Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ბუდენბროკები (ტომი I)
ბუდენბროკები (ტომი I)
ბუდენბროკები (ტომი I)
Ebook935 pages5 hours

ბუდენბროკები (ტომი I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ბუდენბროკები", რომელიც გერმანიაში პირველად 1900 წელს გამოქვეყნდა, როდესაც თომას მანი ჯერ კიდევ 25 წლის იყო, თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად იქცა. ესაა ამბავი მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის შესახებ მათი დაბადებებითა და ნათლობებით, ქორწინებებით, განქორწინებებით, სიკვდილით, წარმატებითა და წარუმატებლობით. ეს მოვლენები ოდნავი განსხვავებით ყველა თაობაში მეორდება, მაგრამ რადგან ბუდენბროკები თანამედროვეობის ცდუნებებს აყვებიან, - ცდუნებებს, რომლებიც მათ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, - დაღუპვა გარდუვალად იქცევა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 11, 2021
ბუდენბროკები (ტომი I)

Read more from თომას მანი

Related to ბუდენბროკები (ტომი I)

Related ebooks

Reviews for ბუდენბროკები (ტომი I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ბუდენბროკები (ტომი I) - თომას მანი

    თომას მანი - ბუდენბროკები (ტომი I)

    Thomas Mann - Buddenbrooks (I)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ტომი I

    პირველი ნაწილი

    პირველი თავი

    მეორე თავი

    მესამე თავი

    მეოთხე თავი

    მეხუთე თავი

    მეექვსე თავი

    მეშვიდე თავი

    მერვე თავი

    მეცხრე თავი

    მეათე თავი

    მეორე ნაწილი

    პირველი თავი

    მეორე თავი

    მესამე თავი

    მეოთხე თავი

    მეხუთე თავი

    მეექვსე თავი

    მეშვიდე თავი

    ნაწილი მესამე

    თავი პირველი

    მეორე თავი

    მესამე თავი

    მეოთხე თავი

    მეხუთე თავი

    მეექვსე თავი

    მეშვიდე თავი

    მერვე თავი

    მეცხრე თავი

    მეათე თავი

    მეთერთმეტე თავი

    მეთორმეტე თავი

    მეცამეტე თავი

    მეთოთხმეტე თავი

    მეთხუთმეტე თავი

    მეოთხე ნაწილი

    პირველი თავი

    მეორე თავი

    მესამე თავი

    მეოთხე თავი

    მეხუთე თავი

    მეექვსე თავი

    მეშვიდე თავი

    მერვე თავი

    მეცხრე თავი

    მეათე თავი

    მეთერთმეტე თავი

    მეხუთე ნაწილი

    პირველი თავი

    მეორე თავი

    მესამე თავი

    მეოთხე თავი

    მეხუთე თავი

    მეექვსე თავი

    მეშვიდე თავი

    მერვე თავი

    მეცხრე თავი

    მეექვსე ნაწილი

    პირველი თავი

    მეორე თავი

    მესამე თავი

    მეოთხე თავი

    მეხუთე თავი

    მეექვსე თავი

    მეშვიდე თავი

    მერვე თავი

    მეცხრე თავი

    მეათე თავი

    მეთერთმეტე თავი

    სქოლიო

    ტომი I

    პირველი ნაწილი

    პირველი თავი

    „რომელ არს ესე... რომელ არს ესე"...

    დიახ, ეშმაკმა წაიღოს, c'est la question, ma très che_re demoiselle[1]!

    კონსულის მეუღლე, მადამ ბუდენბროკი დედამთილის გვერდით იჯდა თეთრად გალაქულ, ყვითელ ქსოვილგადაკრულ გრძელ სოფაზე, რომელსაც ლომის მოოქრული თავი ამშვენებდა. მან იქვე, სავარძელში მჯდომ მეუღლეს ესროლა მზერა და თავის პატარა ასულს მიეშველა. გოგონა ფანჯარასთან ბაბუას ესვა მუხლებზე.

    - ტონი! - თქვა მან, - „მწამს, მამა ღმერთმა"...

    პატარა ანტონიამ, მარმაშა, მოლივლივე აბრეშუმის კაბაში გამოწყობილმა ნაზმა რვა წლის გოგონამ კოხტა, ქერა თავი მოატრიალა, ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომელ არს ესეო და ნელა განაგრძო:

    - „მწამს, მამა ღმერთმა, - უცებ სახე გაუნათდა და სწრაფად დაუმატა, - შემქმნა, ვითარცა სულიერი ყოველი, - გაკვალულ ბილიკზე შემდგარმა, ბედნიერებით სახეგაცისკროვნებულმა ტონიმ კატეხიზმოს მთელი მუხლი სულმოუთქმელად ჩამოარაკრაკა. ეს კატეხიზმო სულ ახლახან, 1835 წელს დიდად გონიერი უმაღლესი სენატის ნებითა და სურვილით გამოვიდა. „სხაპასხუპით რომ მიაყრი, - ფიქრობდა ტონი, - ასე გგონია ზამთარია და ძმებთან ერთად „იერუსალიმის მთიდან ციგით მოსრიალებ, თითქოს აზრებს თავს ვეღარ უჭერ და ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ შეჩერდები".

    „მასთან ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, - განაგრძობდა ტონი, - სასმელ-საჭმელი, კარმიდამო, ცოლ-შვილი, ყანა და საქონელი"...

    ამ სიტყვების გაგონებაზე მოხუცმა მუსიო იოჰან ბუდენბროკმა ვეღარ მოითმინა და გულიანად გადაიხარხარა. მოხუცი ხმამაღლა და დამცინავად ხითხითებდა. ეს სიცილი სწორედ ამ სიტყვებისთვის ჰქონდა საგანგებოდ მომზადებული, უხაროდა, რომ კატეხიზმოს გამასხარავების შემთხვევა მიეცა. ალბათ, ეს პატარა გამოცდაც მხოლოდ ამისთვის იყო გამიზნული. იოჰან ბუდენბროკმა ტონის გამოჰკითხა, რა ყანა-საქონლის პატრონი ბრძანდები, თითო ტომარა ხორბალში რამდენს ინებებო და გოგონას იქვე შესთავაზა, აღებ-მიცემობაზე მოვრიგდეთო.

    იოჰან ბუდენბროკის მრგვალი, ვარდისფრად აღაჟღაჟებული კეთილი სახე, რომელსაც იგი, ბევრსაც რომ ცდილიყო, ბოროტ გამომეტყველებას ვერ მისცემდა, თოვლისფრად გაპუდრული თმის ჩარჩოში იყო ჩასმული, ხოლო ნაწნავისმაგვარი კიკინა მისი თაგვისფერი სერთუკის განიერ საყელომდე ეშვებოდა. სამოცდაათ წელს მიღწეული ბერიკაცი თავისი ახალგაზრდობის დროინდელ მოდას არ ღალატობდა. სერთუკის ღილებშუა ჩასაყოლებელ სირმასა და დიდ ჯიბეებს კი შელეოდა, მაგრამ გრძელი შარვალი თავის სიცოცხლეში არ ჩაუცვამს. მოხუცის ორმაგი, ფაფუკი ღაბაბი თეთრმაქმანიან ჟაბოზე მშვიდად განისვენებდა.

