Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ანტონიო დე ლა პენიას ამბავი
ანტონიო დე ლა პენიას ამბავი
ანტონიო დე ლა პენიას ამბავი
Ebook192 pages1 hour

ანტონიო დე ლა პენიას ამბავი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ანტონიო დე ლა პენიას ამბავი" - ესაა წიგნი იმის შესახებ, თუ რა იცის ადამიანმა, რა შეიძლება იცოდეს და როგორ შეიძლება, რომ იცოდეს; რა დაბრკოლებები ეღობება ადამიანს რაიმეს შემეცნებისას. ნაწარმოების მოქმედება XX საუკუნეში მიმდინარეობს, მთავარი თემა კი პატიმრობაა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 27, 2019
ანტონიო დე ლა პენიას ამბავი

Read more from დიმიტრი უჩანეიშვილი

Related to ანტონიო დე ლა პენიას ამბავი

Related ebooks

Related categories

Reviews for ანტონიო დე ლა პენიას ამბავი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ანტონიო დე ლა პენიას ამბავი - დიმიტრი უჩანეიშვილი

    დიმიტრი უჩანეიშვილი - ანტონიო დე ლა პენიას ამბავი

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    * * *

    ძლიერ მცირე ცოდნა გვაქვს და ცუდად ვსწავლობთ.

    ფ. ნიცშე, „ესე იტყოდა ზარატუსტრა"

    ვერავინ მეტყვის: ვერც დედამ შესძლო ეს და ვერც მამამ; ვერც სხვისმა გამოცდილებამ მაუწყა რამე და ვერც ჩემმა მეხსიერებამ.

    ნეტარი ავგუსტინე, „აღსარებანი"

    ანტონიო დე ლა პენია დააპატიმრეს. მაშინ ოცდახუთი წლის იყო. სასამართლომდე, წინასწარ პატიმრობაში, და შემდეგაც, სასამართლოს მიმდინარეობისას, ხმა არ ამოუღია, ერთი სიტყვაც არავისთვის უთქვამს.

    სასამართლო ერთ დღეში ჩატარდა. ერთ დღეში... ერთ დღეში კი არა, ნახევარ საათში მომთავრდა ყველაფერი. ერთ პატარა, ბათქაშჩამოცვენილ დარბაზში ოცდაათამდე დამსწრე იყო შეკრებილი. რთული გახლდათ იმის თქმა, ვისი მხრიდან იყვნენ. ვინმეს გულშემატკივრობის არაფერი ეტყობოდათ. ალბათ უფრო ისეთი ხალხი იყო, საქმე რომ არაფერი აქვს და სეირის საყურებლად ნებისმიერ ხელსაყრელ ადგილას შეჩერდება, თან ცდილობს წინა რიგში მოექცეს, გაფაციცებით აკვირდება ყველაფერს და საკუთარ აზრსაც გამოთქვამს, ღრმად დარწმუნებული მის სისწორეში, მერე კი წავა და რამდენიმე წუთში აღარაფერი ახსოვს. ანტონიოს მხრიდან მისი საცოლე, მშვენიერი ფელიციდად კასტილიო, იჯდა თვალცრემლიანი. როცა ჰკითხეს, აღიარებდა თუ არა დანაშაულს, ანტონიო ფეხზე წამოდგა და ისევ არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, მოსამართლემ დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა და განაჩენი დამატებითი გარჩევის გარეშე გამოაცხადა: მუდმივი პატიმრობა. თუმცა, ანტონიოს რაიმე რომ ეთქვა, რა, მოსამართლე სხვა განაჩენს გამოიტანდა ვითომ?

    არავის გამოუხატავს რეაქცია, თითქოს ეს ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო, ისე დაიშალნენ, როგორც სამშობიარო სახლში მისული ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ადამიანი უნდა დაიბადოს და სხვას არაფერს ელიან. მართლაც, დაიბადება და ყველა წავა-წამოვა.

    კარანდირუს მეოთხე სართულზე განაწესეს. ელიფსის ფორმის შენობა იყო, ოთხასამდე საკნით, გარშემო წყლით სავსე უშველებელი თხრილი ჰქონდა შემოვლებული. ცალკე საკანში შეუშვეს. პატარა, დაბალჭერიანი ოთახი იყო, ფიცრის საწოლითა და მოსასაქმებელი კასრით კუთხეში. ერთ კედელზე გისოსებიანი ღიობი იყო, სქელი კედლის ისეთ სიღრმეში და იმდენად ვიწრო, რომ თავის შეყოფა და გახედვა თითქმის შეუძლებელი გახლდათ, მხოლოდ ცის ნაგლეჯი მოჩანდა.

