Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დაფნისი და ქლოე
დაფნისი და ქლოე
დაფნისი და ქლოე
Ebook175 pages2 hours

დაფნისი და ქლოე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„დაფნისი და ქლოე“ ბუკოლიკური რომანია, რომელშიც მწყემსი გოგონასა და ბიჭის სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. სავარაუდოდ, შექმნილი უნდა იყოს I ან II საუკუნეში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 14, 2021
დაფნისი და ქლოე

Related to დაფნისი და ქლოე

Related ebooks

Reviews for დაფნისი და ქლოე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დაფნისი და ქლოე - ლონგე

    ლონგე - დაფნისი და ქლოე

    Λόγγος - Δάφνις καὶ Χλόη

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის იროდიონ ქავჟარაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინათქმა

    წიგნი პირველი

    წიგნი მეორე

    წიგნი მესამე

    წიგნი მეოთხე

    წინათქმა

    ლესბოსზე რომ ვნადირობდი, ნიმფებისადმი შეწირულ ჭალაში საუცხოო სანახაობა ვიხილე, ყველაზე მშვენიერი, რაც კი ოდესმე მინახავს, თვალწარმტაცი სურათი, ამბავი სიყვარულისა. ეს მშვენიერი ჭალა უხვად შეემკო ხეებს, ყვავილებსა და მდინარეს; ყველა ხესა და ყვავილს ერთი წყარო ასაზრდოებდა. მაგრამ კიდევ უფრო თვალს ახარებდა სურათი; იგი ხელოვნების საუცხოო ქმნილება, სიყვარულის გამოხატულება იყო. ასე რომ აქ მრავალი მნახველი მოდიოდა. უცხოელებიც, რომლებსაც მასზე მოსმენილი ამბავი იზიდავდა, ნიმფებს ლოცვას აღუვლენდნენ, ხოლო სურათით ტკბებოდნენ. ამ სურათზე კი, აი, რისი ხილვა შეიძლებოდა: ჯგუფი ქალებისა მშობიარობს, მეორე ჯგუფი ახალშობილ ბავშვებს საბურველით ამკობს; მიტოვებულ ბავშვებს ძიძაობენ ნერბები და წალები; აღმზრდელები არიან მწყემსები. მერე ვნახე შეყვარებული ქალ-ვაჟი, მეკობრეების თავდასხმა, მტრის შემოსევა. ბევრი სხვაც ვნახე, და ყველაფერი გამსჭვალული იყო სიყვარულით; მე, აღტაცებული, შემიპყრო სურვილმა, რომ სურათს გავჯიბრებოდი და მოთხრობა დამეწერა. მოვნახე კაცი, რომელმაც ამ სურათის შინაარსი გამაგებინა, ბევრი ვიშრომე და ოთხი წიგნი დავწერე ეროტის, ნიმფებისა და პანისთვის შესაწირად, ხოლო ყველა ადამიანის გულის გასახარად; დაავადებულის განსაკურნავად, მწუხარის სანუგეშოდ; ვისაც უყვარდა, სიყვარულს მოაგონებს, ხოლო ვისაც არ ჰყვარებია, სიყვარულს ასწავლის. სიყვარულს ხომ ვერავინ გაქცევია და ვერც გაექცევა, სანამ სილამაზე არსებობს და მის დასანახად თვალი გვაქვს ნაბოძები, მე კი ღმერთმა გონება შემინარჩუნოს და სხვისი სიყვარულის ამბის დაწერა შემაძლებინოს.

