Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

Rise (ამაღლება)
Rise (ამაღლება)
Rise (ამაღლება)
Ebook272 pages2 hours

Rise (ამაღლება)

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

Aeney will save his beloved no matter what…
He finds out, that during 9/11 terrorist attack, Beata is meeting a friend in North Tower restaurant. He rushes to the burning building and fights up, to locate and save her (ATTENTION! The book is in Georgian language, 102 pages)
ენიმ უნდა გადაარჩინოს შეყვარებული, რადაც არ უნდა დაუჯდეს...
ბეათა ჩრდილოეთ კოშკის რესტორანში ხვდება მეგობარს 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევის დროს. ენი იკვლევს გზას აფეთქებულ შენობაში, რომ იპოვოს და გადაარჩინოს თავისი რჩეული (წიგნი ქართულ ენაზეა დაწერილი, 102 გვერდი)

Languageქართული ენა
PublisherGeorge Sharia
Release dateApr 20, 2023
ISBN9798223621799
Rise (ამაღლება)
Author

George Sharia

George N. Sharia (born in 1962) is a Georgian novelist. His has been living in North America (Canada and United States) since 1995. His writes psychological and historical drama – themes that influenced his upbringing in Soviet totalitarian state run by gangs of a dogmatic Marxist clerics and criminal thugs. His fictional psychological reflections (in “amagleba”) develops on the background of 9/11 tragedy, which he personally has witnessed and been deeply influenced by. გიორგი ნუგზარ შარია (დაბადებული 1962 წელს) ქართველი ნოველისტია, რომელიც ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკაში (კანადასა და აშშ-ში) 1995 წლიდან.

Related to Rise (ამაღლება)

Related ebooks

Reviews for Rise (ამაღლება)

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    Rise (ამაღლება) - George Sharia

    ამაღლება

    გიორგი ნუგზარ შარია

    ––––––––

    თბილისი  ნიუ-ირკი

    2020

    წიგნის ვებ-გვერდი და გზამკვლევი:  https://www.facebook.com/amagleba123

    ალბათ, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის დღე, რომელიც დაუვიწყარ დაღს ასვამს მის გონებას და სულს. ჩემთვის, ასეთი, 2001 წლის 11 სექტემბერია. შემოდგომის ის თბილი, მზიანი დილა, საზარელი, ცივი საშინელებით დასრულდა. მაშინ, აალებული შენობების წინ მდგომი ვხედავდი, რომ ჩემი ცხოვრებაც ფეთქდებოდა, ოცნებები იფერფლებოდა, ყველაფერი იცვლებოდა, ძველი სამყარო ქრებოდა...

    იმ დღეს, ყველა იქ მყოფი, თითქოს ერთ პიროვნებად შეერთდა, შეირწყა, გასისხლხორცდა, გაერთსულოვნდა...

    და ეს, იმ ახლადშობილი ერთის მონათხრობია...

    მარიამს,

    ჩემს ქალიშვილს,

    ჩემს პატარა ანგელოზს...

    0

    ამ დროს, ალისფერქუდიანი დაფიონი მრისხანე კარდინალივით თავს წამოსდგომოდა ხოლმე დედამიწის კიდეს. სექტემბრის დილაბინდს ოკეანიდან შემობერილი ცივი ნიავი ახალისებდა და ჰაერს სიახლესა და გამჭვირვალობას სძენდა. ეს სიგრილე ზაფხულის სიცხისგან გადაღლის გრძნობას სასიამოვნოდ აზავებდა და ანელებდა. აუჩქარებლად მიაბიჯებდა და ცდილობდა აზრის ძარღვი არ დაჰკარგოდა: ფიქრებიც თითქოს გაზარმაცებულიყვნენ, დილის ბანგ-ბურანიდან გამოსვლა უჭირდათ, ძილ-ღვიძილში დაცურავდნენ და ერთმანეთს უწესრიგოდ ანაცვლებდნენ.