    ალბათ, პატივისცემის გამო, ოჯახისთავს სიცილში ყველამ აუბა მხარი... მადამ ანტუანეტა ბუდენბროკი, ქალიშვილობაში დიუშანი, მეუღლესავით ახითხითდა. იგი წარმოსადეგი ქალი იყო, ყურებზე ჩამოვარცხნილი თეთრი კულულები, უსამკაულო, შავი, ნაცრისფერზოლიანი კაბა მის სისადავესა და უბრალოებას მოწმობდა. მადამ ანტუანეტას ჯერ კიდევ მშვენიერ, თეთრ ხელებში პატარა ხავერდის ქისა - „პომპადური" ეჭირა. წლების განმავლობაში მოხუცი ქალბატონი სახის ნაკვთებით მეუღლეს საოცრად დამსგავსებოდა, ისე, რომ მის სანახევროდ რომანულ წარმოშობას მუქი, ცოცხალი თვალების ჭრილიღა ამხელდა. მადამ ბუდენბროკი ჰამბურგში გადასახლებული ფრანგულ-შვეიცარიული ოჯახის ნაშიერი გახლდათ.

    მისი რძალი, კონსულის მეუღლე, კროგერების შთამომავალი ელიზაბეტ ბუდენბროკი, კროგერებისებურად იცინოდა, გაურკვეველ ფშვინვიერ ბგერას გამოსცემდა და სიცილის დროს ნიკაპს მკერდზე იბჯენდა. ყველა კროგერის მსგავსად, ისიც ელეგანტურობით გამოირჩეოდა. მზეთუნახავს ვერ ეტყოდით, მაგრამ სუფთა ხმით, სიმშვიდით, სიდინჯითა და სინარნარით თითქოს ყველას ნათელს ჰფენდა და ნდობას უნერგავდა. მის სპილენძისფერ, კეფაზე დაგრაგნილ და ყურებზე ჩამოწეულ მსხვილ, ხელოვნურ კულულებს აქა-იქ გაბნეული პაწაწკინტელა ჭორფლით დაწინწკლული არაჩვეულებრივად ნაზი, რძისფერი პირისკანი მეტისმეტად შვენოდა. ელიზაბეტ ბუდენბროკის მოგრძოცხვირიან, პატარა ტუჩებით შემკულ სახეს კიდევ ერთი რამ ჰქონდა დამახასიათებელი - ნიკაპსა და ქვედა ტუჩს შორის არავითარი ღრმული არ აჩნდა.

    ხასხასა ყვავილებით მოჩითული ჰაეროვანი აბრეშუმის ვიწრო ქვედაკაბაზე შემოცმული ფუშფუშასახელოებიანი მოკლე ჟაკეტი კონსულის მეუღლეს უზადოდ მშვენიერ ყელს უჩენდა... ყელზე შემოჭდობილ პრიალა ატლასის ლენტზე ბრილიანტები უციმციმებდა.

    კონსული სავარძელში მოუსვენრად აცმუტდა. მას ღია ყავისფერი, ფართოგადანაკეცებიანი, იდაყვებამდე შემოსხეპილი სერთუკი ეცვა. ფეხზე შემოკვართულ თეთრ შარვალს გვერდებზე შავი ზოლები ჩაუდიოდა, მაღალ, გაშეშებულ საყელოზე შემოსკვნილი აბრეშუმის ფართო ყელსახვევი ჭრელი ჟილეტის გულისპირს მთლიანად უვსებდა. კონსულს მამის ღრმად ჩამჯდარი, ლურჯი, ყურადღებიანი, მაგრამ უფრო მეოცნებე თვალები გამოჰყოლოდა, სახის ნაკვთები კი შედარებით მკაცრი და გამოკვეთილი ჰქონდა, კეხიანი ცხვირი წინ ჯიუტად წამოსწეოდა, ხოლო უფრო გამხდარ ლოყებს ხუჭუჭა, ქერა წვერი სანახევროდ უფარავდა.

    მადამ ბუდენბროკი რძალს მიუბრუნდა, მკლავზე ხელი შეავლო, მუხლებზე დააჩერდა და ჩაიხითხითა:

    - Mon vieux[2] ყოველთვის ასე იცის, არა, ბეტსი?

    სიტყვა „ყოველთვის" მადამ ანტუანეტამ უცნაურად გამოთქვა.

    კონსულის მეუღლეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ მუქარით გააქნია ნაზი ხელი. ოქროს სამაჯურმა წყნარად გაიწკრიალა. ელიზაბეტმა თითები, ჩვეულებისამებრ, ტუჩის კიდიდან შუბლამდე აიცურა, თითქოს აბეზარი კულული უნდა გაისწოროსო.

    კონსულმა ღიმილი შეიკავა და მამას უსაყვედურა:

    - მამა, თქვენ ისევ დასცინით წმიდათაწმიდას...

    ბუდენბროკები მენგშტრასეზე, უზარმაზარი ძველი სახლის პირველ სართულზე, „ლანდშაფტებიან ოთახში" ისხდნენ. ეს სახლი ამ ცოტა ხნის წინ შეიძინა იოჰან ბუდენბროკის ფირმამ და ოჯახი დიდი ხანი არ იყო, რაც აქ ბინადრობდა. გამძლე, ელასტიურ შპალერებსა და ქვის კედლებს შორის ადგილი საგანგებოდ დაეტოვებინათ. შპალერებს ნაირ-ნაირი ლანდშაფტი ამშვენებდა. ისინი ისეთივე ნაზი ფერებით იყო მოხატული, როგორც იატაკზე დაგებული ოდნავ გაქექილი ხალიჩა. თვალს იტაცებდა XVIII საუკუნის გემოვნებით შესრულებული იდილიები: მხიარული მეღვინეები, მკლავმაგარი მიწის მუშები, კამკამა წყლის პირას ჩამომსხდარი, ბაფთებით კოპწიად მორთული მეცხვარე ქალები, რომლებსაც კალთაში ქათქათა ბატკნები ესვათ ან მწყაზარ მწყემს ბიჭებს კოცნიდნენ. თითქმის ყველა სურათზე ოქროსფერი დაისი მეუფეობდა, რაც თეთრად გალაქული ავეჯის ქსოვილსა და ორივე ფანჯარაზე ჩამოფარებულ ყვითელი აბრეშუმის ფარდებს მშვენივრად ეხამებოდა.

    საკმაოდ დიდ ოთახში ცოტა ავეჯი იდგა. წვრილ, მსუბუქად მოვარაყებულ სწორ ფეხებზე შემდგარი მრგვალი მაგიდისთვის სოფას წინ კი არა, მეორე კედელზე, პატარა ფისჰარმონიის[3] პირდაპირ მიეჩინათ ადგილი. ფისჰარმონიის სახურავზე ფლეიტის ბუდე იდო. კედლებთან მწყობრად ჩამორიგებული მაგარი სავარძლების გარდა ოთახში ფანჯარასთან ხელსაქმისთვის განკუთვნილი პატარა მაგიდა მოჩანდა, სოფას პირდაპირ კი სამშვენისებით გაწყობილი ნატიფი ნახელავი სეკრეტერი მოეთავსებინათ.

    ფანჯრის მოპირდაპირე შუშებიანი კარიდან ბინდბუნდში სვეტებიანი სადარბაზო შემოსასვლელი ილანდებოდა. ხელმარცხნივ მაღალი, თეთრი, ორფა კარი სასადილო დარბაზში გადიოდა. მეორე კედელზე, ნახევარწრისებურ ნიშაში, დიდი ხელოვნებით ნაჭედ ლაპლაპა რკინის კარს უკან, ღუმელი საამოდ გიზგიზებდა.

