Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

საბრალონი (ნაწილი II)
საბრალონი (ნაწილი II)
საბრალონი (ნაწილი II)
Ebook643 pages23 hours

საბრალონი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"საბრალონი" - ესაა საფრანგეთის ისტორია, მოთხრობილი მის მთავარ გმირთა პირადი ცხოვრებით. რომანის მოქმედება მიმდინარეობს ვატერლოოს ბრძოლასა (1815) და 1832 წლის ივნისის მოვლენებს შორის. ხუთ ტომში მოთხრობილია ჟან ვალჟანის ცხოვრება, ციხიდან მისი გაქცევიდან სიკვდილამდე. მის გარშემო შემოკრებილან პერსონაჟები, რომელთა ნაწილი წიგნის სხვადასხვა ტომებს აძლევს სახელს, ამ საუკუნის საბრალონი, უბედურები და ტანჯულნი: ფანტინი, კოზეტა, მარიუსი, ისევე, როგორც ტენტარდიეს ოჯახი, და ასევე კანონის წარმომადგენელი ჟავერი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 11, 2021
საბრალონი (ნაწილი II)

Read more from ვიქტორ ჰიუგო

Related to საბრალონი (ნაწილი II)

Related ebooks

Reviews for საბრალონი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    საბრალონი (ნაწილი II) - ვიქტორ ჰიუგო

    ვიქტორ ჰიუგო - საბრალონი (ნაწილი II)

    Vistor Hugo - Les Miserables (II)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჭავარიანს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი მეორე. კოზეტი

    წიგნი პირველი. ვატერლოო

    თავი პირველი. რას შეხვდება ნიველიდან მომავალი

    თავი მეორე. ჰუგომონი

    თავი მესამე. 1815 წლის 18 ივნისი

    თავი მეოთხე. A

    თავი მეხუთე. QUID OBSCURUM საერთოდ ბრძოლისა

    თავი მეექვსე. ნაშუადღევის ოთხი საათის შემდეგ

    თავი მეშვიდე. ნაპოლეონი კარგ გუნებაზეა

    თავი მერვე. იმპერატორი ლაკოსტს ეკითხება

    თავი მეცხრე. მოულოდნელობა

    თავი მეათე. მონ-სენ-ჟანის ტაფობი

    თავი მეთერთმეტე. ავი გზის მაჩვენებელი ნაპოლეონს, კარგისა - ბიულოვს

    თავი მეთორმეტე. გვარდია

    თავი მეცამეტე. კატასტროფა

    თავი მეთოთხმეტე. უკანასკნელი პასუხი

    თავი მეთხუთმეტე. კამბრონი

    თავი მეთექვსმეტე. QUOT LIBRAS IN DUCE?

    თავი მეჩვიდმეტე. რა შეგვძინა ვატერლოომ?

    თავი მეთვრამეტე. ღვთაებრივ უფლებათა აღდგენა

    თავი მეცხრამეტე. ბრძოლის ველი ღამით

    წიგნი მეორე. გემი „ორიონი"

    თავი პირველი. #24601 იყო, ახლა #9430 არის

    თავი მეორე. ერთი ლექსი, თვით ეშმაკის მიერ თქმული

    თავი მესამე. წინასწარ უნდა ყოფილიყო ჯაჭვი განზრახ დაზიანებული, რომ ასე ადვილად გამწყდარიყო

    წიგნი მესამე. სულთმობრძავისთვის მიცემული აღთქმის შესრულება

    თავი პირველი. წყლის საკითხი მონფერმეილში

    თავი მეორე. ორი სრული სურათი

    თავი მესამე. მუშტარს - ღვინო, ცხენებს - წყალი

    თავი მეოთხე. დედოფალას გამოსვლა სცენაზე

    თავი მეხუთე. გოგონა მარტოდმარტო

    თავი მეექვსე. რომელიც შეიძლება ამტკიცებდეს ბულატრუელის გონიერებას

    თავი მეშვიდე. კოზეტი და უცნობი ერთად ღამის წყვდიადში

    თავი მერვე. არ არის სასიამოვნო ღარიბის მიღება, რომელიც შეიძლება მდიდარი აღმოჩნდეს

    თავი მეცხრე. ტენარდიეს ოინები

    თავი მეათე. ვინც უკეთესს ეძებს, შეიძლება უარესი იპოვოს

    თავი მეთერთმეტე. #9430 ამოვიდა და ეს ნომერი კოზეტს ერგო ლატარიაში

    წიგნი მეოთხე. გორბოს ქოხი

    თავი პირველი. ბატონი გორბო

    თავი მეორე. ჭოტისა და ტოროლას ბუდე

    თავი მესამე. ორმა უბედურებამ შექმნა ბედნიერება

    თავი მეოთხე. „მთავარი მდგმურის" მეთვალყურეობა

    თავი მეხუთე. მიწას რომ დაეცემა ხუთფრანკიანი ვერცხლი, უმალ ხმას ამოიღებს

    წიგნი მეხუთე. ჩუმად ნადირობენ მუნჯი ძაღლები

    თავი პირველი. სტრატეგიის ლაბირინთი

    თავი მეორე. კიდევ კარგი, რომ აუსტერლიცის ხიდზე ეტლები დადის

    თავი მესამე. იხილეთ 1727 წლის პარიზის გეგმა

    თავი მეოთხე. გაქცევის ცდა

    თავი მეხუთე. შეუძლებელი იქნებოდა, გაზით რომ ყოფილიყო განათებული

    თავი მეექვსე. გამოცანის დასაწყისი

    თავი მეშვიდე. გამოცანის გაგრძელება

    თავი მერვე. გამოცანა რთულდება

    თავი მეცხრე. ზარებშებმული კაცი

    თავი მეათე. როგორ დარჩა ჟავერი ხახამშრალი

    წიგნი მეექვსე. მცირე პიკპუსი

    თავი პირველი. მცირე პიკპუსის ქუჩის # 62

    თავი მეორე. მარტენ ვერგას მორჩილება

    თავი მესამე. სიმკაცრენი

    თავი მეოთხე. მხიარულება

    თავი მეხუთე. გართობა

    თავი მეექვსე. პატარა მონასტერი

    თავი მეშვიდე. ჩრდილში მოქმედნი

    თავი მერვე. „POST CORDA LAPIDES"

