Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სამგროშიანი ოპერა
სამგროშიანი ოპერა
სამგროშიანი ოპერა
Ebook180 pages2 hours

სამგროშიანი ოპერა

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

ჯონ გეის მეთვრამეტე საუკუნის "გლახაკის ოპერაზე" დაფუძნებული "სამგროშიანი ოპერა", რომელიც პირველად 1928 წელს დაიდგა ბერლინში, ვაიმარის რესპუბლიკის ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური საზოგადოების მწვავე სატირას წარმოადგენს, თუმცა კი მოქმედება ვიქტორიანული პერიოდის სოჰოში ხდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 3, 2021
სამგროშიანი ოპერა

Related to სამგროშიანი ოპერა

Related ebooks

Reviews for სამგროშიანი ოპერა

Rating: 3.3333333333333335 out of 5 stars
3.5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სამგროშიანი ოპერა - ბერტოლტ ბრეხტი

    ბერტოლტ ბრეხტი - სამგროშიანი ოპერა

    Bertolt Brecht - Die Dreigroschenoper

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ჯორჯანელებს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირები

    პროლოგი 

    პირველი მოქმედება 

    მეორე მოქმედება 

    მესამე მოქმედება 

    მოქმედი პირები

    მაკჰითი, მეტსახელად მეკი-დანა

    ჯონათან ჯერემია პიჩემი, ფირმა „გლახის მეგობრის" მფლობელი

    ცელია პიჩემი, მისი ცოლი

    პოლი პიჩემი, მისი ქალიშვილი

    ბრაუნი, ლონდონის პოლიციის შეფი

    ლუსი, მისი ქალიშვილი

    ნაძირალა ჯენი

    სმითი

    მოძღვარი კიმმბლი

    ფილი

    მოხეტიალე მომღერალი

    გიმელები

    მათხოვრები

    კახპები

    კონსტებლები

    პროლოგი

    მეკი-დანას საზარელი რომანსი. ბაზრობა სოჰოში. მათხოვრები მათხოვრობენ, ქურდები ქურდობენ, კახპები კახპობენ და მოხეტიალე მომღერალი მღერის: 

    თუ ზვიგენის კბილებს ყველა

    ხედავთ თქვენი თვალითა,

    მეკი-დანას ვერ იხილავთ

    ხელში თავის დანითა. 

    თუ სისხლს დაღვრის, ლაყუჩები

    ზვიგენს სისხლით ესვრება;

    მეკის ხელზე სისხლის კვალის

    ნახვას ვინ მოესწრება. 

    წელს სიკვდილმა ტემზის პირას

    ბევრს რომ ხელი დარია,

    რისი ჭირი, რის ქოლერა,

    მხოლოდ მეკის ბრალია. 

    თუ კვირა დღეს სტრენდზე კაცის

    გვამს იხილავთ, იცოდეთ,

    ბნელ შუკაში მეკი დაძრწის,

    ვინც არავის იცოდებს. 

    მაიერ შმული დაიკარგა,

    მის კვალს გაჰყვა მრავალი.

    მეკი-დანამ იცის მათი

    ასავალ-დასავალი. 

    (მარჯვნიდან მარცხნივ სცენაზე სეირნობით ჩაივლის პიჩემი მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად)

    ჯენი ტაულერი ნახეს

    მუცელგამოფატრული.

    სტრენდზე მეკი ატუზულა

    ტემზის ჭვრეტით გართული. 

    სად გაქრა ალფონს გლაიტი,

    ვინ გაიგებს ამასა?

    მეკიმ იცის, მაგრამ აბა,

    ჰკითხეთ მეკი-დანასა! 

    სოჰოში რომ ხანძრისაგან

    შვიდი ბავშვი დაიწვა,

    მეკი იქვე სეირნობდა,

    განა სადმე გაიქცა. 