    მიუხედავად ადრიანი საათისა, ჩინური უბანი აჩქარებული მაჯისცემით იღვიძებდა: ხალხი სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდა, ქუჩის მოვაჭრეები ახლადგაშლილ მაგიდებს დაჰფუსფუსებდნენ, პატარა მაღაზიების, ლუდხანებისა და რესტორნების მფლობელები მუშაობის დასაწყებად ემზადებოდნენ, გზა ნელ-ნელა ავტომობილებით იტვირთებოდა. გასართობი ადგილების შესასვლელებს წინა ღამის დროსტარების უხეში ნაკვალევი ეტყობოდა: თამბაქოს ნამწვები, საღეჭი რეზინისა და ტკბილეულის შესაფუთი ფურცლები, ლუდის ცარიელი ბოთლებითა და თუნუქის ცილინდრებით სავსე ნაგვის პარკები, ჭუჭყიანი ქაღალდის პაწაწინა ნაგლეჯები და  გაურკვეველი ნივთების მცირე, გაჭყლეტილი ნაწილები. მოჟღურტულე, მოქივქივე ბეღურები ამ სიმრავლეში ადვილად პოულობდნენ საკვებს და მხიარულად უტრიალებდნენ ადამიანთა მოუთოკავი დროსტარების ნარჩენებს.

    გზაჯვარედინისპირა შენობის შესასვლელთან ჭუჭყიან ძონძებში გახვეული —  როგორც ეტყობოდა ახლადგამოღვიძებული — უსახლკარო მათხოვარი იჯდა და სადღაც ნაშოვნ ცხელ ყავას სიამოვნებით წრუპავდა. ხშირად ენახა ეს კაცი ამ ადგილას; თუ წვრილი ფული ეგდო ჯიბეში, ყოველთვის სჩუქნიდა. იქვე კართან მისი ნივთებით სავსე  ოთხთვალა იდგა, გვერდით ჭუჭყიანი ლეიბი და ტანსაცმელი ეყარა. ერთხელ, ორიოდე წლის წინ, ჯიბიდან ხურდის ამოღებისას შეყოვნდა და თავისთვის რაღაც ჩაიდუდღუნა. ლუტმა  გონებამახვილური შენიშვნითა და დახვეწილი ხუმრობით უპასუხა. ერთ წინადადებას მეორე მოჰყვა და ეს გამოლაპარაკება, ნელ-ნელა, საუბარში გადაიზარდა.

    აღმოჩნდა, რომ ქუჩის ბინადარი წარსულში წარმატებული, დვრიტადებული კაცი იყო: ჰქონდა კარგი სამუშაო, მოსიყვარულე და თბილი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები. თითქოს ახდენილ ოცნებაში ცხოვრობდა და მომავლის ჰორიზონტზე პატარა ღრუბელიც კი არ ჩანდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს — მისთვის სრულიად მოულოდნელად — სამსახურიდან დაითხოვეს. მისმა უფროსმა ეს კომპანიის წარუმატებლობითა და შემცირებების დიდი ტალღით ახსნა. რადგანაც ყოფილი დამსაქმებლისგან საუკეთესო დახასიათება ჰქონდა, ახალი სამუშაო მალევე იპოვა; მაგრამ იგივე ამბავი ახალ ადგილზეც გამეორდა. ამჯერად ცოტა გაუჭირდა ხელობის გამონახვა და წელიწადზე მეტი უსაქმოდ იყო. ოჯახს დაეტყო შემოსავლის კლება და პატარ-პატარა უკმაყოფილებებმა და წინააღმდეგობებმა იჩინეს თავი. ეს სარჩოს შოვნა-დაკარგვის ციკლი გახშირდა, ყოველი შემდგომი გამოვლინების სულ უფრო და უფრო მძიმედ მიმდინარეობითა და სავალალო შედეგებით: ცოლმა მიატოვა, მეგობრებისა და ნათესავებისგან გაუცხოვდა, დაძაბულობის მოსახსნელად და დარდის გასაქარვებლად ღვინოს მიეტანა, ნელ-ნელა დანაზოგები შემოეხარჯა, ფული შემოაკლდა, საცხოვრებელს გამოემშვიდობა და ქუჩაში აღმოჩნდა.

