Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI)
Ebook515 pages6 hours

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული რომანი, რომელიც დიუმას საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, მოგვითხრობს ედმონდ დანტესის, ახალგაზრდა და პატიოსანი მეზღვაურის ამბავს, რომლის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდება, როდესაც ნაპოლეონის მმართველობის უკანასკნელ წლებში მას ცრუ ბრალდებას წაუყენებენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ დანტესი გაქცევას ახერხებს და ახლა უკვე შეუძლია შურისძიების გეგმის განხორციელება, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოფიქრებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI)

Read more from ალექსანდრე დიუმა

Related to გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI)

Related ebooks

Reviews for გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI) - ალექსანდრე დიუმა

    ალექსანდრე დიუმა - გრაფი მონტე-კრისტო (VI)

    Alexandre Dumas - Le Comte de Monte Cristo (VI)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ საჯაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი მეექვსე

    თავი I. სასტუმრო „ზარი და ბოთლი"

    თავი II. კანონი

    თავი III. მოჩვენება

    თავი IV. ლოკუსტა

    თავი V. ვალენტინა

    თავი VI. მაქსიმილიანი

    თავი VII. დანგლარის ხელმოწერა

    თავი VIII. პერ-ლაშეზის სასაფლაო

    თავი IX. განაწილება

    თავი X. ლომის თხრილი

    თავი XI. მოსამართლე

    თავი XII. სესია

    თავი XIII. საბრალმდებლო აქტი

    თავი XIV. მონანიება

    თავი XV. გამგზავრება

    თავი XVI. წარსული

    თავი XVII. პეპინო

    თავი XVIII. ლუიჯი ვამპას საჭმელების სია

    თავი XIX. პატიება

    თავი XX. ხუთი ოქტომბერი

    ნაწილი მეექვსე

    თავი I. სასტუმრო „ზარი და ბოთლი"

    ახლა ბრიუსელის გზაზე მივატოვოთ მადმუაზელ დანგლარი თავის მეგობართან ერთად და დავუბრუნდეთ საწყალ ანდრეა კავალკანტის, რომელიც ასე უბედურად შეაჩერეს ბედნიერებისაკენ სრბოლაში.

    ანდრეა კავალკანტი ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა, ძალზე მოხერხებული და ჭკვიანი ყმაწვილი იყო.

    ამიტომ, როგორც, უკვე დავინახეთ, დარბაზში გამოწვეულ მღელვარებისთანავე იგი ნელ-ნელა კარს მიუახლოვდა, ორი ოთახი გაიარა და მიიმალა.

    ჩვენ დაგვავიწყდა მოგვეხსენებინა ერთი გარემოება, რომელიც არ შეიძლება გამოვტოვოთ: ერთ-ერთ იმ ოთახში, რომლებშიც გაიარა კავალკანტიმ, გამოფენილი იყო ალმასებით სავსე კოლოფები, ქიშმირის შალები, ვალანსიეს მაქმანები, ინგლისური ქსოვილები, ერთი სიტყვით, ის შერჩეული მაცდუნებელი საგნები, რომელთა ერთ ხსენებაზე ქალიშვილის გული სიხარულით აძგერდება ხოლმე: ეს იყო მზითევი.

    ამ ოთახში გავლისას ანდრეამ დაამტკიცა, რომ იგი არა მარტო ძალზე ჭკვიანი და მარჯვე, არამედ წინდახედულიც იყო: ეს იმით დადასტურდა, რომ გამოფენილი ნივთებიდან მან ხელი სტაცა ყველაზე ძვირფასს.

    რაკი ხელში ასეთი განძი ჩაიგდო, ანდრეამ თავი ორჯერ უფრო მსუბუქად იგრძნო, ფანჯრიდან გადახტა და ჟანდარმებს ხელიდან გაუსხლტდა.

    ანტიკურ მოჭიდავესავით მაღალი და მოყვანილი, სპარტელივით კუნთოვანი ანდრეა თხუთმეტი წუთის განმავლობაში გარბოდა, თვითონაც არ იცოდა საით; მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა - გასცლოდა იმ ადგილს, სადაც ის კინაღამ დაიჭირეს.

    როდესაც მონბლანის ქუჩას გასცილდა, იმ ალღოს ზეგავლენით, რომელსაც ქურდი ქალაქის სადარაჯოსთან მიჰყავს, ხოლო კურდღელი სოროსკენ, - იგი ლაფაიეტის ქუჩის ბოლოში აღმოჩნდა.