    თავი მეცხრე. მთელი საუკუნე თავისი პირბადით

    თავი მეათე. დასაბამი „მუდმივი თაყვანისცემისა"

    თავი მეთერტმეტე. მცირე პიკპუსის ბოლო

    წიგნი მეშვიდე. გაკვრით

    თავი პირველი. მონასტერი, როგორც განყენებული იდეა

    თავი მეორე. მონასტერი, როგორც ისტორიული ფაქტი

    თავი მესამე. რა პირობით შეიძლება წარსულის პატივისცემა

    თავი მეოთხე. მონასტერი პრინციპის თვალსაზრისით

    თავი მეხუთე. ლოცვა ევედრებიან

    თავი მეექვსე. ლოცვის უებარი სიკეთე

    თავი მეშვიდე. გაკიცხვაც სიფრთხილით უნდა

    თავი მერვე. სარწმუნოება და კანონი

    წიგნი მერვე. საფლავი მიიღებს, რასაც მისცემთ

    თავი პირველი. როგორ შევიდეთ მონასტერში

    თავი მეორე. ფოშლევანის გასაჭირი

    თავი მესამე. დედა ინოკენტია

    თავი მეოთხე. ისე ლაპარაკობს ჟან ვალჟანი, თითქოს ოსტენ კასტილეო წაეკითხოს

    თავი მეხუთე. არ კმარა იყო ლოთი, რომ უკვდავი გახდე

    თავი მეექვსე. კუბოს ფიცრის ქვეშ

    თავი მეშვიდე. არ დაგეკარგოს შენი მოწმობა

    თავი მერვე. წინამძღვარსაც მოეწონა

    თავი მეცხრე. მონასტერში

    ნაწილი მეორე. კოზეტი

    წიგნი პირველი. ვატერლოო

    თავი პირველი. რას შეხვდება ნიველიდან მომავალი

    შარშან (1861 წ.) ერთი მგზავრი მიდიოდა ნიველიდან, ამ ისტორიის მთხრობელი. მაისის მშვენიერი დილა იყო. ფეხით მიდიოდა ულპში. ორივე მხარეს ხეებით დაჩრდილული შარაგზა ხან ბორცვებზე ადიოდა, ხან ისევ ძირს ეშვებოდა. ლილუა უკვე გაიარა, ბუა-სენიორ-ისაკიც. დასავლეთით ბრენ-ლ’ალეს სამრეკლო გამოჩნდა, პირქვე დადგმულ ჯამს რომ ჰგავს. უკან დარჩა ტყით მოსილი ბორცვი და გზის ნაპირზე ერთ ჩამპალ სახრჩობელის მსგავს ბოძთან, რომელზეც ისევ შემორჩენილიყო წარწერა - „ძველი საყარაულო #4 - პატარა დუქანი გამოჩნდა ფირმის ნიშნით „ოთხ ქარ შუა. კერძო ყავახანა ეშაბო.

    ამ დუქანს გასცდა და ცოტა ხნის შემდეგ პატარა ველზე გავიდა, რომელსაც გზის ნაყარ მიწაზე გაკეთებული თაღის ქვეშ მიმდინარე ნაკადული რწყავდა. შარაგზის ერთ მხარეს მეჩხერად მდგარი თავქოჩორა ხეები, ბრენ-ლ’ალეს მიმართულებით ლამაზად გაფანტულნი, თითქოს მიმორბოდნენ.

    მარჯვნივ, ზედ გზის პირას, ბაკი იყო. იქვე, კარებთან ოთხთვლიანი ურემი იდგა, ერთი დიდი კონა სარი სვიისთვის, გუთანი; ამწვანებულ ხერგულთან ფიჩხი ეყარა, ოთხკუთხა ორმოში კირი იწვოდა; ძველ, ჩალით დაფარულ ფარდულთან მიყუდებული იყო ერთი გრძელი კიბე. იქვე ყმაწვილი გოგო მიწას მარგლავდა და ქარი აფრიალებდა დიდ, ყვითელ აფიშას. ალბათ ეკლესიის დღეობაზე ჩამოსული მსახიობების განცხადება თუ იყო. დუქნის კუთხესთან, გუბეში იხვების მთელი ფლოტი ჭყუმპალაობდა. გუბის პირას პატარა ბილიკი გადიოდა ბუჩქნარებისკენ. ამ ბილიკს გაჰყვა მგზავრი.

    მეთხუთმეტე საუკუნის კედელს მიჰყვა, აგურის წვრილწვეტიანს და ასიოდე ნაბიჯის შემდეგ ლუი მეთოთხმეტის სტილის დიდი ალაყაფის კარს მიადგა. კარი დაკეტილი იყო. იგი ორი დახავსებული დარაბისაგან შედგებოდა და ძველი უჟანგავი ჩაქუჩით იყო დამშვენებული.