    რა ნაცნობი ამბავია: წაბორძიკებას დაცემა მოჰყვება,  დაღმართში დაგორდები, ყველაფერს დაკარგავ და ირგვლივ ყველა შემოგეცლება — უახლოესი ადამიანიც კი. უახლოესი. და ნეტავ, რატომ არის ორი სულიერი ერთად? თუკი საუკუნეების განმავლობაში თვითგადარჩენის, შთამომავლობის გაგრძელებისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობა იყო თანაცხოვრების საფუძველი, ახლა უკვე ამ მიზეზს დაჰკარგოდა მნიშვნელობა. თუ მატერიალური დოვლათი და ფული წარმოადგენდა ოჯახის შემკრავ ერთადერთი დუღაბს, მაშინ რითღა განსხვავდებოდა იგი კომერციული ფირმისგან? არა, ერთობის განმაპირობებელი და შემაკავშირებელი სხვა რამ უნდა ყოფილიყო! რაღაც ისეთი, რაც სხვაგან არ არსებობდა, რასაც ადგილი მხოლოდ ადამიანებს შორის შეიძლება ჰქონოდა, რაც უჩინარი ძაფით გადახლართავდა მათ სულებს და გაცილებით დიდი ძალა ექნებოდა ვიდრე ფულსა და ზინათს; რაც გამოიყვანდა მიწიშვილს მარადიული სიმარტოვიდან, იმ ობლობიდან რომელშიც მთელ ცხოვრებას ატარებდა თითქმის ყველა, მიუხედავად იმისა რომ გარშემორტყმული იყო მშობლებით, ნათესავებით, მეგობრებითა და სხვა უამრავი ხალხით. ამ ეულობიდან თავის დაღწევა მხოლოდ უხილავი, მაგრამ ყველაზე მყარი საზღვრის გარღვევითა და საყვარელ არსებასთან სულიერი შეერთებით ხდებოდა; და, ალბათ ამის შემდეგ მიეცემოდა უნარი ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი, გაეგო ვინ იყო, დაეძლია ლიტონკაცობა და შეიძლება ამ ქვეყნიდან წასვლის დროსაც კი აღარ დარჩენილიყო მარტო.

    — ხალხი აღარ სჭირდებათ ამ პლანეტაზე, — ერთხელ შესჩივლა ქუჩის კაცმა, — ცოტა ხანში ჭკვიანი მანქანები ჩაანაცვლებენ ყველას და ყველაფერს.

    — არა მგონია ეგრე იყოს. მანქანები ვერასდროს იგრძნობენ, შეიყვარებენ, შეიცნობენ და აღფრთოვანდებიან; ვერასდროს ექნებათ განცდები, ვერასდროს შეწუხდებიან, გაიხარებენ ან გითანაგრძნობენ.

    მიუხედავად ამდენი წარუმატებლობისა და უბედურებისა, რაც ამ ოდენს თავს დაატყდა და რაშიც მისი ბრალის პოვნა შეუძლებელი ჩანდა, იგი, თითქოს, არ გაბოროტებულა: იშვიათად, მაგრამ მაინც გაუნათებდა ხოლმე გაწამებულ სახეს კეთილი ღიმილი; გამვლელებისგან მიღებული წყალობით შიმშილით არ კვდებოდა და ალბათ განგებისგანაც რაღაც დვრიტას ელოდა — იმედი თუ ჰქონდა წონასწორობის და შენახვის კანონებისა, რომელთა თანახმადაც მისი ცხოვრების შავბედით და უკუღმართ ტალღას, როგორც საპირწონე, გამართლება და იღბალი უნდა მოჰყოლოდა.

    დიახ, ბუნებაში წონასწორობის კანონები ბატონობდნენ: ყველაფერს ჰქონდა თავისი საწყისი და ბოლო და სწორედ ამიტომ, ოდესმე, კარგიც უნდა დამთავრებულიყო და ცუდიც — კეთილს ბოროტი უნდა მოჰყოლოდა და ბოროტს კეთილი. მაგრამ არავინ იცოდა ამ მოვლენათა ხანგრძლივობა და დასაბამისა და დასასრულის ზუსტი დრო და სწორედ ამაში იყო ყველა ცოცხალი არსების ტანჯვაც და შვებაც, რადგანაც ეს იცავდა მათ მომავალი უბედურების მოლოდინის შიშისგან და არ აძლევდა კარგის მოწყურებულთ არავითარ ნიშანს იმისა, თუ ზუსტად როდის შეიძლება დასრულებულიყო მათი წამება და ავი ქველს ჩაენაცვლებინა.

    უკვე მუქმწვანე, უხეში საღებავით შეფერილი კარის წინ იდგა, როცა ფიქრებიდან გამოერკვა. ამ ადგილას ყოველთვის მძაფრი, არასასიამოვნო სუნი იდგა. მოუთმენლად ელოდა კარის გაღებას და ცდილობდა ნაკლებად შეესუნთქა მყრალი ჰაერი.