    ახალგაზრდა ქვრივსაც ღამით

    შეუმტვრია კარები;

    ნუთუ პასუხს არ აგებენ

    ქვეყნად მეკისთანები?! 

    (კახპები იცინიან, მათ გამოეყოფა კაცი, რომელიც სწრაფად გადასერავს მთელ მოედანს და გადის)

    ნაძირალა ჯენი. მეკი-დანა იყო! 

    პირველი მოქმედება

    I

    ადამიანთა მზარდი გულქვაობისათვის რომ გაერთმია თავი, საქმის კაცმა ჯ. პიჩემმა ატელიე გახსნა, სადაც უბედურთა შორის ყველაზე უბედურნი ისეთ გარეგნობას იძენდნენ, რომელსაც სულ უფრო და უფრო გაავებული გულების მოლბობაც კი შეეძლო. 

    ჯონათან ჯერემია პიჩემის გლახაკთა გარდერობი.

    პიჩემის სადილაო ქორალი 

    გაიღვიძე, ცოდვის შვილო!

    ბნელ საქმეებს მიჰყე ხელი,

    შე ჯიბიდან გავარდნილო,

    ფიქრობ შეგრჩეს ყველაფერი? 

    ძმა გაყიდე, ცოლსაც ყიდი;

    არ შეგრჩება შენ ეს დიდხანს.

    სულ არა გაქვს იმის რიდი,

    ვინც ზეცაში განგიკითხავს. 

    პიჩემი (დამსწრე საზოგადოებას მიმართავს). რამე ახალი უნდა ვიღონო. მეტისმეტად ძნელ საქმეს კი მოვკიდე ხელი, რადგან ჩემი ხელობა ადამიანური თანაგრძნობის გაღვიძება გახლავთ. ცოტა რამ მოიძევა ისეთი, დიახ, ცოტა რამ, რაც ადამიანს თავზარსა სცემს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ თუ ხშირად გამოიყენე, უკვე აღარ მოქმედებს. ადამიანს რაღაც საშინელი უნარი აქვს, როცა კი მოეპრიანება, უგრძნობელი გახდეს. ამიტომ ასეც ხდება ხოლმე, როდესაც გამვლელი პირველად დაინახავს ქუჩის კუთხეში ატუზულ უხელო მათხოვარს, შეშინებული მზად არის ათიოდე პენი აჩუქოს, მაგრამ მეორეჯერ მარტო ხუთსღა იმეტებს, ხოლო თუ მესამეჯერაც გადაეყარა, უკვე პოლიციას ეძახის გულარხეინად. ასევე ცვდება დამხმარე სულიერი საშუალებებიც. (ცხაურიდან დიდი დაფა ეშვება წარწერით: „გაცემა გერჩიოს აღებას) აბა, რა ყრია თვით ყველაზე მშვენიერ და ყველაზე გამსჭვალავ აფორიზმებშიც კი, თუნდაც დახატო ისინი თვალწარმტაც დაფებზე, თუკი ასე სწრაფად გაცვდებიან. ბიბლიაში ოთხი, ჰა, ხუთი თქმა თუ მოიძებნება, რომელიც გულს უჩუყებს ადამიანს და როგორც კი მათ დახარჯავ, პირწმინდად ულუკმაპუროდ რჩები. აი თუნდაც ლოზუნგი: „გაეცი და მოგეცემა - სამი კვირაც არ ეკიდა, რომ დაძველდა. და სხვა რა ძალა გაქვს, ისევ ახალი უნდა მოიგონო. ისევ ბიბლია უნდა მოიმარჯვო, მაგრამ ისიც როდემდე გეყოფა?

    (ვიღაც აკაკუნებს, პიჩემი აღებს კარს და შემოდის ყმაწვილი კაცი, სახელად ფილჩი)

    ფილჩი. „პიჩემი და კომპანიაა?"

    პიჩემი. პიჩემი გახლავართ. 