    აქ სულშეხუთული, აქოშინებული შეჩერდა.

    იგი სრულიად მარტო იყო: მის მარცხნივ გადაშლილიყო სენლაზარის დაცარიელებული ველი, მარჯვნივ - პარიზი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით.

    - ნუთუ დავიღუპე? - შეეკითხა იგი თავის თავს. - არა, თუ კი შევძლებ ჩემს მტრებზე მეტი ენერგია გამოვიჩინო, ჩემი გადარჩენა უბრალოდ მანძილის საკითხია.

    ამ დროს მან დაინახა პუასონიერის გარეუბნიდან მომავალი კაბრიოლეტი. პირქუშ მეეტლეს, რომელიც ჩიბუხს აბოლებდა, ეტყობოდა გეზი სენ-დენის გარეუბნისკენ ჰქონდა აღებული.

    - ჰეი, მეგობარო, - დაუძახა მას ბენედეტომ.

    - რას გვიბრძანებთ, ბატონო ჩემო? - ჰკითხა მეეტლემ.

    - თქვენი ცხენი დაღლილია?

    - დაღლილია? როგორ არა! მთელი დღის განმავლობაში უქმად იყო. მხოლოდ ოთხი გზა გააკეთა, ოცი სუ მივიღეთ გასამრჯელოდ, სულ შვიდი ფრანკი გამოდის. პატრონს კი ათი ფრანკი უნდა მივცე.

    - გინდათ შვიდ ფრანკს კიდევ ოცი დაუმატოთ, ჰა?

    - სიამოვნებით, ბატონო, ოც ფრანკს როგორ დაიწუნებს კაცი. ბრძანეთ, ამისათვის რა არის საჭირო?

    - სულ უბრალო რამ, თუ თქვენი ცხენი დაღლილი არაა.

    - ქარივით გაფრინდება. მხოლოდ ბრძანეთ საით უნდა წავიდეთ.

    - ლუვრის მხარეს.

    - დიახ, ვიცი, სადაც ნაყენებს ამზადებენ.

    - სწორედ იქ. სულ უბრალო საქმეა. საჭიროა დავეწიოთ ერთ ჩემს მეგობარს, რომელთან ერთადაც ხვალ უნდა ვინადირო შაპელ-ან-სერვალში. მას ჩემთვის თავის კაბრიოლეტით აქ უნდა დაეცადა თორმეტის ნახევრამდე; ახლა შუაღამეა; ალბათ ლოდინი მობეზრდა და მარტო გაემგზავრა.

    - ალბათ.

    - რას იტყვით, გინდათ სცადოთ დაწევა?

    - სიამოვნებით.

    - თუ ბერჟამდე ვერ დავეწიეთ, ოც ფრანკს მიიღებთ; ხოლო თუ ლუვრამდე ვდიეთ - ოცდაათს.

    - თუ დავეწიეთ?

    - ორმოცს! - თქვა მცირე ყოყმანის შემდეგ ანდრეამ, რომელმაც გაიფიქრა, რომ ამ დაპირებით არაფერს კარგავდა.

    - მაშ, ჩაბრძანდით და გზას გავუდგეთ, - უთხრა მას მეეტლემ და სადავეები მოზიდა. ანდრეა ჩაჯდა კაბრიოლეტში, რომელმაც სწრაფად გადაჭრა სენ-დენის გარეუბანი, ჩაუარა სენ-მარტენის გარეუბანს, გასცილდა ქალაქის სადარაჯოს და გავიდა დაუსრულებელ ვილეტში.

    ადვილი როდი იყო იმ ქიმერული მეგობრის დაჭერა. მიუხედავად ამისა, ანდრეა დაგვიანებულ მგზავრებს შორის და ჯერ კიდევ ღია ტრაქტირებში ცნობებს აგროვებდა ცხენშებმულ მწვანე კაბრიოლეტის შესახებ, და რადგანაც ნიდერლანდის გზაზე კაბრიოლეტები საკმაოდ მრავლად დადიან და მათში ათიდან ცხრა მაინც მწვანეა, ცნობები ყოველ ნაბიჯზე სეტყვასავით ცვიოდა.