    მზე ალერსიანად ანათებდა; ხის ტოტები ოდნავ ირხეოდნენ იმ ნაზი შრიალით, რომელიც თითქოს ბუდეებიდან უფრო მოდის, ვიდრე ქარის ქროლვით არის გამოწვეული. პატარა გაბედული ჩიტუნია, ალბათ შეყვარებული, თავდავიწყებით გაჰკიოდა სიმღერას დიდი ხის ტოტიდან. იქვე რკინის ცხაური ეგდო, რომლის ქვემოდან მწვანე ბალახი ამოსულიყო.

    მგზავრი დაიხარა და კარების მარცხნივ ქვას დაუწყო სინჯვა, რომელიც საკმაოდ ღრმად იყო ამოფუღუროებული. ამ დროს ერთი დედაკაცი გამოვიდა ეზოდან.

    დაინახა, რომ ამოფუღუროებულ ქვას სინჯავდა მგზავრი და უთხრა:

    - ფრანგების ყუმბარა მოხვედრია, ბატონო. - და დაუმატა: - აი, იქ ხომ ხედავთ, ზემოთ, კარის ფიცარში, ლურსმნის გვერდით, ის კი ბისკაური თოფის ტყვიისა გახლავთ. ხე ვერ გაუხვრეტია ტყვიას.

    - რა ჰქვია აქაურობას? - ჰკითხა მგზავრმა.

    - ჰუგომონი.

    გაიმართა მგზავრი. ღობესთან მივიდა და იქით გადაიხედა. შორს, ჰორიზონტზე პატარა ბორცვი მოჩანდა და იმ ბორცვზე კიდევ რაღაც, შორიდან ლომის მსგავსი.

    იგი ვატერლოოს ბრძოლის ველი იყო.

    თავი მეორე. ჰუგომონი

    ჰუგომონი არის ის საბედისწერო ადგილი, სადაც ნაპოლეონი, ევროპის დიდებული შეშის მჭრელი, პირველად წააწყდა დაბრკოლებას. პირველი მაგარი როკი მოხვდა მის მოქნეულ ცულს.

    უწინ ციხესიმაგრე იყო ჰუგომონი, ახლა კი ფერმაა, სულ უბრალო. ციხესიმაგრე სომერელის ბატონმა ჰუგომ ააშენა, რომელმაც ვილიერის სამწყსო გაამდიდრა თავისი შეწირულობით.

    კარი შეაღო მგზავრმა, იდაყვი მიარტყა რაღაც ძველ ეტლს და ეზოში შევიდა. შევიდა და თვალში ეცა ერთი კარი, მეთექვსმეტე საუკუნისა, რომლის მხოლოდ თაღი დარჩენილიყო, სხვა ყველაფერი კი ჩამონგრეულიყო. ხშირად ხდება ხოლმე, ნანგრევით ვხედავთ დიდებულ წარსულს. ცოტა იქით კიდევ იყო კარი, ანრი მეოთხის დროის, ქვის კამარით, საიდანაც ხეხილის ბაღი მოჩანდა. იქვე პატივი, ბარი, ნიჩაბი, გუთანი, ძველებური ჭა წყლის ამოსაღები ძელით და ჯაჭვით, სავსე თხრილი, ქათმები, ინდაური, მოკუნტრუშე კვიცი, სამრეკლოიანი პატარა ეკვდერი, აყვავებული მსხალი, ეკვდერის კედელზე რომ მიეფინა ტოტები. აი, ის ეზო, რომლის აღება სანატრელად გახდომოდა ნაპოლეონს. რომ გაემარჯვა და აეღო ეს ეზო, იქნება მთელი ქვეყნის ბატონ-პატრონი გამხდარიყო. ქათმები ქექავდნენ მტვერს, ინგლისელების მაგივრად უზარმაზარი ძაღლი იღრინებოდა.

    ვაჟკაცურად იბრძოდნენ აქ ინგლისელები. კუკის ოთხმა რაზმმა შვიდი საათი გაუძლო მთელი ლაშქრის იერიშს.

    ჰუგომონი რუკაზე ოთხკუთხაა, უსწორმასწორო, თითქოს ჩამოჭრილი ჰქონდეს ერთი კუთხე. ამ კუთხეში იყო სამხრეთი კარი, დაცული კედლით, საიდანაც მისი ნიშანში ამოღება ადვილი იყო. ორი კარი აქვს ჰუგომონს, სამხრეთით - ციხესიმაგრისა და ჩრდილოეთით - ფერმისა. ჰუგომონის ასაღებად ნაპოლეონმა თავისი ძმა, ჟერომი, გაგზავნა; იქ შეიყარნენ გილემინოს, ფუას და ბაშლუს ჯარები. იქ მოქმედებდა და იქვე დაიღუპა თითქმის მთლიანად რეილის კორპუსი. კელერჰანმა ზარბაზნის ყუმბარები გამოლია და მაინც ვერაფერი დააკლეს მის გმირულ კედელს. ძლივძლივობით მოახერხა ჰუგომონის აღება ბოდუენის ჯარმა ჩრდილოეთიდან; სუას ჯარმა სამხრეთიდან მხოლოდ შეარყია, აღებით კი ვერ აიღო.

    ფერმის შენობებით არის შემორკალული სამხრეთი ეზო. ჩრდილოეთით ფრანგების მიერ დამსხვრეული ალაყაფის კარების ნაშთია ჩამოკიდებული კედელზე, რომელსაც ცხადად ეტყობა იერიშის ნიშნები. ეზოს სიღრმეში ნახევრად ღია, ფრანგების მიერ შენგრეული ჩრდილოეთის კარიბჭე მოჩანს, რომელიც ზევით აგურის და ქვევით ქვის კედელში ყოფილა დატანებული. ეს კედელი ფარგლავს ეზოს ჩრდილოეთის მხრით. ეს უბრალო ალაყაფის კარია, უხეში, ფართო ფიცრის დარაბებისგან შემდგარი, როგორსაც ყოველ ფერმაში ნახავთ. ამის იქით გაშლილი მინდვრებია. ამ შესასვლელისთვის უმოწყალო ბრძოლა მიდიოდა. კარის ამყოლ წირთხლს დიდხანს აჩნდა სისხლიანი ხელების კვალი. აქ მოკლეს ბოდუენი.

