Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

კანდიდი
კანდიდი
კანდიდი
Ebook271 pages1 hour

კანდიდი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 29, 2021
კანდიდი

Read more from ვოლტერი

Related to კანდიდი

Related ebooks

Reviews for კანდიდი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    კანდიდი - ვოლტერი

    ვოლტერი - კანდიდი

    Voltaire - Candid

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის რუსუდან დოდაშვილს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი I. როგორ აღიზარდა კანდიდი ერთს მშვენიერ სასახლეში და როგორ გამოაგდეს იქიდან

    თავი II. რა დაემართა კანდიდს ბულგარელებთან

    თავი III. როგორ გადაურჩა კანდიდი ბულგარელებს და რა გარდახდა მას

    თავი IV. როგორ შეხვდა კანდიდი ფილოსოფიის ყოფილ მასწავლებელს და რა მოხდა

    თავი V. გრიგალი, ხომალდის დაღუპვა, მიწისძვრა და რა გარდახდათ დოქტორ პანგლოსს, კანდიდს და ანაბაპტისტ ჟაკს

    თავი VI. როგორ აღმართეს აუტო-და-ფე მიწისძვრის შესაჩერებლად და როგორ გაამათრახეს კანდიდი

    თავი VII. როგორ მოუარა ერთმა დედაბერმა კანდიდს და როგორ იპოვნა კანდიდმა ის, ვინც უყვარდა

    თავი VIII. კუნეგონდას თავგადასავალი

    თავი IX. რა გარდახდათ კუნეგონდას, კანდიდს, ინკვიზიტორს და ებრაელს

    თავი X. როგორ გაჭირვებით მიაღწიეს კანდიდმა, კუნეგონდამ და დედაბერმა კადიქსს და როგორ ჩასხდნენ გემში

    თავი XI. დედაბერის თავგადასავალი

    თავი XII. დედაბრის უბედურებათა გაგრძელება

    თავი XIII. რამ აიძულა კანდიდი განშორებოდა მშვენიერ კუნეგონდას და დედაბერს

    თავი XIV. როგორ მიიღეს კანდიდი და კაკამბო პარაგვაის იეზუიტებმა

    თავი XV. როგორ მოჰკლა კანდიდმა თავისი ძვირფასი კუნეგონდას ძმა

    თავი XVI რა შეემთხვა ორ მოგზაურს ორ ქალიშვილთან, ორ მაიმუნთან და ველურ ორელიონელებთან

    თავი XVII. როგორ მოხვდნენ კანდიდი და მისი მსახური ელდორადოს ქვეყნებში და რა ნახეს იქ

    თავი XVIII. რა ნახეს მათ ელდორადოს ქვეყანაში

    თავი XIX. რა შეემთხვათ მათ სურინამში, და როგორ გაიცნო კანდიდმა მარტენი ჩვენმა

    თავი XX. რა შეემთხვათ ზღვაზე კანდიდს და მარტენს

    თავი XXI. კანდიდი და მარტენი საფრანგეთის ნაპირებს უახლოვდებიან და მსჯელობენ

    თავი XXII. რა შეემთხვათ საფრანგეთში კანდიდს და მარტენს

    თავი XXIII. როგორ მიადგნენ კანდიდი და მარტენი ინგლისის სანაპიროებს და რა ნახეს იქ

    თავი XXIV. პაკეტასა და ძმა ჟიროფლეს შესახებ

    თავი XXV. დარბაზობა კეთილშობილ ვენეციელ ბატონ პოკოკურანტესთან

    თავი XXVI. როგორ ივახშმეს ექვს უცხოელთან ერთად კანდიდმა და მარტენმა, და ვინ იყვნენ ეს უცხოელები

