რომ „ოკეანური განცდა ასეთ დახასიათებას არ ექვემდებარება, - არაფერი რჩება, გარდა იმ წარმოდგენათა შემადგენლისა, რომლებიც ასოციაციურადაა დაკავშირებული ამ გრძნობას. თუკი მართებულად გავუგე ჩემს მეგობარს, მას იგივე უნდა ჰქონდეს მხედველობაში, რაც ერთ ორიგინალურ და ერთობ თავისებურ პოეტს, რომელიც თავის გმირს თვითმკვლელობის წინ ანუგეშებდა: „ვერ დავტოვებთ ამ სამყაროს[2]. ამგვარად, საქმე ეხება უწყვეტი კავშირის განცდას, სამყაროული ერთობისადმი კუთვნილებისა. ჩემთვის ეს უმალ ინტელექტუალური გონებაჭვრეტის ხასიათს ატარებს, რასაკვირველია, არა თანამდევი გრძნობების გარეშე, მაგრამ ისინი ხომ იმავე მნიშვნელობის სხვა აზროვნებითი აქტების დროსაც საკმარისია. პირადი გამოცდილება ვერ მიდასტურებს, რომ ასეთი გრძნობები თავიანთი ბუნებითაა პირველადი. ამ საფუძვლით მე არ შემიძლია სხვებში მათი არსებობის ფაქტთან შეკამათება; საკითხი მხოლოდ იმაშია, რამდენად მართებულად ხდება მათი განმარტება და შეიძლება თუ არა ისინი ჩაითვალონ ყველა რელიგიური მოთხოვნის „fons et origo[3]-დ.

    მე არაფრის შემოთავაზება შემიძლია ამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტისთვის. იდეა ამ გრძნობით ადამიანის უშუალო, იმთავითი უწყების შესახებ - მისი კავშირისა გარე სამყაროსთან - იმდენად უცნაურად ჟღერს, იმდენად ცუდად თავსებადია ჩვენს ფსიქოლოგიასთან, რომ ამ გრძნობის ფსიქოანალიტიკური ანუ გენეტიკური კვლევა უნდა გაგვეხორციელებინა. ასეთ შემთხვევაში ჩვენს განკარგულებაში შემდეგი გზაა: ნორმალურ მდგომარეობაში ჩვენთვის არაფერია საკუთარი თავის გრძნობაზე უტყუარი, ჩვენი საკუთარი „მე-სი, რომელიც ჩვენ დამოუკიდებლად, მთლიანად, სხვა დანარჩენისგან განსხვავებულად გვეჩვენება. გარეგნობა მაცდურია, არ არსებობს არანაირი მკაფიო შინაგანი საზღვარი „მე-სა და არაცნობიერ სულიერ სუბსტანციას შორის, რომელსაც ჩვენ Id-ს ვუწოდებთ. „მე მისთვის მხოლოდ ფასადია, - ეს გვასწავლა ჩვენ ფსიქოანალიზმა. მან ჯერ კიდევ მრავალი მიმართებით უნდა დააზუსტოს დამოკიდებულება „მე-სა და Id-ს შორის, თუმცა, სულ ცოტა, გარე სამყაროსთან დამოკიდებულებაში „მე თითქოს გამიჯნული უნდა იყოს ამ უკანასკნელისგან მკვეთრი საზღვრით. მხოლოდ ერთ, თუმცა უჩვეულო, მაგრამ არა პათოლოგიურ მდგომარეობაშია საქმის ვითარება განსხვავებული. შეყვარებულობის პიკზე საზღვარი „მე-სა და ობიექტს შორის დამაფრთხობლად გაურკვეველი ხდება. სიცხადის საპირისპიროდ, შეყვარებული „მე-სა და „შენ-ს ერთ მთლიანობად აღიქვამს და მზად არის ისე მოიქცეს, თითქოს ეს სინამდვილეს შეესაბამებოდეს. ის, რისი განრიდება დროებით შეუძლია ფიზიოლოგიურ ფუნქციას, რასაკვირველია, შესაძლოა დაავადების გამომწვევი პროცესების შედეგი იყოს. პათოლოგიიდან ჩვენთვის ცნობილია რაოდენობა მდგომარეობებისა, როდესაც საზღვარი „მე-სა და გარე სამყაროს შორის არასაიმედო ხდება, ან საზღვარი უმართებულოდაა გავლებული. ასეთია შემთხვევები, როდესაც ჩვენი საკუთარი სხეულისა და სულიერი ცხოვრების ნაწილებიც - ჩვენი აღქმები, აზრები, გრძნობები, - თითქოს უცხოა ჩვენთვის, თითქოს ჩვენს „მე-ს არ ეკუთვნოდეს. ასეთივეა შემთხვევები, როდესაც გარე სამყაროზე გადააქვთ რაღაც, წარმოქმნილი „მე-ს მიერ ან კუთვნილი მისთვის. ამგვარად, „მე-ს გრძნობა ასევე მოწყვლადია დარღვევებისადმი, ხოლო „მე"-ს საზღვრები - არამდგრადი.