    თითქო ყველას ენახა ეს კაბრიოლეტი; მან ორმოცდაათი, ასი თუ ორასი ნაბიჯით გაგისწროთ წინო. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როცა წინ მიმავალს დაეწეოდნენ, აღმოჩნდებოდა, რომ იგი სხვა იყო.

    ერთხელ თვით მათ დაეწია კაბრიოლეტი, რომელშიც შებმული იყო ორი საფოსტო ცხენი.

    „ეჰ! - გაიფიქრა კავალკანტიმ, - ეს ეტლი და ეს ცხენები რომ ჩემი იყოს და, რაც მთავარია, მქონდეს პასპორტი!"

    მან ღრმად ამოიოხრა.

    ეს ის კაბრიოლეტი იყო, რომელიც მადმუაზელ დანგლარს და მადმუაზელ დ’არმილის მიაქროლებდა.

    - სწრაფად, სწრაფად, ახლა ალბათ საცაა დავეწევით, - თქვა ანდრეამ.

    საწყალი ცხენი კვლავ გაშმაგებით გაჭენდა, როგორც ქალაქის სადარაჯოდან მიჭენაობდა და ლუვრში ისე შევიდა, რომ ოფლისგან გაქაფული იყო.

    - როგორც ვხედავ, ჩემს მეგობარს ვერ ვეწევი, ცხენს კი მოგიკლავთ, - უთხრა მეეტლეს ანდრეამ, - სჯობს ძირს ჩამოვხტე. აი, თქვენ ოცდაათი ფრანკი. ღამეს „ქურანა ცხენის" სასტუმროში გავათევ და ადგილს დავიკავებ პირველსავე თავისუფალ ეტლში. ღამე ნებისა, მეგობარო.

    ანდრეამ მეეტლეს ხელში ჩაუდო ექვსი ხუთფრანკიანი ოქროს ფული და ქვაფენილზე მსუბუქად გადახტა.

    მეეტლემ ფული სიხარულით შეინახა და ნელი ნაბიჯებით გზას დაჰყვა პარიზისაკენ. ანდრეამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს „ქურანა ცხენის" სასტუმროსაკენ მიდიოდა; ცოტა ხანს კართან შეჩერდა, მაგრამ როდესაც უკვე თვალსმოფარებული ეტლის მიყრუებული ხმა გაიგონა, თავის გზას გაუდგა და გრძელი ნაბიჯებით ორი ლიე გაიარა.

    აქ მან შეისვენა; როგორც ეტყობოდა, ძალიან ახლოს იყო შაპელ-ან-სერვალთან, სადაც იგი მიდიოდა, როგორც ეს თვითონვე თქვა.

    მაგრამ დაღლილობამ კი არ შეაჩერა ანდრეა კავალკანტი, არამედ აუცილებლობამ, მიეღო რაიმე გადაწყვეტილება და შეედგინა მოქმედების გეგმა.

    დილიჟანსში ჩაჯდომა შეუძლებელი იყო; ასევე შეუძლებელი იყო საფოსტო ეტლის დაქირავება: ორივე შემთხვევაში პასპორტი სჭირდებოდა. არ შეიძლებოდა უაზის დეპარტამენტში დარჩენა, ესე იგი საფრანგეთის ყველაზე ცნობილ და ყველაზე დაცულ დეპარტამენტში; მით უმეტეს ანდრეასათვის, კრიმინალურ საქმეებში გაწაფული ადამიანისათვის.

    ანდრეა თხრილის ნაპირზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ჩაფიქრდა. ათი წუთის შემდეგ თავი მაღლა აიღო; გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა.

    მან მტვერში ამოსვარა პალტო, რომლის ჩამოხსნა მოასწრო მოსაცდელ ოთახში, ზემოდან გადაიცვა სამეჯლისო ტანსაცმელზე და როცა შაპელ-ან-სერვალში შევიდა, ერთ-ერთი ადგილობრივი სასტუმროს კარი თამამად დააბრახუნა.

    სასტუმროს პატრონმა კარი გაუღო.

    - მეგობარო, - უთხრა მას ანდრეამ, - მონტფორტენიდან სანლისში მივდიოდი, მაგრამ ოჩანი ცხენი განზე გამიხტა და გადმომაგდო. ამაღამვე აუცილებლად კომპიენში უნდა ჩავიდე, თორემ ჩემი ოჯახი ძალიან შეწუხდება. ცხენი ხომ არ გყავთ გასაქირავებელი?