    სანამ პირველად შევიდოდა საკანში, შინაგანაწესი გააცნეს: სეირნობა - კვირაში ერთხელ, პაემანი - წელიწადში ორჯერ, ადგომა-დაწოლის დრო, ქცევის წესები და კიდევ რაღაც წვრილმანები. ჯიბეებში რაც ჰქონდა, ყველაფერი დაატოვებინეს: რამდენიმე კრუზეირო, საცოლის ფოტო, სახლის გასაღები, ქაღალდის ნაგლეჯი მისამართით, ქამარი შეხსნეს და საკანში შეაგდეს.

    შევიდა საკანში და საწოლზე ჩამოჯდა. ისეთი სახე ჰქონდა, გაოცებული თუ გაკვირვებული, ხანდახან ამბობენ, პირდაღებული ან ყბაჩამოვარდნილიო, დაახლოებით აი, ისეთი, ადამიანი რომ ინგლისური ენის გამოცდაზე გავიდეს და ბილეთი ესპანურად შეხვდეს. აუდიტორიაში კი არავინაა. ასე იჯდა კარგა ხანს და შემდეგ დაწვა. ღამემდე ერთ წერტილს იყო მიჩერებული. მერე ჩაეძინა. მაგრამ ყოველ წუთს ეღვიძებოდა, ისევ ჩაიძინებდა და ისევ ეღვიძებოდა. საბოლოოდ ერთმანეთში აირია ძილ-ღვიძილი, შეზავდა, ვერავინ იტყოდა, რა მდგომარეობა იყო ეს. ლაპარაკს გაიგონებდით, უფრო სწორად კი ცალკეულ სიტყვებს: „არა... გადი... არა... არ მინდა... არა... თავი დამანებე... არ შემიძლია... დედა... სად... არა... სასამართლო... ხელი... ხელი შენი..." გაოფლილმა გაიღვიძა, ღამის ოთხი საათი იქნებოდა. დილამდე აღარ დაუძინია. დილით საჭმელი შემოაცურეს პატარა ჯამით, მაგრამ ზედაც არ შეუხედავს. მხოლოდ მოგვიანებით დაინახა. არც ხმაურისთვის მიუქცევია ყურადღება. ის დღე იწვა, გაუნძრევლად, როგორც ჩვილი ლოგინზე, და ჭერში ისევ ერთ წერტილს იყო მიჩერებული. მეორე დღესაც შემოაცურა ჯამი უხილავმა მიმტანმა, რომლის მხოლოდ მაჯა ჩანდა, ისიც სულ ხუთიოდე წამით, მაგრამ არც ახლა ამდგარა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღეს.

    წამები წამებს მისდევდა, წუთები - წუთებს, საათები - საათებს. შეიძლება პირიქითაც ითქვას: წამს წამი უსწრებდა, წუთს - წუთი, საათს - საათი. გემოვნების საკითხია. წამები. ერთი, ორი, სამი, ოთხი... ათი... ოცი... ორმოცი... სამოცი... და ისევ, ერთი, ორი, სამი, ოთხი... ათი... ოცი... ორმოცი... სამოცი... ერთი, ორი, სამი, ოთხი... სამოცი... და ისევ, ერთი, ორი, სამი, ოთხი... რატომ სამოცდაერთი არა? მაგრამ არა, ათი... ოცი... ორმოცი... სამოცი... ყველა წამი ერთმანეთის მსგავსია, არაფერი იცვლება, აქ დროს რაღაც ემართება. შენ გრძნობ ყოველ წამს, დროს გრძნობ, გრძნობ, რომ დრო ერთნაირია, შენგან დამოუკიდებელი და შენ ხარ ამ დროში. ხვალაც ასეთივე წამი იქნება, ზეგაც, ათი წლის შემდეგაც. სანამ აქ იქნები.

