Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ
ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ
ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ
Ebook268 pages3 hours

ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე კვლევის ფოკუსშია ნიცშეს კამათი პოზიტივისტებთან და ისტორიის აღქმის პრობლემა მატერიალიზმისა და იდეალიზმის პოზიციებიდან. წარმოადგენს რა სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნიცშე ემპირიულ გამოცდილებას საკუთარ შეედულებებს უპირისპირებს, და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ისტორია მორალური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მეცნიერებად იწოდებოდეს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 9, 2019
ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ

Read more from ფრიდრიხ ნიცშე

Related to ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ

Related ebooks

Reviews for ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ

Rating: 3.3333333333333335 out of 5 stars
3.5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ - ფრიდრიხ ნიცშე

    ფრიდრიხ ნიცშე - ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ

    Friedrich Nietzsche - Vom Nutzen und Nachteil der Historie für das Leben

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    განმარტებები

    წინასიტყვაობა

    „ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, საძულველია ყველაფერი, რაც მხოლოდ მმოძღვრავს მე, თუ იმავდროულად უშუალოდ არ ცხოველჰყოფს ჩემს საქმიანობას". გოეთეს ეს სიტყვები, ეს მისი გულითადი ceterum censeo[1] შესაძლოა შესავალის სახით ყოფილიყო გამოყენებული ისტორიის დადებითი ან უარყოფითი ღირებულების შესახებ მსჯელობისთვის. წინამდებარე მსჯელობაში ჩვენ განზრახული გვაქვს ვაჩვენოთ, რატომ უნდა იყოს სწავლება ცხოველყოფის გარეშე, რატომ უნდა იყოს ცოდნა, გადაჯაჭვული მოღვაწეობის დასუსტებას, რატომ უნდა იყოს ისტორია, როგორც ცოდნის ძვირფასი ნაჭარბი და ფუფუნება, გოეთეს სიტყვებით, სერიოზულად საძულველი ჩვენთვის, - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ყველაზე აუცილებელი გვესაჭიროება, და კიდევ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ჭარბია, აუცილებელის მტერია. რასაკვირველია, ჩვენ გვჭირდება ისტორია, მაგრამ ჩვენ ის გვჭირდება განსხვავებულად განებივრებული და უქმი მოყვარულისგან ცოდნის ბაღჩაში, როგორი ქედმაღლური უგულვებელყოფითაც არ უნდა უმზერდეს ეს უკანასკნელი ჩვენს უხეშ და დაუხვეწავ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. ეს კი ნიშნავს, რომ ის ჩვენ გვჭირდება ცხოვრებისა და მოღვაწეობის, და არა ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის მოსახერხებლად გვერდის ასავლელად, და კიდევ უფრო ნაკლებად - თავისმოყვარე ცხოვრებისა და ლაჩრული და ურიგო მოღვაწეობის გასამართლებლად. მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისტორია ცხოვრებას ემსახურება, იმდენად ვართ თანახმანი, ვემსახუროთ მას; იმავდროულად კი არსებობს ისტორიის მსახურების იმგვარი საშუალება და მისი იმგვარი შეფასება, რაც ცხოვრების დაკნინებასა და გამოფიტვას იწვევს: მოვლენა, რომლის გამოკვლევა ჩვენი დროის ცნობილ სიმპტომებთან კავშირში ახლა იმდენადვე აუცილებელია, რამდენადაც ეს, შესაძლოა, სამძიმო იყოს.

    მე ვისწრაფოდი გამომეხატა გრძნობა, რომელსაც არაერთხელ გავუტანჯივარ; დაე, მისადმი ჩემი შურისძიება ის იყოს, რომ მე მას ახლა საჯაროდ განვაცხადებ. შესაძლოა ასეთმა გამოხატვამ ვინმეს იმის თქმისკენ უბიძგოს, რომ მასაც განუცდია ასეთი გრძნობა, ხოლო ჩემთვის იგი ცნობილია არა მისი პირველსაწყისი და სუფთა სახით, და რომ მე ის თავდაჯერებულობისა და შეგნების არცთუ სათანადო სიმწიფით გამოვხატე. შესაძლოა, ასეთი იყოს ზოგიერთთა აზრი; უმრავლესობა კი მეტყვის, რომ ეს სრულიად გახრწნილი, არაბუნებრივი, საძულველი და უბრალოდ დაუშვებელი გრძნობაა ან რომ მე მასში საკუთარი თავი წარმოვადგინე, როგორც უღირსი - ისტორიისკენ ჩვენი დროის იმ მძლავრი მიზიდულობისა, რომელიც, როგორც ცნობილია, ცხადად გამოვლინდა ორი უკანასკნელი თაობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი გერმანელებს შორის. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, იმით, რომ მე ჩემი გრძნობის ბუნების ზუსტ აღწერას ვბედავ, მე უმალ გაბატონებულ ადათთა შენარჩუნებას ვუწყობ ხელს, და არა მათთვის ძირის გამოთხრას, რადგან ამ გზით მე საშუალებას ვაძლევ მრავალს, კომპლიმენტად დაიხარჯოს დროის მსგავსი მიმართულების წინაშე. მე კი ვიძენ კიდევ რაღაცას, რაც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე საზოგადოებრივი კეთილზნეობა, სახელდობრ კი საჯარო დამოძღვრასა და მკაცრ მითითებებს ჩვენი დროის აზრთან მიმართებით.