    ყოველ მეტრაქტირეს მუდამ ჰყავს ჯაგლაგი ან კარგი ცხენი.

    შაპელ-ან-სერვალის მეტრაქტირემ მეჯინიბე ბიჭს დაუძახა, უბრძანა თეთრანა შეეკაზმა, და გააღვიძა თავისი ვაჟიშვილი, რომელიც უკან უნდა შემოსჯდომოდა ამ ბატონს და ცხენი უკან მოეყვანა.

    ანდრეამ მეტრაქტირეს ოცი ფრანკი მისცა; ფულის ამოღების დროს ჯიბიდან სადარბაზო ბარათი ამოუვარდა.

    ეს ბარათი ეკუთვნოდა ერთ-ერთ მის მეგობარს კაფე დე პარიდან; ასე რომ მეტრაქტირეს, რომელმაც იგი ანდრეას წასვლის შემდეგ აიღო, ეგონა, რომ თავისი ცხენი მისცა გრაფ დე მოლეონს, სენ-დომინიკის ქ. №25. ეს გვარი და მისამართი ეწერა ამ სადარბაზო ბარათზე.

    თეთრანა არ მიდიოდა სწრაფად, მას ზომიერი და ენერგიული ნაბიჯი ჰქონდა.

    სამ-ნახევარ საათში ანდრეამ გაიარა ცხრა ლიე, რომელიც მას კომპიენიდან ჰყოფდა; როდესაც მოედანზე მივიდა, სადაც დილიჟანსები ჩერდებიან, ქალაქის თვითმმართველობის შენობაზე ოთხი საათი დაჰკრა.

    კომპიენში არის მშვენიერი სასტუმრო, რომელიც დაუვიწყარია ყველასათვის, ვისაც აქ ერთი ღამე მაინც გაუთევია.

    ანდრეა პარიზის მიდამოებში მოგზაურობის დროს ერთხელ ყოფილა ამ სასტუმროში და მოაგონდა მისი სახელი: „ზარი და ბოთლი". მან ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა გზის მაჩვენებელი აბრა. როგორც კი გაისტუმრა ბიჭი, რომელსაც დარჩენილი წვრილი ფული მისცა, სასტუმროს კარზე დააბრახუნა. ანდრეამ მართებულად განსაჯა, რომ წინ კიდევ სამი-ოთხი საათი ჰქონდა და ზედმეტი არ იქნებოდა ძალა მოეკრიბა, კარგად ევახშმა და ძილითაც გამოშუშებულიყო.

    კარი ბიჭმა გაუღო.

    - ჩუმად მეგობარო, - უთხრა ანდრეამ, - მე მოვდივარ სენ-ჟან-ო-ბუადან, სადაც ვისადილე; იმედი მქონდა ეტლისა, რომელსაც შუაღამეზე უნდა ჩამოევლო, მაგრამ სულელივით გზა დამებნა და აგერ ოთხი საათია ტყეში დავბორიალობ. მომეცით ეზოში გამავალი ერთ-ერთი ოთახი, მოატანინეთ ცივად მოხარშული ვარია და ერთი ბოთლი ბორდოს ღვინო.

    ბიჭს ეჭვი არაფერში შეპარვია. ანდრეა სავსებით დამშვიდებით ლაპარაკობდა, პირში პაპიროსი ეჭირა და ხელები ჯიბეებში ეწყო. იგი ძალზე მოხდენილად იყო ჩაცმული, ახლად გაკრეჭილი წვერი ჰქონდა და წუნდაუდებელი ფეხსაცმელები ეცვა; მას დაგვიანებული მგზავრის შეხედულება ჰქონდა. ეს იყო და ეს.

    სანამ ბიჭი მის ოთახს ამზადებდა, ოთახში დიასახლისი შემოვიდა; ანდრეამ მომაჯადოებელი ღიმილით შეხედა და ჰკითხა, ხომ არ შემიძლია მივიღო მესამე ნომერი, რომელიც კომპიენში უკანასკნელად ყოფნის დროს მეკავაო. საუბედუროდ, მესამე ნომერი დაეკავებინა ყმაწვილ კაცს, რომელიც დასთან ერთად მოგზაურობდა.