    შემდგომი მსჯელობა გვიჩვენებს, რომ ზრდასრული ადამიანის „მე"-ს გრძნობა არ შეიძლებოდა თავიდანვე ასეთი ყოფილიყო. მას განვითარების ხანგრძლივი გზა უნდა გაევლო. ცნებისმიერად ეს ხშირად ვერ მტკიცდება, მაგრამ მისი რეკონსტრუირება ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება[4]. ჩვილი ჯერ კიდევ ვერ ასხვავებს თავის „მე-ს გარე სამყაროსგან, როგორც მისთვის წვეული შეგრძნებების წყაროს. ამას ის სხვადასხვა იმპულსებიდან სწავლობს. უძლიერეს გავლენას უნდა ახდენდეს მასზე ის, რომ აღგზნების ერთი სახეობის წყაროები შესაძლოა უგზავნიდნენ მას შეგრძნებებს (მოგვიანებით ის მათში საკუთარი სხეულის ორგანოებს შეიცნობს), როდესაც სხვა წყაროები დროდადრო გასხლტება. მათგან ყველაზე სასურველი დედის მკერდია, რომლის მოხმობა მხოლოდ დაჟინებული ყვირილით შეიძლება. ასე უპირისპირდება „მე-ს რაიმე „ობიექტი, რაღაც, რაც „გარეთ არის, და ჩნდება მხოლოდ განსაკუთრებული ქმედების შედეგად. შემდეგ ბიძგად „მე-ს გამოცალკევებისთვის შეგრძნებათა მასიდან, მით კი გარე სამყაროს აღიარებისა, წარმოადგენს ხშირი, მრავალფეროვანი და განუშორებელი შეგრძნება ტკივილისა და უსიამოვნების. ასე იქმნება ტენდენცია „მე-ს გამოცალკევებისკენ ყველაფრისგან, რაც შესაძლოა უსიამოვნების წყაროდ იქცეს. ამ ყოველივეს გატანა გარეთ ხდება, „მე კი იქცევა წმინდა სიამოვნების ინსტანციად, რომლის წინაშე აღმდგარია უცხო და საშიში გარე სამყარო. ასეთი პრიმიტიული „მე-ს საზღვრების - წმინდა სიამოვნებისა - გამოსწორება გამოცდილების წნეხის ქვეშ ხდება. მრავალი იქიდან, რასაც სიამოვნება მოაქვს და რაზე უარის თქმა შეუძლებელია, ეკუთვნის არა „მე-ს, არამედ „ობიექტს. და პირიქით, მრავალი ტკივილი, რომლის თავიდან მოშორება იქნებოდა სასურველი, განუშორებელია „მე-სგან, მას შინაგანი წარმომავლობა აქვს. გრძნობის ორგანოთა მიზანმიმართული ფუნქციონირება და შესაბამისი გონებრივი ძალისხმევა ასწავლის ადამიანს შინაგანისა („მე-ს კუთვნილი) და გარეგანის (გარემომცველი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1