    ასევე უდროოდ მიმაჩნია ეს მსჯელობაც, რადგან მე მასში ვცდილობ ავხსნა რაღაც, რითიც ჩვენი დრო არცთუ უსაფუძვლოდ ამაყობს, კერძოდ კი მისი ისტორიული განათლება, როგორც ბოროტება, სენი და ნაკლი, დამახასიათებელი დროისთვის, რადგან მე ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი დაავადებულნი ვართ ქანცგამცლელი ისტორიული ციებცხელებით და, სულ ცოტა, ის მაინც უნდა გვეღიარებინა, რომ ავად ვართ ამით. ხოლო თუ გოეთე მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენს ღირსებათა კულტივირებისას ჩვენ ასევე ჩვენი ბიწიერების კულტივირებასაც ვახდენთ, და თუ, როგორც ეს ყველასათვის არის ცნობილი, ჰიპერტროფირებული ღირსება - როგორადაც ჩემთვის ჩვენი დროის ისტორიული შეგრძნება წარმოდგება - შესაძლოა ისევე დამღუპველად იქცეს ერისთვის, როგორც ჰიპერტროფირებული ბიწი, - მაშ რატომ არ უნდა მომეცეს შესაძლებლობა გამოვთქვა ის, რასაც ვფიქრობ? ჩემს გასამართლებლად არც იმას მივაჩუმათებ, რომ დაკვირვებები, რომლებმაც ჩემში ზემოაღნიშნული მტანჯველი შეგრძნებები გამოიწვიეს, ჩემს მიერ მნიშვნელოვანწილად საკუთარ თავზეა მოხდენილი, და მხოლოდ სხვებთან შედარების მიზნით, და რომ მე, ვრჩები რა ჩემი დროის შვილად, ასეთ არადროულ დასკვნებთან მხოლოდ იმ ოდენობით მივედი, რომლითაც მე იმავდროულად წინამორბედ ეპოქათა აღზრდილიც ვარ, განსაკუთრებით კი ბერძნულისა. გარკვეულ უფლებას ამაზე, ჩემი აზრით, კლასიკური ფილოლოგის სპეციალობაც მაძლევს: რადგან მე არ ვიცი, კიდევ რა აზრი შეიძლებოდა ჰქონოდა კალსიკურ ფილოლოგიას ჩვენს დროში, თუ არა ის, რომ არადროულად ემოქმედა, ანუ ჩვენი დროის საწინააღმდეგოდ, და ამის წყალობით მოეხდინა გავლენა მასზე, - იმედი უნდა ვიქონიოთ, მომავალი ეპოქის ინტერესებში.

    1

    ნახირს შეხედე, რომელიც შენს შორიახლოს ბალახობს: მან არ იცის, რა არის გუშინ, რა არის დღეს, ის დარბის, ცოხნის ბალახს, ისვენებს, ინელებს საკვებს, ისევ დარბის, და ასე დილიდან დაღამებამდე, მჭიდროდ მიბმული საკუთარ სიხარულსა და ტანჯვაში წამიერების ბოძს, რის გამოც არც მელანქოლია იცის და არც მოყირჭება. ეს სანახაობა ადამიანისთვის მეტისმეტად სამძიმოა, რადგან პირუტყვის წინაშე ადამიანი იმით ამაყობს, რომ ის ადამიანია, იმავდროულად კი შურის თვალით შეჰყურებს მის ბედნიერებას - რადგან მას, პირუტყვის მსგავსად, ერთადერთი რამ სურს: იცხოვროს ისე, რომ არც მოყირჭება იცოდეს და არც ტკივილი, მაგრამ მისი სწრაფვა აქით წარუმატებელია, რადგან მას ისე არ სურს, როგორც პირუტყვს. ადამიანს შეუძლია ჰკითხოს პირუტყვს: „რატომ არაფერს მეუბნები შენი ბედნიერების შესახებ, და მხოლოდ მიყურებ? პირუტყვი არ იტყოდა უარს პასუხზე: „ეს იმიტომ ხდება, რომ მე მყისიერად მავიწყდება ის, რისი თქმაც მსურდა, - მაგრამ მას იქვე ავიწყდება ეს პასუხიც და ამიტომ სდუმს, რაც არცთუ მცირედ აოცებს ადამიანს.