    სიცივეები ადრიანად დაიჭირა. ჯერ ისევ შუა ოქტომბერი იდგა, ქუჩის იქითა მხარეს, მარიენკირხეს ეზოს ირგვლივ ჩარიგებულ ცაცხვებს კი ფოთლები უკვე გაჰყვითლებოდა, ეკლესიის გოთურ შპილებსა[4] და სამრეკლოებში ქარი დაზუზუნებდა. ცრიდა. უფროსი მადამ ბუდენბროკის ხათრით ფანჯრებში უკვე ორმაგი ჩარჩოები ჩაესვათ.

    ხუთშაბათი იყო. ამ დღეს, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, მთელი ოჯახი თავს ერთად იყრიდა, მაგრამ დღეს, ამ ქალაქში მცხოვრები ოჯახის წევრების გარდა, შინაურულ სადილზე რამდენიმე ახლო მეგობარიც მოეწვიათ. ნაშუადღევის ოთხი საათი სრულდებოდა, ქალაქში ბინდი წვებოდა, ბუდენბროკები ისხდნენ და სტუმრებს ელოდნენ.

    პატარა ანტონია ისევ ციგით მიქროდა, ბაბუას ხმის ამოღებას არ ანებებდა, ოდნავ წინ წამოწეულ ზედა ტუჩს კიდევ უფრო ბზეკდა და აცმაცუნებდა. აჰა, როგორც იქნა, მიაღწია „იერუსალიმის მთის" ძირს, მაგრამ აზარტში შესული გოგონა თავს ვეღარ თოკავდა.

    - ამინ, - დააყოლა ტონიმ, - ბაბუ, სხვაც კი ვიცი!

    - Tiens![5] სხვაც სცოდნია! - ისე წამოიძახა მოხუცმა ბუდენბროკმა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, კიდევ ერთი მუხლი მოესმინა, - გაიგონე, დედა? კიდევ სცოდნია! აბა, ამას ვინ იფიქრებდა, არა?- თუ დარტყმა თბილია, ელვა იქნება, თუ ცივია - მეხი! - ამბობდა ტონი და ყოველ სიტყვაზე თავს აკანტურებდა.

    ტონიმ გულხელი დაიკრიფა და მოცინარ სახეებს საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული ადამიანივით შეავლო თვალი. მოხუცი ბატონი ბუდენბროკი ამ „სიბრძნემ" მოთმინებიდან გამოიყვანა, ბავშვს ამგვარი მონაჩმახით თავი ვინ გამოუტენაო. როცა გაირკვა, რომ ეს დამნაშავე ბავშვებისთვის ახლახან მიჩენილი მარიენვერდერელი ქალბატონი, მამზელი იდა იუნგმანი აღმოჩნდა, კონსულს მეტი რაღა დარჩენოდა, საბრალო იდასთვის მოწყალე კალთა უნდა გადაეფარებინა.

    - მეტისმეტად მკაცრი ბრძანდებით, მამა. რატომ არ შეიძლება ამ ასაკში ბავშვს საკუთარი, თუნდაც ფანტაზიით შექმნილი წარმოდგენა ჰქონდეს ასეთ ამბებზე?!

    - Excusez, mon cher!.. Mais c’est une folie![6] შენ ხომ იცი, ბავშვს ამგვარი სისულელეებით თავს რომ უტენიან, გულზე ვსკდები ხოლმე! რაო, მეხი ეცემაო? მეხიც თვითონ დასცემია და ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია! არ მომაბეზრეთ თავი ამ თქვენი პრუსიელი გომბიოთი!

    ცოდვა გამხელილი სჯობს და მოხუც ბატონს იდა იუნგმანი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა. იოჰან ბუდენბროკი გონებაშეზღუდული კაცი როდი იყო, ქვეყანა მოვლილი ჰქონდა, ჯერ კიდევ 13 წელში სამხრეთი გერმანია ოთხცხენიანი კარეტით მოიარა, - როგორც სამხედრო მომმარაგებელი, პრუსიის არმიისთვის პურს ყიდულობდა. ამსტერდამი და პარიზიც მოინახულა. თავი განათლებულ კაცად მიაჩნდა და ღვთის წინაშე, სულაც არ უყვარდა ყველაფრის გაქიაქება, რაც მისი მშობლიური გოთური ქალაქის ჭიშკარგადაღმა არსებობდა, მაგრამ თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის მრავალფეროვან სავაჭრო გარიგებებს, მოხუც ბუდენბროკს „გადამთიელებისგან" თავის ვაჟიშვილთან შედარებით გაცილებით შორს ეჭირა თავი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა დასავლეთ პრუსიაში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა შვილებმა ახალგარდაცვლილი მარიენვერდერელი მეტრაქტირის ოცი წლის გოგონა ღვთის დანატოვარივით მოჰგვარეს სახლში, მამამ კონსულს შავი დღე დააყენა. გაავებული მოხუცი შვილს მხოლოდ ფრანგულად და ქვემოგერმანულად უტევდა... ისე, კაცმა რომ თქვას, იდა იუნგმანი ურიგო ქალი როდი იყო, საოჯახო საქმეებში გვარიანი ხელმომჭირნე გამოდგა და არც ბავშვების აღმზრდელად დაიწუნებოდა. პირიქით, თავისი ლოიალობისა და უფროს- უმცროსობის გარჩევის წყალობით ბუდენბროკების ოჯახს სავსებით შეეფერებოდა. იდა იუნგმანი არისტოკრატიული ჩამომავლობისადმი უდიდესი პატივისცემით იყო გამსჭვალული, უფაქიზესად ასხვავებდა მაღალსა და დაბალ წრეებს, საშუალო და საშუალოზე დაბალ ფენას, თავი მოჰქონდა, რომ მაღალი წრის ხალხს ემსახურებოდა და ვერ იტანდა, როცა ტონი ისეთ თანაკლასელს დაუახლოვდებოდა, ვინც მისი შეფასებით დიდი-დიდი საშუალო წოდების ზედა ფენას თუ ეკუთვნოდა.

    პრუსიელი მამზელი სვეტებიან სადარბაზოში სწორედ იმ წუთს გამოჩნდა, მინის კარი შემოაღო და ოთახში შემოვიდა. კარგა მოსულ, ძვალმსხვილ ქალიშვილს შავი კაბა ეცვა, თმა გადაეტკეპნა და პატიოსნებით აღსავსე გამომეტყველება ჰქონდა. იდა იუნგმანს პატარა კლოტილდე ხელიხელჩაკიდებული მოჰყავდა. მეტისმეტად გამხდარ ბავშვს ყვავილებიანი ჩითის კაბა ეცვა, ფერფლისფერი უსხივო თმა ჰქონდა და სახე შინაბერასავით ჩამოსტიროდა. კლოტილდე ღარიბი ოჯახის შვილი იყო, მისი მამა - მოხუცი ბუდენბროკის ძმისწული, როსტოკის მახლობლად ერთ პატარა მამულში მოურავობდა, ცხვარივით უწყინარი პატარა კლოტილდე კი, რახან ანტონიას კბილა იყო, ბუდენბროკებთან იზრდებოდა.

    - ყველაფერი მზად გახლავთ, - თქვა მამზელ იუნგმანმა. „რ" ყელში უცნაურად გააჟღრიალა, რადგან ამ ბგერის გამოთქმა ბავშვობიდანვე უძნელდებოდა, - კლოტილდე სამზარეულოში ისე დატრიალდა, რომ ტრინას გასაკეთებელი თითქმის აღარაფერი დარჩა.