    სამლოცველოს გვერდით აღმართულია კოშკის ერთი ფრთა - ერთ-ერთი ნაშთი ჰუგომონის ციხე-დარბაზისა - დგას დანგრეული, შეიძლება ითქვას, წელებგამოყრილი. ციხე-დარბაზი სანგრად გამოუყენებიათ, სამლოცველო კიდევ - ბლოკჰაუზად. აქ საშინელი სისხლისღვრა მოხდა. ფრანგებს, რომელთაც ყოველი მხრიდან უშენდნენ ტყვიას, კედლებიდან, ბეღლების სახურავებიდან, სარდაფების სიღრმიდან, ყოველი ფანჯრიდან, - მოეზიდათ ფიჩხკონები და ცეცხლი გაეჩინათ კედლებისათვის. ფინდიხისთვის ცეცხლით გაუციათ პასუხი!

    დანგრეულ ფლიგელში რკინის ცხაურიანი სამრეკლოებიდან მოჩანს მთავარი აგურის შენობის ოთახების ნანგრევები, სადაც ინგლისის გვარდია ყოფილა ჩასაფრებული; ხრახნილი კიბე, რომელიც ქვედა სართულიდან დაწყებული, სახურავამდე დახეთქილია და გატეხილი ნიჟარის შიგნითა მხარეს მოგაგონებთ, ორსართულიანი ყოფილა. ჩასაფრებული ინგლისელები ზედა საფეხურებზე ასულან და გადაუჭრიათ ქვედა საფეხურები. შავ-მოიისფრო ქვის ფართო ფილები ახლა ჭინჭარშია მიყრილი. ათამდე საფეხური ისევ შერჩენია კედელს. პირველზე ამოჭრილია სამკაპის გამოხატულება. ეს მიუწვდომელი საფეხურები მტკიცედაა ჩამჯდარი ღრმულებში, დანარჩენი კი უკბილო ყბას დამსგავსებია. აქვე ორი ხე იზრდება. ერთი გამხმარა, მეორე ძირშია დაზიანებული, მაგრამ აპრილში მაინც ფოთლებით იმოსება. 1815 წლიდან კიბის შუაში დაუწყია ზრდა.

    ჯერაც ეტყობა ამ ეზოს ომის საშინელება. ხელჩართული ბრძოლა გაქვავებული დარჩენილა, თითქოს თქვენ თვალწინ იყოს სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი. სულთმობრძავივით წაწოლილა კედლები, ცვივა ქვები, კვნესის ნაპრალები, ჭრილობად გეჩვენებათ ტყვიით ნახვრეტი, გასაქცევად მომზადებულს ჰგვანან დახრილი და გადაზნექილი ხეები.

    1815 წელს ამ ეზოში მეტი შენობები იყო, ვიდრე დღეს არის. შემდეგ დაანგრიეს, ძირს დასცეს და მაშინ კი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ იერიშით მომავალთათვის.

    ინგლისელებს ბარიკადები აეგოთ ეზოში და ჩასაფრებულიყვნენ. ფრანგები შეჭრილან, მაგრამ ფეხი ვერ მოუკიდებიათ. უცნაური სანახავია დღეს სამლოცველო, რომელშიც შეუწყვეტელი ბრძოლა წარმოებდა. წირვა-ლოცვა აღარ ყოფილა მას შემდეგ, თუმცა შენახულია ხის საკურთხეველი, გაუთლელი კლდის ქვაზე მიმაგრებული; კედლები კირით ჰქონია შეღებილი; საკურთხევლის პირდაპირ არის კარი, ორი პატარა ფანჯარა და ხის ჯვარცმა კარსზევით; ჯვარცმის ქვეშ თივით გატენილი ოთხკუთხა სარკმელია და საკურთხეველთან წმ. ანას XV საუკუნის ხის ქანდაკება. ჩვილი იესოს თავი ფინდიხით არის მოგლეჯილი. ფრანგებმა დაიჭირეს სამლოცველო, მაგრამ ვერ გაუძლეს მტერს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლმა დაწვა კარი, ნაწილი ჯვარცმისა და თვითონ ჯვარცმულს კი არ შეხებია, - სასწაული მოხდაო, - იძახის ხალხი. თავწაგლეჯილი ჩვილი იესო ქრისტესავით ბედნიერი არ ყოფილა. კედლები წარწერებითაა დაფარული, ჯვარცმის ფერხთით სხვადასხვა სახელები წერია: „Henquines. Conde de Rio Maior. Marques y Marquesa de Almagro (Habana)". შეხვდებით ფრანგულ სახელებსაც გაკვირვების ნიშნებით რისხვის გამოსახატავად. 1849 წელს კედელი შეუთეთრებიათ. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები შეურაცხყოფდნენ აქ ერთიმეორეს. ამ სამლოცველოს კარებთან ენახათ გვამი ჩუგლუგით ხელში. ეს ყოფილა უმცროსი ლეიტენანტი ლეგრო. სამლოცველოდან რომ გამოხვალთ, მარცხნივ დაინახავთ ჭას.