    თაო შეუძღვა დიდი ოთახისკენ მიმავალ დერეფანში. წითელი ხალათი ლამაზად იმეორებდა მისი გამხდარი, მომცრო სხეულის ფორმებს; მიხვრა-მოხვრაში კარგად შენიღბული, მაგრამ მაინც საგრძნობი დაძაბულობა გამოსჭვიოდა.

    — ცუდ დროს ხომ არ მოვედი? — თხელი კურტაკი ჩამოჰკიდა მოჩუქურთმებულ და ოდნავ მოყანყალებულ კაუჭზე. თაომ ნაპერწკლოვანი თვალები შეასხივა, ღიმილმა სახე გაუნათა და გაუთბო.

    — ენი, ხომ იცი, შენთან ყოველთვის სიამოვნებით საუბრობს, — სამზარეულოსკენ გასწია და თირისფერი, ჩინური ჩაიდნით დაბრუნდა.

    — შენი ძმა რას აკეთებს, როგორ აქვს საქმე? — იქნებ ეს არ უნდა ეკითხა? მაგრამ უკვე გვიან იყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ პასუხის მიხედვით მაინც ვერაფერს მიხვდებოდა: თავის სამშობლოში, თავის ხალხთან არასდროს დაფიქრდებოდა და თავში არც მოუვიდოდა დაეჭვებულიყო შეკითხვის წინ. გაუცნობიერებლად მოქმედებდა, გრძნობდა რა იყო სწორი და შესაფერი ყოველი დროისა თუ მდგომარეობისთვის. აქ კი, ამდენი წლის ცხოვრებისა და ფიქრის შემდეგ, ხშირად მაინც ეჭვი ეპარებოდა, ზომავდა, სინჯავდა, ცდილობდა შეეგრძნო სხვა ხალხი — მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული, გამოქცეული, დროებით მოსტუმრე, გადმოხვეწილი და ვინ იცის თუ რა მიზეზ-შედეგის ან სურვილის მსხვერპლი.

    — როგორც ყოველთვის თავაუღებლად საქმიანობს და ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად წარიმართება და გამდიდრდება, — თაომ ფინჯნებში ჩაი ჩამოასხა, ენის სკამზე მიუთითა, თვითონ კი თხელი, წითელი ნამცხვრის ყუთის გახსნას შეუდგა. ორცხობილა კოხტად დაალაგა დიდ, მუქმწვანე თეფშზე, მაგიდას მიუჯდა და ლამაზი, პატარა ხელები ფინჯნის ირგვლივ შემოაწყო — თითქოს გაჰყინოდა და გათბობას უპირებდა.

    მინგი — თაოს ძმა, შავგვრემანი, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა კაცი — ხშირად უნახავს მოძღვარ ჩოსთან. სამშობლოდან რამდენიმე წლის წინ ჩამოსული, დაუცხრომელი ენერგიითა და შემართებით ცდილობდა აეწყო საკუთარი საქმე, ოცნებობდა ყიდვა-გაყიდვის ოსტატი და მეფე გამხდარიყო და თავისი სავაჭრო იმპერია აეშენებინა. მაგრამ ჯერ-ჯერობით ჰერმესი არ სწყალობდა და რამდენიმეჯერ გაკოტრებული, ახალი იდეებითა და შემართებით თავიდან იწყებდა საქმეს: ამ ბოლო დროს ქალის ქუდების სიმცირე თუ სისადავე შეენიშნა და მათი გაყიდვა გადაეწყვიტა.