    მაგრამ ადამიანს საკუთარი თავიც აოცებს, ის რომ მას არ შეუძლია ისწავლოს დავიწყება და  რომ სამუდამოდაა მიჯაჭვული წარსულს; რაოდენ შორს და რაოდენ სწრაფადაც არ უნდა გარბოდეს, ჯაჭვი მასთან ერთად მირბის. სასწაული არ არის, რომ წამი, რომელიც ისევე ელვისებურად ჩნდება, როგორც ქრება, რომელიც არარადან წარმოიშობა და არარად იქცევა, რომ ეს წამი, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ ბრუნდება აჩრდილის მსგავსად და არღვევს სხვა, მომდევნო წამის სიმშვიდეს. დროის გრაგნილს გამუდმებით სცილდება ცალკეული ფოთლები და შორს მიფრინავს, რათა უეცრად კვლავ დაეცეს ადამიანს. ასეთ დროს იგი ამბობს: „მე მახსოვს - და შურით აღივსება პირუტყვისადმი, რომელიც მყისიერად ივიწყებს, და რომლისთვისაც ყოველი წამი მართლაც კვდება, ეფლობა რა ნისლსა და წყვდიადში და ქრება სამუდამოდ. ამდენად არაისტორიულად ცხოვრობს პირუტყვი: ის აწმყოში ზავდება, როგორც მთელი რიცხვი, ნაშთის დაუტოვებლად, მას არ ძალუძს თავის მოჩვენება, არაფერს მალავს და ყოველ მოცემულ მომენტში სრულად არის ის, რაც არის, და ამიტომ არ შეიძლება, რომ გულწრფელი არ იყოს. ადამიანი კი, პირიქით, ყველანაირად უნდა წინაღუდგეს ვეებერთელა, სულ უფრო მზარდ სიმძიმეს წარსულისა; ეს სიმძიმე ან მიწისკენ დახრის მას ან გვერდზე გადახრის, ის ართულებს მის მოძრაობას, როგორც უხილავი და ბნელი ტვირთი, რომელზეც ის ხანდახან მოსაჩვენებლად მზად არის, უარი თქვას, რასაც ხალისით აკეთებს თანასწორთა საზოგადოებაში, რათა შური აღუძრას მათ. ამიტომაცაა, რომ ესოდენ აღელვებს მას, როგორც მოგონება დაკარგულ სამოთხეზე, მობალახე ნახირის ან უფრო ნაცნობი სურათი ბავშვისა, რომელიც ჯერ კიდევ არ განიცდის საჭიროებას, უარი თქვას რაიმე სახის წარსულზე და რომელიც ნეტარ უმეცრებაში თამაშობს წარსულისა და მომავლის ზღვარს შორის. და მაინც, ბავშვის თამაშსაც ედება სასრული: მეტისმეტად ადრე ერთმევა მას დავიწყების უნარი. სწორედ ასეთ დროს სწავლობს ის მნიშვნელობას სიტყვისა „იყო, იმ საბედისწერო სიტყვისა, რომელიც, ნიშნავს რა ადამიანისთვის ბრძოლას, ტანჯვასა და მოყირჭებას, შეახსენებს მას, რომ მისი არსებობა საფუძველში არის დაუსრულებელი Imperfectum. ხოლო როდესაც სიკვდილს საბოლოოდ სანუკვარი დავიწყება მოაქვს, ის იმავდროულად ადამიანის სიცოცხლესთან ერთად იტაცებს მის აწმყოსაც, რითიც ბეჭედს სვამს იმ ჭეშმარიტების ქვეშ, რომ ჩვენი არსებობა არის წარსულში განუწყვეტელი გადასვლა ანუ ნივთი, რომელიც მუდმივი თვითუარყოფით, თვითშთანთქმითა და თვითწინააღმდეგობით ცოცხლობს.

    თუკი ბედნიერება, თუკი ახალი ბედნიერების დევნა, რაგინდ გსურთ აზრით, არის ის, რაც ცოცხალს სიცოცხლეს მიაჯაჭვავს და სტიმულს აძლევს მას, განაგრძოს ცხოვრება, მაშინ შესაძლოა, რომ ცინიკოსი უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფილოსოფოსი, რადგან პირუტყვის ბედნიერება, როგორც ყველაზე სრულყოფილი ცინიკოსისა, ჭეშმარიტი ცინიზმის ცხოველ საბუთად გამოდგება. ყველაზე ციცქნა ბედნიერება, თუკი ის უწყვეტია და ბედნიერად აქცევს ადამიანს, რასაკვირველია, შეუდარებლად დიდი ბედნიერებაა, ვიდრე უდიდესი ბედნიერება, რომელიც მხოლოდ ეპიზოდის სახით ან, ასე ვთქვათ, წარმავალ  განწყობასავით ჩნდება, როგორც გიჟური კაპრიზი გამუდმებულ ტანჯვას, ვნებასა და დანაკლისს შორის. მაგრამ როგორც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1