Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

კრეიცერის სონატა
კრეიცერის სონატა
კრეიცერის სონატა
Ebook233 pages2 hours

კრეიცერის სონატა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ეს სქელტანიანი მოთხრობა 1890 წელს გამოქვეყნდა და მყისვე მეფის ხელისუფლების ცენზურას დაექვემდებარა. იგი, ერთის მხრივ, თავშეკავების იდეალს ქადაგებს, მეორეს მხრივ კი ეჭვიანობით გამოწვეულ რისხვას აღწერს. თანამედროვე კრიტიკოსთა შეფასება არაერთგვაროვანი იყო, უკიდურესად უარყოფითიდან უაღრესად პოზიტიურამდე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 26, 2016
კრეიცერის სონატა

Read more from ლევ ტოლსტოი

Related to კრეიცერის სონატა

Related ebooks

Reviews for კრეიცერის სონატა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    კრეიცერის სონატა - ლევ ტოლსტოი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    კრეიცერის სონატა

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ლევ ტოლსტოი - კრეიცერის სონატა.

    კრეიცერის სონატა

    ხოლო მე გეუბნებით თქვენ:

    ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს,

    უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში

    (მათე, 5:28)

    უთხრეს მას მოწაფეებმა:

    თუ კაცს ამდენი რამ მართებს

    ცოლის მიმართ, უმჯობესია

    სულაც არ შეირთოს.

    ხოლო იესომ პასუხად თქვა:

    ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა,

    არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა.

    ვინაიდან არიან საჭურისნი,

    რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ;

    არიან საჭურისნი, რომელნიც

    კაცთაგან დასაჭურისდნენ;

    და არიან საჭურისნი,

    რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი

    ცათა სასუფევლის გულისთვის.

    ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.

    (მათე, 19:10-12)

    I

    ეს ადრეულ გაზაფხულზე მოხდა. მეორე დღეა ვმგზავრობდით. ვაგონში მოკლე მანძილებზე მიმავალთა შესვლა-გასვლა არ წყდებოდა, მაგრამ სამნი ჩემავით მატარებლის დაძვრის ადგილიდან ისხდნენ: არც თუ ახალგაზრდა და ნაკლებად შესამჩნევი ქალი დატანჯული სახით, ნახევრად მამაკაცურ პალტოსა და ქუდში; მისი ნაცნობი, ორმოციოდე წლის ლაპარაკის მოყვარული მამაკაცი აკურატულად დალაგებული ახალი რამე-რუმეებით; და ცალკე მჯდომი საშუალო ტანის ბატონი წყვეტილი მოძრაობებით, ჯერ ისევ ახალგაზრდა, მაგრამ ნაადრევად გაჭაღარავებული ხუჭუჭა თმითა და არაჩვეულებრივად მოელვარე თვალებით, რომლებიც სწრაფად გადარბოდნენ საგნიდან საგანზე. მას მეძვირე თერძთან შეკერილი ძველი პალტო ეცვა ცხვრის ბეწვის საყელოთი და ცხვრის ბეწვისავე მაღალი ქუდი ეხურა. როდესაც იხსნიდა, პალტოს ქვეშ ხიფთანი და რუსულად ნაქარგი პერანგი მოჩანდა. ამ ბატონის კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ის იყო, რომ დროდადრო იგი უცნაურ ხმას გამოსცემდა, რაც ხველებას ან დაწყებულ და შეწყვეტილ სიცილს ჰგავდა.

    ეს ბატონი მთელი მგზავრობის განმავლობისას  ცდილობდა სხვებთან ურთიერთობა და ნაცნობობა აერიდებინა. მეზობელთა საუბარს ის მოკლედ და მოჭრილად პასუხობდა და კითხულობდა; ან ფანჯრიდან იყურებოდა და ეწეოდა; ან ძველი ტომრიდან პროვიზიას იღებდა და ჩაის სვამდა; ან წაიხემსებდა.

    მე მომეჩვენა, რომ მას ამძიმებდა მარტოობა და რამდენჯერმე ვცადე გამოლაპარაკება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა თვალებს ერთმანეთს ვუსწორებდით, რაც, გამომდინარე იქედან, რომ ერთმანეთისადმი ჯვარედინად ვისხედით, საკმაოდ ხშირად ხდებოდა, ის ზურგშექცეული წიგნს იღებდა ან ფანჯარაში იმზირებოდა.

    მეორე საღამოს პირი იყო, როდესაც ერთ დიდ სადგურში მორიგ გაჩერებაზე ეს ნერვული ბატონი ცხელი წყლისთვის გაემართა და ჩაი მოიდუღა. მეორე ბატონი, აკურატული რამე-რუმეებით, რომელიც, როგორც შემდგომ შევიტყე, ადვოკატი ყოფილა, მეზობელ მწეველ ქალთან ერთად ნახევრად მამაკაცურ პალტოში, ჩაის დასალევად სადგურისკენ გაემართა.

