Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

პირველყოფილი კულტურის ისტორია
პირველყოფილი კულტურის ისტორია
პირველყოფილი კულტურის ისტორია
Ebook225 pages1 hour

პირველყოფილი კულტურის ისტორია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"პირველყოფილი კულტურის ისტორია" - ესაა დიმიტრი უზნაძის მიერ პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ძირითადი მახასიათებლების აღწერა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რაც შესაძლოა დროდადრო გულუბრყვილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ფრიად საინტერესო საკითხავს წარმოადგენს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2021
პირველყოფილი კულტურის ისტორია

Read more from დიმიტრი უზნაძე

Related to პირველყოფილი კულტურის ისტორია

Related ebooks

Reviews for პირველყოფილი კულტურის ისტორია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    პირველყოფილი კულტურის ისტორია - დიმიტრი უზნაძე

    დიმიტრი უზნაძე - პირველყოფილი კულტურის ისტორია

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მეორე გამოცემის წინასიტყვაობა

    ისტორია და მისი წყაროები.

    (*) რა არის ისტორია.

    (*) რა არის კულტურა.

    ისტორიის წყაროები.

    (*) წინაისტორიული და ისტორიული ხანა.

    პრეისტორიული ხანა.

    როგორ შეიძლება პრეისტორიული ხანის შესწავლა.

    (*) დედამიწის ისტორია და ადამიანის გაჩენის დროს დედამიწაზე.

    ა. ნივთიერი კულტურა.

    პირველყოფილი ნივთიერი კულტურის საფეხურები.

    პირველყოფილი ადამიანის საზრდო და მისი გონება.

    ქვის ხანა.

    პალეოლითური ხანა.

    ნეოლითური ხანა.

    სანადირო და საომარი იარაღები.

    ბრინჯაოს ხანა.

    რკინის ხანა.

    (*) ჰალშტატის ხანა.

    (*) ლატენის ხანა.

    ცეცხლი. პირველი ჭურჭლეულობა.

    ხარშვა.

    თაფლი, ღვინო.

    ტანსაცმელი და სამკაული.

    საცხოვრებელ შენობათა გამოგონება.

    ბოძებიანი სახლები.

    სასაფლაოები.

    მეურნეობის დასაწყისი.

    ცხოველების მოშინაურება.

    ბ. საზოგადოებრივი ცხოვრება.

    ოჯახის წარმოშობა.

    მატრიარქატი.

    პატრიარქალური წეს-წყობილება.

    ქორწინების განვითარება.

    პოლიგამია და მონოგამია.

    საგვარეულო წეს-წყობილება.

    საკუთრების ისტორია.

    ვაჭრობა.

    სახელმწიფოს წარმოშობა.

    მონობა.

    სასამართლო.

    გ. სულიერი კულტურა.

    ენა.

    წერა-კითხვა.

    ანგარიში.

    სარწმუნოება.

    ჯადოსნობა და გამოლოცვა.

    კულტი.

    მარხვა.

    ღვთაება.

    მითოლოგია.

    მეორე გამოცემის წინასიტყვაობა

    (მეთოდიური შენიშვნები)

    პირველყოფილი კულტურის ისტორიის კურსი ჩვენი სკოლის მეხუთე წლის პროგრამაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით პირველყოფილი კულტურის ისტორიას ზოგი ისეთი თვისება უნდა ჰქონდეს, რომელიც პედაგოგიურად სწორედ თერთმეტ-თორმეტი წლის ასაკის აღზრდისათვის არის ხელსაყრელი. ეს მით უმეტესათაა მოსალოდნელი, რომ პირველყოფილი კულტურის ისტორია ყველაზე უფრო ნაკლებ დამუშავებული საისტორიო დარგია და მაშასადამე მისი თერთმეტი წლის ბავშვის გონებისათვის მისაღები ფორმით დალაგებას სრულიად განსაკუთრებული სიძნელე ეღობება წინ. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს თვისება?

    1. პირველყოფილი ადამიანის სულიერი ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივია და ამიტომ გაცილებით უფრო გასაგებია ბავშვისათვის, ვიდრე სულიერი ცხოვრება კულტურული ადამიანისა. მისი კულტურული შემოქმედების მოტივები ამდენადვე მოკლებულია თანამედროვე ცხოვრების სირთულეს, და თვით კულტურის ნაშთების შინაგანი ბუნება ბევრად უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ბუნება ისტორიული ხანის მრავალწახნაგოვანი კულტურული ცხოვრებისა.