    ორი ჭა არის ეზოში. უნებლიეთ იკითხავთ; რატომ არ არის ზედ ჭოჭონაქი, ვედრო? იმიტომ, რომ იქიდან წყალს აღარ იღებენ. და რატომ არ იღებენ? რადგან თითქმის პირამდე სავსეა ჩონჩხებით.

    უკანასკნელად ამ ჭიდან წყალი ამოიღო ვან კილსომმა, ჰუგომონის მებაღემ. 1815 წლის 18 ივნისს მისმა ოჯახმა ტყეს შეაფარა თავი. უამრავი ხალხი აფარებდა მაშინ ტყეს თავს. ის კი ჰუგომონში დარჩა და სარდაფში ჩაიმალა. იპოვეს ინგლისელებმა, ამოიყვანეს, ბევრი ურტყეს სიბრტყით ხმალი და წყლის ამოტანა უბრძანეს; ისიც სწორედ იმ ჭიდან უზიდავდა სასმელ წყალს.

    ბრძოლის შემდეგ მაშინვე მკვდრების დამარხვას მიჰყვეს ხელი. გამარჯვებას სიკვდილი სდევს და დიდებას - ჭირი. სახადი თანამგზავრი არის გამარჯვებისა. ჭა ძალიან ღრმა იყო და საფლავად გამოიყენეს. სამასი კაცი ჩაყარეს შიგ დიდი აჩქარებით. მკვდრები კი იყვნენ ყველანი? ხალხის თქმულებით - არაო; ბრძოლის მომდევნო ღამეს ჭიდან კვნესა ისმოდა - გვიშველეთო!

    ერთადერთი სახლი დარჩენილა ამ ეზოში საცხოვრებელი და იქ ცხოვრობს შვილიშვილი მებაღე ვან კილსომისა. ჭაღარაშერეულმა დედაკაცმა მიამბო: - მე აქ ვიყავი მაშინ, სამი წლის ბავშვი, ჩემს უფროს დას ეშინოდა და ტიროდა. ტყეში წაგვასხეს, მე დედას ხელში ვეჭირე. დედამიწაზე ადებდნენ ყურს, რომ ზარბაზნის სროლა გაეგონათ. მე ვიძახდი: „ბუმ, ბუმ!"

    ეზოდან ყვავილების ბაღში ჩადის დაქანებული გზა. ამ ბაღში იყო, ექვს მსროლელს რომ შემოეხვივნენ გარს ჰანოვერელები და სროლა დაუწყეს ზემოდან, როგორც ბუნაგში მიმწყვდეულ დათვს. მოცხარის ბუჩქებს ამოფარებულ ექვს კაცს ებრძოდა ორასი. მამაცი მსროლელები თხუთმეტ წუთს იბრძოდნენ, სანამ დახოცავდნენ.

    ყვავილნარის ზემოთ ხეხილის ბაღია, სადაც რამდენიმე კვადრატული საჟენის მანძილზე მოკვდა ათას ხუთასი კაცი ერთი საათის განმავლობაში. კედელი აკრავს უკნიდან ამ ბაღს, დოლაბებით დახვრეტილი, თითქოს დღესაც მზად იყოს საბრძოლველად; ოცდათვრამეტი დოლაბი აქვს. ამ კედელს გარედან ცოცხალი მცენარეების ბუჩქნარი ღობე მალავდა. ფრანგებს ეგონათ, ამ ღობეს გავჩეხავთ და მტერს შევმუსრავთო, აუღებელ კედელს კი მიადგნენ, რომლის უკან ინგლისელები იდგნენ და დოლაბებიდან თოფს ესროდნენ და ფინდიხს. იქ დაიღუპა სუას ჯარი. იქ იყო დასაწყისი ვატერლოოს ბრძოლისა.

    ყვავილების ბაღიც აიღეს, ხეხილისაც, ფრანგებმა. კიბე რომ არა ჰქონდათ, კატებივით მიძვრებოდნენ კედელზე, ხელჩართულნი იბრძოდნენ ხეების ქვეშ. ბალახი სულ სისხლით შეიღება. ნასაუს ბატალიონი, შვიდასი კაცი, უკლებლივ იქ დაიღუპა. კედელი მთლად დასერილია კელერმენის ზარბაზნების ფინდიხით.

    ბაღში, ბალახში ერთი ხე გდია, ფესვებიანად ამოგდებული. მაიორი ბლაკმანი ამ ხეს მიეყრდნო, რომ სული დაელია. იქვე, ერთი დიდი ხის ჩრდილში მოკვდა გერმანელების გენერალი ლუპლა, შთამომავალი იმ ფრანგებისა, რომლებიც გაიხიზნენ სამშობლოდან, როდესაც 1685 წელს ნანტის ბრძანება გაუქმდა.

    აქ მოკვდა ბოდუენი, აქ დაჭრეს ფუა, აქ მძვინვარებდა ცეცხლი, იჟლიტებოდა ხალხი, აქ იღვრებოდა სისხლი ფრანგებისა, ინგლისელებისა, გერმანელებისა - ერთმანეთში არეული. აქ იყო ადამიანებით გავსილი ჭა, სულ აქ ჩაიხოცა ნასაუსა და ბრაუნშვაიგის ლეგიონები. აქ მოკვდა დუპლა, ბლაკმანი, დასახიჩრდნენ ინგლისელი გვარდიელები. აქ დაიღუპა ოცი ბატალიონი ფრანგებისა, ნახევარი რეილის ორმოცისა ხმლით აკუწულ იქნა, დაიჭრა, ტყვიით გაიგმირა, დაიწვა სამი ათასი კაცი. ყოველივე ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ამჟამად ვინმე გლეხმა უთხრას მგზავრს:

    - სამი ფრანკი მიბოძეთ, ბატონო, და თუ გნებავთ, მე გაგაცნობთ ვატერლოოს ბრძოლის ამბავს.