    ამ უკანასკნელთა არყოფნისას ვაგონში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა. მათ შორის ერთი გაუპარსავი მოხუცი, როგორც ჩანს ვაჭარი, ქრცვინის ბეწვსა და მაუდის კარტუზში ვეებერთელა წინაფრით. ვაჭარი ადვოკატისა და ქალბატონის ადგილის პირდაპირ დაჯდა და მყისვე შეუდგა საუბარს ახალგაზრდა მამაკაცთან, სავარაუდოდ ნოქართან, რომელიც ვაგონში იმავე სადგურზე ამოვიდა.

    მე გეზად ვიჯექი და რადგან მატარებელი იდგა, იმ წუთებში, როდესაც გასასველი თავისუფალი იყო, შემეძლო მათი საუბრის ნაწყვეტებისთვის მომეკრა ყური. ვაჭარმა თავდაპირველად განაცხადა, რომ საკუთარ მამულში მიემართებოდა, რომელიც მხოლოდ ერთი სადგურის იქეთ მდებარეობდა; შემდეგ, როგორც ყოველთვის, ფასების და ვაჭრობის შესახებ შეუდგნენ საუბარს, თქვეს, თუ როგორ მიდიოდა ვაჭრობა მოსკოვში, ბოლოს კი ნიჟეგოროდის ბაზრობაც ახსენეს. ნოქარი ორივესთვის ცნობილი მდიდარი ვაჭრის ბაზრობაზე დროსტარების შესახებ შეუდგა ამბის თხრობას, მაგრამ მოხუცმა არ დაასრულებინა და თავად მოყვა კუნავინოს ღრეობების შესახებ, რომლებშიც თვითონაც მიეღო მონაწილეობა. როგორც ჩანს, იგი ამით ფრიად ამაყობდა და ცხადი სიხარულით ყვებოდა, თუ როგორ ჩაიდინეს აღნიშნულ ნაცნობთან ერთად ერთხელ კუნავინოში ისეთი რამ, რის შესახებ მხოლოდ ჩურჩულით საუბარი შეიძლებოდა, რის შემდეგ ნოქარმა მთელ ვაგონზე გაიცინა. მოხუცმაც გაიცინა და ამ დროს ორი ყვითელი კბილი გამოუჩნდა.

    არ ველოდი რა რაიმე საინტერესოს გაგონებას, წამოვდექი, რათა მატარებლის დაძვრამდე ბაქანზე გამესეირნა. კარში ადვოკატსა და ქალბატონს შევეჩეხე, რომლებიც ცოცხლად საუბრობდნენ რაღაცის შესახებ.

    - ვერ მოასწრებთ. - მითხრა გულღია ადვოკატმა. - მეორე ზარს ჩამოკრავენ.

    მართლაც, ვაგონების ბოლომდე მისვლა ვერ მოვასწარი, რომ ზარი ჩამოკრეს. დაბრუნებისას ქალბატონი და ადვოკატი ცხოველ საუბარს განაგრძობდნენ. მოხუცი ვაჭარი მდუმარედ იჯდა მათ პირდაპირ, მკაცრად იყურებოდა წინ და დროდადრო უარყოფითად აცმაცუნებდა ტუჩებს.

    - შემდეგ მან პირდაპირ განუცხადა მეუღლეს, - ღიმილით თქვა ადვოკატმა იმ მომენტში, როდესაც მის გვერდით ჩავიარე. - რომ მას არ შეუძლია და არც სურს მასთან ცხოვრება, რადგან...

    მან თხრობა განაგრძო, თუმცა მე შინაარსი ვეღარ გავიგონე. ჩემ კვალდაკვალ კიდევ შემოვიდნენ მგზავრები, შემოვიდა გამცილებელი, შემოირბინა მეარტელემ და დიდხანს იდგა ხმაური, რომლის მიზეზით საუბარი არ ისმოდა. როდესაც სიჩუმემ დაისადგურა და მე კვლავ გავიგონე ადვოკატის ხმა, საუბარი, როგორც ჩანს, კერძო შემთხვევიდან განზოგადებულ შეხედულებებზე გადასულიყო.

    ადვოკატი ახლა იმის შესახებ საუბრობდა, თუ რაოდენ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევდა განქორწინების საკითხი ამჟამად ევროპაში და რომ ასეთ შემთხვევებს ჩვენთანაც სულ უფრო ხშირად ჰქონდათ ადგილი. შეამჩნია რა, რომ მხოლოდ მისი ხმა ისმოდა, ადვოკატმა შეწყვიტა სიტყვა და მოხუცს მიუბრუნდა:

    - ადრე ეს არ ხდებოდა, ასე არ არის? - თქვა მან და სასიამოვნოდ გაიღიმა.