    ანდრეას სახეზე სასოწარკვეთილება აღებეჭდა; მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როდესაც დიასახლისმა დაარწმუნა, რომ მეშვიდე ნომერს, რომელსაც უმზადებდნენ, სავსებით იგივე მდებარეობა ჰქონდა, როგორც მესამეს. ანდრეა ბუხართან ფეხებს ითბობდა, თან შანტიის უკანასკნელ დოღზე საუბრობდა და ელოდა, როდის აცნობებდნენ, ოთახი მზად არისო.

    მან უმიზეზოდ როდი მოითხოვა ეზოში გამავალი ოთახი. სასტუმრო „ზარის" ეზო - სამსართულიანი ტალანით, რომელიც თეატრის დარბაზის სახეს აძლევდა, მსუბუქ სვეტებზე შემოხვეული ჟასმინითა და კატაბარდით, - ყველაზე ლამაზი იყო, როგორიც კი შეიძლებოდა სასტუმროს ჰქონოდა.

    ანდრეას ახალი ვარია და ძველი ღვინო მოუტანეს. ბუხარში ცეცხლს ტკაცუნი გაჰქონდა; ანდრეა თვითონ განცვიფრდა, რომ ისე მადიანად ვახშმობდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

    შემდეგ დაწვა და თითქმის იმწუთშივე ღრმად ჩაეძინა, როგორც იძინებს ადამიანი ოცი წლის ასაკში, მაშინაც კი, როდესაც სინდისი წმინდა არა აქვს.

    ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ ანდრეას უნდა ეგრძნო სინდისის ქენჯნა, მაგრამ არ გრძნობდა.

    აი, როგორი იყო ანდრეას გეგმა, რომელმაც მას ასეთი სიმშვიდე ჩაუნერგა.

    გათენებისთანავე ანგარიშს პატიოსნად გაასწორებდა და გამოვიდოდა სასტუმროდან. მიაღწევდა ტყემდე და რომელიმე გლეხთან მოეწყობოდა ბინაზე, იმ საბაბით, რომ მხატვრობა მიყვარსო. იშოვიდა შეშის მჭრელის ტანისამოსს, ცელს და ეს მაღალი საზოგადოების თვალი, მუშის იერის შესახედაობას მიიღებდა. შემდეგ, როდესაც ხელები გაუშავდებოდა, ტყვიის სავარცხლით თმას გაიმუქებდა, ხოლო სახეზე მზეს მოიკიდებდა იმ საშუალებით, რომელიც მას კატორღის ამხანაგებმა ასწავლეს, ტყით გავიდოდა უახლოეს საზღვრამდე. ივლიდა ღამით, დღისით გამოიძინებდა დაბურულ ტყეებსა და ხრამებში და დასახლებულ ადგილებში მხოლოდ დროდადრო გამოჩნდებოდა პურის საყიდლად.

    საზღვრის გადალახვის შემდეგ ალმასებს ფულად აქცევდა და მათ მიუმატებდა ათამდე საკრედიტო ქაღალდს, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის, მუდამ თან ჰქონდა; ამრიგად, შეუგროვდებოდა ორმოცდაათი ათასი ლივრი, ეს მისი ფილოსოფიის მიხედვით, არცთუ ისე ცუდი დასასრული იყო.

    ესეც არ იყოს, ბევრ იმედს ამყარებდა იმაზე, რომ დანგლარი ჩაახშობდა ხმებს მათი მარცხის შესახებ.

    აი, დაღლილობის გარდა რა უწყობდა კიდევ ხელს ანდრეას, მაგრად ჩასძინებოდა.

    დილით რომ ადრე გაღვიძებოდა, ანდრეამ დარაბები არ მიხურა, მხოლოდ კარი გადაკეტა ურდულზე და ღამის მაგიდაზე გაშლილი დატოვა თავისი მჭრელი, საუცხოოდ გამოწრთობილი დანა, რომელსაც არასოდეს იცილებდა.

    დაახლოებით შვიდ საათზე ანდრეა გააღვიძა თბილმა და აციმციმებულმა სხივებმა, რომლებიც მის სახეს დათამაშებდნენ.

    ყოველი ჭკვიანი ადამიანის ტვინში გაბატონებული აზრი (ასეთი კი ყოველთვის არსებობს) ყველაზე გვიან იძინებს და ყველაზე ადრე აშუქებს გამოღვიძებულ შეგნებას.

    ანდრეას თვალები კარგად არც კი ჰქონდა გახელილი, რომ გაბატონებული აზრი უკვე დაეუფლა მას და ყურში ჩასჩურჩულა, დიდხანს გძინებიაო.