    ფილჩი. მაშ, ეს თქვენა ხართ ფირმა „გლახის მეგობრის" მფლობელი? თქვენთან გამომგზავნეს. ვაჰ, ლოზუნგები! ეს მართლაც კაპიტალია! ალბათ მთელი ბიბლიოთეკა გაქვთ ამნაირი რაღაცებისა? ეს უკვე სულ სხვა საქმეა. ჩვენ კი - აბა, სად ჩვენი ძმა და სად იდეები. განათლება არა გვაქვს და საქმეს როგორ დავაყენებთ? 

    პიჩემი. თქვენი სახელი? 

    ფილჩი. იცით, ბატონო პიჩემ, სიყრმიდანვე ბედი არა მწყალობდა. დედაჩემს გადაყლურწვა უყვარდა, მამა მოთამაშე იყო. პატარაობიდანვე ბედის ანაბარად მიმაგდეს და დედის მოყვარულ ხელს მოკლებული სულ უფრო და უფრო ვეფლობოდი დიდი ქალაქის ჭაობში. მამის მზრუნველობა ან ოჯახური მყუდროება არ განმიცდია. და აი, ახლა თქვენ წინაშე ვარ. 

    პიჩემი. მერედა, ვინ არის ჩემ წინაშე?..

    ფილჩი (აბნეულად). ...საარსებო წყაროს მოკლებული, საკუთარ ვნებათა მსხვერპლი. 

    პიჩემი. ღია ზღვაში მოტივტივე დამსხვრეული ხომალდის ნამუსრევი და ასე შემდეგ. ერთი მითხარით, ნამუსრევო, რომელ რაიონში ჰყვებით ხოლმე ამ ბალღურ აბდაუბდას? 

    ფილჩი. არ მესმის, ბატონო პიჩემ?

    პიჩემი. ამას ხომ საჯაროდ ჰყვებით ხოლმე? 

    ფილჩი. დიახ, იცით, ბატონო პიჩემ, სწორედ გუშინ ერთი პატარა უსიამოვნო ინციდენტი შემემთხვა ჰაილენდ-სტრიტზე. ჩემთვის წყნარად და საცოდავად ვდგავარ კუთხეში, ქუდი მაქვს გაშვერილი და ავს არაფერს მოველი... 

    პიჩემი (უბის წიგნაკს ფურცლავს). ჰაილენდ-სტრიტზე. ჰო, ჰო, სწორია. ესე იგი შენ ის ჯეელი ხარ, გუშინ ჰონიმ და სემმა რო ჩაავლეს. მაშ, თავხედობა გყოფნის მეათე რაიონში გამვლელ-გამომვლელთ თავი მოაბეზრო? ამჯერად გვერდების დაზელვა გაკმარეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ უცოდინარობით მოგივიდა, მაგრამ მეორედ თუ მოგასწარით, ოთხში ამოგიღებთ, გესმის?

    ფილჩი. მესმის, ბატონო პიჩემ, მესმის, მაგრამ აბა, რა უნდა ვქნა, ბატონო პიჩემ? იმ ბატონებმა მართლაც ისე მიმბრიგეს, რომ სულ დალურჯებული ვარ და მერე თქვენი სადარბაზო ბარათი მომაჩეჩეს. აი, კურტაკი რომ გავიხადო, ტალებიანი ქარიყლაპია გეგონებით. 

    პიჩემი. ეჰ, ჩემო კარგო, რახან სვია თევზს არ დამსგავსებიხარ, ეტყობა, ჩემი ბიჭები უნდილად გაისარჯნენ. ამ ცინგლიანს ჰგონია, რომ საკმარისია, თათი გაიშვიროს და სათოხლავი უკვე ექნება. რას იტყოდი, შენს გუბურაში საუკეთესო კალმახები სხვას რომ დაეჭირა? 

    ფილჩი. აბა, გუბურა მე ვინ მომაშავა, ბატონო პიჩემ. 

    პიჩემი.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1