    პრუსიელი მამზელის ჩიქორთულ გამოთქმაზე ბატონმა ბუდენბროკმა ჟაბოში დამცინავად ჩაიქირქილა, კონსულმა კი თავის პატარა ნათესავს ლოყაზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:

    - ყოჩაღ, ტილდა. ნათქვამია, ილოცე და იშრომეო. ჩვენს ტონისაც არ აწყენდა შენთვის მოებაძა, თორემ სულ სიზარმაცისკენ უჭირავს თვალი.

    ტონიმ თავი ჩაჰკიდა და ბაბუას ქვემოდან ამოხედა. მშვენივრად იცოდა, რომ ბაბუა ჩვეულებისამებრ გამოექომაგებოდა.

    - არა, არა, თავი მაღლა ასწი, ტონი, courage![7] ყველამ თავისი საქმე იცის. ტილდა ყოჩაღი გოგოა, მაგრამ არც ჩვენა ვართ ნაკლები. მართალს არ ვამბობ, ბეტსი?

    მოხუცი ბატონი რძალს მიუბრუნდა. იგი ყოველთვის მამამთილს უკრავდა ხოლმე კვერს. მადამ ანტუანეტა კი უფრო გონიერების წყალობით, ვიდრე რწმენის გავლენით, მეტწილად კონსულის მხარეს იჭერდა. ასე უწვდიდა ორივე თაობა chassè croise-ში[8] ერთმანეთს ხელს.

    - ძალიან კეთილი ბრძანდებით, მამა, - უთხრა მოხუცს კონსულის მეუღლემ, - ტონი ეცდება ჭკვიანი და გამრჯე ქალი დადგეს... - შემდეგ იგი იდას მიუბრუნდა, - ბიჭები დაბრუნდნენ სკოლიდან?

    ტონიმ იდას პასუხი არ დააცალა. ბაბუამისის მუხლებზე შესკუპებული გოგონა ქუჩას ჩინებულად ზვერავდა:

    - აგერ ტომი და ქრისტიანი მოდიან იოჰანისშტრასეზე.... ბატონი ჰოფშტედეც... ძია ექიმიც... - ტიტინებდა გოგონა.

    წმინდა მარიამის ეკლესიის ზარებმა ქორალი დააგუგუნეს: ძინ, ძინ, ძინ! მათი ხმა საკმაოდ არეულ-დარეულად გაისმოდა. კაცი ვერ გაიგებდა, რას რეკავდნენ ზარები, თუმცა მათი გუგუნი მთელ ქალაქს საზეიმოდ ეფინებოდა. მალე დიდ ზარებს პატარებიც აჰყვნენ და ყველას ხალისიანად და ღირსეულად აუწყეს, ოთხი საათი შესრულდაო. ამ დროს სადარბაზო კარის ზარიც აწკარუნდა და მართლაც, ტომი და ქრისტიანი პირველ სტუმრებს - პოეტ ჟან-ჟაკ ჰოფშტედესა და შინაურ ექიმს, დოქტორ გრაბოვს შემოუძღვნენ ლანდშაფტებიან ოთახში.

    მეორე თავი

    ბატონი ჟან-ჟაკ ჰოფშტედე, აქაური პოეტი, რომელსაც, ალბათ, დღევანდელი დღისთვისაც ექნებოდა ორიოდე ლექსი ჯიბეში შემონახული, იოჰან ბუდენბროკზე ბევრად უმცროსი არ იყო და მასაც ძველებურად ეცვა, მხოლოდ სერთუკი მწვანე ფერისა ემჯობინებინა. გარეგნობით მოხუც ბუდენბროკზე კაფანდარა და მოძრავი გახლდათ. წვრილი, ცოცხალი, მომწვანო თვალები და გრძელი, წაწვეტებული ცხვირი ჰქონდა.

    - უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, - თქვა მან, როცა მამაკაცებს ხელი ჩამოართვა და ქალბატონებთან - განსაკუთრებით კი მისთვის დიდად პატივსაცემ კონსულის მეუღლესთან - თავისი ორიოდე ყველაზე გამორჩეული კომპლიმენტით მოიწონა თავი. ასეთ სიტყვებს ახალი თაობისგან ნამდვილად ვერ გაიგონებდით. კომპლიმენტებს სასიამოვნო, წყნარი და თავაზიანი ღიმილი მოაყოლა.

    - უღრმესი მადლობა მეგობრული მოპატიჟებისთვის, დიდად პატივცემულნო. ამ ყმაწვილებს, - მიუთითა მან იქვე მდგომ ტყავის ქამარშემოჭერილ ლურჯ ქურთუკებში გამოწკეპილ ბიჭებზე, - მე და ექიმი კიონიგშტრასეზე შევხვდით. ჩინებული ბიჭები არიან, არა, ქალბატონო? თომასი ნამდვილი ჭკუის კოლოფია. ნეგოციანტი[9] რომ გახდება, ამაში ეჭვი არავის უნდა შეგეპაროთ. ქრისტიანი კი ცოტა ონავარი ჩანს, არა? ცოტაც incroyoble[10]... მაგრამ მისდამი ჩემს engouement[11]-ს არ ვმალავ, ქრისტიანი თუ ნასწავლი კაცი არ გამოვა, ნახავთ. საამისოდ ჭკუაც უჭრის და გონებაც.

    ბატონმა ბუდენბროკმა თითები თავის ოქროს სათუთუნეში ჩაყო.

    - დიდი მაიმუნია! ვითომ პოეტი რომ გახდეს, რა უჭირს, ჰა, ჰოფშტედე?

    მამზელ იუნგმანმა ფანჯრებზე ფარდები ჩამოუშვა და ოთახი მაშინვე ბროლის ჭაღსა და სეკრეტერზე ჩამოდგმულ კანდელაბრებში ჩარიგებული სანთლების მოლიცლიცე, მაგრამ ზომიერ და სასიამოვნო სინათლეში ჩაეფლო.

    - აბა, ქრისტიან, - უთხრა შვილს კონსულის მეუღლემ. მას სანთლების შუქზე თმა ოქროსფრად აუელვარდა, - ნაშუადღევს რა იმეცადინეთ?

    გამოირკვა, რომ ქრისტიანს წერა, არითმეტიკა და სიმღერა ჰქონოდა.

    კაცს გაეცინებოდა, ეს შვიდი წლის ბიჭუნა ახლავე ისე საოცრად ჰგავდა მამამისს. ისეთივე საკმაოდ პატარა, მრგვალი და ღრმად ჩამჯდარი თვალები ჰქონდა, მამისეულ კეხიან ცხვირსაც ახლავე იცნობდით, ღაწვებს ქვეშ მონიშნული ხაზებიც უკვე ამხელდნენ, რომ მის სახეს ახლანდელი ბავშვური სისავსე არ შერჩებოდა.

    - რამდენი ვიცინეთ! - თვალების ცეცებით დაიწყო ქრისტიანმა, - რომ იცოდეთ, ბატონმა შტენგელმა ზიგმუნდ კოსტერმანს რა უთხრა?

    ქრისტიანი წაიკუზა, თავი გააკანტურა, სივრცეს მიაშტერდა და დამარცვლა:

    - კაცი რომ შეგხედავს, ჩემო საყვარელო შვილო, გაწკრიალებული და სუფთა ხარ, მაგრამ სული, ჩემო საყვარელო შვილო, სული შავი გაქვს, აბა!