    იგი ლოგინიდან წამოხტა და ფანჯარასთან მიირბინა. ეზოში ჟანდარმი დადიოდა.

    ჟანდარმი ყველაზე შესამჩნევი მოვლენაა ამ ქვეყნად, თვით სინდისშეუშფოთებელი ადამიანებისთვისაც კი, ხოლო რაიმე მიზეზის გამო შეშფოთებული სინდისის ადამიანისათვის მისი მუნდირის ყვითელი, ლურჯი ან თეთრი ფერი ყველაზე საშინელი ფერებია.

    - რატომ არის ეს ჟანდარმი? - ჰკითხა ანდრეამ თავის თავს.

    მყისვე თვითონვე გასცა პასუხი იმ ლოგიკური აზროვნების კარნახით, რომელიც მკითხველმა ალბათ უკვე შეამჩნია მასში.

    - არაფერია გასაკვირი, რომ ჟანდარმი სასტუმროში მოსულა, აბა, ჩქარა ჩავიცვათ.

    მან ჩაიცვა სასწრაფოდ, რასაც ვერ გადააჩვია მსახურმა რამდენიმე თვის მანძილზე, რაც მან პარიზის მაღალ საზოგადოებაში გაატარა.

    - კარგი, - ამბობდა ანდრეა და თან იცვამდა, - მოვიცდი სანამ წავა და მერე გავძვრები.

    ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ტანთ ჩაცმული ანდრეა ფანჯარას ნელა მიუახლოვდა და მეორედ გადასწია მარმაშის ფარდა.

    მაგრამ ჟანდარმი არათუ წასულიყო, მას მეორე ლურჯი, ყვითელი და თეთრი მუნდირი მომატებოდა. იგი იდგა იმ ერთადერთ კიბესთან, რომლითაც ანდრეას ძირს ჩასვლა შეეძლო. ხოლო მესამე ცხენზე იჯდა მუშკეტონით ხელში და ქუჩაში გამავალ ერთადერთ ჭიშკარს დარაჯობდა.

    ეს მესამე ჟანდარმი მეტად თვალსაჩინო პიროვნება იყო, ამიტომ მის გარშემო ცნობისმოყვარეებს მოეყარათ თავი და კარი მჭიდროდ შეეკრათ.

    „მე მეძებენ, - გაუელვა ანდრეას მაშინვე თავში. - ეშმაკმა დალახვროს". იგი გაფითრდა და შეწუხებულმა გარშემო მიმოიხედა.

    მის ოთახს, ისევე, როგორც ამ სართულის სხვა ოთახებს, გასასვლელი ჰქონდა მარტო ყოველი მხრიდან ადვილად დასანახავ გარე დერეფანში.

    „დავიღუპე" - გაიფიქრა ანდრეამ.

    მართლაც, ანდრეას მდგომარეობის კაცისათვის დაპატიმრება ნიშნავდა სასამართლოს, სიკვდილის მისჯას შეუბრალებლად, დაუყოვნებლივ.

    ანდრეამ აცახცახებული თავი ხელებში ჩარგო. ამ წუთში იგი შიშისაგან კინაღამ გაგიჟდა.

    უცებ აუარებელ აზრებში, რომლებიც მის გონებაში ირეოდა, იმედმა გაიელვა. ფერმკრთალ ტუჩებზე და ლოყებზე ღიმილმა გადაურბინა.

    ანდრეამ ირგვლივ მიმოიხედა. ყველაფერი, რაც ჭირდებოდა, აღმოჩნდა: კალამი, მელანი, ქაღალდი.

    კალამი მელანში ჩააწო და ხელით, რომელიც აიძულა მტკიცე ყოფილიყო, რვეულის პირველ ფურცლებზე შემდეგი სიტყვები დაწერა:

    „მე არა მაქვს ფული ანგარიშის გასასწორებლად, მაგრამ უპატიოსნო კაცი არა ვარ. ბედ ვტოვებ ქინძისთავს, რომელიც ათჯერ აღემატება ჩემს ვალს. მაპატიეთ, რომ ასე ადრიანად გავიპარე: მრცხვენოდა".

    ანდრეამ თავისი ქინძისთავი ჰალსტუხიდან გამოიძრო და ქაღალდზე დადო.