    მოძღვარი ჩო, თაოს და მინგის ბაბუა დედის მხრიდან, ჩინური ორთაბრძოლის ხელოვნების უბადლო ოსტატი იყო. ამის შესახებ ბევრმა არ იცოდა და ვინც იცოდა, ოცნებობდა მისი მოწაფე გამხდარიყო. ის თითქმის ყველას უარს ეუბნებოდა, გამონაკლისს მხოლოდ ორი-სამი კაცი თუ წარმოადგენდა, რომელთა წარმატება სრულ იდუმალებას მოეცვა: ალბათ, ეს უცნაური შერჩევა მათი ბუნებისა და ხასიათის ფილოსოფიურ შეფასებებზე იყო დამყარებული და ცხადია ბევრისთვის გაუგებარი რჩებოდა. ამ ადამიანს სამუდამოდ მოეხიბლა; მასთან შეხვედრის წინ უცნაური და აუხსნელი გრძნობა ეუფლებოდა; ჩო ამბობდა იმას, რაც ენიმ იცოდა და თავად უჭირდა მეტყველებით ფორმაში ჩამოსხმა; იყენებდა სიტყვების მხოლოდ აუცილებელ და საკმარის რაოდენობას ზედმეტი, აზრდაუტვირთავი გამონათქვამების გარეშე და მისი წინადადება სიმარტივის უზადო მაგალითს წარმოადგენდა. მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, თუ როგორი მოსმენა იცოდა ამ კაცმა: თითქოს ქრებოდა, ჰაერში უჩინარდებოდა, მოლაპარაკის ნაუბარში ითქვიფებოდა და იფორმებოდა და ამ დროს გარეგნულად არაფერი ეტყობოდა — ისევ ისე იჯდა მედიტაციაში ჩაძირული და გახსნილი. როცა ჩო ყურს უგდებდა, გრძნობდა რომ ცხოვრებაში მისთვის ასე, არასდროს, არავის მოესმინა.

    — მადლობა თაო, გემრიელი ნამცხვარია, — წამოდგა და საათს დახედა.

    ფრთხილად შეაღო კარი. მოძღვარი დაჩოქილი და თვალდახუჭული იჯდა; მისი სახე ბედნიერ ღიმილს გაენათებინა და თითქოს ირგვლივაც სინათლესა და სიწყნარეს ასხივებდა. მხოლოდ დიდი ქალაქის დაუპატიჟებელი, ჩახშული გუგუნი არღვევდა სმენის სიმშვიდეს.

    დიდხანს ისხდნენ ასე. დროის შეგრძნება დაკარგა. ცდილობდა გონება გაეწმინდა აზრებისგან და მედიტაციის სიცარიელეში ჩაფლულიყო, მაგრამ სურათები ისევ და ისევ ბრუნდებოდნენ ერთიმეორის მოყოლებით: თითქოს, სადღაც თავის ქალის სიღრმეში ჩადგმულ კინოაპარატს მმართავი მექანიზმი გაჰფუჭებოდა და ცხოვრების გრძელი ფილმის ნახატებს თანმიმდევრობის გარეშე და დროში ნახტომებით გზავნიდა გონების ეკრანზე.