    ქრისტიანი „შ-ს ყლაპავდა. „შავის მაგივრად „სავიო ისეთი სახით თქვა, თან სახე ისე დამანჭა, „გაწკრიალებული და სუფთა გარეგნობა ისეთი კომიზმით წარმოადგინა, რომ ყველას სიცილი წასკდა.

    - დიდი მაიმუნია, დიდი, - ხითხითით გაიმეორა მოხუცმა ბუდენბროკმა, ბატონმა ჰოფშტედემ კი აღტაცებისგან არ იცოდა, რა ექნა.

    - Charmant![12] - დაიყვირა მან, - უბადლოა! მარცელუს შტენგელს უნდა იცნობდე კაცი! ასეთი მსგავსება? არა, ნამდვილად ჩინებულია!

    თომასი, რომელსაც ამგვარი ნიჭისა არაფერი ეცხო, უმცროსი ძმის გვერდით იდგა და უბოროტოდ, გულიანად იცინოდა. საკმაოდ ულამაზო, წვრილი და მოყვითალო კბილები მოუჩანდა, სამაგიეროდ, ლამაზად ჩამოქნილი ცხვირი ჰქონდა და თვალებითა და სახის მოყვანილობითაც ბაბუას ძალზე ჩამოჰგავდა.

    ყველანი ისხდნენ - ზოგი სკამზე, ზოგი სოფაზე, ხან ბავშვებს გამოელაპარაკებოდნენ, ხან ნაადრევ სიცივეებსა ან ახალშეძენილ სახლზე მოაყოლებდნენ სიტყვას. ბატონი ჰოფშტედე სეკრეტერზე მდგარ იშვიათ სამელნეს განეცვიფრებინა. სევრის ფაიფურის სამელნეს შავხალებიანი მონადირე ძაღლის ფორმა ჰქონდა. ექიმი გრაბოვი, კონსულის ხნის კაცი, რომელსაც მეჩხერი ბაკენბარდები და მოგრძო, სათნო სახე ჰქონდა, ფეხზე იდგა და მაგიდაზე გამოფენილ ნამცხვრებს, ქიშმიშიან ფუნთუშებსა და ნაირ-ნაირ სამარილეებს ათვალიერებდა. ეს იყო ნათესავებისგან მუმბარაქზე მორთმეული პურმარილი. კაცი რომ მიმხვდარიყო, ძღვენი შეძლებული ოჯახებიდან არის გამოგზავნილიო, პური ტკბილი, სანელებლიანი დიდი ნამცხვრებით შეეცვალათ, მარილი კი მოზრდილ ოქროს სამარილეებში ჩაეყარათ.

    - ვატყობ, ბევრი საქმე გამიჩნდება, - ექიმმა ტკბილეულზე მიუთითა და ბავშვებს თითით დაემუქრა, შემდეგ სანელებლების ბაჯაღლო ოქროს ჭურჭელი ხელში აწონ- დაწონა.

    - ლებრეჰტ კროგერისგანაა, - ულვაშებში ჩაიცინა ბატონმა ბუდენბროკმა, - ჩემი ძვირფასი მძახალი მუდამ ასეთი თავაზიანია. მან რომ ქალაქგარეთ აგარაკი აიშენა, მე მსგავსი არაფერი მიმირთმევია მისთვის. მაგრამ რას იზამ, გულუხვობა სისხლში აქვს. ნამდვილი а la mode kavalier[13]-ია!

    ზარმა რამდენჯერმე დაიჟღრიალა. მობრძანდა პასტორი ვუნდერლიჰი, ჩასკვნილი, ხანში შესული კაცი. პასტორს შავი სერთუკი ეცვა, თმა შეეპუდრა, თეთრ, მოცინარ სახეზე ნაცრისფერი თვალები მხიარულად უციმციმებდა. პასტორი დიდი ხნის ქვრივი იყო და მასთან ერთად მოსულ აყლაყუდა მაკლერ გრეტიენსივით თავს ძველი დროის ბერბიჭად მიიჩნევდა. გრეტიენსს ცალი ხელი ჭოგრიტივით ერთთავად თვალთან ეჭირა, თითქოს რაიმე სურათს სინჯავსო; იგი ხელოვნების საყოველთაოდ აღიარებული მცოდნე გახლდათ.

    მობრძანდნენ აგრეთვე ოჯახის ძველი მეგობრები: სენატორი დოქტორი ლანგჰალსი მეუღლითურთ; ღვინის ვაჭარი კოპენი, რომელსაც ფართო, ღაჟღაჟა სახე აფუშფუშებულ სახელოებში ჩაერგო, მასავით გათქვირულ მეუღლეს უმშვენებდა მხარს.

    ხუთის ნახევარი გადასული იყო, როცა კროგერებიც გამოჩნდნენ. კონსულმა კროგერმა თან ტომისა და ქრისტიანის კბილა ვაჟები - იაკობი და იურგენი მოიყვანა. მათ თითქმის ფეხდაფეხ მოჰყვა კონსულ კროგერის სიდედრ-სიმამრი - ხეტყის მსხვილი ვაჭარი ოვერდიკი მეუღლითურთ - ხნიერი, ნაზად შეყვარებული წყვილი, ყველას გასაგონად ერთმანეთს რომ საალერსო სახელს ეძახდნენ.

    - წარჩინებული გვამები ყოველთვის იგვიანებენ, - შეეგება მათ კონსული ბუდენბროკი და სიდედრს ხელზე ეამბორა.

    - სამაგიეროდ ყველანი სრულად გვეწვივნენ, - იოჰან ბუდენბროკმა ამ სიტყვებზე კროგერების ნათესაობას თვალი მოავლო და უფროს კროგერს ხელი ჩამოართვა.

    ლებრეჰტ კროგერი, а la mode kavalier-ი, წარმოსადეგი, თვალსაჩინო გარეგნობის კაცი, თმას კი იპუდრავდა, მაგრამ უკანასკნელ მოდაზე ეცვა. ხავერდის ჟილეტზე ორრიგად ჩაყოლებულ პატიოსანი თვლების ღილებს ციმციმი გაჰქონდა. მისი ვაჟი იუსტუსი, მოკლე ბაკენბარდებიანი, ულვაშაწკეპილი ახალგაზრდა, ტანადობითა და მანერებით მამას ძალიან ჰგავდა. ხელის მოძრაობაც კი მამისეული, მოქნილი და ელეგანტური ჰქონდა.

    დაჯდომას არავინ ჩქარობდა, იდგნენ და სადილის მოლოდინში დაუდევრად საუბრობდნენ. მაგრამ აი, იოჰან ბუდენბროკ-უფროსმა მადამ კოპენს მკლავი შესთავაზა და რიხიანად წარმოთქვა:

    - აბა, მადა თუ გაგვეღვიძა, Mesdames et messieurs[14]... გთხოვთ...

    მამზელ იუნგმანმა და მოახლე გოგომ სასადილო დარბაზის ორფა თეთრი კარი გააღეს და საზოგადოება მდორედ დაიძრა. ბუდენბროკებთან ყოველთვის შეეძლო კაცს გულუხვი სუფრის მოლოდინში ყოფილიყო.