    თავი XXVII. კანდიდის გამგზავრება კონსტანტინეპოლს

    თავი XXVIII. რა შეემთხვა კანდიდს, კუნეგონდას, პანგლოსს, მარტენს და სხვებს

    თავი XXIX. როგორ იპოვნა კანდიდმა კუნეგონდა და დედაბერი

    თავი XXX. დასასრული

    განმარტებები

    თარგმანი გერმანულიდან ბ. დოქტორი რალფისა

    დამატებებით, რომლებიც აღმოჩენილ იქნენ დოქტორის ჯიბეში,

    როდესაც ის გარდაიცვალა 1759 წელს განხორციელებიდან უფლისა

    თავი I. როგორ აღიზარდა კანდიდი ერთს მშვენიერ სასახლეში და როგორ გამოაგდეს იქიდან

    ვესტფალიაში, ბატონ ბარონ ტუნდერ-ტენ-ტრონკის სასახლეში ცხოვრობდა ერთი ჭაბუკი, რომელიც ბუნებას მეტად სასიამოვნო ზნით დაეჯილდოვებინა, მისი სახე მისი სულის გამომხატველი იყო. იგი საღად და გულწრფელად მსჯელობდა; მე მგონია, სწორედ ამის გამო უწოდებდნენ მას კანდიდს[1]. ამ ოჯახის ძველ მსახურთ ეჭვი ეპარებოდათ, რომ იგი იყო ძე ბარონის დისა და ერთი გულკეთილი, პატიოსანი მეზობელი აზნაურისა, რომელზედაც ამ ქალბატონმა არ მოისურვა გათხოვება, რადგან აზნაურმა თავისი გენეალოგიური შტოდან მხოლოდ სამოცდათერთმეტი თაობის დამტკიცება შესძლო, ვინაიდან დანარჩენი ჟამთა სიავის გამო დაკარგულიყო.

    ბატონი ბარონი ვესტფალიის ერთ-ერთი უძლიერესი მებატონე გახლდათ, რადგანაც მის ციხე-დარბაზს კარ-ფანჯრები ჰქონდა. დიდი დარბაზი ხალიჩებითაც კი იყო მორთული. საჭიროების შემთხვევაში, ბარონის უკანა ეზოს ძაღლები მეძებრებად იქცეოდნენ, მეჯინიბეები - მონადირეებად, სოფლის ხუცესი კი მღვდელთუხუცესად. ბარონს ყველა მონსენიორს[2] უწოდებდა და ყველა იცინოდა, როდესაც იგი ამბავს ჰყვებოდა.

    ქალბატონი ბარონის მეუღლე დაახლოებით სამასორმოცდაათ გირვანქას იწონიდა, რის გამოც ღრმა მოწიწების გრძნობას იწვევდა და ღირსეული თავდაჭერით საკუთარი ოჯახის ღირსებას ამაღლებდა, რითაც უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა. მისი ჩვიდმეტი წლის ასული კუნეგონდა - ღაჟღაჟა, ნორჩი, ჩასუქებული და მადის მომგვრელი იყო. ბარონის ვაჟი მამის ღირსეული შვილი ჩანდა. მათი აღმზრდელი პანგლოსი[3] სახლის მისნად ითვლებოდა, და პატარა კანდიდი მის გაკვეთილებს თავისი ასაკისა და ხასიათის მთელი გულწრფელობით ისმენდა.

    პანგლოსი ასწავლიდა მეტაფიზიკო-თეოლოგო-კოსმო-ნიღოლოგიას. იგი ჩინებულად ამტკიცებდა, რომ შედეგი მიზეზის გარეშე არ არსებობს და შესაძლებელ ქვეყანათა შორის ამ საუკეთესო ქვეყანაზე ბატონი ბარონის სასახლე - სასახლეთა შორის უმშვენიერესია და ქალბატონი შესაძლებელ ბარონის მეუღლეებზე უკეთესი.

    - დამტკიცებულია, - ამბობდა პანგლოსი, - რომ საგნები სხვაგვარად ვერ იარსებებენ, რადგან ყოველივე შექმნილია მიზნისათვის, ამიტომ ყოველივე შექმნილია აუცილებლად საუკეთესო მიზნისათვის. აბა, შეხედეთ, ცხვირები გაჩენილია სათვალეებისთვის, და ჩვენც სათვალეებს ვატარებთ; ფეხები - ფეხსაცმელებისათვის არსებობენ და ჩვენც ფეხსაცმელებს ვიცვამთ, ქვები გასათლელად და ციხე-დარბაზების ასაგებად წარმოიშვნენ, ამიტომ ბატონს მეტად მშვენიერი ციხე-დარბაზი აქვს; ამ ქვეყნის უდიდესი ბარონი საუკეთესო ბინაში უნდა ცხოვრობდეს, და რადგან ღორები გაჩენილნი არიან შესაჭმელად, ამიტომ ჩვენც მთელი წლის განმავლობაში ღორის ხორცს შევექცევით; მაშასადამე, ისინი, ვინც აცხადებენ, რომ ყოველივე კარგიაო, სისულელეს ამბობენ, საჭიროა ითქვას, რომ ყოველივე უკეთესისკენ მიიმართება.