    თავი მესამე. 1815 წლის 18 ივნისი

    უკან დავბრუნდეთ - ეს უფლება არის ავტორისა. გადავიდეთ 1815 წელში - ცოტა უფრო ადრე იმ ამბებამდე, რომელიც მოთხრობილია ამ წიგნის პირველ ნაწილში.

    1815 წლის 17 ივნისის ღამით წვიმა რომ არ მოსულიყო, ევროპის მომავალი მთლად შეიცვლებოდა. წვიმის რამდენიმე მეტი ან ნაკლები წვეთი - აი მიზეზი ნაპოლეონის დაცემისა. აუსტერლიცი რომ ვატერლოოდ დაბოლოებულიყო, განგებას წვიმა დასჭირდა. უდროო დროს ცაზე გავლილი ღრუბელი საკმარისი იყო, რომ ქვეყნიერებას სახე ეცვალა.

    ვატერლოოს ბრძოლა მხოლოდ თორმეტის ნახევარზე დაიწყო, რამაც საშუალება მისცა ბლუხერს დროზე მოსულიყო და არ დაგვიანებოდა. ბრძოლა გვიან დაიწყო, რადგან მიწა იყო დამბალი. უნდა შემშრალიყო, რომ არტილერიას მიმოსვლა შესძლებოდა.

    ნაპოლეონი არტილერიის ოფიცერი იყო და ეს კარგად იგრძნობოდა მის მოქმედებაში. ამ გასაოცარი სარდლის არსება მთლად გამოიხატა მის მიერ დირექტორიისადმი მიწერილი მოხსენების ერთ წინადადებაში აბუკირის შესახებ: „ამა და ამ ჩვენმა ყუმბარამ ექვსი კაცი მოკლაო". ბრძოლის გეგმას ყოველთვის ზარბაზნებზე ამყარებდა. გამარჯვებული იყო, თუ შეძლებდა მთელი თავისი არტილერიისათვის თავი მოეყარა ერთ დანიშნულ ადგილას. მტრის მხედართმთავრის სტრატეგია ციხესიმაგრედ მიაჩნდა, ცდილობდა მის შენგრევას, მის სუსტ ადგილებს უშენდა ზარბაზანს. ზარბაზნით იწყებდა და ამთავრებდა ბრძოლას და ისე ამარცხებდა მტერს. გენიოსი იყო უმთავრესად ზარბაზნით; ყუმბარებით არღვევდა მტრის ჯარს, შლიდა, ფანტავდა და თან სცემდა და სცემდა ისევ ზარბაზნით. ეს საშინელი წესი მიემატა მის გენიას და მისი წყალობით იყო, რომ თხუთმეტი წლის განმავლობაში დაუმარცხებელი დანავარდობდა ეს პირქუში დევგმირი ომის მუშტი-კრივისა.

    1815 წლის 18 ივნისს მით უფრო იმედი ჰქონდა არტილერიისა, რომ რიცხობრივი უპირატესობა მის მხარეზე იყო; ველინგტონს ას ორმოცდაცხრამეტი ზარბაზანი ჰქონდა, ნაპოლეონს - ორას ორმოცი.

    მიწა რომ მშრალი ყოფილიყო, არტილერიის მოძრაობას ხელს არაფერი შეუშლიდა, ბრძოლა დილის 6 საათზე დაიწყებოდა და ორ საათზე დამთავრდებოდა, სამი საათით ადრე პრუსიელების მოსვლამდე.

    განა ნაპოლეონის ბრალი იყო ამ ბრძოლის წაგება? განა მესაჭის ბრალია ზღვის ღელვა? ხნიერი კაცი იყო იმ დროს ნაპოლეონი და ნუთუ ნიჭსაც დაეტყო შემცირება? ოცი წელიწადი ხმალი არ ჩაეგო კაცს, და ნუთუ პირიც ისე გასცვეთოდა ხმალს, როგორც ქარქაში? სულიც ისევე, როგორც ტანი? ნუთუ ვეტერანი შეპარულიყო მხედართმთავარში? მოკლედ რომ ვთქვათ, ნუთუ უკვე ბნელდებოდა მისი გენია, როგორც ფიქრობდნენ მრავალი ისტორიკოსთაგანნი? ნუთუ ისეთი გაშმაგებული იყო, რომ თავის თავსაც კი უმალავდა თავის დასუსტებას? ნუთუ უკვე შემკრთალიყო მოულოდნელის მოლოდინში? ნუთუ ამ ხორციელით გატაცებულ დიდებულებს, რომელთაც ბუმბერაზებად თვლიან, ეწვევათ ხოლმე სიბეცე გენიოსისა? იდეალით გატაცებულებს ვერ სძლევს სიბერე; დანტესთვის და მიქელანჯელოსთვის სიბერე ზრდა არის. ჰანიბალისთვის და ბონაპარტისთვის? ნუთუ სიბერე დაკნინებაა? ნუთუ ვეღარ ითვალისწინებდა საფრთხეს, მოულოდნელ მახეს? ნუთუ ალღო დაჰკარგვოდა განსაცდელისა? აქამდე ხომ ხელში ეჭირა გამარჯვების ყველა გზა და თითის გაშვერის მეტი არაფერი სჭირდებოდა თავისი ბრწყინვალე ეტლიდან მტრის მიზანში ამოსაღებად; ახლა რა დაემართა, რომ დამარცხებისათვის გზავნიდა თავის ლაშქარს? ნუთუ ორმოცდაექვსი წლის კაცს სრული სიშმაგე მოერია? ნუთუ უშველებელ მჟლეტავად გარდაქმნილიყო ეს ბუმბერაზი მეეტლე ბედისწერისა?