    მესამე თავი

    ყველანი რომ აიშალნენ, უმცროსმა მასპინძელმა მარცხენა გულჯიბეზე იტაცა ხელი. რაღაც ქაღალდმა გაიტკაცუნა, კონსულს თავაზიანი ღიმილი პირზე შეაშრა და სახე მოეღუშა. საფეთქელზე ძარღვი ისე აუთამაშდა, გეგონებოდა, კრიჭა შეეკრაო. სასადილო დარბაზისკენ მოსაჩვენებლად კიდევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია და დედას დაუწყო თვალით ძებნა. დედამისი ვუნდერლიჰთან ერთად ის იყო ზღურბლზე გადაბიჯებას აპირებდა.

    - Pardon, ბატონო პასტორო... დედა, ერთი სიტყვა, თუ შეიძლება!

    პასტორმა ხალისიანად დაუკრა თავი. კონსულმა ბუდენბროკმა მოხუცი ქალბატონი ლანდშაფტებიან ოთახში, ფანჯარასთან გაინაპირა.

    - ერთი წუთით, დედა. წერილია გოტჰოლდისგან, - სწრაფად ჩაილაპარაკა კონსულმა, დედას კითხვით გამომზირალ მუქ თვალებში ჩახედა და ჯიბიდან ორად გაკეცილი ლუქდასმული ქაღალდი ამოიღო, - მისი ხელია... ეს უკვე მესამე წერილია, მამამ კი მხოლოდ პირველზე უპასუხა... რა ვქნა? წერილი ორზე მოვიდა. მამასთვის აქამდე უნდა მიმეცა, მაგრამ დღევანდელი დღე როგორ ჩამეშხამებინა, არა, დედა? ჯერ კიდევ შეიძლება მამას დარბაზიდან გამოწვევა.

    - არა, ჟან, სწორად მოქცეულხარ, საჩქარო არაფერია! - თქვა მადამ ბუდენბროკმა და, ჩვეულებისამებრ, შვილს სწრაფად ჩაავლო მკლავში ხელი, - ნეტავ რა წერია შიგ! - ჩაურთო შეწუხებულმა, - მაინც რომ არ თმობს ეს ბიჭი, ისევ სახლის წილიდან მოითხოვს ფულს... არა, ჟან, მხოლოდ ახლა არა... საღამოს, ძილის წინ, კარგი?

    - რა ვქნა? - გაიმეორა კონსულმა და უილაჯოდ გადააქნია თავი, - მე თვითონ რამდენჯერ მინდოდა მამასთვის მეთხოვა, რომ გოტჰოლდისთვის ცოტა დაეთმო. რატომ უნდა იფიქრონ, მე ღვიძლი ძმა რომ არ ვარ მისი, მშობლების ნდობით ვსარგებლობ და მათ გოტჰოლდის წინააღმდეგ ვამხედრებ. მამამაც კი არ მინდა ერთი წუთით ჩემზე ასე იფიქროს. ისე, სიმართლე თუ გნებავთ... მეც მეკუთვნის ეს სახლი, მე და ბეტსი ხომ მეორე სართულის ქირას ვიხდით. მადლობა ღმერთს, ჩემს ფრანკფურტელ დას არაფერი აქვს სათქმელი. მისი ქმარი მამას სიცოცხლეშივე იღებს სახლის ღირებულების მეოთხედს... ამ სარფიან საქმეს მამამ, საერთოდ, ჭკვიანურად მოაბა თავი, ისე, რომ ფირმისთვისაც სასარგებლო გამოდგა. გოტჰოლდს თუ ისე არ ექცევა, როგორც საჭიროა, ეს ყოველ შემთხვევაში...

    - კარგი ერთი, ჟან. შენი აზრი ყველამ მშვენივრად იცის, გოტჰოლდი ჩემზე ეჭვიანობს. მისი დედინაცვალი რომ ვარ, ასე ჰგონია, მარტო ჩემს შვილებზე ვზრუნავ და არაფერს ვზოგავ, რომ თვითონ მამას ჩამოვაცილო. ესაა უბედურება...

    - თვითონაა დამნაშავე! - თითქმის წამოიყვირა კონსულმა, მაგრამ სასადილო დარბაზისკენ რომ გაიხედა, ხმას დაუწია, - დიახ, მისი ბრალია! აბა, თქვენ თვითონ განსაჯეთ, მადმუაზელ შტიუვინგი რომ არ შეერთო თავის დუქნიანად, არ შეიძლებოდა? - კონსულმა ამ სიტყვებზე ნაღვლიანად და ცალყბად გაიცინა, - მამა რომ იმ დუქანზე ცოფდება, რა თქმა უნდა, უცნაურობით მოსდის, მაგრამ გოტჰოლდს ანგარიში ხომ უნდა გაეწია მოხუცის ახირებისთვის?

    - ჟან, რომ იცოდე, ყველაფერს სჯობია, მამაშენი დაუთმობდეს!

    - მერე მე ხომ ვერ ვურჩევ ამას? - წაიჩურჩულა კონსულმა და შუბლი ნერვიულად მოისრისა, - ეგ საქმე პირადად მე მეხება და წესით, მამას უნდა ვეუბნებოდე, გადაუხადე-მეთქი, მაგრამ მე კომპანიონიცა ვარ, ფირმის ინტერესების დაცვაც მევალება, ჰოდა, თუ მამას არ უნდა საბრუნავ კაპიტალს უჯიათი შვილისთვის ამოდენა თანხა მოაკლოს... ხუმრობა ხომ არაა, თერთმეტი ათასი ტალერი... არა, არაფრით არ შემიძლია... არ ვიცი, ფირმის საზარალო საქმე როგორ ვურჩიო. ამ საქმისგან ხელი დამიბანია. ესაა, რომ მამასთან მოსალოდნელი ლაპარაკიც მძიმე იქნება ჩემთვის.

    - გვიან ღამისთვის გადავდოთ ეს საქმე, ჟან. წამო, გველოდებიან.

    კონსულმა ქაღალდი გულჯიბეში ჩაიდო, დედას მკლავი შესთავაზა და ერთად შეაბიჯეს გაჩირაღდნებულ სასადილო დარბაზში, სადაც საზოგადოებას გრძელ მაგიდასთან ადგილები უკვე გაენაწილებინა.

    სასადილო დარბაზში წერწეტა სვეტებს შორის შპალერის ცისფერ ფონზე ღმერთების თეთრი გამოსახულებები მკაფიოდ იკვეთებოდა. ფანჯრებზე მძიმე წითელი ფარდები იყო ჩამოშვებული. მაგიდაზე ჩარიგებულ ვერცხლის შანდლების გარდა, ოთახის ყოველ კუთხეში მოოქრულ კანდელაბრებში რვა-რვა სანთელი ენთო. ლანდშაფტებიანი ოთახის პირდაპირ, მასიური ბუფეტის თავზე, უზარმაზარი სურათი ეკიდა - რომელიღაც იტალიური ყურის პეიზაჟი და მქრქალი სილურჯე სანთლების შუქზე განსაკუთრებით მდიდრული ჩანდა. კედლებთან სწორზურგიანი, წითელდამასტგადაკრული დიდი დივნები იყო მიდგმული.

    მადამ ბუდენბროკს სახეზე ნაღვლის კვალიც კი აღარ ეტყობოდა, როცა ფანჯრის მხარეს დაბრძანებულ უფროს კროგერსა და პასტორ ვუნდერლიჰს შორის დაიკავა ადგილი.

    - Bon appètit![15] - წარმოთქვა მადამ ბუდენბროკმა, გვერდით მსხდომთ გულითადად დაუქნია თავი და სუფრას თვალი სწრაფად მოავლო.