    მოხუცს სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ ამ დროს მატარებელი დაიძრა. მოხუცმა კარტუზი შეიხსნა და პირჯვრის წერასა და ჩურჩულით ლოცვას შეუდგა.

    - ადრეც ხდებოდა ბატონო, მაგრამ იშვიათად. - თქვა მან. - დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ ხდებოდეს. ძალიან განათლებულები გახდნენ.

    მატარებელი სულ უფრო უმატებდა სიჩქარეს, ლიანდაგების გადაკვეთაზე გადაიგრუხუნა და მე ვეღარაფერი გავიგონე, თუმცა ძალიან მაინტერესებდა და ამიტომ ახლოს გადავჯექი. ჩემი მეზობელი, ნერვული ბატონი ელვარე თვალებით, როგორც ჩანს, ასევე დაინტერესდა, მაგრამ ადგილიდან დაუძვრელად უგდებდა ყურს.

    - რით არის განათლება უხეირო? - თქვა ქალბატონმა ოდნავ შესამჩნევი ღიმილით. - ნუთუ ისე სჯობს დაქორწინება, როგორც წარსულში, როცა სიძე-პატარძალს ერთმანეთი ნანახიც არ ჰყავდა? - განაგრძობდა იგი და მრავალი ქალის ჩვევის მსგავსად არა თანამოსაუბრის სიტყვებს პასუხობდა, არამედ იმ სიტყვებს, რომლებსაც მისი აზრით იტყოდა იგი. - არ იცოდნენ, უყვარდათ თუ არა, შეძლებდნენ თუ არა სიყვარულს, მაგრამ ნებისმიერს მიყვებოდნენ და შემდეგ მთელი ცხოვრება ტანჯვა ელოდათ. თქვენის აზრით, ასე უკეთესია? - ამბობდა იგი ისე, რომ მე და ადვოკატს გვიმზერდა, მაგრამ არა მოხუცს, რომელსაც ესაუბრებოდა.

    - ძალიან განათლებულები გახდნენ, - გაიმეორა ვაჭარმა და სიძულვილით შეხედა ქალბატონს ისე, რომ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

    - სასურველი იქნებოდა იმის ცოდნა, რით ხსნით კავშირს განათლებასა და ქორწინებაზე უარის თქმას შორის. - ოდნავ შესამჩნევი ღიმილით თქვა ადვოკატმა.

    ვაჭარმა დააპირა პასუხი, მაგრამ ქალბატონმა შეაწყვეტინა.

    - არა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. - თქვა მან, მაგრამ ადვოკატმა შეაჩერა:

    - არა, უფლება მიეცით, საკუთარი აზრი გამოთქვან.

    - უგნურება განათლებისგან. - გადაჭრით თქვა მოხუცმა.

    - ისეთებს აქორწინებენ, ერთმანეთი რომ არ უყვართ, შემდეგ კი უკვირთ მათი გაუგებრობის. – ჩქარობდა თქმას ქალბატონი და ხან მე მიყურებდა, ხან ადვოკატს და ნოქარსაც კი, რომელიც წამომდგარიყო და სკამის ზურგს ჩამოყრდნობილი, ღიმილით უსმენდა საუბარს.

    - შესაძლოა ცხოველები შეაწყვილო ისე, როგორც პატრონი ისურვებს, ადამიანებს კი საკუთარი მიდრეკილებები და გრძნობები აქვთ. - აშკარად მოხუცისთვის კბილის გაკვრის სურვილით თქვა ქალბატონმა.

    - ტყუილუბრალოდ ამბობთ ასე ქალბატონო. - თქვა მოხუცმა. - ცხოველი პირუტყვია, ადამიანს კი კანონი აქვს მიცემული.

    - როგორ უნდა ვიცხოვროთ ადამიანთან, როდესაც სიყვარული არ არსებობს? - ისევ ჩქარობდა ქალბატონი საკუთარი შეხედულებების გამოთქმას, რომლებიც, სავარაუდოდ, მას სრულიად ახალი ეგონა.

    - უწინ ამის შესახებ არ მსჯელობდნენ. - დამაჯერებელი ინტონაციით თქვა მოხუცმა. - ეს ეხლა შემოვიდა ცხოვრებაში. როგორც კი რამე მოხდება, ქალი ამბობს: „მიგატოვებ. კაცებშიც კი გავრცელდა ეს მოდა. „აი, შენი პერანგები და შარვლები, მე კი ვანკასთან წავალ. შენზე ხუჭუჭაა. მიდი და ელაპარაკე. ქალს კი პირველ რიგში შიში უნდა ჰქონდეს.

    ნოქარმა ადვოკატსაც შეხედა, ქალბატონსაც და მეც. აშკარად იკავებდა ღიმილს და მზად იყო მოეწონებინა ან გაეკიცხა ვაჭრის შეხედულება, იმის მიხედვით, თუ როგორ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1