    არა, ჩვენ მაგას არ ვფიქრობთ.

    ნაპოლეონის ბრძოლის გეგმა, როგორც ყველა ამტკიცებდა, შედევრი იყო, მტრის ცენტრს უნდა დასცემოდა, გაერღვია, ორად გაეყო, ბრიტანელები ალისკენ გაეწია, პრუსიელები - ტონგრისკენ; ველინგტონი და ბლუხერი ერთმანეთისთვის დაეშორებინა, სენ-ჟანის მთა აეღო, დაეპყრო ბრიუსელი, გერმანელები უკუეგდო რაინამდე, ინგლისელები კი - ზღვამდე. ეს ყოველივე ამ ბრძოლით, ხოლო დანარჩენი შემდეგისთვისაო.

    ცხადია, რომ ჩვენ არ ვწერთ ვატერლოოს ისტორიას. ამ ბრძოლის ერთ ეპიზოდს კავშირი აქვს ჩვენს მოთხრობასთან და იმას ვეხებით. თვით ბრძოლის ისტორია კი უკვე არის და კარგადაც არის დაწერილი; ნაპოლეონის მიერ - ერთი თვალსაზრისით და მრავალი ისტორიკოსის მიერ - სხვა თვალსაზრისითაც.

    ჩვენ კი, ჩვენ მარტო შორიდან მაყურებელი ვართ, ბრძოლის ველზე გამვლელი, მაძიებელი, ადამიანის სისხლით გაჟღენთილ მიწაზე დახრილი, რომელსაც შეიძლება ნამდვილად სწამდეს, რაც ეჩვენება. არც უფლება გვაქვს, მეცნიერების სახელით ვჩხრიკოთ ურიცხვი საბუთი, სადაც, ეჭვგარეშეა, ლანდიც უნდა ერიოს, და არც მხედრული გამოცდილება და სტრატეგიული განვითარება შეგვწევს მისი განსჯისათვის. ჩვენი აზრით, ვატერლოოს ბრძოლა მოულოდნელმა შემთხვევამ გადაწყვიტა და როდესაც საქმე ბედზე მიდგება, ამ საიდუმლო ბრალდებულზე, ჩვენც ხალხივით ვსჯით. ხალხი გულმართალი მსაჯულია.

    თავი მეოთხე. A

    ვისაც უნდა ნათლად წარმოიდგინოს ვატერლოოს ბრძოლა, დახატოს გონებით დიდი „A". ამ ასოს მარცხენა ხაზი ნიველის გზაა, განივი ხაზი - ოჰენიდან ბრენ-ლ’ალესკენ მიმავალი და მარჯვენა ხაზი - ჟენაპის გზა. ზემო კუთხე ამ ასოსი არის სენ-ჟანის მთა. ამ მთაზე ბრძანდება ველინგტონი. მარცხენა ქვემო კუთხე არის ჰუგომონი, აქ დგანან რეილი და ჟერომ ბონაპარტი. მარჯვენა კუთხე არის ბელალიანსი და აქ დგას ნაპოლეონი.

    იმ წერტილის ცოტა ქვევით, სადაც A-ს მარჯვენა ხაზს ჭრის განივი ხაზი, მდებარეობს ჰე-სენტი. ამ განივი ხაზის შუაში არის ის ადგილი, სადაც გადაწყდა ბრძოლის ბედი. სწორედ აქ არის დადგმული ლომი - ძალაუნებური სიმბოლო იმპერატორის გვარდიის უდიდესი გმირობისა.

    ასოს თავში რომ სამკუთხედია, ორ ხაზსა და კადონს შორის, ეს მონ-სენადტის ტაფობია. მთელი ბრძოლის შინაარსს ამ ტაფობისთვის ჭიდილი შეადგენდა.

    ორივე ჯარის ფრთები გაშლილი იყო ჟენაპისა და ნიველის გზის მარჯვნივ და მარცხნივ. დერლონი პიქტონის პირისპირ იდგა, რეილი - ჰილლის.

    A-ს მწვერვალს იქით, მონსენჟანის უკან, სუანის ტყეა. რაც შეეხება თვით ველს, წარმოიდგინეთ ვრცელი ტალღისებრი სიბრტყე; თითოეული ტალღა მომდევნოზე მაღალია; ამგვარად, თანდათან მაღლდება მონსენჟანის მიმართულებით და ბოლოვდება ტყით.

    ორი მოწინააღმდეგე ლაშქარი ბრძოლის ველზე ორი მოჭიდავე ფალავანია. ერთმანეთის წაქცევა უნდათ და ყველა საშუალებას ხმარობენ გამარჯვებისთვის. ბუჩქს საფარად გამოიყენებენ, კედელს - საყრდნობად, თორემ უკან დაიხევს მთელი რაზმი. ხევი რომ დახვდეს სადმე, ტყე ან მდინარე, ისიც კი შეაყოვნებს ამ დევების წინსვლას, ან უკან დახევას, რომელსაც ლაშქარი ჰქვია. და ვინც გავიდა ბრძოლის ველიდან, დამარცხებულიც ის არის. ამიტომ პასუხისმგებელი მხედართმთავრის მოვალეობაა, დაწვრილებით შეისწავლოს ის ადგილი, სადაც ბრძოლას აპირებს.