    ...ზღვისპირა ქალაქი; ზაფხულის ცხელ ჰაერში შეზავებული მაგნოლიებისა და ყვავილების მოტკბო სუნი და პატარა, შავი ბურთი. ბავშვური აკვიატებით უყვარდა ის სათამაშო — ძალიან დრეკადი, ისეთი რომ მიწაზე დანარცხების შემდეგ არეკვლისას მაღლა, ძალიან მაღლა მიფრინავდა — გეგონებოდა, რაღაც ჯადოსნურად ძლიერი, ფარული ზამბარა ეხმარებოდა მისი მრგვალი შიგანიდან. ერთ დღეს, თამაშისას, ეზოს კიდის გაღმა გვერდაზე დაგორდა და ბუსნარში მიიკარგა. ძალიან შეწუხდა: მის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა და დაუყოვნებლივ უნდა ეპოვა. თითქმის ორი საათი ეძება, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლის სახლსა და ქვის კიბეს შორის მდებარე დაქანებული კორდი შედარებით მცირე ზომისა იყო, ბურთი თითქოს გაუჩინარებულიყო და გამქრალიყო  მისი ბალახების საიდუმლო კუნჭულში. დაღონებული და დაქანცული ღობესთან ჩაცუცქულიყო და გაოგნებული თავს ეკითხებოდა: ეს რანაირად დაემართა? საყვარელი სათამაშო როგორ დაკარგა? დარდისგან გადაღლილსა და სასოწარკვეთილს გონებაში მოულოდნელმა აზრმა გაუელვა: საკუთარი თავი ბურთად უნდა წარმოედგინა და იმ ადგილიდან და იმ მიმართულებით დაეწყო გადაადგილება, საიდანაც და საითკენაც მისი მრგვალი მეგობარი დაგორდა. და, თუ ზუსტად მის მსგავსად იმოძრავებდა, მაშინ ისევე უნდა გაუჩინარებულიყო და ბოლოს დაკარგული სათამაშოს გვერდით ამოეყო თავი. არ იცოდა საიდან მოუვიდა თავში ეს უცნაური აზრი, მაგრამ რატომღაც იმგვარი დამაჯერებელი სიძლიერითა და სიმწყობრით გამოეკვეთა, რომ მასში დაეჭვება ისეთივე სისულელედ მოეჩვენა როგორც ირგვლივ არსებული სამყაროს სიცხადეში. წელში მოხრილი და „ბურთად ქცეული" მიჰყვებოდა — მისი ვარაუდით — პატარა სფეროს მიერ განვლილ გზას და ამ ბილიკის ყოველ მცირე მონაკვეთს საგულდაგულოდ ამოწმებდა, ჩხრეკდა, სინჯავდა; ბალახს ვარცხნიდა და ასწორებდა, ყოველ ჩაღრმავებასა თუ კუნჭულს ათვალიერებდა. ასე იმოძრავა რამდენიმე წუთი და ხუთიოდე ადლის გავლის შემდეგ, ირმისმხალას ძირში მოფათურე ხელმა იპოვა მონატრებული სიმრგვალე. სიხარულით აიტაცა სათამაშო და შვებასთან ერთად რაღაც დიდი და ძლიერი იგრძნო: თურმე არასდროს არაფერი იკარგება — ერთგან გამქრალი მეორე ადგილას აუცილებლად ჩნდება და თუ მისი პოვნა გინდა, მის გზას უნდა დაადგე, მას მიჰყვე, მის მსგავსად იარო... აუხსნელმა გრძნობამ შეიპყრო, რომ რაღაც დიდსა და ღრმას მიაგნო, რაღაც აღმოაჩინა — ის, რაც ადრე არ იცოდა და რასაც მაგიური ძალა გააჩნდა; მაგრამ მაშინ ვერ გააცნობიერა, ვერ მიხვდა მის შინაარსსა და ხასიათს — თუ რას ნიშნავდა და როგორ გამოიყენებდა ცხოვრებაში. მხოლოდ მოგვიანებით, სიმწიფის ხანაში, ბევრი ფიქრის შემდეგ გამოიკვეთა აზრი და არსი იმ ბურთის ძებნისას შეძენილი სიბრძნისა, რომელიც მისცემდა გონიერებას და ძალას ეპოვა ირაო სული, დაკარგული საგანი, ამოცანის ამოხსნა, რთული მდგომარეობიდან გამოსავალი; შეასხამდა ფრთებს, შემატებდა სიმარდეს, მიაწვდენდა მიუწვდომელს და მიაღწევინებდა მიუღწეველს...

    კომპიუტერების წარმატების საიდუმლოც ხომ დასახული მიზნისკენ განუხრელი სვლა იყო. ეს მოწყობილობები თავიანთი უემოციო და ცივი გამომთვლელი გონებითა და შესაშური სიჯიუტით ამუშავებდნენ მათში ჩადებულ უამრავ მონაცემსა და წვრილმანს და უშეცდომო პასუხებს იძლეოდნენ იმ შეკითხვებზე, რომლებიც მათში მოთავსებული ცოდნის საზღვრებს არ სცდებოდა. მაგრამ, მათ არ შეეძლოთ დაფარულის აღმოჩენა, ახლის შექმნა, ოცნების ღრუბლებში ცურვა, სილამაზით დატკბობა და დათრობა, სიყვარულით გაგიჟება და თავდავიწყება. ისინი მხოლოდ ცნობილის საზღვრებში არსებობდნენ და ადამიანისგან განსხვავებით ვერ შეაღწევდნენ იდუმალში...

    — ენი, ნუ ეჭიდები გონებას; ეცადე შორიდან ადევნო თვალი შენს აზრებს, უყურო მათ როგორც თევზებს მდინარეში. თანდათან ჩაივლიან თევზები და გაიწმინდება მდინარე, — ჩოს ხმა ნელ ტალღად აგორდა სიჩუმეში და ისევ ჩაქრა.

    არ ახსოვდა, რამდენი ხანი დაჰყო მოძღვრის ოთახში; გარეთ, უკვე, საბოლოოდ გათენებულიყო. სექტემბრის მზიანი, ნათელი და უღრუბლო დილა იდგა. მიწისქვეშა მატარებლის სადგურიდან ამომავალი ადამიანები სამსახურის შენობებისკენ  მიიჩქაროდნენ. გზა ავტომობილებით გადატვირთულიყო. ჩინური უბნის მთავარ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1