    კანდიდი ამას ყურადღებით ისმენდა და გულუბრყვილოდ იჯერებდა; მას ბარონის ასული კუნეგონდა უსაზღვროდ თვალწარმტაცი ეჩვენებოდა, თუმცა მისთვის ვერასოდეს ამის გამომჟღავნება ვერ გაებედნა. ის ფიქრობდა, რომ იმ ბედნიერების შემდეგ, რაიცა არის დაბადება ბარონ ტუნდერ-ტრონკად, ბედნიერების მეორე საფეხურად ქალბატონ კუნეგონდად ყოფნა ჩაითვლება, მესამე საფეხურად - მისი ყოველდღე ხილვა და მეოთხედ - მოსმენა მასწავლებელ პანგლოსისა, უდიდეს ფილოსოფოსისა ამ მხარეში და, მაშასადამე, მთელს დედამიწის ზურგზეც.

    ერთ დღეს, სასახლის ახლოს მდებარე პატარა ტყეში (რომელსაც „პარკს" უწოდებდნენ) სეირნობის დროს კუნეგონდამ ბუჩქებში დოქტორი პანგლოსი შენიშნა; იგი ექსპერიმენტული ფიზიკის გაკვეთილს აძლევდა კუნეგონდას დედის მოახლეს, პატარა, შავგვრემან ქალს, მეტად ლამაზსა და მეტად თვინიერს. რადგან ქალბატონი კუნეგონდა მეცნიერების მიმართ დიდ მიდრეკილებას იჩენდა, ამიტომ იგი სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა ცდებს, რომლის მოწამეც ხდებოდა. მან ნათლად დაინახა დოქტორის საკმაო საფუძველი, შედეგები და მიზეზები, და გაბრუნდა აღელვებული, დაფიქრებული, შეპყრობილი სურვილით, რომ თვითონაც დაუფლებოდა მეცნიერებას და საკმაო საფუძველი გამხდარიყო ახალგაზრდა კანდიდისათვის ისევე, როგორც კანდიდი მისთვის.

    სასახლეში დაბრუნებისას მას კანდიდი შემოხვდა, კუნეგონდა გაწითლდა, კანდიდიც გაწითლდა. კუნეგონდა კანდიდს ათრთოლებული ხმით მიესალმა. კანდიდმა ლაპარაკი დაუწყო, თუმცა თვითონაც არ იცოდა რაზედ. მეორე დღეს, სადილის შემდეგ, როდესაც სუფრიდან აიშალნენ, კუნეგონდა და კანდიდი შირმის უკან აღმოჩნდნენ; კუნეგონდამ ცხვირსახოცი დააგდო, კანდიდი მას დასწვდა. კუნეგონდამ კანდიდს გულუბრყვილოდ ხელი მოუჭირა, ჭაბუკმაც გულუბრყვილოდ ხელზე აკოცა ნორჩ ასულს, ცოცხლად, გრძნობიერად და განსაკუთრებული სინატიფით; მათი ბაგენი ერთმანეთს შეხვდნენ, თვალები აელვარდნენ, მუხლები აკანკალდნენ, ხელები აფათურდნენ. ბატონმა ბარონ ტუნდერ-ტენ-ტრონკმა შირმასთან გაიარა, ეს მიზეზები და ეს შედეგები დაინახა და კანდიდი ლაზათიანი პანღურის კვრით სასახლიდან გააგდო, კუნეგონდას გული შეუღონდა; გონს მოვიდა თუ არა, ქალბატონმა ბარონის მეუღლემ მას სილა გააწნა; და ყველა შეძრწუნებული იყო შესაძლებელ სასახლეთა შორის ყველაზე მშვენიერ და საამურ სასახლეში.

    თავი II. რა დაემართა კანდიდს ბულგარელებთან

    ამქვეყნიური სამოთხიდან განდევნილი კანდიდი დიდხანს მიაბიჯებდა - არც იცოდა საით, სტიროდა, ცისკენ აპყრობდა თვალებს, ხშირად იცქირებოდა სასახლეთა შორის უმშვენიერესი სასახლისკენ, სადაც ცხოვრობდა ულამაზესი ასული ბარონების ასულთა შორის.