    შემდეგ ურდული გამოაძრო, კარი ოდნავ ღიაც კი დატოვა, თითქოს ოთახიდან გასვლის დროს მიხურვა დავიწყებოდა, და ისეთი ადამიანივით, რომელიც დაჩვეულია ამგვარ ვარჯიშს, ბუხარში შეძვრა, თავისკენ მიიზიდა ქაღალდის ეკრანი, რომელზედაც გამოხატული იყო აქილევსი დეილ ამიასთან, ფეხებით წაშალა ნაკვალევი ნაცარზე და აყვა მოღუნულ მილს, - ხსნის უკანასკნელ გზას, რომლის იმედიც მას შეიძლებოდა ჰქონოდა.

    ამ დროს ანდრეას მიერ შემჩნეული პირველი ჟანდარმი პოლიციის კომისრის თანხლებით კიბეზე ამოდიოდა. მას მშველელად ჰყავდა მეორე ჟანდარმი, რომელიც კიბეს იცავდა. ამ ჟანდარმს ჭიშკარში მდგომი ჟანდარმის იმედი უნდა ჰქონოდა.

    აი, რა გარემოებამ გამოიწვია ეს ვიზიტი, რომლის აცილებას იგი ასეთი მოხერხებით ცდილობდა.

    დილაადრიანვე ტელეგრაფი ყოველი მიმართულებით ამუშავდა. სოფლებში და ქალაქებში გაფრთხილებული ხელისუფლების ორგანოები იმ წუთშივე ფეხზე დადგნენ და შეიარაღებული ძალები კადრუსის მკვლელის მოსაძებნად გაგზავნეს.

    კომპიენი მეფის რეზიდენციაა; კომპიენი ნადირობის რჩეული ადგილია; კომპიენი საგარნიზონო ქალაქია, სადაც ბლომად არიან მოხელეები, ჟანდარმები, პოლიციის კომისრები. ტელეგრაფით ბრძანების მიღებისთანავე დაიწყო ძებნა და რაკი სასტუმრო „ზარი და ბოთლი" პირველი სასტუმროა ქალაქში, ბუნებრივია იქიდან დაიწყეს.

    ამავე დროს, იმ გუშაგებმა, რომლებიც ამ საღამოს ქალაქის თვითმმართველობის შენობას დარაჯობდნენ (ქალაქის თვითმართველობის შენობა სასტუმროს გვერდითაა), პოლიციას აცნობეს ამ სასტუმროში ღამით რამდენიმე მგზავრი გაჩერდაო.

    გუშაგს, რომელიც დილის ექვს საათზე შეიცვალა, ისიც კი მოაგონდა, რომ როდესაც მან თავისი საგუშაგო დაიკავა, ესე იგი ხუთი საათის დასაწყისისას, დაინახა თეთრა ცხენზე ამხედრებული ყმაწვილი კაცი, რომელსაც უკან პატარა გლეხის ბიჭი ეჯდა; ყმაწვილი კაცი მოედანზე ჩამოხტა, გლეხის ბიჭი კი ცხენით გაუშვა, შემდეგ დააბრახუნა სასტუმრო „ზარის" კარზე, სადაც იგი მიიღეს.

    სწორედ ამ დაგვიანებულ მგზავრზე აიღეს ეჭვი. ეს მგზავრი კი ანდრეა იყო.

    ამ ეჭვის საფუძველზე პოლიციის კომისარი და ჟანდარმი უნტერ-ოფიცერი ანდრეას კარისაკენ მიდიოდნენ.

    კარი გამოღებული იყო.

    - ჰო, ჰო, - თქვა ჟანდარმმა, მოხუცმა მელამ, ამგვარ საქმეებში გამოცდილმა. - ღია კარი ცუდი ნიშანია. მერჩივნა იგი სამ საკეტზე გადაკეტილი მენახა.

    მართლაც ანდრეას მიერ მაგიდაზე დატოვებული ბარათი და ქინძისთავი ამტკიცებდნენ, ან, უფრო სწორად, სამწუხარო ჭეშმარიტებას ამჟღავნებდნენ. ანდრეა გაქცეულიყო.

    ჩვენ ვთქვით „ამჟღავნებდნენო", იმიტომ, რომ ჟანდარმი არ იყო ისეთი კაცი, რომელიც მარტო საბუთს ეყრდნობოდა. მან ირგვლივ მიმოიხედა, შეიხედა საწოლქვეშ, გადასწია ფარდა, გამოაღო კარადები და ბოლოს ბუხართან მივიდა.