    წიგნი პირველი

    1. ლესბოსზე ქალაქია - მიტილენე, დიდი და ლამაზი. იგი დასერილია არხებით, რომელთაც ზღვა მშვიდად ავსებს, და შემკობილია თლილი ქვით ნაშენი ხიდებით. შეიძლება იფიქრო, ქალაქს კი არა, კუნძულს ვხედავო. ამ ქალაქიდან დაახლოებით ორასი სტადიის მანძილზე ერთი მდიდარი კაცის მამული მდებარეობდა; ეს იყო შესანიშნავი ადგილი: მთაში ნადირი, ბარად ყანები, გორაკებზე ვენახი, მდელოებზე ჯოგები და ზღვა, რომელიც ნაპირისაკენ მიილტვოდა და რბილ სილაზე შხაპუნებდა.

    2. აი, ამ მამულში ცხოვრობდა ლამონი, თხის მწყემსი; თავის არვეს რომ მწყემსავდა, ბავშვი იპოვა, ერთ-ერთი მისი წალი ბალღს ძუძუს აწოვებდა. იქვე მახლობლად ხშირი, ჯაგით მოფენილი, დაბურული ტყე იყო, ყველაფერს სურო ეხვეოდა და ნაზი მოლი იზრდებოდა. ამ მოლზე იწვა ბავშვი. წალი მუდამ აქ მოდიოდა, ხშირად თვალს მოეფარებოდა, თავის თიკანს ტოვებდა და ბავშვთან დიდხანს რჩებოდა. ლამონმა შენიშნა, რომ თხა სადღაც გარბოდა და მიტოვებული თიკანი შეეცოდა; სწორედ შუადღისას კვალდაკვალ დაედევნა წალს და ხედავს: თხა ფრთხილად მიაბოტებს, ეშინია თავისი ჩლიქებით ბავშვს არაფერი ავნოს, ჩვილი კი, თითქოს დედის მკერდს მიკვრიაო, ძუძუს წოვს, რძე უხვად მოსჩქეფს. მწყემსს, რა თქმა უნდა, უკვირს, მიუახლოვდება და თავს წაადგება ბავშვს; მსუქანი ბალღია, ლამაზი და მიგდებული ბავშვისათვის მეტად მორთული: მეწამული საბურველი, ოქროს საკინძე, სპილოს ძვლის ტარიანი პატარა დანა.

    3. და ლამონმა პირველად კინაღამ განიზრახა თან წამოეღო მხოლოდ ბავშვის ეს საჩინო ნიშნები, ჩვილი კი იქ დაეტოვებინა; მაგრამ მერე შერცხვა, თხაზე უგულო გამოვდივარო. დაღამებას დაელოდა და თავის ცოლს, მირტალს, საჩინო ნიშნები მიუტანა, ბავშვი ჩააბარა და თხაც მიუყვანა. ქალი გაოცდა: ნუთუ წალებმაც ბავშვის გაჩენა დაიწყესო? და ქმარმა დალაგებით უამბო, თუ როგორ იპოვა მიტოვებული ბავშვი, როგორ ნახა, რომ წალი ჰკვებავდა და როგორ შერცხვა სასიკვდილოდ განწირული ბავშვის მიტოვება. ცოლმა ქმარს საქციელი მოუწონა. მერე ბავშვთან დატოვებული ნივთები შეინახეს, ბალღი თავისად სცნეს და მისი კვება წალს მიანდეს. რათა ბავშვს ისეთი სახელი ჰქონოდა, როგორიც მწყემსებს აქვთ ხოლმე ჩვეულებრივად, გადაწყვიტეს, მისთვის დაფნისი დაერქმიათ.

    4. ამის შემდეგ ორი წელი გავიდა, და აი, მწყემსს, სახელად დრიასს, რომელიც მეზობელ მდელოზე საქონლის ჯოგს მწყემსავდა, ასეთივე რამ შეემთხვა. იქ, უზარმაზარ მომრგვალებულ კლდეში, იყო ნიმფების ცარიელი გამოქვაბული, თვით ნიმფები კი ქვისაგან იყო გამოკვეთილი: ფეხშიშველა, მკლავტიტველა, მხრებზე კულულები ეყარათ, ბარძაყებზე ერტყათ სარტყელი, თვალები უღიმოდათ, თითქოს ფერხულს ცეკვავენო. გამოქვაბულის შესასვლელი ამ ვეება კლდის სწორედ შუა ადგილას იყო, წყაროც აქ ჩქეფდა და ნაკადულად მოედინებოდა. ამის წყალობით გამოქვაბულის წინ ქორფა მდელო გადაშლილიყო და ხშირი, ნაზი ბალახი ხარობდა. აქ ელაგა საწველელებიც, მრუდი ფლეიტებიც, ლერწამიც - აღთქმული შესაწირავი გარდასულ დროთა მწყემსებისაგან.