    თუ ამას დავუმატებთ იმ ჯერ კიდევ საბოლოოდ დაუმტკიცებელს, მაგრამ მაინც ძლიერ საყურადღებო შეხედულებასაც, რომლის მიხედვითაც თანახმად ონტოგენეზისის და ფილოგენეზისის პარალელიზმისა, ყოველი ცალკე ადამიანი თავისი გვარის განვითარების ყველა მნიშვნელოვან საფეხურს თავისი ინდივიდუალური ცხოვრების პროცესში განივლის, მაშინ ცხადი შეიქნება, რომ პირველყოფილი ადამიანის რაცხვანი და განცდანი არასოდეს ისე ახლო არ დგანან ჩვენთან, როგორც ბავშობის ასაკში, და მაშასადამე ისტორიის არც ერთი ხანა არ უნდა იყოს ისე შესაფერისი ბავშვობის ასაკისათვის, როგორც ხანა კაცობრიობის პრეისტორიული ცხოვრებისა.

    2. ისტორიის სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი განვითარების იდეის შინაგან აღთქმაში უნდა ვეძიოთ. მაგრამ რაც უფრო თანდათანობითია პროცესი განვითარებისა, მით უფრო ძნელია მისი იდეის წვდომა, მით უფრო საეჭვოა, რომ განუვითარებელ გონებას არ გამოეპაროს ფაქტი წინსვლის პროცესის ცვალებისა. ადამიანის ცნობიერება. ისეა მოწყობილი, რომ მოვლენათა შორის არსებული განსხვავება, მით უფო ძნელი დასაჭერია მისთვის, რაც უფრო მცირეა ეს განსხვავება. თავისთავად იგულისხმება, რომ რაც უფრო ნაკლებაა მომწიფებული იდეა განვითარებისა, მით უფრო ძლიერი და მკვეთრი უნდა იყოს მისი საფეხურების განსხვავება, რათა იგი სრულიად შეუმჩნეველი არ დარჩეს. პირველყოფილი კულტურის ისტორია კი განვითარების სწორედ ასეთი თვალსაჩინოდ განსხვავებული საფეხურების აღწერას შეიცავს, და ამიტომ განვითარების იდეის აღზრდის პირველ ხანებში მასზე უფრო ხელსაყრელ მასალას ისტორიული წარსულის არცერთი დამთავრებული კულტურული წრე არ იძლევა. ამ მხრივ მისი უპირატესობა უეჭველად უდავოდ უნდა ჩაითვალოს.

    ამგვარად ცხადია, რომ პირველყოფილი კულტურის კურსი სკოლის პირველისავე საფეხურისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ თვისებებს შეიცავს. მაგრამ უეჭველია ისიც, რომ ამასთან ერთად და იმის მიუხედავად იგი ზოგიერთ ისეთ მხარესაც ატარებს, რომელიც მის სწავლებას განსაკუთრებით აძნელებს.