    ორივეს წინასწარ გაესინჯა ის მინდორი და სენ-ჟანის მთა, რომელსაც დღეს ვატერლოოს ველს ეძახიან. ველინგტონს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაეთვალიერებინა ეს ადგილები, რადგან აქ უფრო ხელსაყრელად მიაჩნდა დიდი ბრძოლის მოწყობა. ამ საბედისწერო დუელში ველინგტონს კარგი სიმაგრე დაეჭირა, ნაპოლეონს ცუდი დარჩენოდა, ინგლისელები მაღლობზე იყვნენ, ფრანგები - დაბლობზე.

    საჭირო არ უნდა იყოს აქ ნაპოლეონის დახატვა თავისი ცხენით და ჭოგრიტით ხელში, როსომის მწვერვალზე, 1815 წლის 18 ივნისის განთიადისას, უჩვენოდაც კარგად იცნობს მთელი ქვეყანა. მშვიდი სახე პატარა ბრიენული ქუდის ქვეშ, ფორმის მწვანე ტანსაცმელი, რომელსაც არაფერი ეტყობოდა მისი გენერლობისა, თეთრი ცხენი ხავერდის ყაჯარით, რომლის ორივე მხარეს გვირგვინით მოსილი ასო იყო ამოქარგული - პირველი ასო მისი სახელისა - და არწივები, ვერცხლის დეზები, მარენგოს ხმალი. უკანასკნელი კეისრის ეს სურათი ჯერაც თვალწინ უდგას ყველას, ზოგიერთისთვის თაყვანსაცემი და ზოგიერთისთვის საგმობი.

    სხივმოსილი იყო ნაპოლეონი დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ გმირს მცირედით ყოველთვის ახლავს ლეგენდარული შარავანდედი, რომელიც აბნელებს სინამდვილეს. ისტორიის მოვალეობაა ამ ბნელის აცლა. ამ მხრივ ულმობელია ისტორია, უცნაური თვისება აქვს; რადგან ზეციური მხოლოდ სინათლეა, ხშირად იქ ანათებს სიბნელეს, სადაც ბრწყინვალების სხივი არ მოიპოვება და ბნელს ჰფენს იქ, სადაც ბრწყინვალების მეტი არაფერი ჩანდა. ერთი და იმავე კაცის ორ განსხვავებულ აჩრდილს ქმნის; ერთმანეთს ებრძვიან ეს ორნი - მტარვალის სიმკაცრე ებრძვის მხედართმთავრის მიმზიდველობას. მათ შორის მართალი ხალხმა განსაჯოს.

    მიწასთან გასწორებული ბაბილონი ამცირებს ალექსანდრე მაკედონელს; დამონებული რომი ამცირებს იულიუს კეისარს; მიწისპირიდან აღგვილი იერუსალიმი ამცირებს ტიტეს, მტარვალს თან სდევს მტარვალობა; უბედურება და შერცხვენაა, თუ მოღვაწე თავის შემდეგ ტოვებს ბნელს, რომელსაც მისი სახე მიუღია.

    თავი მეხუთე. QUID OBSCURUM საერთოდ ბრძოლისა

    ყველას ემახსოვრება ამ ბრძოლის დასაწყისი, საშინელი უფრო ინგლისელებისთვის, ვიდრე ფრანგებისათვის.

    მთელი ღამე წვიმდა; დამბალი იყო მიწა, ყველგან გუბეები იდგა, ზოგან ღერძამდე ტალახში ეფლობოდა ეტლები. გათელილი ყანა რომ არ დასდებოდა მიწას, მოძრაობა შეუძლებელი იქნებოდა.

    გვიან დაიწყო ბრძოლა: ნაპოლეონს ჩვეულებად ჰქონდა, მთელი არტილერია, როგორც დამბაჩა, ხელში უნდა სჭეროდა, რომ ხან აქეთ დაეშინა ყუმბარა, ხან იქით, და ელოდა მიწის გაშრობას, რომ ზარბაზნების მიმოტანა შესძლებოდა. მზე უნდა ამოსულიყო, რომ გაეშრო მიწა. მზე კი არ ამოდიოდა. ეს აღარ იყო აუსტერლიცის შეხვედრა.

    ზარბაზანი რომ გავარდა, ინგლისელმა გენერალმა კოლვილმა საათს დახედა. ოცდახუთი წუთი აკლდა თორმეტს.

    ბრძოლა მეტი გაშმაგებით დაიწყო, ვიდრე თვითონ ნაპოლეონს უნდოდა. საფრანგეთის ჯარი იერიშით მიადგა ჰუგომონს. იმავე დროს ნაპოლეონმა კიოს და ნეის ჯარები მიმართა ინგლისელების შუა და მარცხენა მხარეს.

    ჰუგომონზე იერიში ერთგვარი საომარი ხერხი იყო. ველინგტონის მარცხნივ გატყუება - ასეთი იყო გეგმა. იქნებ ასრულებულიყო კიდეც ეს გეგმა, მაგრამ მედგრად დაუხვდნენ ფრანგების ჯარს ინგლისელები და ბელგიელები. ველინგტონმა მარცხენა მხარის გასამაგრებლად ბრაუნშვაიგის ჯარი გაგზავნა, თვითონ კი თავის ადგილას დარჩა.

    საგანგებოდ იყო განზრახული ფრანგების იერიში ინგლისელების მარცხენა მხარეს: უკან დასწევდნენ ინგლისელებს, შეუკრავდნენ ბრიუსელის გზას, შეაჩერებდნენ მომავალ პრუსიელებს, აიღებდნენ სენ-ჟანის მთას, ველინგტონს ჰუგომონისა და ბრენ-ლ’ალესკენ დაახევინებდნენ.

    ფრანგების მარჯვენა ფრთის იერიშს ჰუგომონზე განზრახული ჰქონდა გაენადგურებინა ინგლისელების მარცხენა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1