    შუა მინდორში, ორ თხრილს შორის კანდიდი უვახშმოდ დაწვა; თოვლი დიდ ფანტელებად ცვივოდა. მეორე დღეს მთლად გათოშილი კანდიდი წაჩანჩალდა მეზობელი ქალაქისკენ, რომელსაც ფალდბერგჰოფ-ტრარბკ-დიკდორფი ერქვა. მას ერთი გროშიც არ გააჩნდა, შიმშილისაგან და დაღლილობისაგან სულს ღაფავდა. იგი სამიკიტნოს კართან ნაღვლიანად შეჩერდა. ლურჯ ტანთსაცმელში გამოწყობილმა ორმა მამაკაცმა კანდიდი შენიშნა.

    - ამხანაგო, - უთხრა ერთმა მამაკაცმა მეორეს, - ხედავ რა მშვენიერი აღნაგობის ჭაბუკია, სიმაღლეც სათანადო აქვს.

    ისინი კანდიდს მიუახლოვდნენ და მეტად თავაზიანად სადილზე მიიწვიეს.

    - ბატონებო, - მომჯადოებელი მოკრძალებით მიმართა მათ კანდიდმა, - თქვენ დიდ პატივსა მდებთ, მაგრამ ჩემი წილის გადასახდელი ფული არა მაქვს.

    - რას ბრძანებთ! - უთხრა მას ერთ-ერთ ლურჯსამოსიანთაგანმა, - განა თქვენი აღნაგობისა და თქვენი ღირსების ადამიანს ფულის გადახდა სჭირდება; თქვენ ხომ ხუთი წყრთის და ხუთი გოჯის სიმაღლის ბრძანდებით?

    - დიაღ, სწორედ მაგ სიმაღლის გახლავართ, - მდაბლად თავის დახრით უპასუხა კანდიდმა.

    - ოჰ, ბატონო! მობრძანდით მაგიდასთან; ჩვენ არა თუ გადავიხდით თქვენს მაგივრად ფულს, არამედ არც დავუშვებთ არასდროს, რომ თქვენნაირ კაცს ფული შემოაკლდეს; ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის დასახმარებლად არიან დაბადებულნი.

    - მართალსა ბრძანებთ, - მიუგო კანდიდმა, - სწორედ ამას მეუბნებოდა ყოველთვის ბატონი პანგლოსი, და მე ვხედავ, რომ ყოველივე უკეთესისკენ მიიმართება.

    კანდიდს სთხოვეს ცოტაოდენი ფული მიეღო მათგან. კანდიდმა გამოართვა და ხელწერილის მიცემა დააპირა. მათ უარი უთხრეს. მაგიდას მიუსხდნენ.

    - ნუთუ თქვენ არ გიყვართ?..

    - როგორ არა! - უპასუხა კანდიდმა, - მე ქალბატონი კუნეგონდა მიყვარს.

    - არა, - უთხრა მას ერთმა ამ ბატონთაგანმა, - ჩვენ გეკითხებით, გიყვართ თუ არა თქვენ ბულგარელების მეფე[4]?

    - სრულებითაც არა, - მიუგო კანდიდმა, - მე ხომ იგი არასოდეს მინახავს.

    - ნუთუ? იგი მეფეთა შორის ყველაზე ღირსეული მეფეა და საჭიროა მისი სადღეგრძელო შევსვათ.

    - ოჰ, დიდი სიამოვნებით, ბატონებო, - და იგი სვამს.

    - საკმარისია, - ეუბნებიან მას, - თქვენ უკვე ბულგარელთა ბურჯი ხართ, დასაყრდენი, მხსნელი და გმირი; თქვენი ბედი გადაწყვეტილია და თქვენი დიდება უზრუნველყოფილი.

    კანდიდს მაშინვე ბორკილები შეაბეს ფეხებზე და ლეგიონში წაიყვანეს. აქ იგი აიძულეს მიტრიალებულიყო მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, ამოეძრო და ჩაედო ზუმბა, დაემიზნა, გაესროლა, აეჩქარებინა ნაბიჯი, რის შემდეგ იგი ჯოხის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1