    პირველი დღეები დროის უმეტეს ნაწილს კედლებს ათვალიერებდა. დიდხანს, საათობით და დაჟინებით. ღარებს, ამობურცულ ნაწილებს, ცემენტში შერეულ მცირე ზომის კენჭებს, თითქოს ცდილობდა კედელში შეეღწია, თითქოს მხოლოდ მისთვის დასმული ამოცანის ამოხსნას ცდილობდა. კედელი... ჩვეულებრივი კედელი იყო, სწორი და ოთხკუთხა, აგურის ან ცემენტის, ანაც ქვის. შინ, მის ოთახშიც ხომ იყო კედელი?! მაგრამ იქ ასე არასოდეს ათვალიერებდა. არც მადრიდის სასტუმროში, სადაც ჩერდებოდა ხოლმე და არც ფელიცის მშობლების სასადილო ოთახში. ან კი ვინ ათვალიერებს კედლებს, საოჯახო ფოტოალბომი ხომ არ არის?! აქ რაღაც სხვა ხდებოდა. არა, ის არა, რომ ეს საკანი იყო და გასვლა არ შეეძლო. არა. აქ კედლებმა შინაარსი შეიძინეს. შინ, სასტუმროში, ფელიცის მშობლების სასადილო ოთახში, კედლებს არ ჰქონდათ შინაარსი. იქ კედლებზე ნახატები ეკიდა ან წიგნების თაროები, ან ერთიც და მეორეც, შეიძლება კარადა იყო მიდგმული, შესაძლოა მაგიდაც. გარდა ამისა, იმ კედლებს იქით რაღაც იყო. აქ კი, საკანში, შიშველმა კედლებმა სამყარო მოხაზეს. კი, ნამდვილად ასეა, ეს ოთხი კედელი, ერთი, ორი, სამი და ოთხი, ეს კედლები სამყაროს საზღვარია, კიდეა, როგორც ჰერკულესის სვეტები, მათ შორის შენ დააბიჯებ, და გძინავს, იკვებები და კიდევ რაღაც-რაღაცებს აკეთებ.

    მეხუთე დღეს, როგორც ჩანს, შიმშილმა ყველაფერი დაძლია და ანტონიომ ჯამს ხუფი მოხადა. ბრინჯისა და ბარდის მოყავისფრო ნახარში იყო, გრილი, მღვრიე და წყალწყალა სითხე, დაახლოებით ისეთი, ჭურჭლის რეცხვისას რომ გროვდება ხოლმე ნიჟარაში. აქა-იქ ბარდის ჩაჭყლეტილი მარცვლები მოჩანდა. ბრინჯი ძირზე დალექილიყო. გასინჯა და გული აერია. მომდევნო დღესაც იგივე კერძი იყო. მომდევნო დღესაც იგივე მოხდა. დაწვა და კედლისკენ გადაბრუნდა.

    დილას დღის ულუფა შემოაცურეს, იგივე, ბარდა და ბრინჯი. ჯამს ახადა, დაინახა საჭმელი და შიგნითვე აერია გული. უფრო სწორად, რაღაც მოყვითალო სითხე წამოუვიდა პირიდან.

    ამასობაში ერთი კვირა გავიდა. ზუსტად დღის ორ საათზე კარზე დააბრახუნეს, სეირნობის დრო იყო. პირველად მიჰყავდათ. ეს ე.წ. სეირნობა შენობის ბოლოს, საკანზე ოდნავ დიდ სივრცეში ხდებოდა. საკნისგან მხოლოდ ის ასხვავებდა, რომ სივრცეს ჭერი არ ჰქონდა და ცა მოჩანდა, სუფთა ჰაერის ყნოსვაც შეიძლებოდა. მრგვალი სივრცე იყო, რომელშიც წრეზე დადიოდი, ოცი-ოცდახუთი ნაბიჯის გადადგმა შეგეძლო. იქ ე.წ. მოსეირნენი ცირკში გამოყვანილ დათვებს ჰგავდნენ, წრეზე რომ დაატარებს მომთვინიერებელი. დანარჩენი იგივე - კედლები, მავთულხლართები, ბადრაგი...

    პატიმრებს წყვილად ასეირნებდნენ. ეს პროცესი ოც წუთს გრძელდებოდა. ის, მეორე, ისე შინაურულად გრძნობდა თავს, ეტყობოდა დიდი ხანია იქ იმყოფებოდა. რამდენიმე წრე რომ გააკეთეს, ძველმა:

    - რისთვის ზიხარ? - ჰკითხა ესპანურად.

    - მკვლელობისთვის. - თქვა ანტონიომ მცირე პაუზის შემდეგ.

    ძველი შეჩერდა და კარგად დააკვირდა:

    - ვინ მოკალი? - ჰკითხა შემდეგ.

    - არ ვიცი.

    მეორემ ყურადღებით შეხედა.

    -

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1