    აქ პირველყოვლისა ისმის საკითხი, რა ადგილი უნდა დაეთმოს სწავლების პროცესში სახელმძღვანელოს. 11-12 წლის ბავშვებისთვის სისტემატიურად დალაგებული შინაარსის წიგნი ჯერ კიდევ უცხო და ხელმიუწვდომელია. მეორეს მხრივ, განსაკუთრებით დღევანდელი პირობების გამო, ბავშვების სრულიად უწიგნოდ დატოვებაც შეუწყნარებელია. ამიტომ ერთადერთი საუკეთესო გზა ის იქნებოდა, თუ რომ მასწავლებელი პირველყოფილი კულტურის კურსის გადაცემის დროს ცოცხალ სიტყვასა და მეთოდიურად მოსწრებულ საუბარს უპირველეს ადგილს დაუთმობდა. სახელმძღვანელო მაშინ მხოლოდ კლასში საუბრის დროს შეთვისებული მასალის მეხსიერებაში აღსადგენადა და განსამტკიცებლად იქნებოდა საჭირო. ამასთან ერთად თვით სახელმძღვანელოს შედარებით აუცილებელი სქემატიზმიც ძლეულ იქნებოდა, და დაბრკოლების ნაცვლად ბავშვის ისტორიული აზროვნების განვითარებას იგი მართლა ხელს შეუწყობდა. ზოგი ფიქრობს, რომ პირველყოფილი კულტურის ისტორიის სახელმძღვანელო მხატვრული სურათის კრებულს უნდა წარმოადგენდეს, იგი ცალკე მოვლენათა მხატვრულ მოთხრობებს უნდა შეიცავდეს და მხოლოდ მაშინ შეიქნება იგი 11-12 წლის მოზარდისათვის მიმზიდველიც და ხელმისაწვდომიცო. მაგრამ უეჭველია, ყოველი კონკრეტი სურათი მხოლოდ უძრავი მომენტის, მიღწეული საფეხურის სტატური მდგომარეობის გამოხატულების მეტს ვერაფერს მოგვცემს. ამიტომ განვითარების მომენტის გასათვალისწინებლად იგი სრულიად შეუფერებელია. ასეთი სურათები უეჭველია მხოლოდ კულტურულ მდგომარეობათა ნათლად წარმოსადგენად და მის ნაშთთა გასაცნობად არის მისაღები. ხოლო როდესაც ერთი კონკრეტი სურათი კაცობრიობის გამოცდილების მრავალგზისი საფეხურების ან მომენტების აღნიშვნის სანაცვლოდ არის მოყვანილი, მაშინ ასეთი მეთოდი, გან–საკუთრებით მცირე ასაკოვანთათვის, პირდაპირ მავნებლად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან გამოცდილების დაგროვების ცნების ნაცვლად მის ცნობიერებაში მხოლოდ ერთი შემთხვევის სურათი დარჩება. პირველყოფილი კულტურის სწავლების დროს, რამდენადაც არა განვითარების, არამედ უმთავრესად პირველყოფილი ადამიანის მდგომარეობის და კულტურულ ცხოვრების სურათია გასათვალისწინებელი, ცოცხალ, მხატვრულად აღწერილ სურათებს მართლა დიდი მეთოდიური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისტორიაში მარტო ფანტაზიის მიერ შექმნილ, ხელოვნურად გამოგონებულ სურათებს სრულიად შეუძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს დათმობილი. ამიტომ აქ ერთადერთი გონივრული გზა მხოლოდ ის იქნება, თუ რომ მასწავლებელი თანამედროვე ველურთა ცხოვრების ცოცხლად დახატულ სურათებს მიმართავს. ამ მხრივ მასწავლებლის ცოცხალ სიტყვას და, სადაც შესაძლებელია, მოგზაურთა უკულტურო ქვეყნების აღწერილობათა კითხვას განსაკუთრებით დიდი როლი უნდა დაეკისროს, ხოლო ხელოვნურად შექმნილ, გამოგონებულ მოთხრობებს იგი უსათუოდ უნდა გაურბოდეს.

    პირველყოფილი კულტურის შესწავლის მიზანი უშუალოდ გვიკარნახებს, რომ ამ კურსის გათვალისწინების დროს განსაკუთრებული ყურადღებით ადამიანის კულტურულ მონაპოვართა მიგნების გზა უნდა იქნეს განხილული. რაც შეიძლება ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს მოზარდის ცნობიერებაში ის როლი, რომელიც კულტურულ აღმოჩენათა განვითარების პროცესში ადამიანის დაკვირვების უნარმა და აზროვნების ნიჭმა შეასრულა. მასწავლებელმა მტკიცედ უნდა შეითვისოს, რომ მეცნიერების აწინდელი მდგომარების მიხედვით სრულიად შეუწყნარებელია აღმოჩენათა და გამოგონებათა ის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანს უკვე წინასწარ ჰქონდა შემუშავებული ის აზრი, რომელიც მას მხოლოდ შემდეგ უნდა მოენახა. მაგალითად, ცხოველთა მოშინაურების პროცესს ზოგი ასე ხსნის: ადამიანმა შეამჩნია, რომ ცხოველთა შორის განსაკუთრებით ჭკვიანი ძაღლი იყო. ამიტომ მან „ძაღლის ლეკვები შინ წამოიყვანა და გაზარდაო".

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1