    მეოთხე თავი

    - ბუდენბროკს ჭეშმარიტად მოსალოცად აქვს საქმე! - კოპენის მგრგვინავმა ხმამ მოსაუბრეთა დუდუნი სწორედ იმ წუთში ჩაახშო, როცა მკლავებდაკაპიწებულმა, კეფაზე ჩაჩწამოკოსებულმა მოახლემ, რომელსაც ხელით ნაქსოვი ზოლიანი ქვედაკაბა ეცვა, მამზელ იუნგმანისა და კონსულის მეუღლის პირისფარეშის დახმარებით სუფრაზე ქაფქაფა ბოსტნეულის სუპი და გრენკები ჩამოდგა და ზოგმა უკვე თავშეკავებულად ხვრეპა დაიწყო.

    - დიდებულია! რა სიხალვათეა, პირდაპირ ხელმწიფის საკადრისია... მე და ჩემმა ღმერთმა, აქ ღირს ცხოვრება, დიახ!..

    ბატონი კოპენი ამ სახლის ძველ პატრონებთან მიღებული არ იყო, მისი სიმდიდრეც დიდ ხანს არ ითვლიდა, შთამომავლობითაც ვერ დაიკვეხნიდა და ზოგჯერ კუთხურადაც უქცევდა. გარდა იმისა, რომ „მე და ჩემმა ღმერთმაო სულ პირზე ეკერა, „დიდებულიას მაგივრად „დიდებუიას" ამბობდა.

    - გვარიანადაც დაუჯდათ, - ცივად შენიშნა ბატონმა გრეტიენსმა. მან კი იცოდა სახლის ფასი. მერე ხელი ჭოგრიტივით მოიმარჯვა და ბუფეტის თავზე დაკიდებულ სურათს ჭვრეტა დაუწყო.

    რამდენადაც შესაძლებელი იყო, სტუმრები ისე დასხეს, რომ ნათესავების ჯაჭვი ოჯახის მეგობრებით დაწყვეტილიყო, მაგრამ სუფრასთან ნათესავებისა და მეგობრების ასეთი განლაგება მკაცრად ვერ დაიცვეს - მოხუცი ოვერდიკები, ჩვეულებისამებრ, მიხუტებულები ისხდნენ და ერთმანეთს თვალებით ესიყვარულებოდნენ. მოხუცი კროგერი კი სენატორის მეუღლესა და მადამ ანტუანეტას შორის მთასავით აღმართულიყო და წინასწარ მომზადებულ ხუმრობებს ორივე მანდილოსანს უწილადებდა.

    - რომელ წელსაა ეს სახლი აშენებული? - კითხვა გადააწვდინა ბატონმა ჰოფშტედემ მოხუც ბუდენბროკს.

    იოჰან ბუდენბროკი კი ამ დროს ოდნავ დამცინავი, მაგრამ მხიარული ხმით მადამ კოპენს ესაუბრებოდა.

    - Anno[16]... მოითმინეთ... 1680 წელს, თუ არ მეშლება, თუმცა ჩემი ვაჟი ასეთ თარიღებში უკეთ ერკვევა.

    - ოთხმოცდაორში, - დააზუსტა კონსულმა. იგი სუფრის ბოლოში, სენატორ ლანგჰალსის გვერდით კენტად იჯდა, - 1682 წლის ზამთარში დასრულდა მშენებლობა. მაშინ „რატენკამპი და კომპანია" აყვავების ხანაში იყო. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ ოც წელიწადში ამ ფირმას საქმე უკუღმა წაუვიდა.

    სუფრაზე სიჩუმემ დაისადგურა. ერთხანს ხმა არავის ამოუღია. ყველა თავის თეფშს ჩასჩერებოდა და იმ ოდესღაც ბრწყინვალე ოჯახს იგონებდა, რომელმაც ეს სახლი ააგო და აქ ბინადრობდა, ახლა კი გაღარიბებული და დაქვეითებული იძულებული გამხდარიყო, აქედან გუდა-ნაბადი აეკრა.

    - სამწუხაროა, აბა, - თქვა მაკლერმა გრეტიენსმა, - კაცს რომ მოგაგონდება, რა სისულელემ მიიყვანა საქმე დაღუპვამდე, გული მოგიკვდება... დიტრიჰ რატენკამპს ის წყეული გეელმაკი რომ არ შეეამხანაგებინა, იქნებ არაფერი მომხდარიყო. ღმერთმა ხომ იცის, თავში ხელი შემოვირტყი, მან რომ ფირმაში ბატონ-პატრონივით ტრიალი დაიწყო. დანამდვილებით ვიცი, ბატონებო, რატენკამპის ზურგს უკან რა სპეკულაციებს ატრიალებდა, ფირმის სახელით თამასუქებსა და აქციებს აქეთ-იქით როგორ აბნევდა... ჰოდა, წაიტეხა კისერი... ბანკები აღარ ენდობოდნენ, საკუთარიც გამოელიათ... თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ... მერე რა გგონიათ, ვინ ამოწმებდა საწყობებს? გეელმაკი და მისიანები იქ ვირთხებივით იყვნენ მოკალათებული, რატენკამპს კი ამ დროს ტკბილად ეძინა.

    - რატენკამპი დამბლადაცემულივით იყო, - თქვა კონსულმა და სახე მოეღრუბლა, წინწახრილი კოვზს სუპში ურევდა და დროდადრო პატარა, მრგვალ, ღრმად ჩამჯდარ თვალებს სუფრას სწრაფად მოავლებდა ხოლმე.

    - რატენკამპი ისე დადიოდა, თითქოს ზურგზე ლოდი ეკიდა. გასაგებიცაა. აბა, რა რჯიდა, გეელმაკთან რომ დაიჭირა საქმე. მის კაპიტალს დაეხარბა თუ რეპუტაციას? ალბათ, უნდოდა ამოდენა პასუხისმგებლობა ვინმეზე ნაწილობრივ მაინც გადაეტანა, გრძნობდა, უფსკრულის პირას იდგა. ფირმა თითქმის აღარ არსებობდა, ეს ძველი ოჯახი დანგრეული იყო, ვილჰელმ გეელმაკმა კი სულ ხელი მოუთავა.

    - თქვენ იმ აზრისა ხართ, მოწყალეო ბატონო, რომ... - პასტორმა ვუნდერლიჰმა მშვიდად ჩაიღიმა, თავის მანდილოსანს ჭიქა წითელი ღვინით შეუვსო, თვითონაც დაისხა და განაგრძო, - გეელმაკის ბოროტი ხელი რომ არ მიშველებოდათ, მაინც ისევე წავიდოდა საქმე?

    - მთლად არა, მაგრამ... - დარდიანად თქვა კონსულმა ისე, რომ პირადად არავისთვის მიუმართავს, - დარწმუნებული ვარ, დიტრიჰ რატენკამპს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, აუცილებლად უნდა გადაჰყროდა გეელმაკს, ბედისწერა უნდა აღსრულებულიყო... რატენკამპი, ალბათ, აუცილებლობას ვერ გაექცა... ეჰ, ეჭვიც არ მეპარება, რომ თავისი კომპანიონის ავანჩავანი მშვენივრად იცოდა. საწყობებში რა მდგომარეობა ჰქონდა, არც ის დარჩენია შეუმჩნეველი, მაგრამ კაცი გაქვავდა...

    - Assez[17], ჟან, - უთხრა შვილს მოხუცმა ბუდენბროკმა და კოვზი გადადო, - ეს შენი ერთ-ერთი idìes[18] არის...

    კონსულმა ჭიქა ასწია და მამას დაბნეულად გაუღიმა.