    5. ნიმფების ამ გამოქვაბულში ერთმა ნერბმა, რომელმაც ბატკანი ახლახან მოიგო, ისე ხშირად დაიწყო სიარული, ბევრჯერ ეგონათ, დაიკარგაო. დრიასმა გადაწყვიტა, ნერბი დაესაჯა და კვლავ მორჩილი გაეხადა. მწვანე წნულებისაგან ღვლეჭი დაწნა, ყულფი გააკეთა და ნერბის დასაჭერად კლდისაკენ გასწია. ახლოს რომ მივიდა, სულ სხვა რამ დაინახა: ცხვარი, როგორც ნაზი დედა, უხვრძიან ჯიქანს აწოდებს ბავშვს. ისიც მშვიდად ხან ერთ, ხან მეორე კერტს ხარბად ავლებს თავის პატარა პირს - სუფთასა და ფუნჩულას, რადგან ნერბი სახეს ულოკავს, როცა ბავშვი გამოძღება. ეს პაწია გოგონა იყო და მასთანაც ელაგა საჩინო ნიშნები: ოქრომკედით ნაქსოვი თავსაბურავი, მოოქრული ფაჩუჩები, ბაჯაღლო ოქროს სამაჯურები.

    6. მწყემსი ფიქრობს, ეს ნაპოვნი ღმერთებმა გამომიგზავნესო. ჩვილს ხელში აიყვანს. ბავშვის შებრალება და კეთილი მოპყრობა ნერბმა ასწავლა. საჩინო ნიშნებს ჩანთაში ჩაილაგებს და ნიმფებს ევედრება: შემაძლებინეთ, რომ ჩემთან თავშეფარებული ჩვილი ბედნიერად აღვზარდოო. როცა ცხვრის ფარის შინ გარეკის დრო მოვიდა, მწყემსი თავის ეზოში დაბრუნდა. ცოლს წვრილად უამბო, რაც ნახა, უჩვენა, რაც იპოვა, და უბრძანა, გოგონა თავისად ჩაეთვალა, ღვიძლი შვილივით გაეზარდა, მისი საიდუმლოება ყველასთვის დაემალა. და ნაპა (ასე ერქვა დრიასის ცოლს) ბავშვს მაშინვე დედად გაუხდა; ეალერსებოდა, სიყვარულს არ აკლებდა, თითქოს შიშობდა, ნერბზე ნაკლები სინაზე არ გამოვიჩინოო. ყველა რომ დაეჯერებინა, გოგონა ჩემიაო, ჩვეულებრივი მწყემსური სახელი - ქლოე დაარქვა.

    7. ეს ორი ბავშვი სწრაფად გაიზარდა და სილამაზით უბრალო გლეხის შვილებზე უფრო დამშვენდა. დაფნისი უკვე თხუთმეტი წლისა იყო, ქლოე კი ორი წლით უმცროსი, როცა დრიასმა და ლამონმა ერთ ღამეს ასეთი სიზმარი ნახეს: სწორედ იმ გამოქვაბულის ნიმფებმა, სადაც წყაროა და სადაც დრიასმა ბავშვი იპოვა, დაფნისი და ქლოე მკვირცხლსა და მშვენიერ ბიჭუნას ჩააბარეს. მას მხრებს უკან ფრთები ჰქონდა, ხელთ კი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1