    ანდრეას წინდახედულობის წყალობით ნაცარზე არავითარი კვალი არ ჩანდა.

    მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს იყო გასასვლელი, და ასეთ მდგომარეობაში ყოველი გასასვლელი უნდა გამხდარიყო სერიოზული კვლევის საგანი. ამიტომ ჟანდარმმა ფიჩხის კონა და თივა მოატანინა. ბუხრის მილი ყოველივე ამით ისე გატენა, თითქოს მორტირს მუხტავდა და ცეცხლი წაუკიდა.

    ცეცხლმა აგურის ტიხარში გუგუნი დაიწყო, ბოლი ეძგერა მილს და შავი ნაკადივით ცაში სვეტად აიმართა. მაგრამ ჟანდარმის მოლოდინის წინააღმდეგ, პატიმარი ძირს არ ჩამოვარდნილა.

    ბავშვობიდანვე საზოგადოებასთან ბრძოლას მიჩვეული ანდრეა ხელში არ ჩაუვარდებოდა ჟანდარმს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანდარმი უნტერ-ოფიცრის საპატიო ჩინამდე იყო ამაღლებული. ანდრეამ წინასწარ განჭვრიტა ბუხარში ცეცხლის დანთება, ამიტომ სახურავზე აძვრა და მილთან მოიკუნტა.

    ერთი წუთით გადარჩენის იმედმაც კი გაუელვა, რადგან გაიგონა როგორ დაუყვირა უნტერ-ოფიცერმა ხმამაღლა ორივე ჟანდარმს:

    - იგი აქ არ არის!

    მაგრამ, როდესაც ფრთხილად ქვემოთ ჩაიხედა, დაინახა, რომ ჟანდარმებმა, იმის მაგივრად რომ წასულიყვნენ, რაც ბუნებრივი იყო ასეთი განცხადების შემდეგ, პირიქით, გააორკეცეს ყურადღება.

    მან ირგვლივ მიმოიხედა. მარჯვნივ პირქუშ სიმაგრესავით აღმართულიყო ქალაქის თვითმმართველობა - XVI საუკუნის ვეებერთელა შენობა. მისი ფანჯრებიდან კაცს შეეძლო დაენახა ყოველი კუნჭული იმ სახურავისა, სადაც ის იმალებოდა, ისე, როგორც მაღალი მთიდან მინდორი მოჩანს ხოლმე.

    ანდრეა მიხვდა, რომ ერთ-ერთი ამ ფანჯრიდან დაუყოვნებლივ ჟანდარმის თავი გამოჩნდებოდა.

    თუ მას აღმოაჩენდნენ, დაიღუპებოდა: სახურავზე გაქცევა წარმატებას არ უქადდა.

    გადაწყვიტა ძირს ჩასულიყო, მაგრამ არა იმ გზით, რომლითაც ამოვიდა, არამედ მისი მსგავსით.

    მან თვალით მოძებნა ბუხრის მილი, საიდანაც ბოლი არ ადიოდა, მიცოცდა იქამდე და ყველასგან შეუმჩნევლად შიგ ჩაძვრა.

    იმავე წუთში ქალაქის თვითმმართველობის პატარა ფანჯარა გამოიღო და გამოჩნდა ჟანდარმის თავი, რომელიც ერთი წუთის განმავლობაში შენობის დამამშვენებელი ქვის ქანდაკებასავით უძრავად იყო. შემდეგ ფანჯარა ღრმა სასოწარკვეთილი ოხვრით დაიხურა.

    ჟანდარმმა, დამშვიდებულად და ღირსეულად, ისე, როგორც შეეფერება კანონს, რომელსაც იგი ახორციელებდა, პასუხგაუცემლად ჩაუარა მოედანზე შეგროვილ ხალხს და ქალაქის სასტუმროში დაბრუნდა.

    - აბა, რას იტყვი? - ჰკითხა მას ორმა ჟანდარმმა.

    - იმას, ბიჭებო, რომ ის ყაჩაღი ნამდვილად გაგვიძვრა დილაადრიანად, - უთხრა უნტერ-ოფიცერმა. - მაგრამ ხალხი ვილერი-კოტრეს და ნუაიონის მიმართულებით დავგზავნოთ, გავჩხრიკოთ ტყე და აუცილებლად ჩავიგდებთ ხელში.

    ვერ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1