    - კმარა, ახლა ხალისიან აწმყოს დავუბრუნდეთ! - წამოიძახა ლებრეჰტ კროგერმა და თეთრი ღვინით სავსე ბოთლს ფრთხილად და ელეგანტურად წაავლო ხელი. ბოთლის საცობზე პატარა ვერცხლის ირემი იყო გამოსახული. ლებრეჰტმა ბოთლი ოდნავ განზე გასწია და ეტიკეტს ყურადღებით დააკვირდა, - „ც. ფ. კოპენი", - ამოიკითხა მან და ღვინის ვაჭარს თავი დაუკრა, - არა, უთქვენოდ ნამდვილად ვერ ვივარგებდით!

    მაისენური, ოქროთი მოვარაყებული თეფშები გამოცვალეს. მადამ ანტუანეტა მოახლეს თვალს არ აშორებდა, მამზელ იუნგმანი კი სასადილო დარბაზსა და სამზარეულოს შორის გაყვანილ სალაპარაკო მილში განკარგულებებს იძლეოდა. მეინახეთ თევზი მოართვეს, პასტორმა ვუნდერლიჰმა თევზი გადმოიღო და თქვა:

    - ეს ხალისიანი აწმყო ყოველთვის თავისით კი არ მოდის. ახალგაზრდებს, ახლა რომ ჩვენთან, ბებრებთან ერთად მხიარულობენ, ალბათ, აზრადაც არ მოსდით, რომ ოდესღაც შეიძლებოდა სულ სხვანაირად ყოფილიყო საქმე... შემიძლია ვთქვა, მეც არაერთხელ ვყოფილვარ დაკავშირებული ჩვენი ძვირფასი ბუდენბროკების ბედთან... ყოველთვის, როცა ამ ნივთებს ვუყურებ, - მან ვერცხლის კოვზი ხელში აიღო და მადამ ანტუანეტას მიუბრუნდა, - ვფიქრობ, ეს ის კოვზი ხომ არ არის, რვაას ექვს წელში ჩვენს მეგობარ ფილოსოფოს ლენუარს, მისი უდიდებულესობა იმპერატორ ნაპოლეონის სერჟანტს, ხელში რომ ეჭირა-მეთქი. ჰოდა, ალფშტრასეზე ჩვენი შეხვედრა მაგონდება, მადამ...

    ოდნავ შეცბუნებული მადამ ბუდენბროკი სუფრას მოგონებით დამძიმებული ღიმილით დაჰყურებდა.

    სუფრის ბოლოში მსხდომი ტომი და ტონი თევზს პირს არ აკარებდნენ და უფროსების საუბარს ყურებდაცქვეტილი ისმენდნენ. ისინი ბებიას მიუბრუნდნენ და თითქმის ერთხმად წამოიძახეს:

    - მოგვიყევით რა, ბებია!

    პასტორმა იცოდა, რომ მადამ ბუდენბროკს არ უყვარდა მისთვის, ცოტა არ იყოს, საჩოთირო ამბის მოყოლა და წამოწყებული საუბარი თვითონ გააგრძელა. ამ ძველ ისტორიას ბავშვები მეასეჯერაც სიამოვნებით მოისმენდნენ, თუმცა ეს ძველისძველი ამბავი შეიძლება რომელიმე სტუმრისთვის ახალი და საინტერესო გამომდგარიყო.

    - მოკლედ და კონკრეტულად, წარმოიდგინეთ ნოემბრის ნაშუადღევი, სიცივე ძვალ-რბილში ატანს და თან ისე კოკისპირულად წვიმს, რომ ღმერთმა დაგიფაროთ. ეკლესიიდან ვბრუნდები, ალფშტრასეზე ამოვდივარ და უკუღმართ დროებაზე ვფიქრობ. მთავარი ბლიუჰერი გაიქცა, ქალაქში უკვე ფრანგები არიან, მაგრამ გამეფებული მღელვარება არ იგრძნობა. ქუჩებში სიწყნარეა, ხალხი სახლებში შეყუჟულა. მეტი რა გზა ჰქონდათ. ყასაბი პრალი, ჩვეულებისამებრ, ჯიბეებში ხელჩაწყობილი, თავის კარწინ გამოვიდა და მჭექარე ხმით დასძახა, ეს რა ამბავია, უფალმა უწყის, რა ხდებაო. ბევრი არ დაუხანებიათ, თავში ტყვია დაახალეს და გააგორეს... ჰოდა, ვფიქრობ: მოდი, ერთი, ბუდენბროკებთან შევივლი, იქნებ ესიამოვნოთ ჩემი სტუმრობა, ქმარი წითელი ქარითაა ავად, ქალბატონი კი, ალბათ, შემოსახლებულებს ძლივს უძღვება-მეთქი.

    სწორედ იმ წუთში, როგორ გგონიათ, ვის ვხედავ? ჩვენს პატივცემულ მადამ ბუდენბროკს! მაგრამ რა დღეში? ამ წვიმაში უქუდოდ, მხრებზე შალმოსხმული, კი არ მოდის, მოქრის, coiffure[19]... აწეწილი... არა, ხომ მართალია, მადამ! coiffure არც შეიძლებოდა გეთქვა კაცს. „რა სასიამოვნო სიურპრიზია! - ვამბობ მე. ქალბატონი ვერ მამჩნევს, თავს ნებას ვაძლევ, სახელოში ხელი ჩავავლო და ვგრძნობ, რომ მის თავს რაღაც უბედურება ტრიალებს... „საით მიიჩქარით, ძვირფასო? ის მამჩნევს, მიყურებს და მეუბნება: „ეს თქვენა ხართ... მშვიდობით! ყველაფერი დამთავრებულია! ტრავეში უნდა გადავვარდე!"

    „ღმერთმა დაგიფაროთ-მეთქი, ვეუბნები, - და ვგრძნობ, როგორ ვფითრდები, - საამისო რა მოხდა, ჩემო ძვირფასო!" - ვამშვიდებ და მოწიწებით ვუჭერ ხელს.

    „რა მოხდა? - ყვირის იგი და ცახცახებს, - ვერცხლეულში ურევენ ხელს, ვუნდერლიჰ! აი, რა მოხდა! ჟანი წევს და ვერ მეშველება! თუმცა ფეხზეც რომ იყოს, რას მიშველის! ჩემს კოვზებს, ჩემს ვერცხლის კოვზებს იპარავენ! აი, რა მოხდა, ვუნდერლიჰ! ტრავეში უნდა გადავვარდე".

    მე ვაკავებ ჩვენს ძვირფას მეგობარს და თან იმ სიტყვებით ვამშვიდებ, ასეთ შემთხვევაში რომ ამბობენ ხოლმე: გამხნევდით, ძვირფასო, ყველაფერი მოგვარდება, მოველაპარაკოთ იმ ხალხს. თავი შეიკავეთ, გევედრებით, წავიდეთ-მეთქი და მიმყავს შინ. სასადილო ოთახში ფრანგი მილიციელები ვერცხლეულის სკივრში იქექებიან. ოც კაცზე მეტი მაინც იქნება.

    „ბატონებო, ვის შემიძლია მოველაპარაკო? - მივმართე მათ თავაზიანად, სიცილს მაყრიან და მიყვირიან, - „ყველას, მამილო, - მაგრამ შემდეგ ერთი ჭოკივით აყუდებული, შავად შეღებილულვაშიანი ვაჟბატონი გამოდის და მეჯგიმება. მუნდირის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1